საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 24-27 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარულ სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის (ირინე ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო წილოსანი, გიორგი მოსიძე) ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
წერილი
N 13790
07/08/2018
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს,
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით 2018 წლის, 24-27 ივნისს გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის
მეშვიდე პლენარული სესიის შესახებ ანგარიშს.
გთხოვთ უზრუნველყოთ ანგარიშის ბიუროს წევრებისთვის გაცნობა.
დანართი: 4 გვერდი
პატივისცემით,
თამარ ხულორდავა
თავმჯდომარე
ანგარიში
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მონაწილეობის შესახებ
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარულ სესიაში
2018 წლის, 24-27 ივნისი
ბრიუსელი, ბელგიის სამეფო
24-27 ივნისს ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის
(ევრონესტის) საპარლამენტო ასამბლეის მეშვიდე პლენარული სესია. ღონისძიებაში
მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია (7 წევრი)
ევროპასთან
ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარის,
თამარ
ხულორდავას
ხელმძღვანელობით.
დელეგაციის
შემადგენლობიდან
ვიზიტში
მონაწილეობდნენ
პარლამენტის წევრები - ირინა ფრუიძე, ბექა ნაცვლიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ნინო
წილოსანი, გიორგი მოსიძე.
პლენარულ სესიაში ევროპარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების დაწყებამდე აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების დელეგაციებს შორის,
წინასწარი პოლიტიკური კონსულტაციების მიზნით, გაიმართა მოსამზადებელი შეხვედრა.
პარლამენტის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი მოსაზრებები რეზოლუციის
პროექტების საკითხებზე, გაეცნენ საგანგებო რეზოლუციის თემებს, იმსჯელეს ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის სამომავლო სამუშაო მიმართულებებზე და შეაჯერეს პოზიციები
განსხვავებულ პოლიტიკურ საკითხებზე.
პირველ სამუშაო დღეს გაიმართა ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა: 1. პოლიტიკური
საკითხების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტი, 2. ეკონომიკური
ინტეგრაციის, საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და პოლიტიკური დაახლოების კომიტეტი, 3.
ენერგო უსაფრთხოების კომიტეტი, 4. სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და
სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტი. კომიტეტებმა სხდომებზე განიხილეს 2018 წლის
განმავლობაში მომზადებული ანგარიშები მათი სფეროების მიხედვით და იმსჯელეს
მომზადებული, მისაღები დოკუმენტების გარშემო. სხდომებში მონაწილებდნენ
ევროკომისიის და ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელები.
პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე, რომელშიც
მონაწილეობდა თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი და ნინო წილოსანი.
კომიტეტმა განიხილა თამარ ხულორდავას და ევროპარლამენტის წევრის, გუნარ ჰოკმარკის
თანაავტორობით მომზადებული რეზოლუციის პროექტი თემაზე „უსაფრთხოების
გამოწვევები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და ევროკავშირის როლის გაძლიერება
მათ
დარეგულირებში“.
აღმოსავლეთ
ევროპის
ქვეყნების
პარლამენტის
წარმომადგენლებისგან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უსაფრთხოება აღმოსავლეთ
პარტნიორობის ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და სახელმწიფოთა
დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა. მიუხედავად აღნიშნულზე
საერთო სულისკვეთებისა აღმოსავლეთ პარტნიორობის არა ასოცირებულ ქვეყნებს შორის
1
რთულია საერთო პოზიციების შეჯერება და ძალისხმევას მოითხოვს მათთან ერთად
ერთობლივი დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტების შემუშავება.
თამარ ხულორდავამ კომიტეტს გააცნო რეზოლუციის პროექტის ძირითადი განცხადებები და
რეკომენდაციები, რომლებიც აღნიშნავს, რომ:
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უსაფრთხოება განსაზღვრავს ევროკავშირის
სტაბილურობას და უსაფრთხოებას
კონფლიქტები აღმოსავლეთ ევროპაში აფერხებს ამ ქვეყნების და ევროკავშირის
საერთო ინტერების რეალიზაციას
რეგიონში დესტაბილიზაციის წყარო რუსეთია, რომლის აგრესიული პოლიტიკა
არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს
მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების გადაწყვეტაში,
გააძლიეროს პარტნიორებთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების
პოლიტიკის სფეროში.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა ასევე განიხილა
ევროკავშირის ბიუჯეტის რეფორმირების საკითხები, მათ შორის საგარეო საქმეების
დაფინანსების ინსტრუმენტები. თამარ ხულორდავამ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნების საბიუჯეტო ინსტრუმენტზე - „სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის“
მნიშვნელობაზე და მის დადებით როლზე აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის
წარმატებაში და აღნიშნა, რომ ბიუჯეტში „სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის“ ცალკე
მექანიზმად დატოვება ხელს შეუწყობს ასოცირებული ქვეყნების ამბიციური რეფორმების
განხორციელებას და მოემსახურება ევროინტეგრაციის პროცესის ეფექტიან განხორციელებას.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ მუდმივმოქმედი
დელეგაციის წევრები ნინო წილოსანი და დიმიტრი ცქიტიშვილი. კომიტეტმა იმსჯელა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებში ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკული
მდგრადობის შესახებ, საუბარი შეეხო რეგიონის ენერგო პროექტებს, განახლებადი ენერგიების
განვითარებასა და ენერგოეფექტურობის დანერგვის გზებს. კომიტეტმა დაამტკიცა
რეზოლუციის პროექტი, რომელშიც შევიდა საქართველოს დელეგაციის მიერ დაყენებული
ცვლილებები დ დამატებები. ევროკავშირის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს
საქართველოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანება, რაც ითვალისწინებს
საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, ევროპის კანონმდებლობასთან
დაახლოებას და თანამშრომლობის განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა
ელექტროენერგეტიკა, ბუნებრივი აირისა და ნავთობის ძიება, მოპოვება, ტრანზიტი,
განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა. კომიტეტის სხდომაზე გაიმართა მსჯელობა
მომავალი წლის რეზოლუციის თემასთან დაკავშირებით, პარტნიორებმა გაიზიარეს
საქართველოს დელეგაციის შეთავაზებული საკითხი.
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის
მუშაობაში მონაწილეობდნენ ბექა ნაცვლიშვილი და დიმიტრი ცქიტიშვილი. კომიტეტმა
სხდომაზე განიხილა და დაამტკიცა რეზოლუცია ,,არაფორმალური და არაკვალიფიციური
შრომა და დასაქმებულთა სოციალური უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და
აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“. სხდომაზე ასევე განიხილეს შედეგები ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის, უნივერსიტეტების დიპლომების და პროფესიული
კვალიფიკაციის აღიარება ბოლონიის პროცესის ფარგლებში.
2
ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების კომიტეტის
სხდომაში მონაწილეობდნენ ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე და ბექა ნაცვლიშვილი.
სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს რეზოლუცია ,,უცხოური პირდაპირი ინვესტიციები
ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“. კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს
ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში ფინანსურ სტაბილურობასა და საბანკო
სექტორის განვითარებაზე აღმოსავლეთ ევროპაში.
26 ივნისს, გაიმართა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა, რომელშიც
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ მიიღო მონაწილეობა.
ბიურომ შეაჯამა ასამბლეის პირველი სამუშაო დღის ღონისძიებები და განიხილა
კომიტეტებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარმოდგენილი დაგეგმილი და საგანგებო
რეზოლუციის პროექტები. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ წარადგინა საგანგებო
რეზოლუცია ევროკავშირის ბიუჯეტში „სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტის“ ცალკე
მექანიზმად დატოვების შესახებ. ბიურომ იმსჯელა წარმოდგენილ საგანგებო რეზოლუციების
მიზანშეწონილობაზე და შემოთავაზებული 6 პროექტიდან 3 საკითხი შეარჩია საგანგებოდ
მისაღებად, მათ შორის საქართველოს დელეგაციის ინიციატივაც აღმოჩნდა. დელეგაციებს
შორის განაწილდა კომიტეტების მიერ წარმოდგენილი სამომავლო რეზოლუციის თემები.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციას ერგო ენერგო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ
შერჩეული თემა „უსაფრთხოების რისკები და ევროკავშირის როლის ზრდა მათი
მოგვარებისთვის’’.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მოქმედებს არაფორმალური პლატფორმა - ქალთა
ფორუმი. ფორუმი მეშვიდე სესიის ფარგლებშიც შეიკრიბა და გამოხატა გენდერული
თანასწორობის ფუნდამენტური ღირებულების გავრცელების ხელშეწყობისთვის მზაობა.
ასამბლეის ფარგლებში ასევე შეიკრიბა ბელორუსის სამუშაო ჯგუფი. მუდმივმოქმედი
სამუშაო ჯგუფი რეგულარულად იკრიბება და მსჯელობს ბელორუსის და ევროკაშირის
ურთიერთობების პერსპექტივებზე. სამუშაო ჯგუფის სხდომას დაესწრო ნინო წილოსანი და
დიმიტრი ცქიტიშვილი. ბელორუსის თანაბარუფლებრივი მონაწილეობა ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეაში კვლავ შეჩერებულია ბელორუსსა და ევროკავშირს შორის
არსებული პოლიტიკური მიზეზების გამო. მიუხედავად ამისა აღმოსავლეთ პარტნიორობის
ასამბლეა მუდმივად თვალს ადევნებს ბელორუსში მიმდინარე პროცესებს. საქართველო
კვლავაც მხარს უჭერს ბელორუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო
განზომილებაში თანაბარ საწყისებზე მონაწილეობას.
26 ივნისს, ევროპარლამენტში, თამარ ხულორდავას თავმჯდომარეობით ევრონესტის
საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
სამუშაო ჯგუფმა მოისმინა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
დაკვეთით ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ეხება საქართველოს,
მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელების
ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ. თამარ ხულორდავამ და მისმა პირველმა მოადგილემ,
ირინე ფრუიძემ პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე უახლესი საკანონმდებლო
ღონისძიებები გააცნეს, რომლებიც ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესის
სრულყოფას და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების შესაძლებლობების
განვითარებას ისახავს მიზნად.
3
სხდომაზე განიხილეს საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საპარლამენტო ასამბლეის
შექმნის შესახებ ინიციატივა. პარლამენტის წევრებმა სამმხრივი ურთიერთობების და
თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თამარ ხულორდავამ განაცხადა,
რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისგან
განსხვავებით, სხვა ამბიცია და სამართლებრივი კავშირი აქვს ევროკავშირთან.
თანამშრომლობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის კიდევ უფრო ამყარებს სამ
ქვეყნას შორის შექმნილი საპარლამენტო ასამბლეა, რომლის პირველი სხდომა გაიმართება
მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში. თანამშრომლობის გაღრმავებას სამ ასოცირებულ
ქვეყანას შორის ევროპარლამენტარების, ევროკომისიისა დ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა
სამახურის მხარდაჭერა აქვს.
26 ივნისს გაიხსნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა. პლენარულ
სხდომაზე რეზოლუციის თანაავტორების მოხსენებების შემდგომ მიღებულ იქნა ასამბლეის 4
კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციები შემდეგ თემებზე:
უსაფრთხოების
გამოწვევები
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
ევროკავშირის როლის გაძლიერება მათ დარეგულირებში
ქვეყნებში
და
უცხოური პირდაპირი ინვესტიციები ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ
ქვეყნებში;
ენერგოეფექტურობის განვითარება და მდგრადი ენერგეტიკა ევროკავშირსა და
აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში;
არაფორმალური და არაკვალიფიციური შრომა და დასაქმებულთა სოციალური
უსაფრთხოების გაძლიერება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში.
მეშვიდე პლენარულ სესიაზე ასამბლეამ დაამტკიცა საგანგებო რეზოლუციები შემდეგ
თემებზე:
ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო 2020 წლის შემდეგ და აღმოსავლეთ
პარტნიორობის პოლიტიკის განვითარება
სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაზრდილი პარტნიორობის
შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციის დაჩქარების შესახებ
უკრაინელი პოლიტიკური პატიმრების შესახებ რუსეთში
2019 წელს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის 4 კომიტეტის სხდომა ჩატარდება
ბრიუსელში, ევროპარლამენტში,
ხოლო საპარლამენტო ასამბლეას აღმოსავლეთ
პარტნიორობის ერთ-ერთი ქვეყანა უმასპინძლებს.
ანგარიში მოამზადა დელეგაციის მდივანმა
თეკლე ბორაშვილმა
4