საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-04
ბიუროს ნომერი 193
📜 ტექსტი
წერილი
N 14784
04/09/2018
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული
საქმიანობის წერილობით ანგარიშს 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრის
მდგომარეობით.
დანართი: კომიტეტის ანგარიში 10 ფურცელი.
პატივისცემით,
აკაკი ზოიძე
თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის
ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ
(2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე მდგომარეობით)
1
ს ა რ ჩ ე ვ ი:
I.
კომიტეტის საქმიანობის სტატისტიკა ........................................................................................ 3
II.
საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და პარლამენტის მიერ მიღებული
კანონები......................................................................................................................................... 3
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო
ინიციატივები............................................................................................................................... 4
კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული
და განხილვაში მყოფი
კანონპროექტები........................................................................................................................... 6
III.
საზედამხედველო საქმიანობა
კომიტეტის მიმართ ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ გაწეული საქმიანობის
შესახებ ინფორმაციების მოსმენა ............................................................................................. 7
IV.
გამჭვირვალობა და კომუნიკაცია
მნიშვნელოვანი შეხვედრები ...................................................................................................9
მნიშვნელოვანი ღონისძიებები ............................................................................................ 10
საერთაშორისო
პარტნიორებთან
და
დონორებთან
სტრატეგიული
თანამშრომლობა........................................................................................................................ 10
2
I II I. კომიტეტის საქმიანობის სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა:
შეიმუშავა და პარლამენტის მიერ მიღებულია 7 კანონი
განიხილა 30 საკანონმდებლო ინიციატივა (18 ძირითადი და 225
გამომდინარე კანონპროექტი)
განიხილა 9 საკანონმდებლო წინადადება (1 საკანონმდებლო
წინადადების საფუძველზე შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივა)
ჩაატარა 38 სხდომა და 40-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა
შეიმუშავა 72 დასკვნა
განიხილა 1200-მდე განცხადება
განცხადებების უმეტესი ნაწილი ეხებოდა:
ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნის,
მედიკამენტებით
უზრუნველყოფისა
და
მკურნალობის
დაფინანსების,
საცხოვრებელი ფართით და ერთჯერადი მატერიალური
დახმარებით უზრუნველყოფის საკითხებს.
II. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული
მიღებული კანონები:
და პარლამენტის მიერ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/97, 25.10.2017).
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, დაიხვეწა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
კანონის არსებული რედაქცია, რის შედეგადაც შესაძლებელია სასწავლო და
კვლევის მიზნით გვამებისა და გვამური მასალის გამოყენება. ასევე მოხდა
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
დადგენილი
ნორმების
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა.
3
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/85,
21.07.2017).
აღნიშნული ცვლილებით მოხდა იურიდიული ტექნიკისა და კოდიფიკაციის
თვალსაზრისით
აააააააააააააა ააააააა “თამბაქოს კონტროლის შესახებ“
კანონიდან
გამომდინარე
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან.
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში“
ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/121; 06.02.
2018).
კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით
თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის იმპლემენტაციისათვის განსაზღვრულ ვადასთან,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსით
ამ
ნორმების
დარღვევისთვის დადგენილი სანქციისათვის ერთიანი ვადის განსაზღვრა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/206; 03.07.2018)
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი განახორციელებს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობას
და მისი საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციული რეგულირებას „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
შესახებ“,
კანონით მოხდა მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და გაიწერა
მრავალშვილიანი ოჯახების მხარდამჭერი ღოისძიებები
კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი და მიღებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო
ინიციატივები:
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და მისგან გამომდინარე
პროექტები.
4
აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი არეგულირებს დაგროვებითი საპენსიო სქემის
ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს და განსაზღვრავს დაგროვებითი
საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და
პირობებს.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „შრომის უსაფრთხოების
შესახებ“ და მისგან
გამომდინარე პროექტები.
ცვლილებათა პაკეტის
მიზანია, სამუშაო ადგილებზე
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა, კერძოდ:
დასაქმებულთა
უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო
ორგანოების,
დამსაქმებელთა,
დასაქმებულთა,
დასაქმებულთა
წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირების
უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის
გაუმჯობესება;
უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და
პრევენცია.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტები „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
საქართელოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; და „ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
კანონის
მიხედვითმოხდა
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში
ასახვა და შესაბამისად:: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით გათვალისწინებულ I სიას
(ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები) და
მე-2 დანართის ნუსხით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებს
დაემატა 15 ნივთიერება და განისაზღვრა აღნიშნული ნივთიერებების
უკანონო ბრუნვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
5
კომიტეტის და მისი წევრების მიერ ინიცირებული და განხილვაში მყოფი
მნიშვნელოვანი კანონპროექტები:
„სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“ და მისგან გამომდინარე 5 კანონპროექტი
ცვლილებათა
პაკეტი
ითვალისწინებს
ნარკოპოლიტიკის
სფეროს
ლიბერალიზაციას და მიზნად ისახავს ახალი ნარკოპოლიტიკის შემოღებას და
დანერგვას, რომლის ფარგლებშიც რეპრესიული სისხლისსამართლებრივი
მექანიზმების ნაცვლად აქცენტი გაკეთდება მკურნალობაზე, რეაბილიტაციასა და
პრევენციაზე ორიენტირებულ პროგრამებზე
„მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
აღნიშნული პროექტების მიზანია დაარეგულიროს ბავშვებისათვის უსაფრთხო
ინტერნეტის საკითხი
„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
კანონპროექტის მიღების მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებში მომუშავე და საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ საპენსიო ასაკის პირებს, სახელმწიფო პენსიის მიღების
უფლება მიეცეს. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
გაწეული შრომითი ანაზღაურებადი საქმიანობა არ ჩაითვლას საჯარო საქმიანობად, რაც თავის მხრივ
არ გამოიწვევს სახელმწიფო პენსიის გაცემის შეწყვეტას.
(აღნიშნული პროექტი შემუშავდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო წინადადების შესწავლის საფუძველზე).
შემუშავებული და ინიცირებისთვის მზად არის:
კანონპროექტები
“ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“
და „საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
აღნიშნული პროექტები დაარეგულირებენ ქვეყანაში სავალდებულო იმუნიზაციის
საკითხებს.
„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების
6
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონი.
საქართველოს
კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“
საქართველოს კანონში ზოგიერთი მატერიალური ნორმების დაზუსტება და კანონის
შემდგომი, ეფექტიანი დანერგვისათვის სამართლებრივი მექანიზმის დახვეწა.
III. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა
საანგარიშო პერიოდში შესრულებულია კომიტეტის საზედამხედველო
საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული ძირითადი ნაწილი
ჩატარდა კომიტეტის სხდომები შემდეგ საკითხებზე:
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ
შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებათა და გაეროს მდგრადი განვითარების
მიზნების განხორციელება.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
2017 წლის შესრულებული საქმიანობის ანგარიშის და 2018 წლის განმავლობაში
დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
„2018 წლის სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ შესახებ
ინფორმაციის მოსმენა
2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ
ინფორმაციის მოსმენა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის
შესრულებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა.
ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო
სამსახურის 2017 წლის ანგარიშისა და 2018 წლის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.
7
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულება
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულება
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური ანგარიშის მოსმენა
თბილისსა და რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების
ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მოსმენა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2017წ. 22 დეკემბერს დამტკიცებული
N62/36 შემდგომი რეაგირების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის „სასწრაფოს
სამედიცინო დახმარების სისტემა“ განხილვა
2018 წლის
თბილისის
მოსმენა
სახელმწიფო (მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის)
და
ქ.
მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის
სამინისტროს ინფორმაციის მოსმენა შესრულებული სამუშაოს შესახებ.
„თამბაქოს კონტროლის“ კანონმდებლობის დანერგვის მიმდინარეობა
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში 2018 – 2020 წწ. მთავრობის
მიერ განსახორციელებელი ძირეულ რეფორმებთან დაკავშირებული საქმიანობის
ასახვა კომიტეტის სამოქმედო გეგმაში.
საზედამხედველო საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული უწყებების მოსმენის
შემდგომ, კომიტეტმა მოამზადა და გასცა რეკომენდაციები შემდეგ უწყებებზე:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
სსიპ სოციალური დაცვის სააგენტო
ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო
სამსახური
8
IV გამჭვირვალობა და კომუნიკაცია
მნიშვნელოვანი ღონისძიებები
და მოსახლეობის, მისი განვითარების საკითხებზე მომუშავე ევროპის
საპარლამენტო ფორუმის შეხვედრა, რომელიც „ევროპის კონტრაცეფციის ატლასს“,
რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ განათლების
საკითხებს მიეძღვნა.
კომიტეტისა
შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის, მათი ოჯახების გაძლიერებისა და ცხოვრების
უკეთ
დაგეგმვისათვის
ახალი
თანამედროვე
კონტრაცეფციის
მეთოდების
ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისათვის ამ მიმართულებით
ყოვლისმომცველი განათლების მიწოდების გზების ძიება.
კომიტეტისა და ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით,
კონფერენცია - „ნარკოპოლიტიკის რეფორმა საქართველოში“ გაიმართა.
კონფერენციაზე მოწვეულმა საერთაშორისო
(პორტუგალია, საფრანგეათი)
და
ადგილობრივმა
ექსპერტებმა
საქართველოში
ნარკოპოლიტიკის
რეფორმით
შემოთავაზებულ ცვლილებებსა და მოსალოდნელ შედეგებზე იმსჯელეს.
საქართველოს პარლამენტის ინიციატივით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის
მხარდამჭერით, თემაზე „შრომითი უფლებები საქართველოში - ცვლილებების დღის
წესრიგი“ კონფერენცია გაიმართა.
კომიტეტის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს
მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით გაიმართა
კონფერენცია თემაზე - „სტატისტიკური მონაცემების ანალიზი პოლიტიკის
დაგეგმვისთვის - საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების
სიღრმისეული ანალიზი.“
კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა „ნარკოპოლიტიკის რეფორმის რეგულირების
გავლენის შეფასების“ (RIA) დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა.
კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, შრომისა და სოციალური დაცვის
სფეროების განვითარების ხედვისა
და 2017-2020 წლების
სამოქმედო გეგმის
პრეზენტაცია გამართა
კომიტეტის ინიციატივით გაიმართა პირველი დემოგრაფიული ფორუმის დასკვნითი
ღონისძიება - „მრავალშვილიანობა ქვეყნის სიძლიერეა“.
9
კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ერთობლივი ორგანიზებით,
USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მხარდაჭერით, პარლამენტში
გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: „საქართველოს
კანონის პროექტი დაგროვებითი პენსიის შესახებ: უპირატესობები და გამოწვევები“.
„გავთავისუფლდეთ თამბაქოს კვამლისგან!“ - ამ
სლოგანით კომიტეტის
ინიციატივით, საქართველოს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის“ შესახებ კანონის
დანერგვის საკომუნიკაციო კამპანია გაიხსნა.
მნიშვნელოვანი შეხვედრები
დარგის
გრძელვადიანი
სტრატეგიული
მიმართულებების
განსაზღვრისა და
კომიტეტის 2017-2020წწ. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ფარგლებში
ჩატარდა 12 შეხვედრა
თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მუშაობის პროცესში ჩატარდა 15მდე შეხვედრა
„ნარკოპოლიტიკის
რეფორმის რეგულირების
გავლენის
შეფასების“
დოკუმენტის პრეზენტაცია და განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში.
ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა (სპეც-კონტროლს
დაქვემდებარებული ნივთიერებების სიები, ოდენობები, ნარკოლოგიური სერვისების
განვითარება, პრევენცია და დასჯადობა)
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 3 სხდომა და 4
სამუშაო შეხვედრა
(RIA)
საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან სტრატეგიული თანამშრომლობა
ევროკავშირი EU/გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული
მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)
თამბაქოს მოხმარების პრევენციის ევროპული ქსელი (ENSP)
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)
10