საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით N67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის N67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 13 მაისს გამართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-07-20
ბიუროს ნომერი 190
📜 ტექსტი
ანგარიში
1024-01-07-2-201807191625
N 01-07/1024
19/07/2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბატონ ირაკლი კობახიძეს
ბატონო ირაკლი,
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი
პუნქტის
„პ“
ქვეპუნქტის
საფუძველზე,
წარმოგიდგენთ
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 13 მაისს გამართული ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ანგარიშს.
დანართი: 40 ფურცელი.
პატივისცემით,
თამარ ჟვანია
კომისიის თავმჯდომარე
.
საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაცია
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის
21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის
საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში 2018 წლის 13 მაისს გამართული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუალედური არჩევნები
ანგარიში
14 მარტი – 22 მაისი
2018
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს
2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27
ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში
2018 წლის 13 მაისს გამართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს შუალედური არჩევნები
ანგარიში
14 მარტი – 22 მაისი
2018
სარჩევი
შესავალი
6
მოკლე აღწერა
6
I.
წინასაარჩევნო პერიოდი
10
I.I საარჩევნო ადმინისტრაცია
10
I.II საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება
12
I.III საარჩევნო რეგისტრაციები
14
I.IV ამომრჩეველთა ერთიანი სია
16
I.V საზოგადოების ინფორმირება
17
2018 წლის 13 მაისი, კენჭისყრის დღე
18
II.
III. არჩევნების შემდგომი პერიოდი
III.I ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების
19
შედეგების შეჯამება და გამოცხადება
19
III.II. საარჩევნო დავები
19
IV. არჩევნების ფინანსური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა
20
IV.I არჩევნების ბიუჯეტი
20
IV.II სახელმწიფო შესყიდვები და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფა
20
დანართები
დანართი 1. ცესკოს 2018 წლის 14 მარტის №56/2018 განკარგულება მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს ‒ საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27
ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ.
21
დანართი 2. ცესკოს 2018 წლის 16 აპრილის №24/2018 დადგენილება მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო
პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა და პირობების
განსაზღვრის თაობაზე.
23
დანართი 3. ცესკოს 2018 წლის 30 აპრილის №116/2018 განკარგულება
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის
21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის
საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის
შუალედური არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური
ჩარჩო-კონვერტის ფორმისა და გადასატანი საარჩევნო ყუთების, ძირითადი
საარჩევნო ყუთის და მისი აპარატის სახის დადგენის შესახებ.
30
დანართი 4. №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 13 მაისს ჩატარებული ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
36
დანართი 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური
არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა
და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა).
37
დანართი 6. ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური
არჩევნებისთვის გაწეული ხარჯის შესახებ.
38
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
შესავალი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო,
რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის,
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და სხვა
საკანონმდებლო ან/და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.
საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანოა ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო),
რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოში არჩევნების
გამართვას, აკონტროლებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებასა და მის
ერთგვაროვან გამოყენებას.
ცესკო ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე, რომელსაც წარუდგენს
ანგარიშს ყოველი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში.
მოკლე აღწერა
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით
№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ
საარჩევნო ოლქში 2018 წლის 13 მაისს გამართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუალედური არჩევნების (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები)
ანგარიშს და ასახავს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასაარჩევნო
პერიოდში, კენჭისყრის დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში განხორციელებულ
საქმიანობას. ანგარიში მოიცავს 2018 წლის 14 მარტიდან ამავე წლის 22 მაისის ჩათვლით
პერიოდს.
ცესკომ, 2018 წლის 14 მარტის №56/2018 განკარგულებით1 მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუალედური არჩევნები დანიშნა. არჩევნების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2018 წლის
13 მაისი.
საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო პროცესი წარმართა დამტკიცებული საარჩევნო
ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად.2
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად
ორგანიზება გაუწია №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ.
1
2
6
ცესკოს 2018 წლის 14 მარტის №56/2018 განკარგულება „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის
21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ“
იხილეთ დანართში (1).
საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი იხილეთ ბმულზე: http://cesko.ge/res/docs/grafiki2018sakrebulo.pdf .
ანგარიში, 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის დაზუსტდა №67.27
ცაიშის თემის ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში შემავალი
სამი საარჩევნო უბნის (№73, №74 და №103) საზღვრები და ინფორმაცია ვებგვერდზე
გამოქვეყნდა.
კანონმდებლობით პასუხისმგებელი უწყებების მიერ გადმოცემული პოტენციური
ამომრჩევლების შესახებ მონაცემების დამუშავებისა და განახლების შემდეგ, №67.27 ცაიშის
თემის ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ერთიან სიაში
რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ შეადგინა – 2 819. არჩევნებში მონაწილეობა
მიიღო 1 337-მა (47.43%) ამომრჩეველმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შუალედური არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციამ
განახორციელა საპილოტე პროექტი – გამოიყენა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული
აპარატი. ხმის ელექტრონული დათვლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცესკომ ამ
არჩევნებისთვის გამონაკლისის სახით, დაადგინა ხმის მიცემის განსხვავებული პროცედურები.
დაგეგმილი საპილოტე პროექტის შესახებ ჩართული მხარეებისა და დაინტერესებული
პირების ინფორმირებისთვის ჩატარდა ეფექტური საინფორმაციო კამპანია. ამომრჩევლებმა
კენჭისყრაში ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლეს საკუთარი კონსტიტუციური უფლების
დაუბრკოლებლად განხორციელება. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევისა და უშუალოდ
პროცესის შესაფასებლად განხორციელდა, რაც მიზნად ისახავდა თანამედროვე საარჩევნო
ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობის შესწავლას.
როგორც ამომრჩეველთა ქცევის, ისე საარჩევნო პროცესის კვლევის შედეგები ცესკოში
გამართულ შეხვედრებზე გაზიარებული და განხილული იყო ჩართულ მხარეებთან.
არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების
საფუძველზე, რეგისტრაციაში გატარდა ცხრა პოლიტიკური პარტია. აქედან ექვს პარტიას
გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია, შესაბამისად სამმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა
კანდიდატი, რომლებიც რეგისტრაციაში გაატარა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის
თავმჯდომარემ.
არჩევნებზე რეგისტრირებული იყო სამი პოლიტიკური გაერთიანებების მიერ წარდგენილი სამი
კანდიდატი.
№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის 12 წევრიანი შემადგენლობიდან ხუთ
მუდმივმოქმედ წევრთან ერთად ცესკოს მიერ ამ არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო
კომისიაში აირჩა მეექვსე დროებითი წევრი და უფლებამოსილი პარტიების მიერ – დაინიშნა
ექვსი წევრი.
№67.27 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალ სამ საარჩევნო უბანზე, საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრების რაოდენობამ შეადგინა – 36, აქედან საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ
არჩეული – 18, ხოლო უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული – 18.
სსიპ – საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების
ცენტრი) ტრენერებმა უზრუნველყვეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების
კვალიფიკაციის ამაღლება.
7
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
არჩევნებისთვის დარეგისტრირდა სამი საარჩევნო სუბიექტის – 28 წარმომადგენელი, აქედან:
ცესკოში – ხუთი, საოლქო საარჩევნო კომისიაში – ხუთი და საუბნო საარჩევნო კომისიებში
– 18. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა წარმომადგენლები ელექტრონული
რეგისტრაციის პროგრამის მეშვეობით დანიშნეს.
საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, ცესკოში რეგისტრირებული იყო სამი
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის – 11, ხოლო 20 ადგილობრივი დამკვირვებელი
ორგანიზაციის – 62 დამკვირვებელი. ცესკოში აკრედიტაცია გაიარა 11 მედიასაშუალების –
236-მა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 14-მა წარმომადგენელმა.
არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისთვის განისაზღვრა ცესკოს, №67 ზუგდიდის საოლქო
საარჩევნო კომისიის დაფინანსება (ბიუჯეტი), რომელმაც შეადგინა 108 360 ლარი.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო
1 337-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 47.43%-ია.
არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის 46.82% იყო ქალი და 53.18% – კაცი.
ამომრჩევლებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად №67.27 ცაიშის თემის
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში №41 თენგიზ ალმასია (უპარტიო) „ქართული
ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აირჩიეს, რომელმაც 840 (62.82%) ხმა მიიღო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნიდან
მის დასრულებამდე საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა ხუთი საჩივარი, აქედან,
დაკმაყოფილდა – სამი, არ დაკმაყოფილდა – ორი. სასამართლოში არცერთი საკითხი არ
გასაჩივრებულა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა.
8
ანგარიში, 2018
ახალი ტექნოლოგიის გამოყენება ხმის მიცემისა
და დათვლის პროცესში
2017 წლიდან ცესკომ დაიწყო მუშაობა ახალ ინიციატივაზე, რაც გულისხმობდა
საქართველოს არჩევნების ისტორიაში პირველად, არჩევნების დროს, რეალურ
პრაქტიკაში, კვლევაზე დაფუძნებული საპილოტე პროექტის განხორციელებას.
პროექტი ითვალისწინებდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კენჭისყრის
დღეს, ხმის დათვლის პროცედურის ელექტრონულად ჩატარებას. პირველ ეტაპზე,
ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების გამოსავლენად, საარჩევნო
ადმინისტრაციამ თანამედროვე საერთაშორისო „კარგი პრაქტიკა“ შეისწავლა,
გამართა სამუშაო შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სხვადასხვა
კომპანიასთან.
2018 წლის 3 მარტს, ცესკოში გაიმართა შეხვედრა კანადის საერთაშორისო
არასამთავრობო ორგანიზაცია DELLIAN Project-ის აღმასრულებელ დირექტორთან,
რომელმაც დეტალურად აღწერა კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში
საარჩევნო ბიულეტენების დათვლის მანქანის მუშაობის პროცესი, ასევე განიხილა
ელექტრონული ხმის დათვლის ტექნოლოგიის გამოყენების უპირატესობები და
შესაძლებლობები. ცესკოში იმსჯელეს ზემოაღნიშნული ტექნოლოგიის საქართველოში
დანერგვის პერსპექტივისა და ამ კუთხით საარჩევნო პროცესის განვითარების შესახებ.
2018 წლის 13 მაისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შუალედური არჩევნების დროს,
საარჩევნო ადმინისტრაციამ, კანადის საერთაშორისო ორგანიზაცია DELLIAN
Project-თან თანამშრომლობით, პირველად გამოიყენა ხმის დათვლის პროცესში
ელექტრონული აპარატები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით3
განსაზღვრა შესაბამისი პროცედურა. აღსანიშნავია, რომ ელექტრონული
ტექნოლოგიების გამოყენებით დათვლილ მონაცემებს ჰქონდა მხოლოდ
საინფორმაციო ხასიათი, ხოლო არჩევნების შედეგების დათვლა თითოეულ საარჩევნო
უბანზე განხორციელდა ხელით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების
შესაბამისად, რომლებიც შემდგომში აისახა საუბნო შემაჯამებელ ოქმებში.
თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული საარჩევნო პროცესის კვლევის შედეგები
გაზიარებული და განხილული იყო პოლიტიკური პარტიების, ასევე ადგილობრივი და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებასთან
დაკავშირებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება და ნდობის განმტკიცება,
რისთვისაც საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
3
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა ელექტრონული
საშუალებებით განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრა ცესკოს 2018 წლის 16 აპრილის №24/2018 დადგენილებით.
აღნიშნული დადგენილება იხილეთ დანართში (2).
9
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
I. წინასაარჩევნო პერიოდი
I.I საარჩევნო ადმინისტრაცია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ადმინისტრირება
განხორციელდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, რომელიც შედგება:
• ცესკო და მისი აპარატი;
• №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია;
• №73, №74, №103 საუბნო საარჩევნო კომისია.
ცესკოს შემადგენლობა4
თამარ ჟვანია, კომისიის თავმჯდომარე
გიორგი შარაბიძე, თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი ჯავახიშვილი, კომისიის მდივანი
არჩილ ანასაშვილი, ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
დავით გურგენიძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ევროპული საქართველო“
დავით კირთაძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ლევან მაისურაძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
ხათუნა სხირტლაძე, ცესკოს წევრი, პ/გ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
მარინე წულუკიძე, ცესკოს წევრი, პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
გიორგი ჭიქაბერიძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული
ზურაბ ხრიკაძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული
დიმიტრი ჯავახაძე, ცესკოს წევრი, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული
საანგარიშო პერიოდში ცესკოში გაიმართა 16 სხდომა. კომისიამ მიიღო:
14 – დადგენილება
76 – განკარგულება
4
10
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 2017 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად
შეიცვალა ცესკოს დაკომპლექტების წესი. ცესკო შედგება თავმჯდომარისა და 11 წევრისგან. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის
ცესკოს წევრი. ცესკოს ხუთ წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ექვს წევრს
ნიშნავენ უფლებამოსილი პოლიტიკური გაერთიანებები.
ანგარიში, 2018
საარჩევნო უბნების საზღვრების დადგენა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის დაზუსტდა №73,
№74 და №103 საარჩევნო უბნების საზღვრები, რომლებიც დაემთხვა მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის
თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო
უბნების საზღვრებს. კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა
საარჩევნო უბნების ნომრები, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართები და სხვა მონაცემები.
საოლქო საარჩევნო კომისია
№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია შედგებოდა 12 წევრისგან, მათ შორის ხუთი
წევრი ხუთი წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით იყო არჩეული ცესკოს
მიერ, არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის ექვსი წევრი დანიშნეს
უფლებამოსილმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ხოლო ერთი წევრი, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით,
აირჩია ცესკომ. საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად
და გამჭვირვალედ.
საუბნო საარჩევნო კომისიები
საუბნო საარჩევნო კომისია შედგებოდა 12 წევრისგან, მათ შორის ექვსი, სრული
შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ, ხოლო
ექვსი – დანიშნეს უფლებამოსილმა პოლიტიკურმა პარტიებმა.
2018 წლის 24 მარტს №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა სხდომა საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრების არჩევის შესახებ. სამ საარჩევნო უბანში არსებულ 18 ვაკანსიაზე
აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის 18 წევრი. სულ, საუბნო საარჩევნო კომისიების 36
წევრიდან ოლქის მიერ არჩეული იყო – 18 და პოლიტიკური პარტიების5 მიერ დანიშნული – 18.
სულ საუბნო საარჩევნო კომისიების 36 წევრიდან 31 პირს (86%) ჰქონდა საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრის სტატუსით მუშაობის გამოცდილება, მათ შორის ოლქის მიერ არჩეულთაგან –
17 (94.4%) და პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულთაგან – 14 (77.7%).
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ
კანონმდებლობით დადგენილ ვადებში არ გასაჩივრებულა.
საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები და კომისიის თავმჯდომარე/
თავმჯდომარის მოადგილე/კომისიის მდივნის არჩევის პროცესი
2018 წლის 13 აპრილს, №67 საარჩევნო ოლქის სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდა საუბნო
საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები. კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ
სხდომებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა კომისიების თავმჯდომარე/თავმჯდომარის
მოადგილე/კომისიის მდივანი აირჩიეს. საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კონკურსის წესით
არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიდან, ხელმძღვანელ პირებად არჩეულ იქნა
– ცხრა წევრი, მათგან კომისიის თავმჯდომარედ – სამი, თავმჯდომარის მოადგილედ – სამი,
ხოლო მდივნის პოზიციაზე – სამი პირი.
5
უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობა: „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“ (3), „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (3), „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ (3), „ქართული
ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ (9).
11
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები წარიმართა მშვიდ და გამჭვირვალე
გარემოში. უფლებამოსილი პირების მიერ არცერთი გადაწყვეტილება და შესაბამისი
განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევის შესახებ არ
გასაჩივრებულა.
ეთიკის კოდექსი
2018 წლის 8 მაისს, ცესკოს, №67 ზუგდიდის საოლქო და №73, №74 და №103 საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრებმა ხელი მოაწერეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუალედური არჩევნებისთვის მომზადებულ ეთიკის კოდექსს. ყველა დონის საარჩევნო
კომისიის წევრმა, საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელების,
საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის
თანაბარი და სამართლიანი გარემოს ხელშეწყობის ვალდებულება აიღეს. აღნიშნული
დოკუმენტის ძირითადი პრინციპებია – კანონის უზენაესობა, პატივისცემა, სამართლიანობა,
დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი.
I.II საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება
ცესკომ, კანადელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით, ჩაატარა კვლევა და შეისწავლა
ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის მუშაობის სპეციფიკა. შემუშავდა აპარატის
გამოყენების ტექნიკური ინსტრუქცია, საარჩევნო ბიულეტენის და წინასწარი შედეგების
შესახებ საინფორმაციო ფურცლის (ნულოვანი და საბოლოო შედეგის მაჩვენებელი) ფორმები.
ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის
თანამშრომლებმა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარეს ტრენინგები ხმის მიცემის
და დათვლის სპეციალური აპარატის ტექნიკური გამოყენების შესახებ.
ცესკოს და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა №73, №74 და №103 საუბნო საარჩევნო
კომისიების წევრებს ჩაუტარეს ტრენინგები, რომლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ
მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს, კენჭისყრის დღის პროცედურებს, მათ შორის,
ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით ხმის მიცემის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის
უზრუნველყოფის და ხმის ელექტრონულად დათვლის საკითხებს.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების სასწავლო პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდა.
ტრენინგებს ასევე დაესწრნენ №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები.
ტრენინგის I ეტაპი (9 მაისი) დაეთმო – საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის
სწავლებას და განხილული იყო შემდეგი სასწავლო მოდულები: ამომრჩეველთა სიები,
კენჭისყრის შენობის მოწყობა, საარჩევნო დოკუმენტაცია და ინვენტარი, საარჩევნო უბნის
გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა
შორის წილისყრით გასანაწილებელი ფუნქციების (ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი
კომისიის წევრი, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი, სპეციალური ჩარჩოკონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები
კომისიის წევრი) შესრულება, საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური
აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულება, პირველი ამომრჩევლის
თანდასწრებით საარჩევნო ყუთების დალუქვა, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი
(ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ახალი წესი და სპეციალური
ჩარჩო-კონვერტის მეშვეობით საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება ხმის მიცემისა და
დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენებით), ხმის დათვლის სპეციალური გადასატანი
საარჩევნო ყუთის მეშვეობით, შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა,
საარჩევნო უბნის დახურვა, საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება და დათვლა, საარჩევნო
12
ანგარიში, 2018
დოკუმენტაციის დალუქვა, კენჭისყრის შედეგების შეჯამება და კენჭისყრის დღის განცხადებები/
საჩივრები.
ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა: საერთო რაოდენობა – 36, დამსწრეთა რაოდენობა – 33.
დასწრების კოეფიციენტი – 91.7%.
ტრენინგის II ეტაპი (10 მაისი) დაეთმო – საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი
პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) სწავლებას.
განხილულ იქნა შემდეგი სასწავლო მოდულები: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი
პირების უფლებამოსილებები (მათ შორის, საარჩევნო დოკუმენტაციასთან მუშაობა,
შემაჯამებელი ოქმის შედგენის წესი), საუბნო საარჩევნო კომისიის კომუნიკაცია საოლქო
საარჩევნო კომისიასთან, ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის ფუნქციონირება,
არჩევნების უსაფრთხოება და კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.
ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა: საერთო რაოდენობა – ცხრა, დამსწრეთა რაოდენობა –
ცხრა. დასწრების კოეფიციენტი – 100%.
ტრენინგის III ეტაპი (11 მაისი) დაეთმო – საარჩევნო უბნების განთავსების ადგილებზე
ინსტრუქტაჟის ჩატარებას, რომლის შემდეგ კომისიის წევრებმა პრაქტიკულად განახორციელეს
კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირება, რომელიც ითვალისწინებდა კენჭისყრის დღის
დილის 07:00 საათიდან – 08:00 საათამდე ჩასატარებელ პროცედურებს, ბიულეტენების
დახარისხებისა და დათვლის პროცედურას, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის
შედგენის პრაქტიკულ სავარჯიშოს.
ტრენინგზე დასწრების სტატისტიკა: საერთო რაოდენობა – 36, დამსწრეთა რაოდენობა – 29.
დასწრების კოეფიციენტი – 80.5%.
სასწავლო მასალა და მეთოდოლოგია
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა ტრენინგებისთვის შემუშავებული სასწავლო მასალა
მოიცავს: სახელმძღვანელო ინსტრუქციებს, პრაქტიკული სავარჯიშოების კრებულებს,
ელექტრონულ სასწავლო პროგრამას. ტრენინგები ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის
გამოყენებით (ვერბალური, პრაქტიკული, ინტერაქტიული და როლური).
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის
განახლდა/შეიქმნა შემდეგი სასწავლო/საინფორმაციო მასალები:
• საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია;
• საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია;
• საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია;
• საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებანი კენჭისყრის დღეს;
• ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები;
• ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები;
• სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები;
• საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის ზედამხედველი
კომისიის წევრის ფუნქციები;
• გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის ფუნქციები;
• ამომრჩევლის სამახსოვრო – კენჭისყრის პროცედურების ამსახველი პოსტერი;
• საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სასწავლო მოდული – არჩევნების უსაფრთხოება;
• ფოტო-ვიდეო გადაღება საარჩევნო უბანზე.
13
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
I.III საარჩევნო რეგისტრაციები
საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია/რეგისტრაციის გაუქმება
არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს მიმართა ცხრა პოლიტიკურმა
გაერთიანებამ, რომლებიც ცესკოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე რეგისტრაციაში
გატარდა. აქედან ექვს საარჩევნო სუბიექტს გაუუქმდა საარჩევნო რეგისტრაცია, შესაბამისად
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სამმა საარჩევნო სუბიექტმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებული/რეგისტრაცია გაუქმებული
პოლიტიკური გაერთიანებების ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში (1-2).
ცხრილი 1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებები
№
პოლიტიკური გაერთიანების
სახელწოდება
სახელწოდება, რომლითაც
მონაწილეობს არჩევნებში
არჩევნებში მონაწილეობის
ნომერი
1
ევროპული საქართველო –
მოძრაობა თავისუფლებისთვის
ბაქრაძე, უგულავა – ევროპული
საქართველო
2
2
თავისუფალი საქართველო
თავისუფალი საქართველო (კახა
კუკავა, გოგი წულაია)
32
3
ქართული ოცნება –
დემოკრატიული საქართველო
ქართული ოცნება – დემოკრატიული
საქართველო
41
ცხრილი 2
პოლიტიკური გაერთიანებები, რომელთაც გაუუქმდათ რეგისტრაცია
№
პოლიტიკური გაერთიანების
სახელწოდება
სახელწოდება, რომლითაც
მონაწილეობს არჩევნებში
რეგისტრაციის გაუქმების
მიზეზი
პარტიები
1
საქართველო
საქართველო
კანდიდატი არ წარადგინა
2
სამოქალაქო პლატფორმა –
ახალი საქართველო
ახალი საქართველო – პოლიტიკური
პლატფორმა
კანდიდატი არ წარადგინა
3
ქრისტიან დემოკრატიული მო
ძრაობა
ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა
კანდიდატი არ წარადგინა
4
ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
კანდიდატი არ წარადგინა
5
საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი
დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი
– საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
კანდიდატი არ წარადგინა
6
ახალი ქრისტიანდემოკრატები
ახალი ქრისტიან-დემოკრატები
კანდიდატი არ წარადგინა
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრების განსაზღვრა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულ
საარჩევნო სუბიექტებს, მათი წერილობითი მომართვის საფუძველზე, შემდეგი რიგითი ნომრები
განესაზღვრათ: №2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“; №41 – „ქართული
ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ხოლო საარჩევნო სუბიექტს „თავისუფალი
საქართველო (კახა კუკავა, გოგი წულაია)“ წილისყრის შედეგად №32 მიენიჭა.6
6
14
ცესკოს 2018 წლის 13 აპრილის №97/2018 განკარგულება.
ანგარიში, 2018
საკრებულოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაცია
№67 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული იყო ცხრა პოლიტიკური პარტია,
აქედან ექვს პოლიტიკურ პარტიას გაუუქმდა რეგისტრაცია კანდიდატის არ წარდგენის
გამო. შესაბამისად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სამი პოლიტიკური გაერთიანების მიერ
წარდგენილმა სამმა კანდიდატმა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ
არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისა და მათი წარმდგენი პოლიტიკური გაერთიანებების
ჩამონათვალი იხილეთ ცხრილში (3).
ცხრილი 3
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატები
№
სახელი, გვარი
წარმდგენი პარტია
2
გოდერძი კუკავა
ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო
32
ბაჩუკი ნარუაშვილი
თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გოგი წულაია)
41
თენგიზ ალმასია
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების პერიოდში მოქმედებდა
ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამა, რომელმაც საარჩევნო სუბიექტებს ყველა დონის
საარჩევნო კომისიაში წარმომადგენლების ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით
დანიშვნის შესაძლებლობა მისცა. გარდა ამისა, პირადი ელექტრონული სივრცის საშუალებით,
მათ მიეწოდათ სამართლებრივი აქტები და საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული
სიახლეები. საპილოტე რეჟიმში მუშაობდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების
დანიშვნის მოდული.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ელექტრონული
რეგისტრაციის პროგრამით ისარგებლა ცხრა საარჩევნო სუბიექტმა, რომლებმაც ცესკოს
მიმართეს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. აღნიშნულმა პროგრამამ არჩევნებში
მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს გაუმარტივა წარმომადგენელთა და კომისიების წევრთა
დანიშვნა/რეგისტრაციის პროცედურები, ხოლო საარჩევნო ადმინისტრაციას წარმოდგენილი
დოკუმენტაციის დროულად დამუშავებისა და გადამოწმების საშუალება მისცა.
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების რეგისტრაცია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ელექტრონული
რეგისტრაციების პროგრამის საშუალებით, დარეგისტრირდა სამი საარჩევნო სუბიექტის –
28 წარმომადგენელი, აქედან ცესკოში – ხუთი, საოლქო საარჩევნო კომისიაში – ხუთი და
საუბნო საარჩევნო კომისიებში – 18. ელექტრონული პროგრამის საშუალებით პოლიტიკურმა
პარტიებმა, ასევე, განახორციელეს წარმომადგენელთა გაწვევა და ჩანაცვლება.
საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია
საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით, ცესკოში რეგისტრირებული იყო სამი
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის – 11 დამკვირვებელი, ასევე 20 ადგილობრივი
დამკვირვებელი ორგანიზაციის – 62 დამკვირვებელი.
პრესისა და სხვა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლების
აკრედიტაცია
საარჩევნო პროცესის გაშუქების მიზნით, ცესკოში აკრედიტაცია გაიარა 11 მედიასაშუალების –
236-მა, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 14-მა წარმომადგენელმა.
15
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
I.IV ამომრჩეველთა ერთიანი სია
ცესკომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის
შესაბამისად, დაამუშავა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ
პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გადმოცემული მონაცემები.
დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
შუალედური არჩევნებისთვის №67 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქის №67.27 ერთმანდატიან
მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ შეადგინა –
2 819, მათ შორის ქალი – 1 491 (52.89%) და კაცი – 1 328 (47.11%).
საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების ბეჭდვის პროცესი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ცესკომ დაადგინა
საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის ფორმა, გადასატანი საარჩევნო
ყუთის, ძირითადი საარჩევნო ყუთისა და მისი აპარატის სახე.7 ბიულეტენის დიზაინი შემუშავდა
ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატთან თავსებადობისა და შესაბამისი სპეციფიკის
გათვალისწინებით. არჩევნებისთვის დაიბეჭდა 2900 საარჩევნო ბიულეტენი.
საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური ჩარჩო-კონვერტები დაიბეჭდა ერთ სტამბაში8,
ხოლო შემაჯამებელი ოქმები – ცესკოს სტამბაში. ბეჭდვის პროცესს დააკვირდა ცესკოს ორი
წევრი და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ერთი დამკვირვებელი. საარჩევნო
ბიულეტენები, კანონით დადგენილ ვადებში გადაეცათ საუბნო საარჩევნო კომისიებს.
7
8
16
ცესკოს 2018 წლის 30 აპრილის №116/2018 განკარგულება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017
წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური
არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის ფორმისა და გადასატანი საარჩევნო ყუთების, ძირითადი
საარჩევნო ყუთის და მისი აპარატის სახის დადგენის შესახებ იხილეთ დანართში (3).
საარჩევნო ბიულეტენები და სპეციალური ჩარჩო-კონვერტები დაიბეჭდა სტამბაში შპს „ფორმა”-ს სტამბაში, ქ. თბილისი, ხახანაშვილის №37.
ანგარიში, 2018
I.V საზოგადოების ინფორმირება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა
ინფორმირების მიზნით ცესკომ უზრუნველყო მედიის, ჩართული მხარეებისა და საზოგადოების
ინფორმირება ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით, სადაც ოპერატიულად
ქვეყნდებოდა სიახლეები საარჩევნო ადმინისტრაციის აქტივობების, ასევე ცესკოს სხდომების
შესახებ.
ცესკომ უზრუნველყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინფორმირება საარჩევნო
საკითხების შესახებ. ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდები სრულად არის
ადაპტირებული უსინათლო პირებისთვის. ცესკოს ვებგვერდზე საარჩევნო პერიოდში
შესაძლებელი იყო საარჩევნო პროცესის, ხმის მიცემის პროცედურების, ადაპტირებული
საარჩევნო უბნების, რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების შესახებ
ინფორმაციის მოძიება. ასევე, უსინათლო ამომრჩევლებს დამოუკიდებლად შეეძლოთ
ამომრჩეველთა ერთიან სიაში პირადი მონაცემების გადამოწმება. ყრუ ამომრჩევლებისთვის,
ცესკოს მიერ დამზადებული საინფორმაციო ვიდეო რგოლი უზრუნველყოფილი იყო
სურდოთარგმანით.
ამომრჩევლები და დაინტერესებული პირები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით,
ინფორმაციას იღებდნენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის, როგორც
სატელეფონო (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩათის და მოკლე ტექსტური შეტყობინებების
საშუალებით. საარჩევნო პერიოდში ცენტრის მომსახურებით ისარგებლა – 911-მა პირმა.
საინფორმაციო კამპანია
ცესკოს ახალი ინიციატივის, არჩევნებში ახალი ტექნოლოგიის საპილოტედ გამოყენების
შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა საინფორმაციო კამპანია, როგორც ჩართული
მხარეების, ისე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.
ცესკოში გაიმართა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ცესკოს თავმჯდომარემ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური
პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს ხმის ელექტრონული დათვლის ტექნოლოგიის საპილოტე პროექტის
მიზნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გარდა ამისა, არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებისთვის მოეწყო ხმის ელექტრონული დათვლის აპარატის მუშაობის
პრეზენტაცია.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ახალი ტექნოლოგიებით ხმის მიცემის
პროცედურების შესახებ ამომრჩევლებთან შეხვედრები გამართა და ასევე, საარჩევნო უბნის
მიმდებარე ტერიტორიებზე განახორციელა კენჭისყრის დღის პრაქტიკული ინსცენირება
ელექტრონული მანქანების გამოყენებით. თითოეულ ამომრჩეველს, ამომრჩეველთა
ბარათებთან ერთად, გაეგზავნა ცესკოს თავმჯდომარის წერილი დაგეგმილი საპილოტე
პროექტის და კენჭისყრის დღეს ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
ასევე, თითოეულ საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცედურები განმარტებული იყო როგორც
სპეციალური საინფორმაციო პოსტერის, ისე ვიდეო რგოლის საშუალებით.
17
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
II. 2018 წლის 13 მაისი, კენჭისყრის დღე
2018 წლის 13 მაისს ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ
მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები.
№73, №74 და №103 საარჩევნო უბნები გაიხსნა კენჭისყრის დღის 07:00 საათზე და ჩატარდა
კანონმდებლობით დადგენილი კენჭისყრის წინა პროცედურები. ყველა საარჩევნო უბანი
იყო აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და უზრუნველყოფილი იყო ამომრჩეველთა მიერ ხმის
მიცემის ფარულობა. კენჭისყრის დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის
საარჩევნო უბანზე ხელმისაწვდომი იყო შემდეგი სერვისები: ფიზიკური შეზღუდვის მქონე
ამომრჩევლებისთვის – ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის სპეციალური კაბინა;
უსინათლო ამომრჩევლებისთვის – ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა; მცირემხედველი
ამომრჩევლებისთვის – ორი ცალი გამადიდებელი ლინზა.
კენჭისყრა გაიმართა დღის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო –
1 337-მა ამომრჩეველმა, მათ შორის ქალი – 626 (46.82%) და კაცი – 711 (53.18%).
ამომრჩევლები სპეციალური მარკერის მეშვეობით აძლევდნენ ხმას ფარული კენჭისყრის კაბინაში
და ელექტრონული აპარატის გამოყენებით ათავსებდნენ ბიულეტენს საარჩევნო ყუთში.
კენჭისყრის დასრულების შემდეგ, ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტის მონაცემები,
კერძოდ აპარატიდან ამობეჭდილი ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცლები
(რომლებიც იყო საინფორმაციო ხასიათის და არ წარმოადგენდა არჩევნების წინასწარ შედეგებს)
კენჭისყრის დღის 20:15 საათზე უკვე ხელმისაწვდომი იყო საარჩევნო უბნებზე და 20:34 საათზე
აიტვირთა ცესკოს ვებგვერდზე. პარალელურად საუბნო საარჩევნო კომისიებში ჩატარდა
კანონმდებლობით განსაზღვრული ხმის დათვლის პროცედურები, შეივსო კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელი ოქმები. ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიების
შემაჯამებელი ოქმები გადაეცა საოლქო საარჩევნო კომისიას, მიეწოდა ცესკოს და მიღებისთანავე
გამოქვეყნდა სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული აპარატების მიერ აბსოლუტური სიზუსტით იქნა აღქმული და
დათვლილი ის ბიულეტენები, რომლებიც ამომრჩევლების დიდი უმრავლესობის მიერ შესაბამისი
მეთოდოლოგიის დაცვით იქნა აღნიშნული. ამასთან, ამომრჩეველთა ნაწილმა ტრადიციული წესით
შემოხაზა ბიულეტენი და არ გამოიყენა ხმის მიცემის ის მეთოდოლოგია, რომელიც თავსებადი
იქნებოდა ელექტრონულ ტექნოლოგიებთან; თუმცა აღნიშნული ბიულეტენები ოფიციალური
საკანონმდებლო პროცედურების თანახმად იქნა დათვლილი და შედეგებში გათვალისწინებული.
არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებიდან განხორციელდა საარჩევნო უბნის გახსნისა (08:00
საათისთვის) და ამომრჩეველთა აქტივობის (10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 20:00 საათისთვის)
შესახებ მონაცემების მოწოდება მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით და არჩევნების
მართვის ელექტრონულ სისტემაში (არმასი) გადატანა. ცესკოს პრეს-სპიკერი და ზუგდიდის
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მთელი დღის მანძილზე, საზოგადოებას აწვდიდნენ
ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. წინასწარი
შედეგები ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა კენჭისყრის დღის 23:40 საათზე.
მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა როგორც სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი, ისე
ონლაინ ჩათი. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული
საკითხების შესახებ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესს შეუფერხებლად აკვირდებოდნენ საერთაშორისო და
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების უფლებამოსილი
წარმომადგენლები.
კენჭისყრის დღე საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში, კანონმდებლობის სრული დაცვით
წარიმართა. ამომრჩევლებს ჰქონდათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება.
18
ანგარიში, 2018
III. არჩევნების შემდგომი პერიოდი
III.I ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების
შედეგების შეჯამება და გამოცხადება
2018 წლის 20 მაისს, №67 საოლქო საარჩევნო კომისიამ შეაჯამა9 მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის
ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 13 მაისს გამართული ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები და დაადგინა:
ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში
არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო ოლქში
მიღებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა
ბათილად მიჩნეული ბიულეტენების რაოდენობა
2 819
1 337
2 900
1 319
18
არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მიერ მიღებული ხმათა რაოდენობა
№2
გოდერძი კუკავა
442
№32
ბაჩუკი ნარუაშვილი
37
№41
თენგიზ ალმასია
840
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების
გამოცხადება
2018 წლის 22 მაისს გამართულ სხდომაზე, ცესკომ ცნობად მიიღო ინფორმაცია №67
ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო
ოლქში 2018 წლის 13 მაისს ჩატარებული შუალედური არჩევნების, №67 ზუგდიდის საოლქო
საარჩევნო კომისიის კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად არჩეული პირის შესახებ. შემაჯამებელი ოქმის
თანახმად, თვითმმართველი თემის – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრად
№67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულია – №41
თენგიზ ალმასია, რომელმაც 840 (62.82%) ხმა მიიღო.
III.II. საარჩევნო დავები
საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული განცხადება/საჩივრები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნიდან მის
დასრულებამდე საოლქო საარჩევნო კომისიაში შევიდა ხუთი განცხადება/საჩივარი, აქედან,
დაკმაყოფილდა – სამი, არ დაკმაყოფილდა – ორი.10 საჩივრები ძირითადად შეეხებოდა მცირე
პროცედურულ საკითხებს. შედეგების გადახედვა/გადასინჯვა ან ბათილად ცნობა მომჩივნების
მხრიდან მოთხოვნილი არ ყოფილა.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან
დაკავშირებით სასამართლოში არცერთი გადაწყვეტილება/ქმედება არ გასაჩივრებულა.
ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირების მიერ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი არ შედგენილა.
9
10
№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 13 მაისს ჩატარებული
ზუგდიდი მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი იხილეთ დანართში (2).
ყველა შემოსული საჩივარი/განცხადება/სარჩელი იხილეთ ბმულზე: https://sachivrebi.cec.gov.ge/.
19
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
IV. არჩევნების ფინანსური და
მატერიალური რესურსებით
უზრუნველყოფა
IV.I არჩევნების ბიუჯეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ცესკომ საარჩევნო
ბიუჯეტი ცესკოს 2018 წლის 14 მარტის №16/2018 დადგენილებით დაამტკიცა. არჩევნების
ბიუჯეტმა შეადგინა – 108 360 ლარი.11
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის გაწეულმა ფაქტიურმა
ხარჯმა შეადგინა – 86 685 ლარი.12
საარჩევნო სუბიექტების დაფინანსება
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 43-ე მუხლის
შესაბამისად საარჩევნო ოლქსა და უბნებზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლობის
უზრუნველსაყოფად დაფინანსდა სამი პოლიტიკური გაერთიანება საერთო თანხით – 1 350
ლარი. 2018 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი ნაშთი – 150
ლარი. ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა – 1 200 ლარი.
საოლქო საარჩევნო კომისიის დაფინანსება
ცესკოს 2018 წლის 14 მარტის №17/2018 დადგენილებით განისაზღვრა საოლქო საარჩევნო
კომისიის დაფინანსება. აღნიშნული დადგენილებით საოლქო საარჩევნო კომისიას გამოეყო
თანხები არჩევნების ორგანიზებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.
ზემოაღნიშნული ხარჯების დასაფინანსებლად საოლქო საარჩევნო კომისიას გადაერიცხა –
10 270 ლარი. 2018 წლის 26 ივნისის მდგომარეობით ბიუჯეტში დაბრუნდა აუთვისებელი
ნაშთი – 2 400.40 ლარი. ფაქტიურმა ხარჯმა შეადგინა – 7 869.60 ლარი.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შრომის ანაზღაურების
დასაფინანსებლად არჩევნებისთვის მიიმართა – 8 841.30 ლარი.
IV.II სახელმწიფო შესყიდვები და მატერიალური რესურსებით
უზრუნველყოფა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების მატერიალური
რესურსებით უზრუნველყოფისთვის, ამომრჩეველთა რაოდენობისა და არსებული მარაგების
გათვალისწინებით, განისაზღვრა არჩევნების ჩასატარებლად შესაძენი საქონლის/
მომსახურების რაოდენობა/მოცულობა. განხორციელდა არჩევნებისთვის საჭირო ინვენტარის
მიწოდება საოლქო საარჩევნო კომისიისთვის.
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 52-ე მუხლის მე-6
პუნქტის შესაბამისად, საარჩევნო პერიოდში გამარტივებული შესყიდვით სულ გაფორმდა 11
ხელშეკრულება.
11
12
20
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და
გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) იხილეთ დანართში (3).
ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის გაწეული ხარჯის შესახებ იხილეთ დანართში (4).
ანგარიში, 2018
დანართი 1. ცესკოს 2018 წლის 14 მარტის №56/2018 განკარგულება „მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ“.
21
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
22
ანგარიში, 2018
დანართი 2. ცესკოს 2018 წლის 16 აპრილის №24/2018 დადგენილება მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ
საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური
არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესისა
და პირობების განსაზღვრის თაობაზე.
23
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
24
ანგარიში, 2018
დანართი
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის
არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27
ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისათვის
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების წესი
და პირობები
მუხლი 1
საკონტროლო ფურცლის შევსების ნაცვლად, განხორციელდება შემდეგი პროცედურა:
1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირველ ამომრჩეველთან ერთად ამოწმებს
ძირითად და გადასატან საარჩევნო ყუთებს და მას შემდეგ რაც დადასტურდება, რომ ყუთები
ცარიელია, ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქებით დალუქავს მათ. ძირითადი ყუთი
ილუქება
იმგვარად,
რომ
შეუძლებელი
იყოს
ლუქის
დაზიანების
გარეშე
მასზე
დამონტაჟებული ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის (შემდგომში - აპარატი)
მოხსნა.
2. დალუქვის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აპარატიდან ამობეჭდავს
დასტურს იმისა, რომ იმ დროისთვის არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია ხმა აპარატის
საშუალებით და ამონაბეჭდს გადასცემს კომისიის მდივანს შესანახად.
3. კომისიის მდივანს ლუქების ნომრები, პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი
ნომერი და დალუქვის ზუსტი დრო შეაქვს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის მე-4
გვერდზე.
4. პირველი ამომრჩეველი ჩანაწერთა წიგნის მე-4 გვერდზე ხელმოწერით ადასტურებს
ცარიელი ყუთების დალუქვასა და ამონაწერში მოცემულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ
იმ მომენტისათვის ხმის მიცემის აპარატის საშუალებით არცერთ ამომრჩეველს არ მიუცია
ხმა.
მუხლი 2
1. სპეციალური კონვერტის ნაცვლად, გამოიყენება სპეციალური ჩარჩო-კონვერტი.
2.
ამომრჩეველზე
ბიულეტენთან
ერთად
სპეციალური
ჩარჩო-კონვერტის
გაცემას
ახორციელებს ამომრჩეველთა რეგისტრატორი.
25
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
3. გამჭოლი ნუმერაციის არ მქონე საარჩევნო ბიულეტენები ბლოკნოტებად შეკვრისა და
თავფურცლის გარეშე შეიფუთება 50-50 ცალად, რომელიც დაითვლება და გადაეცემა
ამომრჩეველთა რეგისტრატორებს, რაზეც დგება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.
4.
საარჩევნო
ყუთისა
და
აპარატის
ზედამხედველობას
ახორციელებს
კომისიის
თავმჯდომარის მოადგილე ან აუცილებლობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ან
თავმჯდომარის მოადგილის დავალებით, კომისიის სხვა წევრი, ხოლო სპეციალური ჩარჩოკონვერტების ზედამხედველობას განახორციელებს წილისყრით გამოვლენილი კომისიის
წევრი.
მუხლი 3
1. საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამოწმებს მას მხოლოდ
რეგისტრატორის ბეჭდით ბიულეტენის წინა გვერდზე არსებულ სათანადო გრაფაში.
2. საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამომრჩეველს
განუმარტავს სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებისა და საარჩევნო ბიულეტენის
შევსების წესს და გააფერადებინებს მას ამავე საარჩევნო ბიულეტენზე სპეციალურად
გამოყოფილ ადგილზე არსებულ საცდელ ოვალს.
3. აღნიშნული პროცედურის გავლის შემდეგ, ამომრჩეველი შედის ფარული კენჭისყრის
კაბინაში, აკეთებს არჩევანს და საარჩევნო ბიულეტენს ათავსებს სპეციალურ ჩარჩოკონვერტში.
4. ცესკოს მიერ განკარგულებით დამტკიცებული ბიულეტენის შევსების წესი უნდა
გამოიკრას შესაბამის ადგილზე.
მუხლი 4
1. ბიულეტენის განთავსება ყუთში ხორციელდება ყუთზე დამონტაჟებული აპარატის
მეშვეობით, რომელიც იმავდროულად ახორციელებს შედეგების დათვლას.
2. ამომრჩეველი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის საშუალებით ათავსებს ბიულეტენს
აპარატში.
3. მას შემდეგ, რაც ბიულეტენი, აპარატის საშუალებით, აღმოჩნდება საარჩევნო ყუთში,
ამომრჩეველი დებს სპეციალურ ჩარჩო კონვერტს საამისოდ განკუთვნილ მაგიდაზე და
ტოვებს საარჩევნო უბანს.
2
26
ანგარიში, 2018
4. თუ აპარატი უკან დააბრუნებს საარჩევნო ბიულეტენს, იგი ჩაითვლება გაფუჭებულ
ბიულეტენად,
ცალკე
შეინახება
და
კენჭისყრის
დასრულების
შემდეგ
დაემატება
გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობას.
მუხლი 5
1. ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში:
ა) კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის პროცესის დროებით
შეჩერების შესახებ, რის თაობაზეც ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს ზემდგომ
საოლქო საარჩევნო კომისიას;
ბ) მისი აღმოფხვრისთანავე, კენჭისყრა გრძელდება აპარატის საშუალებით, ამავე
დადგენილებით განსაზღვრული წესით.
2. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა აპარატით კენჭისყრის გაგრძელება:
ა) აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე დგება აქტი და კეთდება
შესაბამისი ჩანაწერი კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის 32-ე გვერდზე;
ბ) აპარატის გამოყენების გარეშე კენჭისყრის გაგრძელების მიზნით, კენჭისყრის შენობაში
ყოფნის უფლების მქონე პირების თანდასწრებით, კომისიის თავმჯდომარე ჭრის ძირითადი
საარჩევნო ყუთის სპეციალურ ჭრილს, რის შემდგომაც ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს
ბიულეტენი მოათავსოს პირდაპირ საარჩევნო ყუთში.
3. აპარატის გამოყენების გარეშე ჩატარებული კენჭისყრის დასრულების შემდეგ, თუ
გადასატანი საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა არ გამოვლინდა, კომისიის
თავმჯდომარე ამ წესისა და პირობების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’-,,დ’’ ქვეპუნქტებით
დადგენილი პროცედურების დაცვით, სპეციალურ ჩარჩო-კონვერტებს სათითაოდ ხსნის
სამაგრს და ათავსებს ბიულეტენს ძირითად საარჩევნო ყუთში, სპეციალური ჩარჩო
კონვერტების გარეშე, იმგვარად, რომ შეუძლებელია გახდეს ამომჩევლის მიერ გაკეთებული
არჩევანის დანახვა. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდგომ, საარჩევნო
კოდექსით დადგენილი წესით, ხორციელდება ხმის დათვლის პროცედურები.
მუხლი 6
1. გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემისას, ამომრჩეველი ბიულეტენს გადასატან
საარჩევნო ყუთში ათავსებს სპეციალურ ჩარჩო-კონვერტთან ერთად, რომელიც იკვრება
სპეციალური სამაგრით.
3
27
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
2. საუბნო საარჩევნო კომისია, იმ შემთხვევაში თუ ლუქის მთლიანობის დარღვევა არ
გამოვლინდა, თავდაპირველად ხსნის გადასატან საარჩევნო ყუთს. გადასატან საარჩევნო
ყუთში არსებული სპეციალური ჩარჩო-კონვერტები თავსდება მაგიდაზე, რის შემდეგაც:
ა) კომისიის თავმჯდომარე აპარატის საშუალებით ათავსებს ბიულეტენს ძირითად
საარჩევნო ყუთში;
ბ) თუ სპეციალურ ჩარჩო-კონვერტში აღმოჩნდა დადგენილი ნიმუშის ერთზე მეტი
საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენები ბათილად ჩაითვლება, ცალკე გადაიდება, ხმის
დათვლის პროცედურების დასრულების შემდეგ ბათილი ბიულეტენების რაოდენობას
დაემატება და მათთან ერთად შეიფუთება;
გ) თუ ბიულეტენი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გარეშე აღმოჩნდა გადასატან საარჩევნო
ყუთში, ბიულეტენი დადგენილი წესით მოთავსდება აპარატში;
დ) თუ გადასატან საარჩევნო ყუთში სხვა უბნისათვის განკუთვნილი ან დაუდგენელი
ნიმუშის ბიულეტენი აღმოჩნდა, ცალკე დაიდება და ძირითად ყუთში აღმოჩენილ (ასეთის
არსებობის შემთხვევაში) შესაბამის რაოდენობებს დაემატება.
3. გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში
მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, აპარატის მიერ დათვლილი წინასწარი
მონაცემების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე, აპარატიდან ამობეჭდავს წინასწარი
შედეგების შესახებ საინფორმაციო ფურცელს. აღნიშნული მონაცემების შესახებ ინფორმაცია
დაუყონებლივ მიეწოდება ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას, ხოლო საინფორმაციო
ფურცელი შეინახება კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნში.
4. საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგები დასტურდება მხოლოდ საარჩევნო კოდექსით
დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილი საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის
შედეგების შემაჯამებელი ოქმით და მას და მის დამოწმებულ ფოტოასლს გააჩნიათ
თანაბარი იურიდიული ძალა.
5. ხმის მიცემის ელექტრონული პროცედურების დასრულების შემდგომ, ხორციელდება
ძირითადი საარჩევნო ყუთის გახსნა და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული
ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები.
6. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა
ბათილად, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენი დამოწმებული არ არის ამომრჩეველთა რეგისტრატორის ბეჭდით;
ბ) საარჩევნო ბიულეტენში გაფერადებულია ერთზე მეტი საარჩევნო სუბიექტის რიგითი
ნომრის გასწვრივ არსებული შესაბამისი ოვალი;
4
28
ანგარიში, 2018
გ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
დ) საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი იყო სხვა საარჩევნო უბნისთვის.
7. დადგენილი ნიმუშის საარჩევნო ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად იმ შემთხვევაში თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის გასწვრივ არსებული
გაფერადებული ოვალის გარდა, შემოხაზულია დამატებით სხვა რომელიმე საარჩევნო
სუბიექტი ან/და გაკეთებულია სხვა რაიმე აღნიშვნა. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად
მიიჩნევა, მხოლოდ იმ კანდიდატის ხმა, რომლის გასწვრივ არის გაფერადებული ოვალი;
ბ) საარჩევნო ბიულეტენზე საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის გასწვრივ არ არის
გაფერადებული ოვალი, მაგრამ შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რომელ საარჩევნო
სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა.
5
29
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
დანართი 3. ცესკოს 2018 წლის 30 აპრილის №116/2018 განკარგულება მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული
საარჩევნო სისტემით №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ
საარჩევნო ოლქში გასამართი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური
არჩევნებისათვის საარჩევნო ბიულეტენისა და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის ფორმისა და გადასატანი
საარჩევნო ყუთების, ძირითადი საარჩევნო ყუთის და მისი აპარატის სახის დადგენის შესახებ.
30
ანგარიში, 2018
31
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
ბ.ა.
ფორმა №2-3.03.08
საცდელი ოვალი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები - 13.05.2018 წელი
№ 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №
საარჩევნო უბანი
მოათავსეთ
ჩარჩოში
ამ ნიშნულამდე
გააფერადეთ თქვენთვის
სასურველი
მხოლოდ
ერთი საარჩევნო სუბიექტის
რიგითი ნომრის შესაბამისი ოვალი
შემდეგი სახით:
ბ.ა.
№ სახელი და გვარი
საცდელი ოვალი
[პარტიის/საარჩევნო ბლოკის
სახელწოდება]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები - 13.05.2018 წელი
№ 67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის
№
საარჩევნო უბანი
სახელი და
გვარი ერთი საარჩევნო სუბიექტის
გააფერადეთ თქვენთვის№
სასურველი
მხოლოდ
ბლოკის
რიგითი ნომრის[პარტიის/საარჩევნო
შესაბამისი ოვალი
შემდეგი სახით:
სახელწოდება]
№ სახელი და გვარი
[პარტიის/საარჩევნო ბლოკის
სახელწოდება]
№ სახელი და გვარი
[პარტიის/საარჩევნო ბლოკის
სახელწოდება]
№ სახელი და გვარი
[პარტიის/საარჩევნო ბლოკის
სახელწოდება]
№ სახელი და გვარი
[პარტიის/საარჩევნო ბლოკის
სახელწოდება]
განკ. №116/2018
მოათავსეთ ჩარჩოში ამ ნიშნულამდე
განკ. №116/2018
32
ანგარიში, 2018
ფორმა №2-3.08.04
მოათავსეთ ჩარჩოში ამ ნიშნულამდე
განკ. №116/2018
33
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
ფორმა №5-3.06.04
განკ. №116/2018
34
ანგარიში, 2018
ფორმა №5-3.07.04
განკ. №116/2018
35
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
დანართი 4. №67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის, №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27
ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2018 წლის 13 მაისს ჩატარებული ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
36
ანგარიში, 2018
დანართი 5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ
გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა).
პროგრამული კოდი
სულ
06 02 01
06 02 04
ხარჯთაღრიცხვა
თანხა (ლარი)
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
108,360
ხარჯები
108,360
შრომის ანაზღაურება
66,865
საქონელი და მომსახურება
21,675
სხვა ხარჯები
19,820
არჩევნების ჩატარების ღონისძიებები
99,810
ხარჯები
99,810
შრომის ანაზღაურება
66,865
საქონელი და მომსახურება
21,675
სხვა ხარჯები
11,270
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება
8,550
ხარჯები
8,550
სხვა ხარჯები
8,550
37
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
დანართი 6. ინფორმაცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის გაწეული
ხარჯის შესახებ.
#
1
2
3
4
5
6
7
ხარჯის დასახელება/განმარტება
საარჩევნო ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება
ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შრომის ანაზღაურება
შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
ცესკოს მიერ საარჩევნო პერიოდში დამატებით დაქირავებულ თანამშრომელთა
შრომის ანაზღაურება
მივლინება
ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების მივლინების, სადამკვირვებლო მისიებში
მონაწილეობის ხარჯები
საარჩევნო ოლქებში არჩევნების ორგანიზება
საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების მოწყობის ხარჯები (საოფისე,
სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, დამხმარე პერსონალის და სხვა)
სარეკლამო კამპანია
სარეკლამო კონცეფციის შექმნის, სარეკლამო პროდუქციის დამზადება-განთავსების,
მედია მონიტორინგის ხარჯები
ბეჭდვითი მომსახურება
საარჩევნო ბიულეტენების, სადემონსტრაციო/შემაჯამებელი ოქმების, ნორმატიული
აქტებისა და სხვა საარჩევნო მასალის ბეჭდვის ხარჯები
საბეჭდი მოწყობილობები/სახარჯი მასალა
საბეჭდი მოწყობილობების შეძენა-შეკეთების, საბეჭდი მოწყობილობების სახარჯი
მასალის ხარჯები
ხარჯი
(ათას ლარებში)
ხარჯი %
54.0
61.5%
0.0
0.0%
9.9
11.3%
10.3
11.7%
0.0
0.0%
1.1
1.3%
3.9
4.4%
0.0
0.0%
0.0
0.0%
0.1
0.1%
0.0
0.0%
8.5
9.7%
0.0
0.0%
0.0
0.0%
0.0
0.0%
87.8
100.0%
საარჩევნო ინვენტარი
8
9
10
საარჩევნო უბნების აღჭურვის ხარჯები (საარჩევნო კაბინები, საარჩევნო ყუთები,
მარკირების სითხე, დეტექტორები, საუბნო კომისიის წევრთა უნიფორმები, საუბნო და
რეგისტრატორთა ბეჭდები, სიის სახაზავი, ბიულეტენის კონვერტები და ყველა სხვა
საარჩევნო ინვენტარის შეძენა)
კომპიუტერული ტექნიკა/პროგრამული უზრუნველყოფა
საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კომპიუტერული მოწყობილობების, ტექნიკისა და
პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა/განახლების ხარჯები
სატელეკომუნიკაციო მომსახურება
საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერნეტის, სატელეფონო მომსახურების ხარჯები
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა
11
არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის შენობა-ნაგებობების მოწესრიგების
(მიმდინარე/კაპიტალური რემონტი) და სხვა საარჩევნო ინფრასტრუქტურული
პროექტების (ავეჯი, მოწყობილობა-დანადგარები, კეთილმოწყობა) ხარჯები
წარმომადგენლობითი ხარჯები
12
არჩევნებზე მოწვეული სტუმრების/დამკვირვებლების მიღების, ცესკოს სახელით
გამართული სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების, სათარჯიმნო და სხვა
წარმომადგენლობითი ხარჯები
სატრანსპორტო და საფოსტო მომსახურება
13
ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაქირავების, საარჩევნო ინვენტარის გადაზიდვადისტრიბუციის (მათ შორის საზღვარგარეთის უბნებზე), საწვავის ხარჯები
სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება
14
სხვა საარჩევნო შესყიდვები/ხარჯები, რომლებიც ვერ კლასიფიცირდება სხვა
კატეგორიაში (აქტივების იჯარა, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების დაცვა,
ადმინისტრაციის კომუნალური მომსახურება, ჰიგიენურ-სანიტარული საგნები და ა.შ.)
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ტრენინგი
15
ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგების ორგანიზების
(ტრენერთა შრომის ანაზღაურება, სატრენინგო მასალების ბეჭდვა) ხარჯები
სულ
38
ანგარიში, 2018
საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება
საარჩევნო სუბიექტი
საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის
დაფინანსება
პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“
300
პ/გ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“
450
პ/გ „თავისუფალი საქართველო“
450
39