საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის 2018 წლის 7-9 ივნისს ბაქოში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
წერილი
14136-3-9-3-201808160956
N 14136
16/08/2018
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით, სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც გაიმართა 2018 წლის 7-9 ივნისს, ბაქოში
აზერბაიჯანში.
გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში
შეტანა.
დანართი: 1 გვერდი
პატივისცემით,
ნინო გოგუაძე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრის
ნინო გოგუაძის ვიზიტის
ა ნ გ ა რ ი ში
ბაქო, აზერბაიჯანი
7 - 9 ივნისი 2018
მ/წ 7-9 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი ქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანის
რესპუბლიკა. ვიზიტი განხორციელდა ევრო პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის
„ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტები“ წევრების და ევროკავშირის
ორგანიზაციის - ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების ალიანსის
მოწვევითა და ორგანიზებით. სამიტს მასპინძლობდნენ აზერბაიჯანის მეჯლისის
წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლები.
სამიტი შეეხებოდა აზერბაიჯანის და რეგიონის ქვეყნების - საქართველოს და
თურქეთის როლს რეგიონის და ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების
საკითხებში. ასევე, რეგიონის როლს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის,
თავისუფალი
ვაჭრობის,
ციფრული
ეკონომიკის
განვითარების
ხელშეწყობის
საკითხებში. სამიტში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები, ბულგარეთის,
იტალიის, საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენლები.
ვიზიტის ფარგლებში ნინო გოგუაძემ შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის
წევრებთან - იან ზაჰრადილთან, ნიკოლაი ბარეკოვთან, ლაურენტიო რებეგასთან,
ბარბარა კაბელთან.