საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად ძიძიგურის და ნინო გოგუაძის 2018 წლის 6-10 მაისს ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
16.08.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო გოგუაძე
ნომერი
#14137/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

წერილი
14137-3-9-3-201808161002 N 14137 16/08/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით, ბატონი ზვიად ძიძიგურის და ჩემ სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც გაიმართა 2018 წლის 6-10 მაისს, ვაშინგტონში, აშშ-ში. გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში შეტანა. დანართი: 3 გვერდი პატივისცემით, ნინო გოგუაძე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად ძიძიგურის და ნინო გოგუაძის ვიზიტის ა ნ გ ა რ ი ში ვაშინგტონი, აშშ 6 – 10 მაისი, 2018 მ/წ 6 – 10 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - ზვიად ძიძიგური და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - ნინო გოგუაძე, ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში, აშშ იმყოფებოდნენ. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი განხორციელდა ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოწვევით. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ სტატებს შორის არსებული და სამომავლო ურთიერთობების სფეროების განხილვა, თანამშრომლობის ახალი ფორმატების შესახებ მსჯელობა, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის გაცვლა. შეხვედრები შედგა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ამერიკის კონგრესის წევრებთან, ამერიკული არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ: ჯენ ბორო - ამერიკის სახელმწიფო დეპარტმენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს კავკასიის საქმეთა და რეგიონული კონფლიქტების დეპარტამენტის მოადგილე პიტერ როსკამი, დევიდ ფრაისი, და სკოტ პერი - ამერიკის კონგრესის წევრები. შეხვედრა შეეხებოდა ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ თანამშრომლობას, საქართველოს როლს რეგიონში, საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებს, აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობებსა და პროცესებს, ასევე რუსული პროპაგანდიდან მომდინარე საფრთხეებს და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ამ პროცესში. საკანონმდებლო ორგანოებს შორის ამ საკითხების ირგვლივ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს. სამომავლო სტეფან ნიქსი - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)-ის ევრაზიის რეგიონის დირექტორი შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა IRI-სა და საქართველოს კონსერვატიულ პარტიას შორის არსებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილების შესახებ, ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის მეტი გაღრმავების და სფეროების შესახებ. საუბარი შედგა საქართველოში განხორციელებული მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმების რეფორმის მოლოდინების შესახებ, ახალი "სამშვიდობო და შესახებ, მათ შორის მისგან გამომდინარე ინიციატივის" და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ ამ პროცესში, ასევე რუსული პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ. ლუკ კოფი - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენი“ (Heritage Foundation) -ის წამყვანი ექსპერტი საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას, ქვეყნებს შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას; ამერიკის როლს და მნიშვნელობას საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებში და NATO-ში ინტეგრაციის პროცესში. მირიამ ლანსკოი - NED-ის რუსეთისა და ევრაზიის განყოფილების დირექტორი შეხვედრა შეეხებოდა ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობას. ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების სრულად ამოქმედებისას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემდგომ, პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებს და ამ სფეროში ამერიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას. რიჩარდ ვეითზი, ბრუს ჯექსონი, კრეიგ კენედი - ჰადსონის ინსტიტუტის (Hudson Institute) წამყვან ექსპერტებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს და აშშ შორის სტრატეგიულ თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესს და წევრობის მნიშვნელობას, როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის უსაფრ4თხოებისთვის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს და აშშ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლებლობების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, ნინო გოგუაძემ მონაწილეობა მიიღო ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებულ კონფერენციაში თემაზე - „Not The Cost for Women in Politcs“ და მადლენ ოლბრაითის მასპინძლობით გამართულ ღონისძიებაში. სიტყვით გამოსვლისას, ნინო გოგუაძემ ისაუბრა საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე, ამ მიმართულებით, ხელისუფლების მიერ გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე თუ როგორ გავლენას ახდენს რუსული პროპაგანდა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის პროცესებზე. კონფერენციას ესწრებოდნენ ამერიკელი პოლიტიკოსები, პარლამენტის და სხვა საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლები 10-ზე მეტი ქვეყნიდან, ასევე დიპლომატები, მედიის, წარმომადგენლები. არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების