„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №41 08.12. 2009 წელი. მუხლი 300) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის (ყოფილი მოსამართლის)
გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე,
შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია
ენიშნებათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის
75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ მოსამართლის
კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის)
გარდაცვალების შემთხვევაში 18 წლის ასაკის მიღწევამდე მისი შვილებისათვის,
შრომისუუნარო მეუღლისა და შვილებისათვის (ასაკის მიუხედავად) კომპენსაციის
დანიშვნას
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
მოსამართლის
კომპენსაციის 75%-ის ოდენობით.
ამავე კანონის 21-ე მუხლი ანალოგიურად მეუღლისა და შვილებისათვის
კომპენსაციის დანიშვნას ითვალისწინებს პარლამენტის წევრის (ყოფილი
პარლამენტის წევრის) გარდაცვალების შემთხვევაში.
აღნიშნული მიდგომისგან განსხვავებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის
მე-2 პუნქტი ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების
შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის დანიშვნას, მაგრამ არ
ითვალისწინებს ამავე წესის გამოყენებას ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების
შემთხვევაში.
კანონპროექტის მიზეზია აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების საჭიროება;
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის
გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრებისათვის კომპენსაციის დაწესება;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილია ცვლილება, რომლის
მიხედვით, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების
შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და
შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით. მოქმედი კანონით
აღნიშნული წესი მოქმედებს უზენაესი სასამართლოს წევრის გარდაცვალების
შემთხვევაში და წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება ამ წესის გავრცელება
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაზეც;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის ამოქმედების გონივრული ვადის გათვალისწინებით, კანონპროექტის
მიღება გავლენას მოახდენს 2018 და შემდგომი საბიუჯეტო წლების სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს უზენაესი
სასამართლოს ყოფილი მოსამართლის
გარდაცვალების შემთხვევაში მისი
შვილებისთვის 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლისა და
შვილებისთვის (ასაკის მიუხედავად) კომპენსაციის დანიშვნას საქართველოს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ
საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად კი, კომპენსაციის/სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის მაქსიმალური ზღვარი გარდა ცალკეული შემთხვევებისა
(კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“ ან „პ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ
კომპენსაციის მიმღებ პირზე გასაცემი
აღემატებოდეს 560 ლარს.
კომპენსაციის ოდენობისა), არ უნდა
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ
საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომისუუნაროდ
მიიჩნევა პირი, რომელსაც დადგენილი აქვს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ან არის 65 წლის ან მეტი
ასაკის. 65 წლის ან მეტი ასაკის შემთხვევაში, „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო
ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განსაზღვრულია
180 ლარით. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის #279
დადგენილებით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების სოციალური პაკეტი შეადგენს 180 ლარს, ხოლო მნიშვნელოვნად
გამოხატულის შემთხვევაში კი 100 ლარს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის“ შესახებ
საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ პირს
ერთდროულად წარმოეშვა ამ კანონითა და „სახელმწიფო პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლება, მას აქვს მხოლოდ ერთი
კანონით მინიჭებული სარგებლის მიღების უფლება, მისივე არჩევით“. ასევე,
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის #279 დადგენილების მე-6 მუხლის 1
პუნქტის ‘ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია სოციალურ პაკეტთან ერთად
სახელმწიფო პენსიის (საპენსიო პაკეტი) ან სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, გარდა
ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა.
უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წლის 1
ივნისის
მდგომარეობით,
როგორც
უზენაესი
სასამართლოს
ყოფილ
მოსამართლეს, სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული აქვს 42 პირს. აღნიშნულ
პერიოდამდე დანიშნული ჰქონდა და შეწყვეტილი აქვს 9 პირს საჯარო საქმიანობის
განხორციელების გამო, ხოლო 5 პირს - გარდაცვალების გამო.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კანონპროექტში ცვლილების შედეგად
კომპენსაციის მიღების უფლება წარმოეშობა ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების
შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლესა და
შვილებს (ასაკის მიუხედავად) და თუ დავუშვებთ, რომ დღეს არსებულ 5
გარდაცვლილი მოსამართლიდან თითოეულს ჰყავს კომპენსაციის მიმღები მხოლოდ
ერთი პირი (18 წლის ასაკამდე შვილი ან შრომის უუნარო მეუღლე და შვილი ასაკის
მიუხედავად) და აგრეთვე, თუ დავუშვებთ, რომ მათი მეუღლეები შესაძლოა
იღებდნენ ასაკობრივ პენსიას 180 ლარის ოდენობით, ხოლო შრომისუუნარო მეუღლე
ან შვილი 100-180 ლარის ოდენობით სოციალურ დახმარებას, მაშინ კანონპროექტის
მოსალოდნელი დამატებითი ხარჯი თითოეულ ოჯახზე შესაძლოა მერყეობდეს
თვიურად 380 ლარიდან 560 ლარამდე, ხოლო წლიურად - 4,560 ლარიდან 6,720
ლარამდე. რაც შეეხება ზემოაღნიშნული 5 მოსამართლის ოჯახის წევრებზე გასაცემი
კომპენსაციის მოსალოდნელ ოდენობას, დაშვებების გათვალისწინებით 1 წელზე
გაანგარიშებით შეიძლება მერყეობდეს 22,800 ლარიდან 33,600 ლარამდე, ხოლო
თვიური გავლენა კი - 1,900 ლარიდან 2,800 ლარამდე. გარდა აღნიშნული გავლენისა,
თუ გავითვალისწინებთ აგრეთვე იმ ფაქტს, რომ დღეს სახელმწიფო კომპენსაციას
იღებს 42 ყოფილი მოსამართლე და აგრეთვე, აღნიშნულ კომპენსაციას მიიღებს
ზემოხსენებული 9 პირი საჯარო საქმიანობის დასრულების შემდგომ, კანონპროექტით
გათვალისწინებული ცვლილება შემდგომში შესაძლოა შეეხოს მათ ოჯახებსაც, რაც
ასევე გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. შესაბამისი
გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობაზე;
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონის მოქმედება. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს
ყოფილი მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში მისი შვილებისთვის 18 წლის
ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლისა და შვილებისთვის (ასაკის
მიუხედავად) კომპენსაციის დანიშვნას, რომლის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს 560 ლარს;
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს;
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრი: ეკა ბესელია;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრი: ეკა ბესელია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლ(ებ)ის მოქმედი (სრული) რედაქცია, რომელშიც
წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 20. კომპენსაცია მოსამართლის გარდაცვალების გამო
1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის (ყოფილი წევრის)
გარდაცვალების შემთხვევაში მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე,
შრომისუუნარო მეუღლეს და შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია
ენიშნებათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის
კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ
მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა.
2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში
მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და
შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად
გარდაცვლილის მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების
მოპოვებისა.
3. საერთო სასამართლოს მოსამართლის გარდაცვალების შემთხვევაში
მის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მეუღლეს და
შვილებს (ასაკის მიუხედავად) კომპენსაცია ენიშნებათ საერთო სასამართლოს
მოსამართლის კომპენსაციის 75%-ის ოდენობით, მიუხედავად გარდაცვლილის
მიერ მოსამართლის კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე,
გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 10 წელს.