საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის 2018 წლის 18-20 მარტს ლონდონში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
წერილი
14138-3-9-3-201808161004
N 14138
16/08/2018
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით, სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც გაიმართა 2018 წლის 18-20 მარტს,
ლონდონში დიდი ბრიტანეთში.
გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში
შეტანა.
დანართი: 1 გვერდი
პატივისცემით,
ნინო გოგუაძე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრის - ნინო გოგუაძის ვიზიტის
ა ნ გ ა რ ი ში
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
18-20 მარტი, 2018
მ/წ
18-20
მარტს,
ვიმყოფებოდი
„ვესტმინსტერის
ლონდონში
ფონდის
საერთაშორისო
დემოკრატიისთვის“
კონფერენციაზე
მიწვევით,
„ძალადობა
ქალი
პოლიტიკოსების წინააღმდეგ“. კონფერენცია ჩატარდა გაერთიანებული სამეფოს
ყველა პოლიტიკური პარტიის და „ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის“
მხარდაჭერით და ორგანიზებით.
კონფერენციაზე, მოხსენება გავაკეთე საკითხზე „Costs of Politics for Women”, სადაც
ვისაუბრე საქართველოს გამოცდილებაზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის
საკითხებში, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების მიერ
განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობების შესახებ ქალთა პოლიტიკური და
საზოგადოებრივი აქტივობის გაძლიერების თვალსაზრისით.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის ქალი პოლიტიკოსები, ასევე
ჟურნალისტები,
კერძო
და
არასამთავრობო
სექტორის
წარმომადგენლები.
მონაწილეებს შორის იყვნეს გაერთიანებული სამეფოს, აშშ, უკრაინის, კანადის,
სამხრეთ აფრიკის, იორდანიის, ეგვიპტის, არგენტინის მოქმედი და ყოფილი
პარლამენტის წევრები, ასევე სხვა წარმომადგენლები.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ქალთა მეტი პოლიტიკური ჩართულობის
ხელშეწყობის საკითხებზე ქვეყნებს შორის გამოცდილებების გაზიარება, საერთო და
ინდივიდუალური პრობლემების იდენტიფიცირება და საერთო აქტივობების შესახებ
მსჯელობა. ასევე, ქალ პოლიტიკოსთა გლობალური ქსელის გაფართოება და
ურთიერთობების გაღრმავება.