საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (საქართველოს სახალხო დამცველისათვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფის შესახებ)

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.07.2018
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
ნომერი
#11658/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
ar \ lt:j,:dto6gEx'fu &6,E lAg6$ob bo"J6ob brArSggCOoq,gbr b)J)hol33cnb J)hc)4360n Nl93y17 2018 ftq,o, a beloca6c6o tirird,Cr,3Cq,('ltr $6,q,rAC6Oot 6'C6q,rAC6Ool.t l5&g A3bq,ol, ACr4 ('r AC-5 &JEdoobotr ll.rtscdgcq,tr} t$jrd,qucq,ot, a6q'sagfuou 8qcf,cr !q6cE : qDsJqx' , UtJr6o'30(xrb g$q,!4C60.,L DqDaoi6ol, Utsq,cblc,rr q'503o1$ <u UJ&'rCiq'qCo oqj006ryr,L Joaoooot, O$oUr{xdr lrrj$,o8Cqx'i., bcbJq,U'r ('lao3C(,ob aoC6, $.)ffi"qaC6q'o Br6iQ'i(trbt "t rCll',o'30qxd, t $rqtbe, qMOgCE oL ACt$Cb" lrrdrd,o8Cqx'lt c66r50q, 3r&'l5Ao 33q'q'Cboll8COr6oU <ractbrtC" l$d$,oBCq'ol, cltt!fuqlo $6s,6otJ Jdx'lfrlrj.rrr6 (,r3!A0drCboo, (t iCid,o,3Cq,ci, t)lUJq*r ADAOSCq'ol$.rBoL 6$l$3go69aoqb JioC0artrnu JC6,ln6!qgr, ATEs3C0CD$C trOq's,0ob Ufut6ghgq'{f'rqpt SCltW) N11658, 30.07.2018) q.a 0r(sftBCCr(,CboU oDobs$g s06s!&ru lxdld,q8oqmb &6q,rAC6Ool, 01106r,rlr. IrrCrtr,o4gqxrl, &6,q,.)0Cfur,lt or6a;gqrfr6ol, Jof,SCq,o &pJ6e!t tbq'e!8ol, ol)B01Arrarf,C O O('sAor(,c, \l ^/ r )6\x1" I \\ olc8v6 Eggsrhoqx,
საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება
at \ b$r6o43q,tnb &d,q,rAg06ott 6qfieil b)i)ho3lemb t)hc)at60n --- brAr0UgCOoq,Xbs N211/9 2018 ftqrl, 12 &e5&c6o UrCrd,o,3C({,rL $6q,,q6o.,t, d,mqDAC60r,t 15G9 ag\nL aC-a &J5*3ob lrlg0d80q'$C, Urdtf,oBCqx'lt Jcf,q'rA$Ool, 8r,.J6<'r rq6g6t : lrrd!6o6Cql'tt J,:6q,q66ob rqtAor6ou qtg3otuo ('r b&ljrq,rCo o60gddDo.r,u 3a6oOCOob BStqlrqEbotr t €gdgCq'tC, tr$dld,(r'3C(!('lt Lrblq,kr qDAOSCq'ob AoC6 Sc66erqrdC6cqr, tiJbJqrL'! (DA63Cqx,tr OCt rh8" trsjJd,oSCqxrt: ext6e3q, "lnditto6CqntJ @qx{,C0ol, AC0D6ob or<'r0s$p" (rrditto6Cqrrt t rblq'bo qta6aCqnl$o6ot &&re, Dn r3po{ig}Cq'o J}$Sdtxx,tJ J$,r,t cfrqgf, A<'rErGC0Cb$6 ft(x,6ot, Utri.ChCq$-AoU ACUsW) N1 1658, 30.07.20t8) F6rqDq,C0ol, 6r6bqBd BiS'! lqt8or6ot UAq,COiori (D6aobr ('r bAo$q,qil"r o66C06,icff l, Jsfrtool, SqU$o Js,&$OOr,) 2018 gq,ol, la 6<'r6A06oq'J6 6rg0tuCq,('Cl, 30 qqoo,. l$dlttcrsgexrt Ji6,q'$gftJob orog01qxrArf,g, 8rl?f,c,t trbqe&fu on6}Xqxrard,C o6r3qr)ioaibdC
წერილი
19032-3-9-3-201811121224 N 19032 12/11/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 4 სექტემბრის N193/17 გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადმოეცა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№11658, 30.07.2018). აღნიშნული წინადადების განხილვის ვადა იწურება 2018 წლის 14 ნოემბერს. დასახელებული საკითხის სრულყოფილად დამუშავების მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები და პოზიციების შეჯერება, რაც დამატებით მოითხოვს გარკვეულ დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ, მითითებული საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-2522/19 19-02-2019 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N11658; 30.07.2018) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, 2019 წლის 11 თებერვლის სხდომაზე, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი განიხილა საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით. წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველს საკუთარი კონსტიტუციური მანდატის, საერთაშორისო– სამართლებრივი ხელშეკრულებებისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, გააჩნია პერსონალურ მონაცემთა შემცველ დოკუმენტაციაზე წვდომის უფლებამოსილება, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება პრაქტიკაში ვერ რეალიზდება საკანონმდებლო ხარვეზისა და ნორმის ბუნდოვანების გამო. საკანონმდებლო წინადადების ატორი ასევე აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა შემცველი დოკუმენტაციის მიღებისა და დამუშავების გარეშე შეუძლებელია პენიტენციურ სისტემაში პირთა უფლებრივი მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება. შედეგად, საფრთხის ქვეშ დგება სახალხო თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge დამცველის აპარატის ეფექტიანი ფუნქციონირება და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე კონტროლი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს ცვლილების განხორციელებას „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რათა მკაფიოდ გაიწეროს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება მოიპოვოს და დაამუშავოს პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. კომიტეტმა, იმსჯელა დასახელებულ საკანონმდებლო წინადადებაზე და გააანალიზა ის გარემოებები და არგუმენტები, რომლებიც წარმოადგინა წინადადების ავტორმა მოთხოვნის ლეგიტიმურობისა და შემოთავაზებული ცვლილების განხორციელების აუცილებლობის დასასაბუთებლად. კომიტეტმა მიიჩნია, რომ მიზანშეწონილი არ არის საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის დაკმაყოფილება მისთვის ყველა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეუზღუდავად მოპოვებისა და დამუშავების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე
სხვა
9933-15-11-2-201807271716 N 15-11/9933 27/07/2018 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს წინადადება საქართველოს სახალხო დამცველისთვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფის შესახებ შემუშავებულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგების მიხედვით და გეგზავნებათ „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ბატონო ირაკლი, 2017-2018 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე მითითებით, სახალხო დამცველის აპარატს არ მიაწოდა სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა გააჩნდა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისთვის/დაცვისთვის. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონსტიტუციური მანდატისა და წამების პრევენციის კუთხით სახალხო დამცველის განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რათა სახალხო დამცველის აპარატს აღარ შეექმნას დაბრკოლება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების პროცესში. ფაქტობრივი გარემოებები 2017-2018 წლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, ასევე სამინისტროს სხვადასხვა ტერიტორიულმა და ორგანიზაციულმა ერთეულებმა (დეპარტამენტები და პენიტენციური დაწესებულებები) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არ მიაწოდეს შემდეგი ტიპის ინფორმაცია: 1. მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის რეჟიმი:  მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის ტიპი და მსჯავრდებულის ერთი დაწესებულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის საფუძველი;1  მსჯავრდებულის დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსების მიზანშეწონილობა;2  მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრა და სამართალწარმოების მასალები;3  პატიმრობის პირობები;4 2. ინფორმაცია მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის შესახებ:  მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების თარიღი, ინფორმაცია მის მიმართ გამოტანილი განაჩენისა და სასჯელის განსაზღვრის თაობაზე;5  ინფორმაცია მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის შესახებ, განაჩენების ასლები, ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებისა და მსჯავრდებულის შეწყალების თაობაზე განკარგულების ასლები, ინფორმაცია მსჯავრდებულის გათავისუფლების თაობაზე;6 3. დისციპლინური წარმოების მასალები:  მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური წარმოების მასალების ასლები;7  გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული დისციპლინური წარმოების მასალების სრული ასლები და შემოწმებასთან დაკავშირებული რელევანტური ინფორმაცია;8 მონიტორინგის განხორციელებისას პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, ასევე, შეეზღუდა პრევენციის ეროვნულ მექანიზმს,9 რომლის დანიშნულებას დახურული დაწესებულებების მონიტორინგი წარმოადგენს, რაც შეუძლებელია პატიმრებთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების გარეშე. 1 სულ 20 შემთხვევა, მაგ. აპარატის 2017 წლის 5 ივნისის N11–2/7550 წერილზე პენიტენციური დეპარტამენტის 13 ივნისის N8312/17 პასუხი. 2 სულ 5 შემთხვევა, მაგ. აპარატის 2017 წლის 16 მაისის N11–11/6414 წერილზე პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 2 ივნისის N7883/17 პასუხი. 3 სულ 7 შემთხვევა, მაგ. აპარატის 2017 წლის 30 მაისის N11–11/7235 წერილზე პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 9 ივნისის N8308/17 პასუხი. 4 სულ 10 შემთხვევა, მაგ. აპარატის 2018 წლის 22 იანვრის N15–12/971 წერილზე პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 2 თებერვლის NMOC11800098011 პასუხი. 5 აპარატის 2017 წლის 24 მარტის N15-12/3960 წერილზე პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 3 აპრილის MOC 41700249693 პასუხი. 6 სულ 3 შემთხვევა, მაგ. აპარატის 2017 წლის 17 მაისის N15-7/6476 წერილზე პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის MOC 21700394735 პასუხი. 7 სულ 3 შემთხვევა, მაგ. აპარატის 2017 წლის 16 მაისის N11–11/6425 წერილზე პენიტენციური დეპარტამენტის 2017 წლის 25 მაისის N7886/17 პასუხი. 8 სულ 7 შემთხვევა, მაგ. აპარატის 2018 წლის 30 იანვრის N15-3/1546 წერილზე გენერალური ინსპექციის 2018 წლის 27 მარტის MOC 11800275258 პასუხი. 9 პრევენციის ეროვნულ მექანიზმს არ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულთა რისკების შეფასების შესახებ, ასევე 2017 წლის 18 იანვარს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებამ მონიტორინგის ჯგუფის წევრებს მოსთხოვა ყველა პატიმრის წერილობითი თანხმობის წარმოდგენა მათ შესახებ დაცული ინფორმაციის გასაცემად. შედეგად, გარდა მონიტორინგის შეფერხებისა, ვერ მოხერხდა იმ პირთა შესახებ არსებული ინფორმაციის გაცნობა, რომლებიც ამ დროს დაწესებულებაში სხვადასხვა მიზეზით არ იმყოფებოდნენ. დამატებით, 2018 წლის 14 აპრილს N8 დაწესებულებამ უარი განაცხადა გარდაცვლილი გ.მ.-ს საქმის მასალების ასლების სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის გადაცემაზე, რაც ამ პერიოდამდე პრობლემას არ წარმოადგენდა.10 სამართლებრივი დასაბუთება საქართველოს კონსტიტუციისა11 და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“12 ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი ზედამხედველობას უწევს და შეისწავლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამოწმებს უფლების დაცვის მდგომარეობას და აღმოაჩენს მათი დარღვევის ფაქტებს. სახალხო დამცველს აქვს უფლება, გაეცნოს გრიფი „საიდუმლოს“ მქონე13 და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასაც.14 სახალხო დამცველი რეგულარულად ითხოვს და იღებს ინფორმაციას ისეთი უწყებებიდან, რომლებიც ამუშავებენ როგორც პერსონალური, ისე – კომერციული, სახელმწიფო თუ სხვა ტიპის საიდუმლოს შემცველ დოკუმენტაციას. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტიპის ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება სახალხო დამცველის აპარატისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან უფლებამოსილებას წარმოადგენს. სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური და ყოველწლიური ანგარიშები სხვადასხვა ტიპის, მოცულობითი ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზს ეყრდნობა. ინფორმაციის დამუშავების შედეგად შესაძლებელი ხდება სახელმწიფოში არსებული ზოგადი ტენდენციების გამოკვეთა, ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა კონსტიტუციური მანდატის ფარგლების გათვალისწინებით. საკანონმდებლო აქტების ანალიზის შედეგად, რაც ქვემოთ იქნება განხილული, აშკარაა, რომ სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის მოთხოვნის, მიღებისა და დამუშავების უფლება და ლეგიტიმური განსაზღვრული მიზანი. მანდატის უფრო მეტიც, განხორციელება სახალხო დამცველისთვის ფაქტობრივად კონსტიტუციურად გამორიცხულია პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის დამუშავების გარეშე. მიუხედავად ამისა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ამის შესახებ მკაფიო ჩანაწერის არარსებობის პირობებში, იმატა შემთხვევებმა, როდესაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უარს აცხადებდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოდგენაზე. მოცემული პრაქტიკა კი აჩენს სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ მსგავსი მიდგომის გაზიარების რისკებს, საბოლოოდ კი, სახალხო დამცველის საქმიანობის არსებით ხელშეშლას. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმ საკითხებს, რომელთა განხილვა ექცევა სახალხო დამცველის 10 მაგ. 2018 წლის 2 მარტს N8 დაწესებულებამ წარმოადგინა გარდაცვლილი ა.ს.-ს საქმის მასალების ასლები, ხოლო 2018 წლის 3 იანვარს N18 დაწესებულებამ წარმოადგინა გარდაცვლილი გ.გ.-ს საქმის მასალების ასლები. 11 საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლი. 12 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლი. 13 „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი. 14 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლი. უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლი სახალხო დამცველს ანიჭებს უფლებამოსილებას, შესაძლო უფლებადარღვევის შესახებ შემოწმების ჩატარებისას: „ა) დაუბრკოლებლად შევიდეს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნებისმიერ ორგანოში, საწარმოში, ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, მათ შორის, სამხედრო ქვედანაყოფში, პენიტენციურ დაწესებულებაში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში; ბ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, საჯარო დაწესებულებებსა და თანამდებობის პირებს მოსთხოვოს და დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა მიიღოს შემოწმებისათვის აუცილებელი ყველა ცნობა, დოკუმენტი და სხვა მასალა; გ) ნებისმიერ თანამდებობის პირს, მოხელეს, მასთან გათანაბრებულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხებზე; დ) სახელმწიფო ან/და არასახელმწიფო დაწესებულებების მეშვეობით ჩაატაროს საექსპერტო გამოკვლევები ან/და მოამზადოს დასკვნები; მოიწვიოს სპეციალისტები/ექსპერტები საექსპერტო ან/და საკონსულტაცო სამუშაოთა შესასრულებლად; ე) გაეცნოს სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, რომლებზე მიღებული გადაწყვეტილებებიც კანონიერ ძალაშია შესული.“ ამრიგად, სახალხო დამცველის აპარატს მინიჭებული აქვს არა მხოლოდ ერთეული დოკუმენტების/მასალების გაცნობის, არამედ მთლიანი სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების გაცნობის უფლებამოსილება, რომელიც ბუნებრივია თავად სავარაუდო უფლებადარღვეული პირის გარდა შეიცვას სხვა პირების პერსონალურ ინფორმაციასაც. ამასთან, ამავე კანონის მე-19 მუხლი დამცველის/სპეციალური პრევენციული თავისუფლებააღკვეთილის ან დეტალურად ჯგუფის სხვაგვარად განსაზღვრავს სამოქმედო არეალს თავისუფლებაშეზღუდული სახალხო დაკავებულის, პირების, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შემოწმების პროცესში. მოცემული მუხლი პირდაპირ ანიჭებს სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს ზემოხსენებული პირების აღნიშნულ დაწესებულებებში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმების უფლებამოსილებას.15 პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების გარეშე მეტისმეტად გართულდება დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობის შესწავლა და შეფასება. სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანობას ასევე მნიშვნელოვნად შეამცირებს მოთხოვნა პერსონალური მონაცემის შემცველი დოკუმენტაციის გაცემისთვის მსჯავრდებულთა თანხმობის წარმოდგენის შესახებ. პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის გართულდება არაგეგმიური მონიტორინგის ჩატარება პენიტენციურ დაწესებულებებში გეგმიური და და შემთხვევითი შერჩევითობის პრინციპით, 15 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლი, 1-ლი პუნქტი, აგრეთვე, მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და დაწესებულების ჟურნალების ჩანაწერების გაცნობა და შეფასება. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სახალხო დამცველს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლი ანიჭებს საკუთარი ინიციატივით ნებისმიერი საქმის შესწავლის უფლებამოსილებას, რაც კანონის მიზნებისთვის, სწორედაც რომ გულისხმობს კონკრეტული პირის/პატიმრის შესახებ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის აუცილებლობას. მსგავსი პრაქტიკა ასევე ეწინააღმდეგება გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატურ ოქმს, რომლის თანახმად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ პრევენციის ეროვნული მექანიზმის დაუბრკოლებელი წვდომა დაკავებულ პირთა მოპყრობასა და დაკავების პირობებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციაზე.16 ამრიგად, სახალხო დამცველს კანონმდებლობა, კონსტიტუციითა და ორგანული კანონის არსიდან გამომდინარე, ანიჭებს, ერთი მხრივ, დახურული დაწესებულებების მონიტორინგის, მეორე მხრივ კი - ყველა სახის, მათ შორის, პერსონალური, კომერციული, სახელმწიფო და სხვა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლებამოსილებას, თუმცა აღნიშნული უფლების სრულყოფილად რეალიზება ვერ ხდება კანონმდებლობაში მკაფიო ჩანაწერის არარსებობის გამო. კერძოდ, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო, კომერციული ან კანონით დაცული სხვა საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს გადაეცემა კანონით დადგენილი წესით. გაუგებარია, „კანონით დაცული სხვა საიდუმლოს შემცველ ინფორმაციაში“ კანონმდებელი გულისხმობს თუ არა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. როგორც ზემოთ დამცველს/პრევენციის წარმოდგენილმა ეროვნულ საკანონმდებლო მექანიზმს ანალიზმა თანხმობის გარეშე ცხადყო, აქვს სახალხო ნებისმიერი სახის პერსონალურ მონაცემებზე, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე წვდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოს მიერ დაკისრებული მანდატის შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელიც კი იქნება. მიუხედავად, ლეგიტიმური მიზნისა და კონსტიტუციური მანდატისა, ცხადია ისიც, რომ ორგანული კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის ბუნდოვანი ჩანაწერი პრაქტიკაში არაერთ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან გაუგებრობას ქმნის და დაკავშირებით არსებული ამ ეტაპზე ინფორმაციის - მიღებას პრობლემას წარმოშობს. შესაბამისად, აუცილებელია მოცემული ხარვეზის გასწორება და სახალხო დამცველის მანდატის ეფექტიანი შესრულებისთვის ხსენებული ბუნდოვანი ჩანაწერით შექმნილი დაბრკოლების აღმოფხვრა. ნიშანდობლივია, რომ შემოთავაზებული ცვლილება არ გამოიწვევს აღნიშნულ მონაცემთა სუბიექტების უფლების რაიმე ფორმით დარღვევას, რადგან სახალხო დამცველის აპარატს ისედაც გააჩნია საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ვალდებულება.17 16 გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის მე-20 მუხლი, „ბ“ ქვეპუნქტი. 17 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი. დასკვნა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს საკუთარი კონსტიტუციური მანდატის, საერთაშორისო–სამართლებრივი ხელშეკრულებებისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის მიზნებიდან გამომდინარე, გააჩნია პერსონალურ მონაცემთა შემცველ დოკუმენტაციაზე წვდომის უფლებამოსილება, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილება პრაქტიკაში ვერ რეალიზდება საკანონმდებლო ხარვეზისა და ნორმის ბუნდოვანების გამო. განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა შემცველი დოკუმენტაციის მიღებისა და დამუშავების გარეშე შეუძლებელია პენიტენციურ სისტემაში პირთა უფლებრივი მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება. შედეგად, საფრთხის ქვეშ დგება სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანი ფუნქციონირება და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვაზე კონტროლი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ წინადადებით, შევიდეს ცვლილება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რათა მკაფიოდ გაიწეროს საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილება, მოიპოვოს და დაამუშავოს პერსონალური მონაცემები, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. ამასთან, გთხოვთ, მაცნობოთ მოცემული წინადადების განხილვის შედეგები „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადაში. პატივისცემით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი .