„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე"
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. 243-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ამ კოდექსის 55 5 , 107 2 და 107 3 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 135-ე–135 4 , 146 1 ,
151 1 ,
151 2
და
153 6 მუხლებით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩადენისათვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ
სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც
შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ.“
2. 243-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 ნაწილი:
„22. 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება
მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ
არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში
შესაბამისი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობა.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონპროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომში -კოდექსი) 130-ე მუხლის მე4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტროლეიბუსით, ტრამვაით, ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით
(მიკროავტობუსით), ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრების
უბილეთო მგზავრობა, აგრეთვე, ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა,
წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას (გადაცდომას). აღნიშნულის გამოვლენისას, თუ
სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის ან სხვა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისთვის
ადმინისტრაციული წარმოება საჭირო არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი
სამსახური ან/და მის მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ადგილზე განიხილავს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს
ადმინისტრაციულ სახდელს (კოდექსის 2093 მუხლის მე-3 ნაწილი). კოდექსის 243-ე მუხლის მე-21 ნაწილის
მოქმედი რედაქციის თანახმად, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები
და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის პირი შეიძლება მიყვანილ იქნას პოლიციაში, რაც ამავე მუხლის მე-5
ნაწილის შესაბამისად გულისხმობს სამართალდამრღვევი პირის ადმინისტრაციულ დაკავებას. მოწმეთა მიერ
მოწოდებული ცნობები დაკავშირებულია მაღალ რისკთან, რომ აღნიშნული მონაცემები შესაძლოა იყოს
მცდარი/არასწორი (ხშირ შემთხვევაში, ჯარიმის თავიდან არიდების მიზნით) და გამოიწვიოს არასათანადო
პირის დაჯარიმება. სამართალდამრღვევის პოლიციაში მიყვანის შესაძლებლობით პირის საიდენტიფიკაციო
მონაცემების დადგენა და მის საფუძველზე ოქმის შედგენა, მოითხოვს დამატებით დროს, ადამიანურ
რესურსს და ადმინისტრაციულ ხარჯებს. აღნიშნულის საფუძველზე პიროვნების დადგენა პრაქტიკაში ვერ
ხორციელდება, მოწმეთა არარსებობის ან მათ მიერ ინფორმაციის არასრულად/არასწორად მიწოდების, ასევე,
პოლიციაში მიყვანასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ვინაიდან, უშუალოდ დამჯარიმებელ პირს
სამართალდამრღვევის პოლიციაში იძულებით მიყვანის ან/და საპატრულო პოლიციის მისვლამდე დაყოვნების
ბერკეტი არ გააჩნია. ზემოთაღნიშნული სამართალდარღვევისას გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც
იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. უფლებამოსილი პირის მიერ
ხელით მასში არასწორი/არასრული მონაცემების ასახვა საჯარიმო ქვითრის გაუქმების ან/და
აღუსრულებლობის საფუძველია, რაც მოქალაქეებს უბიძგებს განმეორებით იგივე ქმედების ჩადენისაკენ,
საბოლოოდ კი ვერ მიიღწევა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პირველი
მუხლით გათვალისწინებული ამოცანები. მაგალითისათვის, 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ივნისის
ჩათვლით, აღსრულების მიზნით გაგზავნილი 23 175 საჯარიმო ქვითრიდან, არასწორად შევსებული
მონაცემების გამო, ხარვეზით დაბრუნებულ იქნა 11 189, რის შედეგადაც საჯარიმო ქვითარი გაუქმდა და
სამართალდამღვევი პირის ჩადენილ ქმედებაზე ვერ განხორციელდა ადმინისტრაციული სახდელის დადება.
გაუქმებული ოქმების რაოდენობა, თავის მხრივ გავლენას ახდენს ადგილობრივი თვითმართველობის
ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე. საყურადღებოა, რომ საქართველოში პირის პირადობის დადასტურება
ხორციელდება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის,
პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული განსაზღვრული დოკუმენტაცით, ხოლო საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საქართველოს
მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ამავე კანონის მე-111
მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებული იქნეს პირის იდენტიფიცირებისათვის,
როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი
ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გადამოწმდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ამასთან, პირადობის დამადასტურებელ
დოკუმენტად ძირითადად გამოიყენება პირადობის ელექტრონულ მოწმობა, რომელზეც არ არის დატანილი
პირის რეგისტრაციის მისამართი (რაც წარმოადგენს ოქმის სავალდებულო რეკვიზიტს), ხოლო
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს,
ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში პირის
საცხოვრებელი ადგილის დადასტურება ხდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის
გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
(შემდგომ – სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით. შესაბამისად, კოდექსის
მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს გააჩნდეს
მოქნილი, მოქმედი მექანიზმი სამართალდამრღვევი პირის ადგილზე იდენტიფიცირებისათვის და ოქმში
სწორი მონაცემების ასახვისთვის, რათა გამოირიცხოს არასათანადო პირის დაჯარიმება და შემცირდეს
დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯები. საგულისხმოა, რომ საჯარიმო ქვითრის შემდგენელი
პირი/ორგანო,
დაკისრებული
უფლებამოსილების
განხორციელებისას
წარმოადგენს
მონაცემთა
დამმუშავებელს. ვინაიდან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა
ბაზიდან მონაცემების მოპოვება საჭიროა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალების შესასრულებლად,
კანონპროექტი შესაბამისობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და
სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებთან.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გააჩნია ელექტრონულ მონაცემთა
ბაზა, რომელიც შეიცავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ყველა მონაცემს, ფოტოსურათის
ჩათვლით. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-111 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „თუ სამართლებრივი ურთიერთობა მოითხოვს
საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირებასა და პირადობის
დადასტურებას, ამ ურთიერთობის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სააგენტოს
ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონით დადგენილი წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის
(ბინადრობის)
მოწმობის
მონაცემები,
უფლებამოსილია
გამოიყენოს
ეს
მონაცემები
პირის
იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმატიული
დანაწესი იძლევა საშუალებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, მოწმეებისა და პოლიციის
გარეშე, სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სანდო მონაცემის მოპოვებით განხორციელდეს
სამართალდამრღვევი პირის ზუსტი იდენტიფიცირება, რაც თავის მხრივ განაპირობებს საქმის ადგილზე
განხილვისა და გადაწყვეტას. გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში, კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტების საფუძველზე (ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბერის №19-70
დადგენილება, ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №7 დადგენილება) საჯარიმო ქვითარი
ძირითადად ივსება ელექტრონული სახით.
ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომა იძლევა
ელექტრონულ ქვითარში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ავტომატურ რეჟიმში ასახვის
შესაძლებლობას, რაც შეამცირებს არასწორი/არასრული მონაცემების გამო მათი გაუქმების სტატისტიკას.
შესაბამისად,
კანონპროექტის მიზანია, კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ ქმედებაზე საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობის
საფუძველზე მიანიჭოს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევი პირის
საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლებამოსილება, რათა მათ სანდო
ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლონ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - ადგილზე
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება, ასევე, მინიმუმამდე
შემცირდეს არასათანადო პირის დაჯარიმების შესაძლებლობა და არასრულად/არასწორად შევსებული
მონაცემების გამო საჯარიმო ქვითრების გაუქმების ალბათობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებაზე არ გავრცელდება
კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილი.
ამასთან, ამავე ქმედებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვისა და
ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების მიზნით, სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო
მონაცემების დადგენის გზების გაზრდისათვის, კოდექსის 243-ე მუხლს 21 ნაწილის შემდეგ ემატება 22
ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, პირის პოლიციაში მიყვანა შეიძლება განხორციელდეს თუ
სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც
შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში პირის პირადობის (ბინადრობის)
მოწმობის მონაცემების გადამოწმებით შესაბამისი პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება დადებითად აისახება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების მიღების შემთხვევაში, იმ პირთა ოდენობა,
რომელთა იდენტიფიცირება ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით) უბილეთო მგზავრობის, აგრეთვე
ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანის შემთხვევაში ვერ ხდებოდა, იქნება
მინიმუმამდე დაყვანილი და შესაბამის სამართალდამრღვევ პირებს სწორად იდენტიფიცირებული
მონაცემების საფუძველზე კანონის ფარგლებში მოუწევთ შესაბამისი ოდენობის ჯარიმის გადახდა.
ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ 2009-2010 წლებისგან განსხვავებით, ისეთი შემთხვევები, როდესაც ვერ
ხდებოდა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება უბილეთო მგზავრობის, აგრეთვე ათიდან
თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანის შემთხვევაში, ბოლო წლებში ნაკლებად
ფიქსირდება. შესაბამისად, გავლენის სიდიდე დამოკიდებული იქნება გამოვლენილ შემთხვევათა
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება შესაძლოა დადებითად აისახოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
ვინაიდან შემცირდება პირის იდენტიფიკაციის მიზნით პოლიციაში გადაყვანასთან დაკავშირებით გასაწევი
ხარჯები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში სამართალდამრღვევი პირის გადაყვანა პოლიციაში
იდენტიფიცირების მიზნით ნაკლებად ხდებოდა.
კანონპროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, ადმინისტრაციული უფლებამოსილებით აღჭურვილი პირისთვის
სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომას, რათა
მას გააჩნდეს მოქნილი, მოქმედი მექანიზმი სამართალდამრღვევი პირის ადგილზე იდენტიფიცირებისათვის
და ოქმში სწორი მონაცემების ასახვისთვის. აღნიშნული არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გამოყოფას
მუნიციპალიტეტის მხრიდან, ვინაიდან შესაბამისი პირები უკვე აღჭურვილი არიან შესაბამისი ტექნიკით და
აღნიშნული ცვლილებით მოხდება მხოლოდ სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე შესაბამისი პირებისთვის წვდომის დაშვება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონის მოქმედება. ის პირები, რომლებიც ცრუ ინფორმაციის მიწოდებით
ახერხებდნენ ჯარიმისთვის თავის არიდებას, აღნიშნული ცვლილების
მიღების შემდეგ სწორად
იდენტიფიკაციის შედეგად ტროლეიბუსით, ტრამვაით, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო
გადაყვანის ავტობუსით ან სამარშრუტო ტაქსით (მიკროავტობუსით) უბილეთო მგზავრობის, აგრეთვე
ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანის შემთხვევაში დაჯარიმდებიან 5 ლარის
ოდენობით, ხოლო აღნიშნული კანონის 290-ე მუხლით განსაზღვრული საჯარიმო ქვითრის მიღებიდან 30
დღიანი ვადის გაშვების შემთხვევაში 50 ლარის ოდენობით.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის
განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტი არ ადგენს ახალ გადასახადს, მოსაკრებლს ან სხვა სახის გადასახდელს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალსა და დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ
ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ იწვევს ვალდებულებების წარმოშობას.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი ორგანიზაცია/დაწესებულებები და ექსპერტი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება
კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა, კობა ლურსმანაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია , რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება ,მათ
შორის , ხდება მისი (მათი ) ამოღება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 243. დამრღვევის მიყვანა
1. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი
ადგილზე შედგენა შეუძლებელია, დამრღვევი პოლიციის მუშაკმა, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, აღსრულების პოლიციელმა ამ მიზნით შეიძლება
მიიყვანოს პოლიციაში. (28.10.2011. N5171 ამოქმედდეს 2011 წლის 1 დეკემბრიდან)
2. სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობის წესების, მოძრაობის წესრიგისა და უსაფრთხოების
დაცვის, ტრანსპორტზე ტვირთის მოვლა-შენახვის უზრუნველყოფის, სახანძრო უსაფრთხოების,
ტრანსპორტზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დამრღვევი
საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ დამრღვევს არა აქვს
პიროვნების დამადასტურებელი საბუთი და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მის შესახებ
საჭირო ცნობების მიწოდება. (01.08.2014. N4649)
21. ამ კოდექსის 555, 1072 და 1073 მუხლებით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 130-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 135-ე–1354, 1461, 1511, 1512 და 1536 მუხლებით გათვალისწინებული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სამართალდამრღვევი საამისოდ
უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს
პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ
მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ. (04.05.2018 N2261 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს)
3. ტყითსარგებლობის წესების ან ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების
დარღვევისას და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ საქართველოს
კანონმდებლობის სხვა დარღვევისას ოქმის შედგენის მიზნით, თუ დარღვევის ადგილზე
დამრღვევის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოთა უფლებამოსილ პირებს,
აგრეთვე პოლიციის მუშაკებს შეუძლიათ ამ სამართალდარღვევის (სამართალდარღვევათა) ჩამდენი
პირი (პირები) მიიყვანონ პოლიციაში. (7.12.2017 N 1715)
4. ისეთი სამართალდარღვევის ჩადენისას, რომელიც დაკავშირებულია დაცული ობიექტის
ხელყოფასთან ან აღნიშნულ ობიექტზე არსებული სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევასთან,
სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების ხელყოფასთან, დამრღვევი შესაბამისად პოლიციის,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ან სხვა გასამხედროებული დაცვის მუშაკებმა
შეიძლება მიიყვანონ
პოლიციაში ან გასამხედროებული დაცვის სამსახურებრივ შენობაში
სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამრღვევის პიროვნების დასადგენად და სამართალდარღვევის
ოქმის შესადგენად. (24.06.2011. N4968)
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დამრღვევის მიყვანის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში
ხდება დამრღვევის ადმინისტრაციული დაკავება. იგი მიყვანილი უნდა იქნეს რაც შეიძლება მცირე
დროში. (01.08.2014. N4649)
6. ამოღებულია (01.08.2014. N4649)