საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2017-2018 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი
ნომერი
#14725/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193

📜 ტექსტი

წერილი
N 14725 03/09/2018 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 2017-2018 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი:19 ფურცლად პატივისცემით, მიხეილ ყაველაშვილი თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ (2017 წლის 1 სექტემბრიდან - 2018 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით) თბილისი 3 სექტემბერი 2018 1 სარჩევი 1. რეზიუმე 3 2. კომიტეტის სტრატეგია და 2018-2020 წლებისთვის სამოქმედო გეგმა 2.1. კომიტეტის ხედვა 2.2. დარგობრივი პრიორიტეტები 2.3. სტრატეგიული მიზნები 4 4 5 5 3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა 3.1. „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი და საჯარო კონსულტაციები 3.2. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული კანონების პროექტები 5 6 საზედამხედველო საქმიანობა 4.1. კანონმდებლობის აღსრულებაზე და სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელებაზე ზედამხედველობა 4.2. ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა 4.3. სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა და დარგობრივ პოლიტიკაში პრობლემურ საკითხთა გადაჭრის კოორდინაცია 10 10 თანამშრომლობა სამთავრობო, სამოქალაქო და საერთაშორისო სუბიექტებთან 5.1. საპარლამენტო დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები 5.2. კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან 5.3. თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან 5.4. თანამშრომლობა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან 15 15 16 17 17 4. 5. 6 12 14 2 1. რეზიუმე წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობას 2017 წლის საშემოდგომო სესიისა და 2018 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. ანგარიშში ასახულია ინფორმაცია კომიტეტის სტრატეგიული პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ, მიმოხილულია კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა, ასევე ასახულია ინფორმაცია სამთავრობო, სამოქალაქო და საერთაშორისო სუბიექტებთან თანამშრომლობისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობიდან აღსანიშნავია შემდეგი ღონისძიებები და მიღწევები: ● კომიტეტის სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება; ● „ფიზიკური აღზრდისა პროექტის საჯარო სპორტის შესახებ“ კონსულტაციების კანონის ინიცირება და კანონშემოქმედებითი: 11 საზედამხედველო: 14 შემოსული განცხადებები: 169 რეგიონში; შიდა კორესპონდენცია: 484 დარგობრივ სამინისტროსთან სპორტის ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და ფორმირების განხორციელება. ● და კომიტეტის სხდომები: 25 ღონისძიებები ჩატარდა ქვეყნის 10 თაობაზე კონსულტაციების წარმართვა და ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობის განხორციელება; ● ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები; ● ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის განვითარება; ● საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან, მათ შორის: ევროკავშირის მისია საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის (WFD), ევროპის საბჭოს სპორტის შესაბამისი სამსახურები, „ვორლდ ვიჟენ საქართველო“, „სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსი“ თანამშრომლობის დამყარება და განვითარება. 3 2. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგია და 2018-2020 წლებისთვის სამოქმედო გეგმა „დარწმუნებული ვარ, კომიტეტის საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული. მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მომავალ განვითარებაზე, სტრატეგიულად დაიგეგმოს კომიტეტის მუშაობა და ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება ამ სფეროში. მოხარული ვარ, რომ დღეს ვესწრები სტრატეგიის პრეზენტაციას, რომელსაც დაეფუძნება კომიტეტის სამომავლო საქმიანობა. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულად იყოს დანახული ის პრიორიტეტები, რომელიც ჩვენ გვაქვს როგორც სპორტის, ისე ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგიისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას. ღონისძიება 2018 წლის 25 აპრილს, თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა. სტრატეგიაში წარმოდგენილია კომიტეტის ხედვა დარგობრივი პოლიტიკის საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები მომდევნო სამი წლისთვის. სტრატეგია აერთიანებს ოთხ მიზანს და თორმეტ ამოცანას, რომელთა წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს კომიტეტის გამართულ და შედეგიან მუშაობას, კოორდინირებულ მოქმედებას აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან. სამოქმედო გეგმის დოკუმენტი აერთიანებს 2018-2020 წლებში კომიტეტის მიერ განსახორციელებელ ძირითად ღონისძიებებს. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. დოკუმენტების ელექტრონული ვერსია იხილეთ: http://bit.ly/2wAw84q სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება 2017 წლის სექტემბერში მოწვეული კონსულტანტისა და კომიტეტის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით დაიწყო. რამდენიმეთვიანი სამუშაო პროცესი წარიმართა ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე დამოუკიდებელი ექპერტებთან, ინტენსიური კომუნიკაციის რეჟიმში. კომიტეტის სტრატეგია ეფუძნება მრავალი ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრის შედეგებს, ასევე დარგობრივი პოლიტიკის სფეროში ჩატარებული საბაზისო კვლევის მიგნებებსა და კომიტეტის საჭიროებებს. კვლევის შედეგები იხილეთ: http://bit.ly/2wA1zf5 (ახალგაზრდული პოლიტიკა) და http://bit.ly/2LPlcEM (სპორტის პოლიტიკა). საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2018 წლის 29 მარტს ჩატარებულ სხდომაზე დაამტკიცა. 4 2.1. კომიტეტის ხედვა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს ქვეყანაში შესაბამისი პოლიტიკის გატარებას, რომელიც ხელს შეუწყობს: ● ● ● ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ახალგაზრდა შეძლებს განვითარებას, საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოების პოზიტიური გარდაქმნის პროცესში აქტიურ მონაწილეობას; სპორტის უნიკალური ფუნქციისა და პოტენციალის გამოყენებით, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანური კაპიტალის განვითარებას; სპორტის პრინციპებისა და ფასეულობების („სპორტის მთლიანობა“1) დაცვას თანამედროვე საფრთხეებისა და გამოწვევებისგან. 2.2. დარგობრივი პრიორიტეტები 2018-2020 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკა: ❖ სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკისადმი სტრატეგიული მიდგომის უზრუნველყოფა; ❖ ახალგაზრდული საქმიანობის მხარდაჭერა; ❖ ქვეყნის საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; ❖ ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა; ❖ სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა. სპორტის სახელმწიფო პოლიტიკა: ❖ მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; ❖ სპორტის ხელმისაწვდომობის და მოსახლეობის ფიზიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობა; ❖ მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობა; ❖ სპორტში კარგი მმართველობა; ❖ სპორტის ეკონომიკური განზომილების განვითარება; ❖ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა. 2.3. სტრატეგიული მიზნები კომიტეტის პროდუქტიული და შედეგიანი საქმიანობის, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სფეროში ჩართულ სხვა სუბიექტებთან ეფექტიანი მუშაობის უზრუნველსაყოფად, კომიტეტმა განსაზღვრა შემდეგი სტრატეგიული მიზნები: ● კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაუმჯობესება 1 სპორტის მთლიანობა (Sport Integrity) არის იმ პრინციპებისა და ფასეულობების ერთობლიობა (მაგ.: სამართლიანობა, პატიოსნება, უბადლო ოსტატობა, მიუკერძოებლობა, თანაბარი კონკურენციის პირობებში შედეგის არაპროგნოზირებადობა, კარგი მმართველობა და სხვა), რომელიც საფუძვლად უდევს სპორტს. სპორტის მთლიანობას საფრთხეს უქმნის კორუფცია, დოპინგი, შეჯიბრებების მანიპულაცია და სხვ. 5 ● ● ● საზედამხედველო საქმიანობის გაუმჯობესება საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისა და თანამონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებული საქმიანობის წარმართვა კომიტეტის ორგანიზაციული შესაძლებლობების განვითარება. 3. კანონშემოქმედებითი საქმიანობა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთ კომიტეტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დარგობრივ პოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება. კომიტეტი, ასევე განიხილავს და ამზადებს დასკვნებს პარლამენტში განსახორციელებლად შემოსულ კანონპროექტებზე. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 11 კანონის პროექტი (ჩამონათვალი იხილეთ ქვემოთ). კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელებისას, კომიტეტი ყურადღებას უთმობს სფეროში ჩართულ სუბიექტებთან რეგულარული კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფას. 3.1. „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტი და საჯარო კონსულტაციები 2018 წლის ივნისიდან კომიტეტმა წამოიწყო მასშტაბური ინიციატივა - ქვეყნის რეგიონებსა და თვითმმართველობებში მოსახლეობასთან და დაინტერესებულ სუბიექტებთან „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო კონსულტაციები ჩატარება. აღნიშნული ინიციატივა ემსახურება პროექტში საზოგადოების ფართო ფენების მოსაზრებების ასახვას, ასევე კანონპროექტის პარლამენტში შემოსვლამდე დოკუმენტის სრულყოფას. საჯარო კონსულტაციები, როგორც წესი, ტარდება რეგიონულ ცენტრებში. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გამოხატონ მოსაზრებები, რომლებიც აისახება შეხვედრის ოქმში. პარლამენტის სპორტისა დ ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი უზრუნველყოფს, რომ პროექტის ავტორებმა მოახდინონ შესაბამისი რეაგირება ოქმებში ასახულ მოსაზრებებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდში, კომიტეტმა მოაწყო 10 საჯარო კონსულტაცია, კერძოდ: კახეთში (ქ. თელავი), ქვემო ქართლში (ქ. ბოლნისი), შიდა ქართლში (ქ. გორი), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (ქ. ბათუმი), გურიაში (ქ. ოზურგეთი), სამეგრელოში (ქ. ზუგდიდი), იმერეთში (ქ. ქუთაისი), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში (ქ. ამბროლაური), სამცხე-ჯავახეთსა (ქ. ახალციხე) და მცხეთა-მთიანეთში (ქ. მცხეთა). საჯარო განხილვების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ თავისი მოსაზრებები დისტანციურად, ელექტრონული ფორმით მიაწოდონ კომიტეტს. 2018 წლის ბოლომდე დაგეგმილია საჯარო კონსულტაციის გამართვა ქ. თბილისში და შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრის (საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დარგის ექსპერტების მონაწილეობით) ორგანიზება. შემაჯამებელ შეხვედრაზე მონაწილეები შეაჯერებენ კანონის პროექტის საბოლოო სამუშაო ვერსიას. კანონპროექტის ტექსტი, განმარტებითი ბარათი, ასევე საჯარო შეხვედრების ოქმები, ფოტო და ვიდეო მასალა განთავსებულია კომიტეტის ვებ-გვერდზე: www.bit.ly/sportis-kanoni საჯარო კონსულტაციები ეწყობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, ასევე მუნიციპალურ სამსახურებსა და სახელმწიფო 6 რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid). რას ემსახურება კანონის პროექტი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“? ახალი კანონის შექმნა მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო მოქმედებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა. 3.2. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული კანონების პროექტები 3.2.1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტები: ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისთვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისთვის საჭირო კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/132, 29.09.2017) განხილვის თარიღი: 10.10.2017 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება 2018 წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლები. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 2017 წელთან შედარებით იზრდება 28.880 მლნ. ლარით; მათ შორის იზრდება სსიპ -საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საბიუჯეტო სახსრები 530.0 ათასი ლარით. კომიტეტის გადაწყვეტილება: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა დადებითად შეაფასა ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია. კომიტეტმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კანონის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2CaQ8zU 3.2.2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმომადგენლი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვის თარიღი: 22.11.2017 კანონპროექტის არსი: კანონპროექტი ითვალისწინებდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დაზუსტებას. კერძოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 146.8 მლნ ლარით, დამტკიცებულ გეგმასთან (136.8 მლნ. ლარი) შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდა 10.0 მლნ ლარით. დამატებული რესურსი გათვალისწინებული იყო სპორტული ინფრასტრუქტურის 7 მშენებლობის დაფინანსებისთვის. ამასთან, გაკეთებული იქნა დათქმა ამავე თანხით 2019 წლის სამინისტროს ასიგნებების შესაძლო ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2wy3TDy 3.2.3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და თანამდევი კანონპროექტების (N07-2/149; 22.11.2017)განხილვა. განხილვის თარიღი: 29.12.2017 კანონპროექტის არსი: კანონპროექტის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულება, ხოლო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მიმართულება უერთდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელწოდება იცვლება და იქნება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა გამოთქვა შენიშვნები ახალგაზრდული პოლიტიკის მართვასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელწოდებასთან დაკავშირებით. გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადებულად მიიჩნია. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2LL9f32 3.2.4. დებულების პროექტი ,,საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განხილვის თარიღი: 14.12.2017 კანონპროექტის არსი: პროექტის მიხედვით, კომიტეტის უფლებამოსილებების ჩამონათვალს დაემატება ქვეპუნქტი, რომლის თანახმად კომიტეტი შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას და უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე მის გამოქვეყნებას. კომიტეტის გადაწყვეტილება: ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მისი 2016 წლის 21 ნოემბრის №1/25 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დებულებაში წარმოდგენილი ცვლილების განხორციელების დამტკიცება. სხდომის ოქმი http://bit.ly/2LPYQmz 3.2.5. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის (N07-2/155; 12.12.2016) განხილვა განხილვის თარიღი: 13.02.2018 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი შეთანხმების მე-16 მუხლის თანახმად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი-სპორტსმენების მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი თავისუფლდება 8 გადასახადისაგან ამ მეორე სახელმწიფოში (თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული პროგრამის ფარგლებში). კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დაუჭირა წარმოდგენილი კონვენციის სხდომის ოქმი: http://bit.ly/2CaQruy 3.2.6. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/181;21.03.2018) განხილვა განხილვის თარიღი: 03.04.2018 კანონპროექტის არსი: აღნიშნული ცვლილებით ხდება ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებლო ორგანოებს შორის უფლებამოსილებების ახალი განაწილება. კერძოდ, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის კომპეტენციიდან გარკვეული უფლებამოსილებები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კომპეტენციებში გადადის. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მომზადებულად მიიჩნია წარმოდგენილი ორგანული კანონის და კონსტიტუციური კანონის პროექტები და მხარი დაუჭირა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის განსახილველად გატანას. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2wx2rky 3.2.7. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტების: „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“(N07-3/139; 20.03.2018) განხილვა განხილვის თარიღი: 16.04.2018 კანონპროექტის არსი: საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს საქართველოში განსაკუთრებით დიდ ქალაქებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის შენარჩუნება და მათთან დაკავშირებით სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის კონტროლის განხორციელება, ასევე სპორტული-გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეების ერთ სამართლებრივ რეჟიმში მოქცევა, მათი დაცვისა და შემდგომი განვითარების მიზნით. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2MH1WPl 3.2.8. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება (N07-2/214; 14.05.2018) განხილვა 9 განხილვის თარიღი: 17.05.2018 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი შეთანხმების მე-17 მუხლის (ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები) თანახმად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც სპორტსმენი, მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ან გათავისუფლდეს გადასახადისგან თუ ეს ღონისძიება გათვალისწინებულია მთავრობებს შორის გაფორმებული კულტურული პროგრამის ფარგლებში. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი შეთანხმების რატიფიცირებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2wx3cKq 3.2.9. საქართველოს პარლამენტის წევრების: მარიამ ჯაშის, გენადი მარგველაშვილის და სიმონ ნოზაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/189;07.06.2018) განხილვა განხილვის თარიღი: 19.06.2018 კანონპროექტის არსი: წარმოდგენილი ინიციატივით იცვლება მასწავლებლობის მაძიებლობის ცნება და სისტემა. კერძოდ, მასწავლებლობის მაძიებელი იქნება პირი, რომელსაც აქვს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან/და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის დეფიციტის აღმოფხვრასა და ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მიიჩნია მომზადებულად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასატანად სხდომის ოქმი: http://bit.ly/2Pu3CbB 3.2.10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანამდევი პროექტების (№07-2/236; 28.06.2018) განხილვა. განხილვის თარიღი: 03.07.2018 კანონპროექტის არსი: ცვლილებების მიხედვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ახალი სამინისტროს სახელწოდება იქნება საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. ცვლილებების მიზანია მთავრობის განახლებული სამთავრობო პროგრამის ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაა, რომლის შესაბამისად, ქვეყნის განვითარების სამთავრობო ხედვის ერთ-ერთ პრინციპს და მიმართულებას „მცირე მთავრობის“ კონცეფცია წარმოადგენს. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად პრინციპებს და კანონპროექტთა პაკეტი მომზადებულად მიიჩნია. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2LQxj4o 3.2.11. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის, გიორგი კახიანის, ეკა ბესელიას, ირინე ფრუიძის, გურამ მაჭარაშვილის, ანრი ოხანაშვილის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძის, ირაკლი სესიაშვილის და 10 ირაკლი ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და საქართველოს კანონების პროექტების (07-3/187; 31.05.2018) განხილვა. განხილვის თარიღი: 06.07.2018 კანონპროექტის არსი: რეგლამენტის ახალი რედაქციის მომზადების ერთ-ერთ მიზანს საქართველოს კონსტიტუციასთან მისი შესაბამისობაში მოყვანა, პარლამენტის ეფექტიანი და გამჭვირვალე მუშაობის უზრუნველყოფა, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის გაზრდა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა წარმოადგენს. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს და მიზანშეწონილად მიიჩნია მათი განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2Psj1Jo 11 4. საზედამხედველო საქმიანობა კომიტეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე სხვა ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობაზე ზედამხედველობა, ასევე პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულების ხელშეწყობა. თავისი კომპეტენციის სფეროში საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა ან/და შემოწმების შედეგად, კომიტეტი იღებს რეკომენდაციას, წინადადებას ან დასკვნას. 4.1. კანონმდებლობის აღსრულებაზე განხორციელებაზე ზედამხედველობა 4.1.1. და სტრატეგიული დოკუმენტების საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ახალგაზრდული პროგრამების გავლენა ახალგაზრდობის განვითარებაზე. სხდომის ჩატარების თარიღი: 31.10.2017 მომხსენებელი: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის რეკომენდაციით მიმართვა. კომიტეტის რეკომენდაცია: https://goo.gl/RSQ2cw სხდომის ოქმი: http://bit.ly/2CaBGbb 4.1.2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა (07-1/15, 18.12.2017) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამა „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (07-2/158, 18.12.2017) სხდომის ჩატარების თარიღი: 20.12.2017 მომხსენებელი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანდიდატი მიხეილ ჩხენკელი. მომხსენებელმა ისაუბრა, მათ შორის, ახალგაზრდულ პოლიტიკაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებას და მათ დასაქმებას. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და მიზანშეწონილად მიიჩნია, აღნიშნული დოკუმენტების გატანა პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2MGUVhf 4.1.3. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობის და სამთავრობო პროგრამის ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ (07-2/234, 18.06.2018) განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 19.06.2018 მომხსენებელი: საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე. მომხსენებელმა ისაუბრა სპორტის სფეროში განხორციელებულ და სამომავლო გეგმებზე, მან ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითზე, მათ შორის სპორტის 12 საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე. გიორგაძემ აღნიშნა ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვის პროცესის მნიშვნელობა და საერთაშორისო სპორტული კონვენციების რატიფიცირების აუცილებლობა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნდობის მისაღებად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას ,,თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ და მიზანშეწონილად მიიჩნია, აღნიშნული დოკუმენტების გატანა პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2ovqsEv 4.1.4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობა (07-1/23, 12.07.2018) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ნდობის მისაღებად წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობის სამთავრობო პროგრამა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“(07-2/242, 12.07.2018) - განხილვა. სხდომის ჩატარების თარიღი: 13.07.2018 კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და საქართველოს პრემიერ მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადებას. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2wzPzKN 4.2. ეფექტიანი საბიუჯეტო ზედამხედველობა 4.2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა”. სხდომის ჩატარების თარიღი: 14.09.2017 მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძიე. მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის 2017 წლის 6 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 91 610.0 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინანსებამ - 86 862.0 ათასი ლარი, რაც 2016 წლის შესრულების მაჩვენებელზე 24 028 ათასი ლარით მეტია. სამინისტროსათვის გამოყოფილ სახსრებში ,,ხარჯების“ მუხლის საკასო შესრულებამ შეადგინა 81,14 % ,,არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით - 0,25 %, ,,ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით - 16,31%, ხოლო ,,ვალდებულებების კლების“ მუხლით - 2.3%. კომიტეტის გადაწყვეტილება: სხდომაზე გამოთქმული წინადადებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2NKurYU 4.2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა”. სხდომის ჩატარების თარიღი: 09.11.2017 13 მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის 2017 წლის 9 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 136 491.9 ათასი ლარი, ხოლო ფაქტიურმა დაფინასებამ - 133 454.3 ათასი ლარი, რაც 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 36 379.0 ათასი ლარით მეტია. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის გამოყოფილ სახსრებში „ხარჯების“ მუხლის საკასო შესრულებამ შეადგინა 79.0%, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით - 0.7%, „ფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით - 18.8%, ხოლო „ვალდებულებების კლების“ მუხლით - 1.5%. კომიტეტის გადაწყვეტილება: სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2wCdx7b 4.2.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 15.05.2018 განხილვის არსი: საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 12 459 500.0 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 2 799 877.8 ათასი ლარი, რაც წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის 22.5%-ია. საკასო შესრულებამ შეადგინა 2 630 225.7 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 93.9%-ია, ფინანსური აქტივების ზრდა განისაზღვრა 349 995.0 ათასი ლარით. აღნიშნული სახსრებიდან საანგარიშო პერიოდში გამოყოფილმა დაზუსტებულმა ასიგნებებმა შეადგინა 49 975.0 ათასი ლარი, რაც წლიური დამტკიცებული მაჩვენებლის 14.3%-ია. საკასო შესრულებამ შეადგინა 45 768.5 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 91.6%-ია. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2NeJEEA 4.2.4. “საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ (07-2/220; 28.05.2018) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშის განხილვა სხდომის ჩატარების თარიღი: 07.06.2018 განხილვის არსი: 2017 წელს ასიგნებები განისაზღვრა 11 720 475.0 ლარით, საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულებამ შეადგინა 11 764 835.4 ათასი ლარი, რაც გეგმიური მაჩვენებლის 100,4%-ია. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს 2017 წლის დამტკიცებული გეგმა შეადგენდა 146,820.0 ლარს, ხოლო დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა 178,282.1 ლარი (31.0 მლნ ლარი გამოიყო სარეზერვო ფონდიდან). სამინისტროს 2017 წლის შესრულებამ 102, 3% შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით და ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 სხდომის ოქმი: http://bit.ly/2NaStz1 4.2.5. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (07-2/224; 31.05.2018) განხილვა; სხდომის ჩატარების თარიღი: 07.06.2018 მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ მომავალი წლის საპროგნოზო მაჩვენებლებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ,,ძირითადი მაკროეკონომური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. სხდომის ოქმი: http://bit.ly/2LOHfva 4.3. სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი პროგრამების განხორციელებაზე ზედამხედველობა და დარგობრივ პოლიტიკაში პრობლემური საკითხთა გადაჭრის კოორდინაცია საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, კომიტეტი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დარგობრივი პოლიტიკის სხვდასხვა პრობლემატიკის წინასწარ შესწავლასა და შესაბამისი დასკვნების მომზადებას. ამ მიზნით, საკომიტეტო მოსმენების ჩატარების გზით, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს სპორტულ და ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა შესაბამის სუბიექტებთან. საკომიტეტო მოსმენებზე განიხილება სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ პროგრამების (სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი) განხორციელების მსვლელობა, ასევე ორგანიზაციების მიერ წამოჭრილი აქტუალური საკითხები. კომიტეტის ეს მიდგომა ემსახურება არსებულ პრობლემურ საკითხთა გადაჭრის ხელშეწყობას. 4.3.1. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის საკომიტეტო მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 19.09.2017 განხილული საკითხები: „სკოლის ხელბურთის განვითარების პროგრამას“, საჯარო სკოლებში პედაგოგთა გადამზადება, ხელბურთის აკადემიის საქმიანობა და ხელბურთის შემდგომი განვითარების ეტაპები. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. სხდომის ოქმი: https://goo.gl/9h5grK 4.3.2. ქუთაისის ვეტერან სპორტსმენთა კავშირის საკომიტეტო მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 13.12.2017 განხილული საკითხები: სასპორტო სკოლებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მართვა კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ საკითხებზე სამსჯელოდ კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამართავენ. სხდომის ოქმი: https://goo.gl/9cnLE4 4.3.3. საქართველოს რაგბის კავშირის საკომიტეტო მოსმენა 15 სხდომის ჩატარების თარიღი: 18.12.2017 განხილული საკითხები: რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმა (2015-2019); კავშირის ფინანსური მდგომარეობა; საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის „ BDO” მიერ ჩატარებული აუდიტორული ანგარიში. კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტის სხდომაზე გამოითქვა წინადადება მოცემულ საკითხებში სრულყოფილად და ობიექტურად გარკვევის მიზნით დამატებითი ინფორმაციის მოძიების შესახებ. კომიტეტის რეაგირება: საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პოზიციის წარმოდგენის მიზნით, გაეგზავნა კომპანიის „BDO” მიერ ჩატარებული დასკვნა რაგბის კავშირის ფინანსური ანგარიშგების თაობაზე (წერილის ტექსტი: https://goo.gl/KV8PzV). სხდომის ოქმი: https://goo.gl/b7ohjX 4.3.4. საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის საკომიტეტო მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 28.02.2018 განხილული საკითხები: საქარ.თველოში ჩოგბურთის განვითარების სტრატეგია 2018.-2020 წლებისთვის კომიტეტის გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიში სხდომის ოქმი: https://goo.gl/AqVm9K 4.3.5. საქართველოს ეროვნული ანტი-დოპინგური სააგენტოს საკომიტეტო მოსმენა სხდომის ჩატარების თარიღი: 27.03.2018 განხილული საკითხები: საქართველში ანაბოლური ანდროგენული სტეროიდების იმპორტისა და არალეგალური ვაჭრობის აკრძალვის მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა; სააგენტოს მიერ შემუშავებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ფარმაცევტული პროდუქტის მიკვლევადობის უზრუნველყოფის ღონისძიებათ შესახებ“ (პროექტის ტექსტი იხილეთ: https://goo.gl/CgBHyg) კომიტეტის გადაწყვეტილება: ეთხოვოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ზემოაღნიშნული საკითხების შესწავლა და სათანადო ექსპერტული დასკვნების მომზადება. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობის გაგრძელება სამინისტროების მიერ მომზადებული დასკვნების მიღების შემდგომ. სხდომის ოქმი: https://goo.gl/BxWuUs 5. თანამშრომლობა სამთავრობო, სამოქალაქო და საერთაშორისო სუბიექტებთან 5.1. საპარლამენტო დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები 2017 წლის 27 აგვისტოდან 1 სექტემბერის ჩათვლით, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი და კომიტეტის წევრი გიორგი თოთლაძე უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია უნგრეთის სპორტის სახელმწიფო მდივანს ტუნდეს საბოს და უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს კრისტიან კულცზარს შეხვდა. ვრცლად იხილეთ: http://bit.ly/2PUysvh და http://bit.ly/2Pjce4T. 11 დეკემბერი, 2017. თბილისი. საქართველო-ავსტრალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბიძინა გეგიძე საქართველოში ავსტრალიის თანამეგობრობის ელჩს მარკ16 ინეს ბრაუნს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შესახებ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველო-ავსტრალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი ირაკლი აბუსერიძე და ავსტრალიის ელჩის წარმომადგენელი ენდრიუ კუპერი. ვრცლად: http://bit.ly/2Nd6jRG 13 თებერვალი, 2018. ქ. თბილისი. საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მხარეებს შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში დაგროვილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, სამომავლო თანამშრომლობას, ორმხრივი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას ისახავს მიზნად. ვრცლად: http://bit.ly/2PXrZzJ 8 მაისი, 2018. ქ. თბილისი. საქართველოსა და მაროკოს საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხების განხილვას დაეთმო პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის და მაროკოს სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა. კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა მაროკოელ კოლეგებს კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს ახალგაზრდული და სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ჭრილში არსებული გამოცდილება გაუზიარეს. ვრცლად: http://bit.ly/2wyYM62 9-11 ივლისი, 2018. ქ. კვებეკი, კანადა. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ირაკლი აბუსერიძემ ფრანგულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 44-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. განხილვის მთავარ თემას ფრანკოფონიის სივრცეში მიგრაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხები წარმოადგენდა. ვრცლად: http://bit.ly/2NBthyM 29 აგვისტო, 2018. ქ. თბილისი. საქართველო-კორეის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი შოთა ხაბარელი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, კიმ სე ვუნგს შეხვდა. შეხვედრა ძირითადად ატარებდა გაცნობითი ხასიათს, რამდენადაც კიმ სე ვუნგი საქართველოში ახალი დანიშნული წარმომადგენელია. ვრცლად: http://bit.ly/2wwDzbS 5.2. კომუნიკაცია აღმასრულებელ ხელისუფლებასთან 14 სექტემბერი, 2017. ქ. თბილისი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში გაიმართა შეხვედრა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარედ ახალგაზრდული საქმიანობისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრაზე გააჟღერეს კომიტეტის მიერ მომზადებული ინიციატივა, რომელიც სამშვიდობო პოლიტიკის მთელ რიგ ამოცანებს მოიცავს, მათ შორის - ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის საგანმანათლებლო და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა. ვრცლად: http://bit.ly/2C3EQNF 27 სექმტემბერი, 2017. ქ. თბილისი. კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა მონაწილეობა მიიღო გამყოფი ხაზების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაში. შეხვედრაზე ისაუბრეს გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მოსახლეობის დახმარებისათვის შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებისა და მათი განხორციელების შესახებ. კომიტეტის თავმჯდომარემ კომისიას ინფორმაცია მიაწოდა გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობისათვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობების შექმნის შესახებ. ვრცლად: http://bit.ly/2LLdNGN 17 19 სექტემბერი, 2017. ქ. თბილისი. კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით, კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა 2018 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ ასპექტებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, ასევე ისაუბრეს სპორტული პროგრამების საბიუჯეტო დეტალიზაციის აუცილებლობაზე. ღონისძიებას საერთაშორისო ორგანიზაციების ექპერტებიც ესწრებოდნენ. ვრცლად: http://bit.ly/2MCcdfv 16 მარტი, 2018. ქ. თბილისი. კომიტეტის წევრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს პარლამენტში შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ახალგაზრდული პოლიტიკისა და სასკოლო სპორტის შემდგომ განვითარებაზე ისაუბრეს. ვრცლად: http://bit.ly/2NDVdlt 14 მაისი, 2018. ქ. თბილისი. ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში ცენტრალური და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე მსჯელობას დაეთმო სამუშაო შეხვედრა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სამსახურებისა და რეგიონებში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შედგა. ვრცლად: http://bit.ly/2PscxKK 17 ივლისი, 2018. ქ. თბილისი. კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ვახტანგ ყოლბაიას და საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალგაზრდობის წინაშე არსებულ პრობლემებს და რეაგირების შესაძლო გზებს, ასევე დევნილი მოსახლეობის სპორტში ჩართულობის საკითხებს. ვრცლად: http://bit.ly/2NGEk9I 5.3. თანამშრომლობა სამოქალაქო სექტორთან 28 სექტემბერი, 2018. ქ. თბილისი სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა ქვეყნის პოპულარიზაციისა და ეკონომიკის განვითარების პროცესში სპორტული ტურიზმის როლსა და პოტენციალზე. ვრცლად: http://bit.ly/2orWqS8 20 ივნისი, 2018. ქ. თბილისი. კომიტეტის ორგანიზებით, მოეწყო სამუშაო შეხვედრა, რომელზეც საქართველოში მოხალისეობრივი საქმიანობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო წინადადების პროექტი. პროექტი ითვალისწინებს „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მასპინძელი ორგანიზაციის მიერ მოხალისეზე გაცემული მოხალისეობისთვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურებისას საგადასახადო ბარიერების მოხსნას. ვრცლად: http://bit.ly/2NAgMmN 5.4. თანამშრომლობა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან 23 ოქტომბერი 2017. ქ. თბილისი. ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (Westminster Foundation for Democracy) მხარდაჭერით, საჯარო ფინანსების სპეციალისტმა მიხეილ კუკავამ, კომიტეტის წევრებს და აპარატის თანამშრომლებს, სპორტის მიმართულებით ბიუჯეტირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის მეთოდები და მიდგომები გააცნო. ექსპერტმა ისაუბრა პარლამენტში ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვის პროცესის დახვეწის და შესაბამის სამინისტროზე საბიუჯეტო ზედამხედველობის, მონიტორინგისა და შეფასების გაუმჯობესების მეთოდებზე. ვრცლად: http://bit.ly/2wBbDEF 18 2018 წლის 25 იანვარს და 13 აპრილს ქ. თბილისში კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ფორმატში შეხვედრები გამართა სპორტის მენეჯმენტის ექსპერტთან, სპორტული კლუბის "Saski Baskonia, S.A.D." გენერალურ დირექტორ ხესუს ვასკესთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო კომიტეტის ინიციატივებზე, სპორტის გრძელვადიანი მულტისექტორალური სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას, კომიტეტის როლს და სპორტში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების მექანიზმებს. ვრცლად: http://bit.ly/2PonSve და http://bit.ly/2C61c10 28 თებერვალ, 2018. ქ. თბილისი. მიხეილ ყაველაშვილი ევროპის საბჭოს „ეპასის“ გენერალურ მდივანს სტანისლას ფროსარდს და ეპასის საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ მიზანს ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის მიერ 2015 წელს სპორტის სფეროში საქართველოსთვის მომზადებული რეკომენდაციების შესრულების გაცნობა წარმოადგენდა. ვრცლად: http://bit.ly/2LOxf5k 13 აპრილი, 2018. ქ. თბილისი. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტს, სპორტულ ჟურნალისტს პატრიკ ლანგს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში სათხილამურო სპორტის განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. ვრცლად: http://bit.ly/2C6jKOG 26 აპრილი, 2018. ქ. თბილისი. კომიტეტის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და PR აკადემიის მხარდაჭერით კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგ-სემინარი ჩატარდა. ვრცლად: http://bit.ly/2LOqpg9 29 ივნისი, 2018. ქ. თბილისი. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) ვიცე-პრეზიდენტს თურგაი დემირელს შეხევდა. განხილვის მთავარ თემა საქართველოს მიერ 2021 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა იყო. ვრცლად: http://bit.ly/2PVgpoA 26-27 ივლისი, 2018. ქ. ჟენევაში (შვეიცარია) „სპორტის მთლიანობის გლობალური ალიანსის“ (SIGA) ფორუმი და ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომა გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობა კომიტეტის თამჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა მიიღო, რომელიც SIGA-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ფორუმზე ძირითადი განხილვის თემა სპორტში კარგი მმართველობის უზრუნველყოფა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ვრცლად: http://bit.ly/2ozji1L . 19