საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წლიური ანგარიში (2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
ანგარიში
1
სტრატეგია და
სამოქმედო გეგმა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა
შეიმუშავა და დაამტკიცა კომიტეტის
სტრატეგია და 2017-2018 წლების
სამოქმედო გეგმა პროცესი
განხორციელდა ,,ადამიანის უფლებები
ყველასათვის“ ევროკავშირისა და გაეროს
განვითარების პროგრამის (UNDP)
ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში.
პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის
მიერ და ხორციელდება ევროკავშირსა და
საქართველოს შორის 2015 წლის მაისში
ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.
2
კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები
კომიტეტის
კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტის
საზედამხედველო საქმიანობა
წარმომადგენლობა
საკონსტიტუციო სასამართლოში
მოქალაქეთა მომართვები
და პეტიციები
3
კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები
კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა
ღიაობა და ანგარიშვალდებულება
კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობა
4
კომიტეტის მისია და ხედვა
• საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და ინტერესების
დაცვის პრიორიტეტზე დაფუძნებული მიდგომების დანერგვა
კანონმდებლობასა და პრაქტიკაში;
• აღმასრულებელი
უზრუნველყოფა;
ხელისუფლების
ანგარიშვალდებულების
• საკუთარი საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობა და
საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესში ყველა
დაინტერესებული მხარის სრულფასოვანი მონაწილეობის
უზრუნველყოფა
5
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის
სტრატეგიული მიზნები
• საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი, ადამიანის ღირსების,
თავისუფლებისა და უსაფრთხოების ღირებულებებზე დაფუძნებული
კანონმდებლობის მიღება;
• საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის
მიღწევა;
• კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფა;
• საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობისა და სამოქალაქო ჩართულობის
უზრუნველყოფა
6
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის
სტრატეგიული მიზნები:
• საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების
ეფექტურად გამოყენება და ძლიერი საპარლამენტო კონტროლის პრაქტიკის
დანერგვა და განვითარება;
• კომიტეტის გამგებლობის სფეროში შემავალი სამინისტროების, პარლამენტის
წინაშე ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების
უზრუნველყოფა;
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და
განჩინებების აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება
7
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის
სტრატეგიული მიზნები:
• კომიტეტის
გამგებლობის
სფეროში
საქართველოს
კანონმდებლობის
აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება;
• მოქალაქეთა
განცხადებებზე
რეაგირების
პროცესში
გამოვლენილ
პრობლემებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელება;
• კომიტეტის
გამგებლობის
სფეროში
ფინანსური
(საბიუჯეტო)
ზედამხედველობის განხორციელება
8
კომიტეტის სხვა საქმიანობის
სტრატეგიული მიზნები:
• საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის
წარმომადგენლობის გაძლიერება;
• კომიტეტში შემოსულ მოქალაქეთა განცხადებების სისტემატიზაცია
და მიმართვიანობის საერთო ტენდენციების გამოკვეთა;
• მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირების წესის გადასინჯვა და ახალი
მიდგომების ჩამოყალიბება
9
კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და
ანგარიშვალდებულების სტრატეგიული მიზნები:
• კომიტეტის საქმიანობის პერიოდული ანგარიშების წარდგენა;
• კომიტეტის მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო / დონორ
ორგანიზაციებთან;
• კომიტეტის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის
უზრუნველყოფა;
• კომიტეტის როლისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების
ამაღლება
10
კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობის
სტრატეგიული მიზნები:
• კომიტეტის წევრებისა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლების
შესაძლებლობების გაძლიერება;
• კომიტეტის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესება;
• ჩატარებული სამუშაოების ანალიზზე დაფუძნებით
პრაქტიკისა და მიდგომების დამკვიდრება
ახალი
11
კომიტეტის საკანონმდებლო
საქმიანობა
12
საკანონმდებლო საქმიანობა
•
კომიტეტში
კანონშემოქმედებითი
საქმიანობა
მიმდინარეობდა
კომიტეტის
2017-2018
წლების
კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამოქმედო გეგმის
შესაბამისად.
•
2017-2018 წლის სამოქმედო გეგმიდან, საერთო ჯამში
ინიცირებული და განხილული იქნა 40 კანონპროექტი. რიგ
კანონპროექტებთან
დაკავშირებით
მიმდინარეობს
მოსამზადებელი სამუშაოები და უახლოეს პერიოდში
მოხდება მათი ინიცირება.
13
საკანონმდებლო საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა ჩაატარა:
•კომიტეტის 63 სხდომა
• საქართველოს პარლამენტმა განიხილა 596
კანონპროექტი
კომიტეტმა განიხილა 530 (89%) კანონპროექტი:
• წამყვანი კომიტეტის სტატუსით - 365
კანონპროექტი (69%)
• სავალდებულო კომიტეტის სტატუსით - 165
კანონპროექტი (31%)
• კომიტეტმა აგრეთვე განიხილა:
• 37 საკანონმდებლო წინადადება
• 2 პეტიცია
14
საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტი კანონპროექტების განხილვისას ხელმძღვანელობდა:
- საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სტანდარტებით
-
გაეროსა და ევროპის საბჭოს ინსტრუმენტებით (კონვენციები, რეზოლუციები,
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვ.), ევროკავშირის დირექტივები და
რეგულაციები;
-
წამყვანი ევროპული სახელმწიფოების
გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკით.
-
ღია
იყო
საერთაშორისო
და
ადგილობრივი
ორგანიზაციების
თემატური
რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გასაზიარებლად და ქმნიდა შესაძლებლობას
საკანონმდებლო
საქმიანობაში
აღნიშნული
ორგანიზაციების
შეუფერხებელი
ჩართულობისთვის.
გამოცდილების
შესწავლის
საფუძველზე
15
კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული
კანონპროექტები :
48 კანონპროექტი
16
საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის და მისი წევრების საკანონმდებლო ინიციატივები
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ
საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
განხორციელდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესისა
და პირობების საკანონმდებლო მოწესრიგება საკონსტიტუციო
სასამართლოს
გადაწყვეტილებაში
ჩამოყალიბებული
ძირითადი პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად.
საქართველოს კანონი
„დიპლომატიური სამსახურის
შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მოწესრიგდა პოლიციის ატაშისა და მეკავშირე ოფიცრის,
აგრეთვე, მათი აპარატების თანამდებობის პირების როტაციის
წესით სამუშაო მივლინების საკითხი.
საქართველოს კანონი
„მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომზადებული
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
საზოგადოებრივი
მაუწყებლის
საქმიანობის
მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული
საქმიანობისათვის იქმნება სათანადო საკანონმდებლო
საფუძვლები საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების
შესაბამისად.
17
საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის და მისი წევრების საკანონმდებლო ინიციატივები
„ადვოკატთა შესახებ“
საქართველოს კანონში და თანმდევ
5 პროექტში განხორციელებული
ცვლილების პროექტები
კანონპროექტის
მიღების
მიზანია
ადვოკატთა
ინსტიტუციური გაძლიერება და პროფესიული გარანტიების
გაზრდა.
დეტალურად
განისაზღვრა
დისციპლინური
სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი და
პროცედურა, დადგინდა ადვოკატისა და კლიენტის
ურთიერთობის სამართლებრივი გარანტიები, ახლებურად
განისაზღვრა ადვოკატის პროფესიაში შესვლის, მათ შორის,
სტაჟირების გავლის წესი.
„იურიდიული დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონსი
ცვლილების შეტანის თაობაზე
ცვლილების თანახმად, უფასო იურიდიული დახმარების
დანიშვნის საფუძვლებს დაემატა შემთხვევები, როდესაც
არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს ეძლევა უფასო
იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება.
18
საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის და მისი წევრების საკანონმდებლო ინიციატივები
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ
საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენდა, საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბერს №2/5/658 გადაწყვეტილების
შესრულება
და
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს ცალკე თავის სახით
ემატება მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და
დისციპლინური სამართალწარმოების ნორმები.
„საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში“
ცვლილების შეტანის თაობაზე
•კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების აღსრულება
და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.
19
საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის და მისი წევრების საკანონმდებლო ინიციატივები
●
კანონპროექტის მიხედვით, სრულდება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/8/734 გადაწყვეტილება
საკანონმდებლო ცვლილებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე
მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო
ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა პირის ქონებაზე
(მათ შორის, საბანკო ანგარიშებზე) ყადაღის დადების დადასტურების შესახებ
სასამართლომ, ნაცვლად შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის
შესაძლებლობისა, აუცილებელია განიხილოს ზეპირი მოსმენით 5 დღის
განმავლობაში, რაც შესაძლებლობას აძლევს მხარეებს წარადგინონ თავიანთი
მოსაზრებები და მტკიცებულებები.
●
საკანონმდებლო ცვლილებით, კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილი აგრეთვე
ყალიბდება განახლებული რედაქციით. ცვლილების მიხედვით საგადასახადო
ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, თუმცა მხოლოდ იმ ღირებულების
ფარგლებში,
რომელიც
მოიცავს
მითითებული
წინაპირობით
გათვალისწინებულ აქტივებს, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გადასახადის
გადამხდელს საგადასახადო დავალიანება.
საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
20
საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის და მისი წევრების საკანონმდებლო ინიციატივები
საქართველოს
საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის
შესახებ
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შევიდა საგადასახადო კოდექსში,
საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 28 დეკემბერს N2/7/667
გადაწყვეტილების შესრულების მიზნით. წარმოდგენილი კანონპროექტით
იცვლება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
აღნიშნული
მუხლი
ყალიბდება
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული კრიტერიუმების
შესაბამისად:
❖
საგადასახადო ორგანო, საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი
ქონების ღირებულებას განსაზღვრავს საბაზრო ფასით, მხოლოდ იმ
შეთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი დააკმაყოფილებს
ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებს.
21
კომიტეტის უშუალო მონაწილეობით
გატარებული რეფორმები
სასამართლო რეფორმა
საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
•
•
•
•
•
•
III
ტალღა
•
განისაზღვრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მინიმალური ოდენობა;
სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოქვეყნება გახდა სავალდებულო;
უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომები გახდა საჯარო;
საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამართლიანი
კრიტერიუმები;
დაინერგა მოსამართლეთა მივლინების სამართლიანი პროცედურები;
სასამართლოში საქმეთა განაწილება მოხდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის
მეშვეობით;
სასამართლო სისტემაში შემოღებულ იქნა დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური.
გაფართოვდა უზენაესი სასამართლოში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები
22
კომიტეტის უშუალო მონაწილეობით
გატარებული რეფორმები
IV
ტალღა
სასამართლო რეფორმა IV ტალღა
❖ირიდიული კომიტეტის ორგანიზებით შეიქმნა სამართლო რეფორმის მე-4
IV
ტალღა
ეტაპის
განხორციელების უწყებათაშორისი საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფი;
❖ჯგუფი საქმიანობას ახორციელებს სრულიად ახალ ფორმატში, რომელიც აერთიანებს
საქართველოს სასამართლო სისტემას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, იუსტიციის სამინისტროს,
4 საერთაშორისო ორგანიზაციას: ევროპის საბჭო, ევროკავშირი, USAID-ის პროექტი
პროლოგი,GIZ. პროცესში ასევე ჩართულია აშშ-ს საელჩო საქართველოში.
23
კომიტეტის უშუალო მონაწილეობით
გატარებული რეფორმები
სასამართლო რეფორმა IV ტალღა
რეფორმის ფარგლებში დაიგეგმა შემდეგი საკითხების გადაწყვეტა:
➢ სასამართლოს განტვირთვა და საქმეთა ნაკადის მართვა;
➢ დისციპლინური პასუხისმგებლობისა და სამართალწარმოების
განსაზღვრა;
➢ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის საკანონმდებლო
რეგულირება;
➢ იუსტიციის სკოლის საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირება
IV
ტალღა
24
კომიტეტის უშუალო მონაწილეობით
გატარებული რეფორმები
სასამართლო რეფორმა IV ტალღა
განხორციელდა ცვლილებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
➢ გაფართოვდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ერთპიროვნულად განსახილველ საქმეთა
კატეგორია;
➢ გაფართოვდება იმ საქმეთა არეალი, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს ზეპირი
მოსმენის გარეშე.
➢ გაიზარდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნა ქონებრივ-სამართლებრივ
დავაში;
➢ ერთი და იგივე პრინციპი გავრცელდა, როგორც თავდაპირველად, ისე მომზადების
სტადიაზე წარმოდგენილი მტკიცებულების საქმეზე ავტომატურად დართვისა და
შემდეგ მათი დასაშვებობის საკითხს ზეპირი მოსმენით განიხილვასთან დაკავშირებით.
➢ აღმოიფხვრა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების სააპელაციო
სასამართლოში გაგზავნის გამო საქმის განხილვის გაჭიანურების პრაქტიკა.
IV
ტალღა
25
კომიტეტის უშუალო მონაწილეობით
გატარებული რეფორმები
სასამართლო რეფორმა IV ტალღა
✓ განხორციელდა ცვლილებები ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში
➢ განისაზღვრება ნაკლები სირთული მქონა საქმეების კატეგორიაზე, მოსამართლეების
უფლებამოსილება - საქმის ინდივიდუალური შეფასებიდან გამომდინარე, გადაწყვიტონ
ამ კატეგორიის საქმეების განხილვა უნდა მოხდეს ერთპიროვნულად თუ კოლეგიურად;
➢ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით,
პირველ ინსტანციაში ზეპირი მოსმენის გარეშე შესაძლებელია განხილული იყოს
სამართლებრივი საკითხები, ხოლო ფაქტების შემოწმება აუცილებლად საჭიროებს ზეპირ
მოსმენას;
➢ სასამართლო რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით დაინერგა აღნიშნული
მიდგომა.
IV
ტალღა
26
კომიტეტის უშუალო მონაწილეობით
გატარებული რეფორმები
სასამართლო რეფორმა IV ტალღა
✓ ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში შევიდა ცვლილებები:
➢ განისაზღვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების ვიწრო სპეციალიზაცია, რაც ემსახურება
ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანს.
✓ დისციპლინური სამართალწარმოება
➢ კომიტეტმა უზრუნველყო ჯგუფის მუშაობის ანალიტიკურ-სამართლებრივი დახმარება. ამ მიზნით
მოამზადა
საერთაშორისო
სტანდარტებისა
და
სხვა
ევროპული
სახელმწიფოების
კანონმდებლობის/გამოცდილების კვლევა;
➢ კომიტეტმა მოამზადა ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონში შესატანი
ცვლილებების პროექტი დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების მკაფიოდ და
საერთაშირისო სტანდარტების შესაბამისად განსაზღვრის მიზნით;
➢ კომიტეტი მონაწილებას იღებდა აღნიშნული კანონპროექტის განხილვაში სამუშაო ჯგუფის
ფარგლებში.
IV
ტალღა
27
კომიტეტის უშუალო მონაწილეობით
გატარებული რეფორმები
მოქალაქეობის რეფორმა
✓ 2017 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“.
➢ კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და
დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და
წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება
ორგანული კანონით. შესაბამისად, საქართველოს ახალი კონსტიტუციური კანონი უცხო ქვეყნის
მოქალაქეობის მიღებას აღარ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ავტომატურ საფუძვლად.
➢ ახალი რედაქციით, სამართლებრივი საფუძველი ეყრება საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს
მოქალაქეობის მიღებისას ურთიერობების ახლებურად რეგულირებას. შესაბამისად, იქმნება თვისობრივად
ახალი და თანამედროვე კანონმდებლობის მიღების შესაძლებლობა.
28
კომიტეტის უშუალო მონაწილეობით
გატარებული რეფორმები
მოქალაქეობის რეფორმა
❏ საკანონმდებლო ცვლილებით, მკვეთრად იზრდება სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს
მოქალაქეობის ფლობის შესაძლებლობები, ჩნდება ორმაგი მოქალაქეობის მოპოვების დამატებითი
შესაძლებლობები სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის
შენარჩუნების და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესაძლებლობის სახით;
❏ დადგინდა მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას მხედველობაში მისაღები პირობების
ჩამონათვალი;
❏ დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის
მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე
საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე;
❏ კანონპროექტით შეიცვალა მოქალაქეობის მინიჭებისათვის საქართველოში ცხოვრების ცენზი 5
წლიდან 10 წლამდე;
❏ იცვლება პირისათვის მოქალაქეობის მიცემაზე უარის თქმის საფუძვლები;
❏ იცვლება პრეზიდენტის კომპეტენცია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ნაწილში.
29
საპარლამენტო ღიაობა - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
განხორციელებული ცვლილებები
❖ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამუშაო ჯგუფის მიერ
(რომელსაც ხელმძღვანელობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე) მომზადებულ იქნა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/118/9; 28.12.2017).
❖ აღნიშნული რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებდა კანონშემოქმედებითი პროცესის ღიაობისა და
კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით ცვლილებებს, კერძოდ:
❖ ინიცირებულ
კანონპროექტებზე,
კომენტარების
სახით
გამოთქმული
მოსაზრებების/შენიშვნების/წინადადებების განხილვისა და შესაბამისი უკუკავშირის მექანიზმების
დანერგვა;
❖ პეტიციების ელექტრონული ფორმით წარდგენისა
ელექტრონულად დაფიქსირების შესაძლებლობა;
და
წარდგენილ
პეტიციაზე
მხარდაჭერის
❖ მოქალაქეთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებისას (არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის
ინიციატივა) ხელმოწერების ელექტრონული ფორმით განხორციელების შესაძლებლობა.
❖ აღნიშნული რეგლამენტის პროექტი მე-3 მოსმენით მიღებულ იქნა 2018 წლის 19 აპრილს და მას შემდეგ
საქართველოს პარლამენტი მუშაობის მაღალ სტანდარტზე გადავიდა.
❖ აღსანიშნავია, რომ ელექტრონული პეტიციის მექანიზმის დანერგვის შემდეგ, კომიტეტმა, განახლებული
სტანდარტით უკვე განიხილა 2 პეტიცია.
30
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო ინიციატივები:
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე
პროექტით
მოწესრიგდება
სახელმწიფო
ჯილდოებთან
დაკავშირებული საკითხები და ასევე „საქართველოს სახელმწიფო
ჯილდოების დაწესების შესახებ“კანონისაგან განსხვავებით
დამატებით მოიცავს შოთა რუსთაველის, ვაჟა-ფშაველას
სახელმწიფო ჯილდოებს და ეროვნულ პრემიას.
კანონპროექტით მოხდა ჯილდოების, ორდენების და
სიგელების გამიჯვნა.
გაუქმდა პრეზიდენტის ბრძანებულებები, რომლებიც
არეგულირებდა ჯილდოების საკითხს და მოხდა
ერთიან სამართლებრივ აქტში (კანონში) ასახვა.
31
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი
საკანონმდებლო ინიციატივები:
„საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და
თანმდევი ცვლილებები
კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო და კერძო
თანამშრომლობის სფეროში შემავალი პროექტების
მარეგულირებელი ერთიანი ჩარჩოს შექმნას
კანონპროექტით გათვალისწინებულია საჯარო
და კერძო თანამშრომლობის ორგანოს შექმნა
კანონპროექტი აყალიბებს საჯარო და კერძო
თანამშრომლობის ახალ ფორმებს
კანონპროექტის მიხედვით იქმნება საჯარო და კერძო
თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზის
შექმნა
32
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:
პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მკაცრდება პასუხისმგებლობა სათანადო
ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისთვის და დამატებითი სახდელის სახით განისაზღვრება
სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული მყარი წიაღისეულის კონფისკაცია. ასევე,
ლიცენზიის გარეშე, უკანონოდ მოპოვებული წიაღისეულის ტრანსპორტირებისას თავად ამ
სატრანსპორტო საშუალების საქმის განხილვამდე დროებით ჩამორთმევა.
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი შემადგენლობა - 2871 მუხლი: ,,სახერხი საამქროს
რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევა”, ანუ სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის)
სახერხი ან/და თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) ან/და მოწყობილობის მონტაჟი
რეგისტრაციის გარეშე, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ
წლამდე.
ნარჩენების მართვის კოდექსის 49-ე მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება
გარემოს დაცვისა ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ვალდებულება შეიმუშაოს და
საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,პლასტიკის და
ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების
პროექტი.
33
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
კანონპროექტის მიზანია, სახელმწიფოს წარმომადგენლების კანონიერი
განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი
ხულიგნობის ფაქტების შემცირება სანქციების გაზრდის გზით, ასევე მოქალაქეთა
კანონმორჩილების ხარისხის გაზრდა.
იზრდება ჯარიმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 166-ე მუხლით - წვრილმანი ხულიგნობისთვის. აღნიშნული
სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე,
ნაცვლად 100 ლარისა.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის
მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება გამოწვევს
დაჯარიმებას 1000 ლარიდან 4000 ლარამდე, ნაცვლად 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებისა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი.
34
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
კანონპროექტი მიზნად ისახავს დანაშაულის მოწმესა და
დაზარალებულის შეუმციროს ვიქტიმიზაციისა და მეორეული
ვიქტმიზაციის საფრთხე, ასევე შეუმსუბუქოს დანაშაულის შედეგად
გამოწვეული სტრესი, შიში და დაბნეულობა, რაც ართულებს სისხლის
სამართლის პროცესის მიმდინარეობისას მათთან კომუნიკაციას.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით შემოთავაზებულია ახალი
ინსტიტუტი:
➢ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი - პირი, რომელიც
უზრუნველყოფს დაზარალებულის/მოწმის მხარდაჭერას
სამართალწარმოების პროცესში.
35
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:
საქართველოს კანონის პროექტები: „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შესახებ და თანმდევი პროექტები
ცვლილებათა მიზანს წარმოადგენს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ
ბრძოლისათვის ეფექტური და თანამედროვე გამოწვევების ადეკვატური
სისხლისსამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბება და ამ გზით
სრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
„ქურდული სამყაროს“ ცნება ყალიბდება დანაშაულებრივი შეთანხმების
მოდელზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც, პირთა შეთანხმება „ქურდული
სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე საკმარისია, რათა პირთა ერთობა
მიჩნეული იქნეს „ქურდულ სამყაროდ“ და აუცილებელი არ არის კონკრეტული
დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა;
ახლებურად განიმარტება „ქურდული სამყაროს“ წევრის დეფინიცია, რომლის
მიხედვითაც, დასჯადად ცხადდება არა მხოლოდ აქტიური მონაწილეობა
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში, არამედ პროექტით გათვალისწინებულია
ე.წ. პასიური წევრის განსაზღვრებაც.
ხდება ისეთ ქმედებების კრიმინალიზაცია, როგორიცაა „ქურდული შეკრების“
ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა
და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა (სსკ-ს
2232-2234 მუხლები);
36
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:
საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
კანონპროექტის მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში
არსებული გამოწვევების საპასუხო მექანიზმების შემუშავებისა. კერძოდ,
დანაშაულის ეფექტიანი პრევენციისათვის საზოგადოების ჩართულობისა
და თანამშრომლობის კულტურის ამაღლება.
წარმოდგენილი კანონპროექტით მკაცრდება სანქციები ცრუ ჩვენების,
ჩვენების მიცემაზე უარის თქმის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის
შეუტყობინებლობისათვის
მოქმედ რედაქციას ემატება ნაწილები, რომლებშიც ცალკე გამოიყოფა
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის, ცრუ ჩვენებისა და
დანაშაულის დაფარვისათვის ქმედებები შესაბამისად დამძიმებული
სანქციებით
პროექტის თანახმად, სსკ-ს 376-ე მუხლს ემატება მე-2 (მძიმე დანაშაულის
შეუტყობინებლობა) და მე-3 ნაწილები (განსაკუთრებით მძიმე დანაშულის
შეუტყობინებლობა). შესაბამისად, მცირდება პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სანქცია და განისაზღვრება ორ წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთა.
37
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:
საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტი
“სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017
წლის 2 ნოემბერს განხორციელდა ცვლილება (N 1329-Iს).
ცვლილება ადგენს მასობრივი თავშეყრის ობიექტების
მფლობელებისათვის მესამე პირთა წინაშე სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევის სავალდებულოობას.
წინამდებარე კანონპროექტის მიზანია საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში
მოყვანა.
კანონპროექტი ადგენს მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების
მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო
დაზღვევის გარეშე საქმიანობისათვის ადმინისტრაციულ სახდელს.
38
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:
საქართველოს კანონის პროექტი - „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამოძევებულ იქნენ ან სხვაგვარად არექვემდებარებიან
დაშვებას ზემოაღნიშნულ ქვეყნებში, ხშირად საქართველოში დაბრუნების შემდეგ იცვლიან
გვარს. შეცვლილი მონაცემებით შესაბამის უცხო ქვეყანაში მათი დაბრუნებისას, უცხო ქვეყნის
საზღვარზე სათანადო სისტემების უქონლობის გამო,ვეღარ ხერხდება მათი იდენტიფიცირება და
ისინი კვლავ ხვდებიან იმ სივრცეში, სადაც არ ექვემდებარებიან დაშვებას.
ევროკავშირისა და ევროპის სხვა ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დარგში ზემოაღნიშნული
ისტორიული მიღწევა არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. შესაბამისად, ამ მიღწევის
დაცვისათვის აუცილებელია, გვარის შეცვლის უფლებისბოროტად გამოყენების
პრევენცია მოხდეს.
შესაბამისად, საქართველოსთან მიმართებაში არასასურველი პროცესების განვითარების
თავიდან აცილების მიზნით შემუშავდა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატანი ცვლილების პროექტი. ცვლილებით მიზნადაა დასახული ზემოაღნიშნული
კატეგორიის პირთა მიერ საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემების ცვლილების უფლების
ბოროტად გამოყენებისა და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის თავიდან აცილება.
39
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:
საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და „საქართველოს საგადახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენდა
სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის
განსაზღვრის და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის
საჭიროება.
ზემოაღნიშნული მიზნით, საკანონმდებლო პაკეტით
ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო კოდექსში და
საქართველოს საგადასახადო კოდექსში: ჩნდება
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი და საქართველოს
მთავრობას უდგინდება მათი სოციალური დაცვის
უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის
ვალდებულება.
40
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:
საქართველოს კანონის პროექტები „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
მიუხედავად იმისა, რომ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემდგომ
კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს,
პრობლემურია ნორმატიული აქტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან
დაახლოების და ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის დადგენის
ერთგვაროვანი არაერთგვაროვანი პრაქტიკა.
კანონპროექტი ითვალისწინებს განმარტებითი ბარათის ცვლილებას,
რათა კანონის პროექტის დანართში მოცემული ცხრილის მეშვეობით,
თვალსაჩინო გახდეს, ევროკავშირის რომელ სამართლებრივ აქტთან
მოდის შესაბამისობაში ინიცირებული კანონის პროექტი.
41
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები:
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის
(ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და თანმდევი კანონპროექტები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიებზე ლეგიტიმურად
მცხოვრები პირები ხშირ შემთხვევებში თავს იკავებენ საქართველოს მოქალაქის
პირადობის მოწმობით, პირადობის ნეიტრალური მოწმობითა ან\და
ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტით სარგებლობისგან. წარმოდგენილი
საკანონმდებლო პაკეტი მიზნად აღნიშნულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად
მცხოვრებ პირთა რეგისტრაციასა და მათთვის პირადი ნორმის მინიჭებას
შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება ასეთი პირებისთვის საქართველოს
კანონმდებლობით საქართველოს მოქალაქისთვის არსებული ისეთი
სერვისების, პროგრამების, შეღავათების ხელმისაწვდომობა, როგორიცაა
მაგალითად: მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია და ეკონომიკური საქმიანობის
წარმოება; საგადასახადო შეღავათები; გრანტის მიღება; საბანკო სერვისებით
სარგებლობა; სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიღება; უმაღლესი
პროფესიული გადამზადების პროგრამებში მონაწილეობა; განათლების
მიღება;
42
კომიტეტის საზედამხედველო
საქმიანობა
43
საზედამხედველო საქმიანობა
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ანგარიშის განხილვა
2018 წლის 22 მარტს კომიტეტმა განიხილა პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის
აპარატის საქმიანობის ანგარიში. დადებითად შეაფასა მთელი რიგი აქტივობები და
ღონისძიებები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში განახორციელა ინსპექტორის აპარატმა
პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულებაზე
ზედამხედველობის მიზნით და გასცა 9 რეკომენდაცია.
კომიტეტის რეკომენდაციები პერსონალური მონაცემების დაცვის
ინსპექტორის მიმართ:
ვინაიდან მონაცემთა ბაზებთან წვდომა აქვთ უწყების თანამშრომლებს და არსებობს
არაავტორიზებული
წვდომის
საფრთხეები,
ინსპექტორმა
გააძლიეროს
კონტროლი
ორგანიზაციების მიერ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის დაცვასა და მონაცემთა
ბაზების ეფექტურ და კანონიერ გამოყენებაზე;
44
საზედამხედველო საქმიანობა
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ანგარიშის განხილვა
კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები
❖
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან მოისმინოს ინფორმაცია ინსპექტორის მიერ
გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, კერძოდ, რა ზომები იქნა გატარებული
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიან საინფორმაციო ბანკში
თავმოყრილი მონაცემების დასაცავად, ასევე, საფინანსო ორგანიზაციებისთვის ბაზაზე წვდომის
მინიჭების ფორმისა და მონაცემების მოძიებისათვის საჭირო რეკვიზიტების განსაზღვრისათვის.
❖
ვინაიდან 2017 წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ვიდეოჩანაწერების გამოთხოვასთან
დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას მონაცემების არაადეკვატური და
არაპროპორციული მოცულობით დამუშავების რამდენიმე შემთხვევას, ინსპექტორმა ამ
მიმართულებით გააძლიეროს კონტროლი;
❖ გააძლიეროს
კონტროლი
პენიტენციური
დაწესებულებების
მიერ
ბრალდებულების/მსჯავრდებულების
ინფორმირებაზე
მათ
მიმართ
დაწესებული ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის თაობაზე;რე
45
საზედამხედველო საქმიანობა
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ანგარიშის განხილვა
კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები
❖
გააძლიეროს კონტროლი სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე, რათა ფარული
საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას დაცულ იქნას სამართლიანი ბალანსი
დანაშაულის გამოძიების ინტერესსა და პიროვნების პირადი სივრცის ხელშეუხებლობას
შორის;
❖
გააძლიეროს კონტროლი სსიპ “სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს”
მონაცემთა ბაზიდან მოქალაქის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაზე, რათა არ იქნას
დაშვებული სააგენტოდან სრული პერსონალური მონაცემების არაადეკვატური და
არაპროპორციული მოცულობით გაცემა;
❖
გააძლიეროს კონტროლი, რათა აღკვეთილ იქნას ვიდეოსათვალთვალო კამერებიდან
ვიდეოჩანაწერების
გამოთხოვასთან
დაკავშირებული
საგამოძიებო
მოქმედების
ჩატარებისას მონაცემების არაადეკვატური და არაპროპორციული მოცულობით
დამუშავება;
46
საზედამხედველო საქმიანობა
პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის საქმიანობის ანგარიშის განხილვა
კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები
❖
ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევის გახშირებული ფაქტებიდან გამომდინარე,
პერიოდულად მოსმენილ იქნას ინსპექტორის მიერ გაცემული რეკომენდაციების
შესრულების შესახებ ინფორმაცია ვიდეოთვალთვალის შესახებ გამაფრთხილებელი
ნიშნების განთავსების, დასაქმებულთა ინფორმირების, ვიდეოჩანაწერების შენახვის
ვადისა და უსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომების,
მესამე პირებისთვის ჩანაწერის გამჟღავნების შესახებ;
❖
აუცილებელია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით გაგრძელდეს შესაბამისი
აქტივობები, რათა მეტმა მოქალაქემ მიიღოს ინფორმაცია პერსონალური მონაცემების
დაცვის გარანტიებისა და წესების შესახებ, ხოლო ამ წესების დარღვევის შემთხვევაში,
სათანადო რეაგირების განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე;
❖ აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გაანალიზდეს და
გამოიკვეთოს პრაქტიკაში წარმოქმნილი პრობლემები და შესაბამისი ინფორმაცია
წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დროული და ეფექტიანი რეაგირებისათვის.
47
საზედამხედველო საქმიანობა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის ანგარიშის განხილვა
დადებითად შეაფასა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის საქმიანობის
ანგარიში და გასცა 2 რეკომენდაცია:
➢ გააძლიეროს ზედამხედველობა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების
მიმწოდებელი ავტორიზებული პირების მიერ მომხმარებლებისთვის ხარისხიანი
მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფაზე და მიმწოდებლების მიერ ამ
ხარისხის დაცვაზე;
➢ გაააქტიუროს მუშაობა საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების
ხელშეწყობისათვის, განვითარების დონის შეფასებისა და გამოწვევების
იდენტიფიცირებისათვის;
48
საზედამხედველო საქმიანობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის 10
აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის ანგარიში 2017 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ და
დადებითად შეაფასა იგი.
49
საზედამხედველო საქმიანობა
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიშის მოსმენა
კომიტეტმა 2018 წლის 10 აპრილის სხდომაზე მოისმინა სსიპ იურიდიული
დახმარების
სამსახურის
მიერ
წარმოდგენილი
ანგარიში
2017
წელს
განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის გასაუმჯობესებლად კომიტეტმა
გასცა 6 რეკომენდაცია:
➢ ვინაიდან იურიდიული დახმარების ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებული
სამოქალაქო საქმეების უდიდესი უმრავლესობა - 92% განეკუთვნება პირის მხარდაჭერის
მიმღებად ცნობის საქმეების კატეგორიას, სამსახურმა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს და
გაააქტიუროს ამ მიმართულებით თავისი საქმიანობა, რათა სამსახურის დახმარების
გარეშე არ აღმოჩნდეს არცერთი ასეთი საჭიროების მქონე პირი;
➢ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების სტატისტიკური მონაცემების
მიმოხილვის დროს სასურველია მონაცემები დაჯგუფებული იყოს არა მარტო
სუბიექტების, არამედ საქმეთა კატეგორიების მიხედვით, რათა საზოგადოებისათვის
ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია, თუ რა სახის საქმეებზე მიმართავენ ყველაზე ხშირად
მოქალაქეები დახმარებისათვის სამსახურს;
50
საზედამხედველო საქმიანობა
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიშის მოსმენა
რეკომენდაციები:
➢იურიდიული დახმარების სამსახურმა კიდევ უფრო დააჩქაროს სამსახურის ბიუროების
ოფისების ადაპტირების სამუშაოები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ;
➢იურიდიული დახმარების სამსახურმა გააძლიეროს საქმიანობა ხსამსახურის აპარატის
ახალი სტრუქტურის ამოქმედებისათვის, შესაბამისი ადამიანური რესურსის შერჩევისათვისა
და მომზადებისათვის, სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის;
➢სისხლის სამართლის საქმეებზე ხარისხის შეფასების სისტემის სრულყოფასთან ერთად,
დროულად შემუშავდეს და დაინერგოს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე
ხარისხის შეფასების კონცეფცია.
➢იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელობამ უნდა გაააქტიუროს საქმიანობა
საერთაშორისო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების მიმართულებით,
რასაც უდავოდ ხელს შეუწყობს 2018 წლის განმავლობაში როგორც საქართველოში, ასევე
საზღვარგარეთის ქვეყნებში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციებში იურიდიული
დახმარების სამსახურის წარმომადგენელტა აქტიური ჩართულობა.
51
საზედამხედველო საქმიანობა
➢იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მიიღო, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ
წარმოდგენილი საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში
ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის 2015-2018 წლების საქმიანობის ანგარიში.
➢2016 წლის 24 ივნისს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული
ცვლილება გახდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის ეფექტიანი და
სამართლებრივად სწორი მექანიზმი.
➢ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2016-2018 წლებში საქართველოს პროკურატურამ 59
მსჯავრდებულის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით
სასამართლოსთვის მიმართვის თაობაზე. ამ პირებიდან 13 ატარებს პოლიტ-პატიმრის
სტატუსს.
➢სასამართლომ 47 პირის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, დანარჩენ პირებზე
გრძელდება საქმის განხილვა.
52
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვების ანგარიში
❏ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგულარულად აწვდის იურიდიულ საკითხთა
კომიტეტს შესყიდვების ანგარიშს;
❏ საანგარიშო პერიოდში, სამინისტრომ წარმოადგინა 6 ანგარიში (ბოლო
წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 11 ივლისს)
❏ კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი ანგარიშები.
53
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს
წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ანგარიში
• იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის 5 აპრილის სხდომაზე განიხილა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს
მიერ
საქართველოს
წინააღმდეგ
მიღებული
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ კომიტეტის მიერ გაცემული
რეკომენდაციების შესრულების თაობაზე .
• ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ
მიღებული გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017
წლის ანგარიში შეეხებოდა შემდეგ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების
იმპლემენტაციას ეროვნულ დონეზე. კომიტეტმა დადებითაც შეაფასა წარმოდგენილი
ანგარიში და გასცა 6 რეკომენდაცია.
54
გაეროს საზედამხედველო ორგანოების წინაშე ანგარიშგების პროცესზე
საპარლამენტო კონტროლის განხორციელება
• იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის 19 აპრილს სხდომაზე განიხილა
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მიერ
წარმოდგენილი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს
მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2017 წლის
ანგარიში;
• წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს ინფორმაციას გაერო-ს შესაბამისი
სახელშეკრულებო ორგანოს მიერ მიღებულ სამი გადაწყვეტილების
აღსრულების მიზნით საქართველოს მხრიდან გატარებული ზოგადი და
ინდივიდუალური ღონისძიებების თაობაზე.
55
საზედამხედველო საქმიანობა
• კომიტეტში ყოველი თვის ბოლოს ხდება მოქალაქეთა განცხადებებისა და
საჩივრების შესწავლა და ანალიზი;
• გაიზარდა განცხადებებზე და საჩივრებზე რეაგირების სტანდარტი
შესაბამისი უწყებების მხრიდან.
56
კომიტეტისადმი მომართვიანობა 2012 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით
კომიტეტში შემოსული კორესპოდენციის რაოდენობა
2012 წლის 21 ოქტომბრიდან-2012 წლის დეკემბრის ჩათვლით - 248
2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით - 1 470
2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლით - 1 386
2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით - 950
2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით - 696
2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით - 2889
2017 წლის იანვარიდან 2018 წლის ივლისის მონაცემებით - 1191
57
3500
კომიტეტში შემოსული
კორესპონდენციის სტატისტიკა
3000
2889
2500
2000
1470
1386
1500
1191
950
1000
696
500
248
0
2012 წლის
ოქტომბერი 2012 წლის
დეკემბერი
2013 წლის
იანვარი 2013 წლის
დეკემბერი
2014 წლის
იანვარი 2014 წლის
დეკემბერი
2015 წლის
იანვარი 2015 წლის
დეკემბერი
2016 წლის
იანვარი 2016 წლის
ნოემბერი
2016 წლის
ნოემბერი 2017 წლის
ნოემბერი
2018 წლის
იანვარი 2018 წლის
აგვისტოს
ჩათვლით
58
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა
2412 მიმართვა (განცხადება, საჩივარი და სხვა):
➢გაგზავნილი წერილების რაოდენობა - 1522
მათგან:
• უწყებებში გაიგზავნა - 829
• განმცხადებელს გაეგზავნა - 592 წერილი
• ზეპირი კონსულტაცია გაეწია - 140 მოქალაქეს
• განმეორებითი განცხადებები, რომლებზეც უკვე მოხდა რეაგირება - 238
• მიღებულია ცნობად - 479
➢უწყებებიდან მიღებული პასუხების რაოდენობა - 733
59
უწყების დასახელება
სადაც გაიგზავნა წერილები
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაცია
საკითხები /თემატიკა
მსჯავრდებულთა შეწყალება/
ნასამართლობის მოხსნა
შესრულებული
განცხადებების
რაოდენობა
94
უწყებიდან მიღებული
პასუხები
0
60
უწყების დასახელება
სადაც გაიგზავნა
წერილები
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტრო
შესრულებული
განცხადებების
რაოდენობა
ქალი
კაცი
სანოტარო მოქმედების
აღიარება
3
1
2
უძრავ ნივთზე
საკუთრების უფლების
რეგისტრაცია/სამოქალაქ
ო აქტების რეგისტრაცია
10
4
6
4
1
3
დადებითი:
3
20
5
15
უარყოფითი:
4
1
შუალედური:
12
25
სულ: 19
საკითხები /თემატიკა
ექსტრადიცია
სასამართლო
გადაწყვეტილების
აღსრულება
წინაპრობის ვინაობის
დადასტურება
1
38
11
უწყებიდან
მიღებული
პასუხები
61
უწყების დასახელება
სადაც გაიგზავნა
წერილები
მთავარი/
საოლქო/
რაიონული
პროკურატურა
შესრულებული
განცხადებების
რაოდენობა
ქალი
კაცი
საპროცესო შეთანხმება, განრიდება
9
3
6
საპროცესო ნორმების დარღვევა
13
2
11
დადებითი:
18
ობიექტური გამოძიების
ჩატარება/გაჭიანურება
143
35
108
უარყოფითი:
25
სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყება
44
13
31
შუალედური:
133
209
53
156
სულ: 165
საკითხები /თემატიკა
უწყებიდან
მიღებული
პასუხები
62
უწყების დასახელება
სადაც გაიგზავნა
წერილები
საკითხები /თემატიკა
საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარება/გამოძიების გაჭიანურება
შინაგან საქმეთა
სამინისტრო
საპატრულო პოლიციის მიერ
შედგენილი ოქმების ასლების
გადაცემა
სატრანსპორტო საშუალების მართვის
ჩამორთმეული უფლების აღდგენა
შესრულებული
განცხადებების
რაოდენობა
ქალი
კაცი
13
4
9
2
2
6
20
6
უწყებიდან
მიღებული
პასუხები
დადებითი:
2
უარყოფითი:
4
6
შუალედური:
11
15
17
63
უწყების დასახელება
სადაც გაიგზავნა
წერილები
სასჯელაღსრულები
სა და პრობაციის
სამინისტრო
შესრულებული
განცხადებების
რაოდენობა
ქალი
კაცი
მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე
გათავისუფლება
152
27
125
პირობითი მსჯავრის გაუქმება და
ნასამართლეობის მოხსნა
22
5
17
11
3
8
შუალედური:
116
სასჯელაღსრულების სხვა დაწესებულებაში
გადაყვანა
36
7
29
დადებითი:
44
დაწესებულებებში პირობების
გაუმჯობესება/მედიკამენტებით
უზრუნველყოფა
41
7
34
უარყოფითი:
32
262
49
213
სულ: 192
საკითხები /თემატიკა
მძიმე დაავადებათა გამო სასჯელისაგან
გათავისუფლება/უფრო მსუბუქი
სასჯელით შეცვლა
უწყებიდან
მიღებული
პასუხები
64
უწყების
დასახელება
სადაც გაიგზავნა
წერილები
სსიპ იურიდიული
დახმარების
სამსახური
საკითხები /თემატიკა
უფასო იურიდიული დახმარების
გაწევა
უწყებიდან
მიღებული
პასუხები
შესრულებული
განცხადებების
რაოდენობა
ქალი
კაცი
28
9
19
დადებითი:
28
28
9
19
28
65
უწყების დასახელება
სადაც გაიგზავნა
წერილები
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით
გადაადგილებულ
პირთა,
განსახლებისა და
ლტოლვილთა
სამინისტრო
უწყებიდან მიღებული
პასუხები
შესრულებული
განცხადებების
რაოდენობა
ქალი
კაცი
დევნილ პირთა საცხოვრებელი
ფართით დაკმაყოფილება
25
14
11
დადებითი: 3
უცხო ქვეყნის
მოქალაქისთვის
თავშესაფრის მინიჭება
1
1
შუალედური: 14
12
უარყოფითი: 9
საკითხები /თემატიკა
26
14
66
უწყების დასახელება
სადაც გაიგზავნა
წერილები
შესრულებული
განცხადებების
რაოდენობა
ქალი
კაცი
22
6
16
მარტოხელა დედის სტატუსის
მინიჭება/ბავშვის უფლებების
საკითხები
3
3
საწარმოო ტრამვის გამო ზიანის
ანაზღაურება
1
საკითხები /თემატიკა
სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა
სოციალური დახმარების
დანიშვნა/აღდგენა, პენსიის
დანიშვნა
შრომის,
ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ
საკითხთა სამინისტრო
26
9
უწყებიდან
მიღებული
პასუხები
დადებითი:
4
უარყოფითი:
5
1
შუალედური:
14
17
23
67
უწყების
დასახელება
სადაც გაიგზავნა
წერილები
შესრულებული
განცხადებების
რაოდენობა
ქალი
კაცი
7
3
4
10
7
4
დადებითი:
4
საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება
19
12
8
უარყოფითი:
5
სამსახურში აღდგენა
2
1
1
შუალედური:
27
40
23
17
36
საკითხები /თემატიკა
უკანონო მშენებლობის/დემონტაჟის
საკითხი
ადგილობრივი
თვითმმართველობ
ის ორგანოები
მოქალაქეთა საყოფაცხოვრებო
პრობლემების
მოგვარება/თავშესაფრით დაკმაყოფილება
უწყებიდან
მიღებული
პასუხები
68
კომიტეტიდან სხვადასხვა უწყებებში გაგზავნილი
წერილების მაჩვენებელი
69
70
უწყებებიდან მიღებული პასუხების ანალიზი
•
•
•
•
კომიტეტში კვლავ შემოდის მსჯავრდებულთა საჩივრები, რომლებიც ითხოვენ შუამდგომლობას
პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო
პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებისა და
მედიკამენტებით უზრუნველყოფის თაობაზე. (20.06%))
მნიშვნელოვანი რაოდენობა საჩივრებისა ეთმობა როგორც მსჯავრდებულთა, ასევე მათი ოჯახის
წევრთა მიერ, გამოძიების ორგანოთა საქმიანობის და გამოძიების წარმართვის კანონიერების
შემოწმებას (14.40% )
მნიშვნელოვნად მოიმატა კომიტეტში მოქალაქეთა განცხადებებმა, რომლებიც ითხოვენ ამა თუ
იმ კანონის ნორმების განმარტებას, რაც სცილდება კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებს.
მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი ზოგჯერ შეეხება ისეთ
თემებს, რომელიც კომიტეტის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა ხდება წერილებზე პასუხის
მომზადება, რომ მოქალაქემ მიიღოს საჭირო ინფორმაცია სამართლებრივი პროცედურების
შესახებ.
71
წარმომადგენლობა საკონსტიტუციო სასამართლოში
საკონსტიტუციო
სასამართლოში
მონაწილეობის შედეგად:
წარმომადგენლობის
უზრუნველყოფის
ჯგუფის
წარმომადგენელთა
❖საკონსტიტუციო სასამართლოში განხილული სარჩელები - 381 სარჩელი
❖არსებითი განხილვის სხდომა - 44 სხდომა
❖ზეპირი მოსმენით ჩატარებული განმწესრიგებელი სხდომა - 18 სხდომა
❖დაკმაყოფილდა - 7 სარჩელი
❖ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 6 სარჩელი
❖არ დაკმაყოფილდა - 5 სარჩელი
❖არ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად - 36 საქმე/47 სარჩელი
❖მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად - 30 საქმე/356 სარჩელი
❖საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა - 1 სარჩელი
❖ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლომ საანგარიშო პერიოდში დააკმაყოფილა 7 საქმე და ნაწილობრივ
დააკმაყოფილა 6 საქმე - მოსამზადებელი იყო შესაბამისი ცვლილებები უკვე მომზადდა და ამოქმედდა 4
ცვლილება
❖2 ცვლილება მოსამზადებელია - 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
72
73
პროგრამა შედგებოდა 5 მოდულისა და სამი სასწავლო ტრენინგისგან:
მოდულები:
➢ პარლამენტის აპარატის დეპარტამენტების საქმიანობა და სერვისები
➢ კანონშემოქმედებითი საქმიანობა
➢ საპარლამენტო ზედამხედველობა
➢ საბიუჯეტო საქმიანობა
➢ ადამიანის უფლებები
ტრენინგები:
❖ საჯარო მოხელის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული
ბაზა და ეთიკური სტანდარტები
❖ სახელმწიფო ენა მოხელეთათვის
❖ დროის ეფექტური მართვა
74
კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები
„მოვუსმინოთ მოსწავლეებს“
თანაორგანიზატორები:
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
75
კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების რეფორმა:
➢ შედეგები და განვითარების პერსპექტივები
თანაორგანიზატორები: ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC),
საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის, საქართველოში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
76
კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები
ბავშვთა მიმართ ძალადობის
სოციალური ნორმების
ცვლილებისაკენ მიმართული
საკომუნიკაციო კამპანია
თანა- ორგანიზატორი: გაეროს
ბავშვთა ფონდი
77
კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობა, ღიაობა და
ანგარიშვალდებულება
კომიტეტი ღიაა არასამთავრობო სექტორისათვის და ქმნის სხვადასხვა ფორმატს
მათთან თანამშრომლობისათვის. უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას თითოეულ
სხდომაზე, მხედველობაში იღებს და იყენებს ყოველდღიურ საქმიანობაში მათ
წინადადებებს, დასკვნებს, ანგარიშებს, მომართვებს
კომიტეტის საქმიანობის შესახებ ყველა სხდომის ოქმი და შესაბამისი ინფორმაცია
მზადდება და თავსდება საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე ქართულ და
ინგლისურ ენებზე
78
კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები:
• სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპის სამუშაო ჯგუფი (სასამართლოს განტვირთვა,
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა,
მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა)
• ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების რეფორმის იმპლემენტაციის
საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭო
• სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების თაობაზე კანონპროექტის
შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი (136-ე მუხლი)
• ადვოკატთა ასოციაციის საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე შექმნილი სამუშაო
ჯგუფი
79
კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები:
• „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" საკანონმდებლო წინადადება
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე სამუშაო ჯგუფი
• საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო წინადადება „იარაღის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე სამუშაო ჯგუფი
• კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
სამუშაო ჯგუფი
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებები (რეკომენდაციები ეროვნული
კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების კონვენციასთან),
80
კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფები:
• ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო
ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი
• საბავშვო სავარძლების გამოყენების საკანონმდებლო
რეგულაციები
• სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე
მომუშავე სამუშაო ჯგუფი
81
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
სექტემბერი, 2018