საქართველოს პარლამენტის წევრის ნინო გოგუაძის 2018 წლის 22-25 თებერვალს ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
წერილი
14140-3-9-3-201808161008
N 14140
16/08/2018
საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანიძეს
ქალბატონო ეთერ,
გიგზავნით, სამუშაო ვიზიტის ანგარიშს, რომელიც გაიმართა 2018 წლის 22 – 25 თებერვალს
ვაშინგტონში, აშშ.
გთხოვთ, უზრუნველყოთ ანგარიშის უახლოესი ბიუროს სხდომის დღის წესრიგში
შეტანა.
დანართი: 1 გვერდი
პატივისცემით,
ნინო გოგუაძე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის წევრის
ნინო გოგუაძის ვიზიტის
ა ნ გ ა რ ი ში
ვაშინგტონი, აშშ
22-26 თებერვალი 2018
მ/წ 22-26 თებერვალს, ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი ვაშინგტონში, აშშ.
ვიზიტი განხორციელდა ევროპული კონსერვატიული ალიანსის - „ევროპელი
კონსერვატორები და რეფორმისტების“ ორგანიზებით და მხარდაჭერით. ვიზიტის
ფარგლებში
მონაწილეობა
მივიღე
ამერიკის
შეერთებული
შტატების
კონსერვატიული პარტიის კონფერენციაში. კონფერენცია იმართება ყოველწლიურად
და მონაწილებას იღებენ, როგორც აშშ კონსერვატიული/რესპუბლიკური პარტიის
წარმომადგენლები, ასევე კონსერვატიული პარტიების წარმომადგენლები მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნებიდან.
კონფერენცია
გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა - დონალდ
ტრამპმა და ისაუბრა ამერიკის როგორც საგარეო ასევე საშინაო პოლიტიკის
პრიორიტეტებზე. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის კონგრესის
წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარომადგენლები, ასევე არასამთავრობო
და კვლევითი ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.