„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 35 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონის პროექტი
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. მაუწყებლობის შესახებ (საქართველოს 2004 წლის 23 დეკემბერი კანონი №780–
ვებგვერდი, 18.01.2005 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატებები:
1. მე-2 მუხლის ,, წ “ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, წ) რეკლამა – კომერციული, სოციალური, არაწინასაარჩევნო პოლიტიკური ან
წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ
პროგრამასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან
იურიდიულ პირზე, საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე
ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც
გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან
იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი
ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების,
სამუშაოს, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;“
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, წ1 “პუნქტი:
,, წ1 ) არაწინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა - არაწინასაარჩევნო პოლიტიკური რეკლამა
არის არაწინასაარჩევნო პერიოდში იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი საშუალებითა და
ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი
წრისათვის და ემსახურება პოლიტიკური პარტიის იდეისა და წამოწყებისადმი
ინტერესის ფორმირებასა და შენარჩუნებას, იდეისა და წამოწყების რეალიზაციის
ხელშეწყობას;“
3. 661 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
,,შენიშვნა:
ამ მუხლის პირველ პუნქტში არსებული აკრძალვები არ ვრცელდება
არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის მომზადებისა და გავრცელების
მომსახურების შესყიდვაზე“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების და დამატებების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა დღეს არსებულმა საკანონმდებლო
რეგულაციამ, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიას არაწინასაარჩევნო
პერიოდში ეკრძალება მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, რაც ზღუდავს მათი
იდეებისა, წამოწყებებისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის
მიწოდების შესაძლებლობას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია მოიხსნას დღეს
მოქმედი საკანონმდებლო შეზღუდვები და
პოლიტიკურ პარტიებს არაწინასაარჩევნო პერიოდში მიეცეთ საშუალება მათი იდეებისა,
წამოწყებებისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება
უზრუნველყონ დაუბრკოლებლად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსია პოლიტიკურ პარტიებს არაწინასაარჩევნო პერიოდში
მიეცეთ შესაძლებლობა შეისყიდონ მაუწყებლებისაგან პოლიტიკური შინაარსის რეკლამის
მომზადებისა და გავრცელების მომსახურება.
ამასთანავე, ტერმინთა განმარტებაში შემოდის ახალი ტერმინი - ,,არაწინასაარჩევნო
პოლიტიკური რეკლამა“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
ამოქმედება
საქართველოში რეგისტრირებულ 200-მდე პოლიტიკურ
პარტიას შესაძლებლობას მისცემს არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა
განათავსოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიასა და რადიოში, ათამდე საერთო ეროვნულ და სხვა ათეულობით კერძო
მაუწყებელზე, მათ შორის რეგიონულ მაუწყებლებზე, რაც ზეგავლენას მოახდენს მათ და
შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლებზე.
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზეგავლენა დამოკიდებილი იქნება პოლიტიკური
პარტიების მიერ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის მომზადებისა და
გავრცელების მომსახურების შესყიდვის ღირებულებაზე.
აღსანიშნავია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის მიხედვით 2017 წელს წინასაარჩვენოდ პოლიტიკური რეკლამის
ღირებულება წუთში „რუსთავი 2“ -ის ეთერში 2000–5000, ,,იმედზე“ 2900-3000,
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში 700-3500,
საზოგადოებრივ მაუწყებელზე 1000-5000, ,,ობიექტივზე“ 60-100, ტკ ,,რიონზე“ 700-950
ლარის ფარგლებში მერყეობდა. ასევე, 2018 წელს პოლიტიკური გაერთიანება
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ვიდეორგოლების
მედია-კავშირ
„ობიექტივის“ ეთერში განთავსების ღირებულება წუთში დაახლოებით 300 ლარს
შეადგენდა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს რაიმე ახალ ფინანსურ ვალდებულებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს საქართველოში რეგისტრირებული 200მდე
პოლიტიკური პარტიის ხარჯების ზრდა, რამაც შესაბამისად შესაძლებელია
საზოგადოებრივი მაუწყებელის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და
რადიოს, ათამდე საერთო ეროვნული და სხვა ათეულობით კერძო მაუწყებელის, მათ შორის
რეგიონული მაუწყებლებლების შემოსავლები გაზარდოს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ო
დენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
მიერ
საერთაშორისო
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ბექა ფერაძე; ბესიკ ცქიფურიშვილი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია: პოლიტიკური გაერთიანება ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც)
წარმოდგენილი კანონის პროექტით შედის ცვლილება
საქართველოს კანონი
მაუწყებლობის შესახებ
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით
განხორციელებული
მაუწყებლობა,
რომელიც
ხელმისაწვდომია
ლიცენზიით/ავტორიზაციით განსაზღვრული მომსახურების ზონის მოსახლეობის
არანაკლებ 90%-ისათვის; (12.06.2015. N3691 ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან)
ბ) ადმინისტრაციული ორგანო – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ორგანო;
გ) აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე
ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე
პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს
დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს;
1
გ ) ბენეფიციარი მესაკუთრე – პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე
მაუწყებლის საქმიანობიდან იღებს ან შეიძლება მიიღოს ფულადი ან სხვა სახის სარგებელი და
ამ სარგებლის სხვა პირისათვის გადაცემის ვალდებულება არ აქვს, ხოლო თუ ბენეფიციარი
მესაკუთრე არის იდეალური მიზნებისათვის შექმნილი პირი, ან თუ მესაკუთრე იურიდიულ
პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი, მაშინ – მისი მმართველი ორგანოს
წევრი; (8.04.2011. N4525)
2
გ ) იდეალური მიზნებისათვის შექმნილი იურიდიული პირი − არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის ქონება, მათ შორის, მოგება, არ შეიძლება
განაწილდეს მის წევრთა შორის; (8.04.2011. N4525)
3
გ ) ოფშორული ზონა − სახელმწიფო ან სახელმწიფოს ტერიტორია, რომელშიც
დაცულია
იურიდიული
პირის
საკუთრების,
საქმიანობისა
და
მისი
პარტნიორების/აქციონერების კონფიდენციალობა; (8.04.2011. N4525)
დ) გამოქვეყნება – ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 56-ე მუხლით დადგენილი
წესით;
ე) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის
კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს მაუწყებლის
საქმიანობა; (22.05.2012 N 6256)
ვ) დამოუკიდებელი პროგრამა – პროგრამა, რომლის საავტორო უფლებების
მფლობელსა და მაუწყებელს შორის არ არსებობს ურთიერთდამოკიდებულება;
(22.05.2012 N 6256)
ვ1) დამწყები საწარმო (სტარტაპი) − მეწარმე სუბიექტი, რომელიც რეგისტრირებულია
საქართველოში საქართველოს მოქალაქის/საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის მიერ და
რომლის შექმნიდან 6 თვე არ გასულა; (21.02.2018 N1966)
ზ) ევროპული წარმოების პროდუქცია – პროდუქცია, რომელიც წარმოებულია
ევროპის იმ ქვეყანაში, რომელშიც ძალაშია „ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ“
ევროპის კონვენცია, ან საქართველოში, ან რომლის საავტორო უფლებების
მფლობელია ამ ქვეყნის ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული
პირი;
თ) ეროვნული მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით
განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს
მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის;
ი) თანამგზავრული მაუწყებლობა – ტელე- ან რადიოსამაუწყებლო
თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით
მაუწყებლობა; (22.05.2012 N 6256)
კ) თანამდებობის პირი – პირი, რომელიც მუდმივად ან დროებით, სასყიდლით
ან უსასყიდლოდ, დანიშვნით ან არჩევით და ცალკეული დავალებების შესაბამისად
კომისიაში ან საზოგადოებრივ მაუწყებლობაში ასრულებს განმკარგულებელ,
ორგანიზაციულ-სამეურნეო, ადმინისტრაციულ ან სხვა ამგვარ ფუნქციებს;
ლ) კერძო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის
კომერციული ან არაკომერციული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა,
რომელიც არ არის არც საზოგადოებრივი და არც სათემო მაუწყებლობა;
მ) კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი – საქართველოს ორგანული კანონით
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო სუბიექტი;
ნ) კომერციული რეკლამა – საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის
სანაცვლოდ ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის, მომსახურების,
სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების შესახებ ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით
გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი
წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან/და იურიდიული პირის, საქონლის,
მომსახურების, სამუშაოს, იდეის ან/და წამოწყების მიმართ ინტერესის ფორმირებასა
და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, იდეის ან/და წამოწყების რეალიზაციის
ხელშეწყობას; (19.02.2015. N3088 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
ო) კომისია – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;
პ) კომისიის რეგულირების სფერო – ელექტრონული კომუნიკაციებისა და
მაუწყებლობის სფერო, რომელშიც მომსახურების გაწევა ან საქმიანობა
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის
თანახმად ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ავტორიზაციას და რომელშიც კომისია
ახორციელებს
საქართველოს
კანონმდებლობით
მინიჭებულ
სპეციალურ
უფლებამოსილებებს; (27.06.2008 N 66)
ჟ) კომისიის წევრი – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
წევრი;
რ) ლიცენზია – ამ კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის მიერ პირისათვის ამავე კანონით
დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული უფლება,
მაუწყებლობა განახორციელოს განსაზღვრული პირობების დაცვით; (22.05.2012 N 6256)
ს) ლიცენზიის მოდიფიცირება – საქართველოს კანონმდებლობაში ან
მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში შეტანილი ცვლილებების ან/და
დამატებების შესაბამისად ან/და კომისიის ან ლიცენზიის მფლობელი მაუწყებლის
დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ლიცენზიაში ცვლილებების ან/და
დამატებების შეტანა; (22.05.2012 N 6256)
ტ) მაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ამ კანონის საფუძველზე
ტელემაუწყებლობის ან/და რადიომაუწყებლობის განმახორციელებელი ლიცენზიის
მფლობელი ან/და ავტორიზებული პირი; (12.06.2015. N3691 ამოქმედდეს 2015 წლის 17
ივნისიდან)
1
„ტ )
რადიომაუწყებელი
–
საზოგადოებრივი
მაუწყებელი,
საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი,
რომელიც პირადი სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო
ბადით გათვალისწინებული აუდიოპროდუქციის გადაცემას ისე, რომ სამაუწყებლო ბადით
განსაზღვრულ დროს მსმენელებისათვის ერთდროულად ხელმისაწვდომია; (12.06.2015. N3691
ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან)
ტ2) ტელემაუწყებელი – საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი
მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ავტორიზებული პირი, რომელიც პირადი
სარედაქციო პასუხისმგებლობით ახორციელებს საკუთარი სამაუწყებლო ბადით
გათვალისწინებული აუდიოვიზუალური პროდუქციის გადაცემას ისე, რომ
სამაუწყებლო ბადით განსაზღვრულ დროს მაყურებლებისათვის ერთდროულად
ხელმისაწვდომია; (12.06.2015. N3691 ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან)
უ) ამოღებულია (27.06.2008 N 66)
ფ) ამოღებულია (28.12.2005 N 2565)
ქ) მეურვე – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი;
1
ქ ) მრჩეველი – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და
რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი; (12.07.2013. N833)
ღ) მთავარი მოვლენა – საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე
კომისიის მიერ განსაზღვრული მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე
მოვლენა, მიმდინარე საქართველოში და მსოფლიოში, პოლიტიკურ, საზოგადოებრივ,
კულტურულ, რელიგიურ თუ სხვა სფეროში;
ყ) ოჯახის წევრი – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი; (20.11.2013 N 1592)
შ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის შესაბამისად;
ჩ) პრაქტიკული საქმიანობის დაწყება – მაუწყებლობის დაწყება; (22.05.2012 N 6256)
ც) პროგრამა – პირდაპირ ან ჩანაწერის მეშვეობით ეთერში გადაცემული
ტელერადიოპროდუქცია;
ძ) რეგულირება – ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში
კომისიის მიერ სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა), მონიტორინგის,
ზედამხედველობის, კონტროლისა და კოორდინაციის განხორციელება;
წ) რეკლამა – კომერციული, სოციალური ან წინასაარჩევნო რეკლამა, გარდა
მაუწყებლის მიერ საკუთარ ან დამოუკიდებელ პროგრამასთან დაკავშირებით
გაკეთებული განცხადებისა, რომელიც არის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე,
საქონელზე, მომსახურებაზე, სამუშაოზე, იდეასა და წამოწყებაზე ნებისმიერი
საშუალებითა და ფორმით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამიზნულია
პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება ფიზიკური ან იურიდიული პირის,
საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა და წამოწყებისადმი ინტერესის
ფორმირებასა და შენარჩუნებას, აგრეთვე საქონლის, მომსახურების, სამუშაოს, იდეისა
და წამოწყების რეალიზაციის ხელშეწყობას;
ჭ) საარჩევნო კამპანია – საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს
საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცედურა;
ხ) საეთერო მაუწყებლობა – საქართველოში ლიცენზირებული/ავტორიზებული
მაუწყებლის მიერ სიხშირის გამოყენებით მაუწყებლობა; (12.06.2015. N3691
ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან)
ჯ) საერთო მაუწყებლობა – არანაკლებ 2 თემატიკის, მათ შორის, ახალი ამბებისა
და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემატიკის, პროგრამებით მაუწყებლობა;
ჰ) საზოგადოებრივი მაუწყებლობა – საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის
შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი
და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული
პირის, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას (შემდგომში –
საზოგადოებრივი მაუწყებელი), მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომლის
მიზანია
პოლიტიკური
და
კომერციული
გავლენისაგან
თავისუფალი,
საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი, მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება
საზოგადოებისათვის;
ჰ1) სათემო მაუწყებლობა – ამ კანონით დადგენილი წესით, კერძო სამართლის
არაკომერციული ან საჯარო სამართლის
იურიდიული პირის მიერ
განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის
პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და
რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას;
ჰ2) ამოღებულია (12.06.2015. N3691 ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან)
ჰ3) სამაუწყებლო ბადე – მაუწყებლის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც
შეიცავს პროგრამების დასახელებას, მოკლე ანოტაციას და მაუწყებლობის დროს;
ჰ4) სამაუწყებლო კონცეფცია – ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის
მსურველის მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელიც ასახავს მაუწყებლობის მოდელს
და შეიცავს პროგრამული მიმართულებების მოკლე აღწერილობას; (12.06.2015. N3691
ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან)
5
ჰ ) საუკეთესო დრო – დრო 19.00 სთ-დან 24.00 სთ-მდე, როდესაც შესაძლებელია
მაუწყებლის პროგრამებს უყუროს ან უსმინოს მისი მომსახურების ზონის
აუდიტორიის პიკურმა რაოდენობამ; (22.05.2012 N 6256)
ჰ6) საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დაწესებულება;
ჰ 7)
სოციალური
საქველმოქმედო
მიზნების
რეკლამა
–
მიღწევისკენ,
საზოგადოებრივი
მნიშვნელოვან
სიკეთის
ხელშეწყობისკენ,
საზოგადოებრივ
საკითხებზე
საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ ან/და საზოგადოების ქცევის პოზიტიური
თვალსაზრისით შეცვლის ხელშეწყობისკენ მიმართული რეკლამა, რომელიც არ არის არც
კომერციული რეკლამა და არც წინასაარჩევნო რეკლამა და არ შეიცავს სახელმწიფო ან
მუნიციპალიტეტის ორგანოს, კერძო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ
გაწეული მომსახურების რეკლამას; (26.07.2017 N1262 ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების
დღიდან)
8
ჰ ) სპეციალიზებული მაუწყებლობა – ძირითადად ერთი თემატიკის (ახალი ამბებისა
და
საზოგადოებრივ-პოლიტიკური
თემატიკის
გარდა)
პროგრამებით
მაუწყებლობა;
(12.06.2015. N3691 ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან)
ჰ9) სპონსორობა – პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან
ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის,
იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით;
ჰ10) ტელეშოპინგი – საფასურის სანაცვლოდ რაიმე უფლების, ვალდებულების,
საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს მიყიდვის პირდაპირი შეთავაზება;
ტელეშოპინგი შეიძლება განთავსდეს არანაკლებ 15 წუთის ხანგრძლივობით, როგორც
სამაუწყებლო პროგრამა (Teleshopping Window), ან ინტეგრირებულ იქნეს სარეკლამო
წყვეტაში, როგორც სამაუწყებლო რეკლამა (Teleshopping Spot); (19.02.2015. N3088
ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
ჰ11) ურთიერთდამოკიდებულება – ურთიერთობა, რომელიც არსებობს, თუ
ერთი პირი პირდაპირ ან ირიბად ფლობს მეორე პირის აქციებს ან საწესდებო
კაპიტალის წილს, არის მისი თანამდებობის პირი, ან მისთვის ან მისი აქციონერის,
პარტნიორის ან თანამდებობის პირისთვის ასრულებს რაიმე ანაზღაურებად
სამუშაოს; აგრეთვე თუ ერთი მაუწყებელი ახორციელებს მაუწყებლობას მეორე
მაუწყებლის მეშვეობით;
ჰ12) უხამსობა – ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება
საზოგადოებაში
დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პილიტიკური,
კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება;
13
ჰ ) ქცევის კოდექსი – ამ კანონის საფუძველზე კომისიის მიერ მიღებული
ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს მაუწყებელთა მიერ მომსახურების
გაწევის წესებს; (22.05.2012 N 6256)
ჰ14)
წინასაარჩევნო
რეკლამა
–
რეკლამა,
რომლის
მიზანია
საქართველოს
პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი
ორგანოს
–
საკრებულოს,
მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი
ორგანოს
და
მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირის – მერის არჩევის ხელშეწყობა; (26.07.2017
N1262 ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების
შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან)
ჰ15) სუბტიტრირება – კინოპროდუქციის პირველადი წარმოების ენიდან სხვა
ენაზე წერილობითი თარგმანის განთავსება კადრის ქვედა ნაწილში. (31.07.2009 N 1555)
ჰ16) ავტორიზაცია − კომისიის მიერ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის
(გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ამ კანონით დადგენილი ერთიანი წესით
რეგისტრაცია; (12.06.2015. N3691 ამოქმედდეს 2015 წლის 17 ივნისიდან)
ჰ
17
) პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) −
საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის
ნებისმიერი
ფორმით
გავრცელება,
რაც
გამოიხატება
პროგრამაში
ამ
პროდუქტის
ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე
მითითებით; (19.02.2015. N3088 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
ჰ18) სამაუწყებლო საათი – სარეკლამო წყვეტების განსათავსებლად
გამოყენებული მცოცავი საათი − ყოველი წამის მომდევნო 60 წუთი. (19.02.2015. N3088
ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)
ჰ19) მედიაწიგნიერება – მრავალფეროვანი მედიასაშუალებებისა და ტექნოლოგიების,
აგრეთვე ინტერნეტის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენების, მათი მეშვეობით ინფორმაციის
შექმნის, მიღების, დამუშავებისა და გადაცემის, მის მიღებასა და გადაცემაში ინტერაქტიული
მონაწილეობის და ინფორმაციის აღქმის, გაგებისა და კრიტიკული შეფასების, აგრეთვე
მედიაპროდუქციის (აუდიოვიზუალური ტელერადიოპროდუქცია, ელექტრონული და
სოციალური მედიაპროდუქცია, მათ შორის, ფილმები, მუსიკალური კლიპები,
გამოსახულებები, ვებგვერდები და სხვა პროდუქცია) შინაარსის და მრავალფეროვანი
მედიაპლატფორმებისა და ტექნოლოგიების შექმნის, მათი ბუნების, გამოყენებისა და
რეგულირების შესახებ სპეციალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების ერთობლიობა.
1
მუხლი 66 . მაუწყებლის დაფინანსების დაუშვებლობა (12.07.2013. N833)
1. აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის,
თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება,
აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების
ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება,
გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის
მომსახურება სოციალური რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონის 65-ე მუხლით
განსაზღვრული დროის ხანგრძლივობის მინიმალური ზღვრის მიღმა სოციალური
რეკლამის განთავსების ან/და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის
გავრცელების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია მისი
ბიუჯეტის ცალკე მუხლით. ასეთ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არის
შემსყიდველი ორგანიზაცია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად, შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით. (31.10.2014. N2759)
21. თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან იმაზე,
არის თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მაუწყებლისთვის მიწოდებული
მასალა სოციალური რეკლამა ან/და შეიცავს თუ არა იგი საზოგადოებისათვის
მნიშვნელოვან ინფორმაციას, დავას წყვეტს კომისია ერთ-ერთი მხარის მიერ მისთვის
შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. (31.10.2014. N2759)
3. საარჩევნო ადმინისტრაცია უფლებამოსილია შეისყიდოს მაუწყებლის
მომსახურება
მხოლოდ
საარჩევნო
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
ინფორმაციის მოსამზადებლად ან/და ეთერში გადასაცემად.