საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-10
ბიუროს ნომერი 194
📜 ტექსტი
წერილი
14813-3-9-3-201809041730
N 14813
04/09/2018
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის
„ვ“ ქვეპუნქტისა და 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,
წარმოგიდგენთ 2017 წლის პირველი სექტემბრიდან 2018 წლის 1 სექტემბრამდე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ
გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
დანართი: - ანგარიში „20“ ფურცელი
პატივისცემით,
რატი იონათამიშვილი
თავმჯდომარის მოადგილე
ანგარიში
2018
201
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ანგარიში
2017 წლის 1 სექტემბერი- 2018 წლის 31 აგვისტო
2
შინაარსი
შესავალი.....................................................................................................................................................................3
1.
კანონშემოქმედებითი საქმიანობა ..................................................................................................................4
2.
საზედამხედველო საქმიანობა ........................................................................................................................5
3.
საზოგადოებასთან ურთიერთობა ..................................................................................................................9
4.
საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა..................................................................................12
5.
კომიტეტის პროექტები ..................................................................................................................................15
6.
ორგანიზაციული საკითხები ........................................................................................................................19
დასკვნა......................................................................................................................................................................19
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
3
შესავალი
დოკუმენტში ასახულია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის (შემდგომში კომიტეტი) 2017 წლის პირველი სექტემბრიდან 2018
წლის 31 აგვისტოს პერიოდში განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ინფორმაცია. საანგარიშო
პერიოდში კომიტეტი მუშაობდა კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის
მიმართულებით, (საპარლამენტო კონტროლის განხორციელების ფარგლებში). მჭიდრო კომუნიკაცია
ჰქონდა საზოგადოებასთან, ახდენდა მოქალაქეების განცხადება/წერილებზე რეაგირებას. კომიტეტში
დაიწყო და განხორციელების პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი (ბავშვის კოდექსი,
სოციალური მუშაკის როლის გაძლიერება, დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება,
ადამიანის უფლებები ჯარში და შრომის უსაფრთხოება). კომიტეტის თავმჯდომარე მჭიდროდ
თანამშრომლობდა საერთაშორისო
ორგანიზაციებთან და დონორებთან. წარმართავდა შიდა
ორგანიზაციული საკითხებს და სხვადასხვა მიმართულების მნიშვნელოვან პროექტებს.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
4
1. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტის
საქმიანობის
მთავარ
მიმართულებას
წარმოადგენს
კანონშემოქმედებითი
საქმიანობა. კანონშემოქმედებით პროცესი ეფუძნება ადამიანის უფლებების რეალიზებისა და საკითხის
მულტი დისციპლინური მიდგომით გადაწყვეტის პრინციპებს.
კომიტეტი
კრიტიკულად
აანალიზებდა
წარმოდგენილ
საკანონმდებლო
ინიციატივებს
ადამიანის უფლებების ჭრილში; განსაზღვრავდა, თუ რა გავლენას მოახდენს განხორციელების
შემთხვევაში ეს ინიციატივები ადამიანის უფლებებზე და რამდენად ემსახურება შემოთავაზებული
ცვლილებები ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეს. ამასთანავე კომიტეტი
განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, თუ რამდენად უზრუნველყოფს
წარმოდგენილი ინიციატივა ადამიანის უფლებების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტებით ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებას.
ასევე, ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის თემების კომპლექსურობიდან
გამომდინარე, კომიტეტი უზრუნველყოფდა კანონშემოქმედებით საქმიანობაში კონკრეტული დარგის
სპეციალისტების,
სამეცნიერო
წრეების,
ექსპერტებისა
და
არასამთავრობო
ორგანიზაციების
ჩართულობას.
საკანონმდებლო ინიციატივების განხილვის შედეგად კომიტეტი საკუთარ ხედვას აყალიბებდა
სათანადო დასკვნებში, რომლებშიც ასახავდა ზემოთ აღნიშნულ ანალიზს და შემდგომი მუშაობის
პროცესში გასათვალისწინებელ შენიშვნებსა და წინადადებებს.
კანონშემოქმედებითი საქმიანობის ფარგლებში, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან კომიტეტმა
ჩაატარა 44 სხდომა და განიხილა:
417 კანონპროექტი, მათ შორის,
- 82 საკანონმდებლო ინიციატივა, 34 ცალკეული
კანონპროექტი და 48 საკანონმდებლო პაკეტი (383 კანონპროექტი).
4 საკანონმდებლო წინადადება;
2 პარლამენტის დადგენილების/რეზოლუციის პროექტი;
7 სარატიფიკაციო დოკუმენტი;
1 პარლამენტის რეკომენდაციის პროექტი.
მათგან 7 საკანონმდებლო ინიციატივა და 4 საკანონმდებლო წინადადება განიხილა, როგორც წამყვანმა
კომიტეტმა. კანონპროექტებსა და საკანონმდებლო წინადადებებზე კომიტეტმა წარადგინა 254
შენიშვნა.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
5
2. საზედამხედველო საქმიანობა
კომიტეტის
საქმიანობის
ერთ-ერთ
მნიშვნელოვან
მიმართულებას
წარმოადგენს
მისი
საზედამხედველო ფუნქცია. კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კომიტეტი
ზედამხედველობას ახორციელებდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სახელმწიფო უწყებების
საქმიანობაზე. ზედამხედველობის პროცესში გამოვლენილ ადამიანის უფლებათა დარღვევის
თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით გაიცემოდა რეკომენდაციები შესაბამის სახელმწიფო უწყებების
მიმართ და ასევე ხორციელდებოდა მონიტორინგი უწყებების მხრიდან დარღვევებზე რეაგირების
პროცესებზე.
მთავრობის საქმიანობის ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით
კომიტეტი აქტიურად განიხილავდა სხვადასხვა სამინისტროთა პოლიტიკას ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით.
კომიტეტისათვის
პრიორიტეტს
წარმოადგენდა
2014-2020
წლებისთვის
საქართველოს
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების
შესრულების ანგარიშების მოსმენა და აღნიშნულის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება. აქედან
გამომდინარე კომიტეტმა მოისმინა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ადამიანის
უფლებათა დაცვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო
სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისთვის) შესრულების შუალედური ანგარიში.
გარდა ამისა კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტში
პირველად მოისმინეს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ე. წ. ჩრდილოვანი
ანგარიშები. აღნიშნული ინიციატივის მიზანი გახლდათ საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით
სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაძლიერება და პარლამენტის გამჭვირვალობისა და ღიაობის
კუთხით
ახალი,
საუკეთესო
პრაქტიკის
დამკვიდრება.
აღნიშნულ
საკომიტეტო
მოსმენაზე
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა წარმოადგინეს თავიანთი ანგარიშები როგორც ადამიანის
უფლებათა დაცვის 2016-2017 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის, ასევე ადამიანის უფლებათა
სხვადასხვა მიმართულებებზე.
კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ასევე მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული
სხვადასხვა ორგანოების ანგარიშები. ამ პროცესში კომიტეტი აფასებდა მათ საქმიანობას, ყურადღებას
ამახვილებდა იმ გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს შესაბამის სფეროში და გასცემდა სათანადო
რეკომენდაციებს საქმიანობის გაუმჯობესებისა და პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.
კომიტეტისათვის პრიორიტეტული იყო საპარლამენტო ზედამხედველობა საქართველოს
მთავრობის
მიერ
საერთაშორისო
ვალდებულებების
ზედამხედველობა
ადამიანის
უფლებათა
შესრულების
პროცესზე,
ევროპული
მათ
შორის
სასამართლოს
გადაწყვეტილებების/განჩინებებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
6
საქართველოს
წინააღმდეგ
მიღებული
გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების
მდგომარეობაზე.
ადამიანის უფლებების დაცვაზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის მიზნით
კომიტეტმა გააგრძელა და კიდევ უფრო განავითარა ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისა და ანგარიშში მითითებულ
ფაქტებზე რეაგირების მონიტორინგის პრაქტიკა. კომიტეტმა სახალხო დამცველის მონაწილეობით,
დებატების ფორმატში განიხილა და დეტალურად შეისწავლა 17 უწყების მიერ მოწოდებული
ინფორმაცია „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს
პარლამენტის 2017 წლის 30 ივნისის N1181-IIს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების
შესრულებასთან დაკავშირებით; გააანალიზა აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული 222
რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა და მიიჩნია, რომ 222
რეკომენდაცია
შესრულებულია,
36
რეკომენდაცია
რეკომენდაცია შესრულების პროცესშია და 12
ნაწილობრივ
რეკომენდაციიდან 84
არის
შესრულებული,
90
რეკომენდაცია არ არის შესრულებული, ანუ 222
რეკომენდაციიდან 210 რეკომენდაცია შესრულებულია ან შესრულების პროცესშია, არ შესრულდა
მხოლოდ გაცემული რეკომენდაციის 5,4%.
2017 წლის 30 აპრილისა და 1 მაისის სხდომებზე კომიტეტმა მოისმინა სახალხო დამცველის მიერ
წარმოდგენილი ანგარიში „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“. სხდომებზე მოწვეული იყო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების
ადრესატი უწყებების ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც უშუალოდ წარმოადგინეს პოზიცია
აღნიშნულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით.
კომიტეტმა, სახალხო დამცველის მონაწილეობით, დეტალურად განიხილა როგორც ანგარიშში
მითითებული საკითხები, ასევე 26 სხვადასხვა უწყების პოზიცია და მიიჩნია, რომ ადამიანის
უფლებების დაცვის კუთხით საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი დადებითი ტენდენციების
პარალელურად სხვადასხვა მიმართულებით კვლავ არსებობს გამოწვევები.
აღნიშნულიდან
გამომდინარე, კომიტეტმა შეიმუშავა სათანადო რეკომენდაციები, რომლებიც ასახა მის მიერვე
მომზადებულ პარლამენტის დადგენილების პროექტში და წარუდგინა პარლამენტს. პარლამენტმა
სრულად გაიზიარა კომიტეტის მიერ შეთავაზებული 228 რეკომენდაცია და მიიღო 2018 წლის 19
ივლისის N3148-რს დადგენილება
„2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის
თაობაზე. აღნიშნული დადგენილება არის პირველი და უპრეცენდენტო საქართველოს საპარლამენტო
საქმიანობის ისტორიაში, რადგან საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული დადგენილებით აიღო
ვალდებულება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც იმსჯელებს საქართველოს სახალხო
დამცველის
ანგარიშში
წარმოდგენილი,
პარლამენტისადმი
მიმართული
წინადადებების
გათვალისწინების საკითხზე.
ქვემოთ მოცემულია დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული
რეკომენდაციების კომიტეტის მხრიდან გაზიარების რაოდენობრივ და პროცენტულ მაჩვენებლებს.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
7
როგორც დიაგრამიდან ჩანს გაზიარებული რეკომენდაციების ტენდენცია არის მკვეთრად მზარდი, რაც
სახალხო დამცველის ინსტიტუტსა და პარლამენტს, კერძოდ კი ადამიანის უფლებების დაცვისა და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტს,
შორის
წარმატებული
თანამშრომლობის
ნათელი
დადასტურებაა.
800
699
700
687
600
500
466
456
400
300
10,8 %
200
100
29,0 %
34
9 13,8 %
49
48
2012-2013
2013-2014
32,3 %
87
20
3
22
2
30
3 22
8 75,2 %
2014-2015
2015-2016
2016-2017
2017-2018
18,7 %
0
სახალხო დამცველის მიერ გაცემული
რეკომენდაციები
2017 წლის 24 ნოემბერს,
პარლამენტის დადგენილებით გაცემული
რეკომენდაციები
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან
დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ქალთა
მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული საქმიანობის შესახებ შესაბამისი
უწყებების ანგარიშები მოისმინა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ამ კუთხით არსებულ მიღწევებზე
და იმსჯელეს გამოწვევებზე, რომელიც ჯერ კიდევ დგას სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე
ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით.
საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, 2017 წლის პირველი სექტემბრიდან კომიტეტმა
ჯამში მოისმინა და განიხილა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ
წარმოდგენილი 13 ანგარიში, კერძოდ:
სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიში 2017 წელს განხორციელებული
საქმიანობის შესახებ;
ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის
შესახებ 2017 წლის ანგარიში;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში;
საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა;
საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა;
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
8
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი
დამცველის 2017 წლის ანგარიში;
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიში;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად მოქმედი
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მიერ მომხმარებელთა
უფლებების დაცვის მიზნით 2017 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში;
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში;
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში;
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის ანგარიში;
საქართველოს, 2016-2017 წლების, ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო
გეგმის შესრულების ანგარიში;
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ;
კომიტეტი ასევე ახორციელებს საბიუჯეტო ზედამხედველობას თავისი კომპეტენციის
ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2018 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტი და
განახორციელა მისი დეტალური ანალიზი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ანალიზის
საფუძველზე გაიცა რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებდა 2018 წლისთვის სოციალური
მუშაკების
რაოდენობის
ზრდას,
შშმ
პირების
რეაბილიტაცია-აბილიტაციის
პროგრამების
გაუმჯობესებას, ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო სპეც-პედაგოგების დაფინანსებას და
იურიდიული დახმარების სამსახურის საჭიროებების გათვალისწინებას. საქართვლოს მთავრობის
მხრიდან სრულად იქნა ასახული კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები 2018 წლის
საქართველოს ბიუჯეტის კანონში, რის შედეგადაც აღნიშნული პერიოდისთვის შესაძლებელი გახდება
ხარისხობრივად და თვისობრივად გაუმჯობესებული სერვისების მიწოდება საქართველოში მცხოვრებ
მოწყვლად ჯგუფებზე.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, კომიტეტმა 2018 წლის 19 ივნისისა და 13
ივლისის სხდომებზე ორჯერ განიხილა საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის
გამოცხადების საკითხი;
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
9
3. საზოგადოებასთან ურთიერთობა
საზოგადოებასთან ურთიერთობა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ასევე
მნიშვნელოვანია კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და დაინტერესებული
მხარეების ჩართულობა კანონპროექტების შემუშავებისა თუ განხილვის პროცესში. საანგარიშო
პერიოდში კომიტეტის თავჯდომარეს და კომიტეტის წევრებს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ
ამომრჩევლებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებების დაცვის
მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან და საზოგადოების მოწყვლად
ჯგუფებთან. საანგარიშო პერიოდში გაიმართა შემდეგი შეხვედრები:
09. 11. 2017 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და კომიტეტსა და
სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.
03. 10. 2017 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის და კომიტეტის წევრთა შეხვედრა საქართველოში მყოფ გერმანულ
ორგანიზაცია "Ost trifft West - West trifft Ost e.V."-ის წარმომადგენლებთან, გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით.
05. 11. 2017 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის შეხვედრა გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უვადოდ
თავისუფლებააღკვეთილ პირებთან.
05. 12. 2017 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრთა შეხვედრა არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულ პირებთან.
17. 01. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ 47-ე საჯარო სკოლაში ძალადობის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მიიღო
მონაწილეობა.
06. 02. 2018 - ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან.
01. 03. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის შეხვედრა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI)
და „გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენლებთან.
26. 04. 2018 – PROLOG-ისა და ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”-ს მხარდაჭერით
კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
05. 04. 2018 - ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის და კომიტეტის წევრთა შეხვედრა ტყიბულში, მინდელის მაღაროში დაღუპული
ოჯახის წევრებთან,
09. 05. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდსა და არასამთავრობო ორგანიზაცია
„გენი ქართულის“ ერთობლივ აქციაში მიიღო მონაწილეობა.
09. 05. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ ნაძალადევის რაიონში მცხოვრები ვეტერანები მოინახულა.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
10
20. 05. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ სსიპ თბილისის N190-ე საჯარო სკოლასთან ერთად დასუფთავების აქცია
მოაწყო.
21. 05. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ
გამართა ბრიფინგი, რითაც გამოეხმაურა სტავროს ლამბრინიდისის
ინიციატივას „Good Human Rights Stories” (GHRS), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს
მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური ნარატივის
გავრცელებას.
25. 05. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ სსიპ თბილისის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მოაწყო შეხვედრა
პროფესიონალ კალათბურთელებთან, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესის
პოპულარიზაცია გახლდათ.
22. 06. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის ორგანიზებით გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო
შეხვედრა გაიმართა თემაზე „ქალთა უფლებები და პოლიტიკური გაძლიერება.“
17. 07. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ რიგით მესამე ეროვნულ
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის თავჯდომარე ასევე რეგულარულად ხვდება ნაძალადევის N17
ოლქის მოსახლეობას და ისმენს მათი საჭიროებებს, რის საფუძველზეც გეგმავს და ახორციელებს
ღონისძიებებს პრობლემების ეფექტურად გადაჭრის მიზნით.
კომიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს და რეაგირებას აკეთებს ფიზიკური და
იურიდიული პირების წერილებსა და განცხადებებზე. შემოსული განცხადებების აღრიცხვადამუშავება და მასზე რეაგირება ხდება სწრაფად და ეფექტურად, განმცხადებელი პირების
ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად. 2017 წლიდან აპრობირებული განცხადებების
განხილვის ახალმა სისტემამ შედეგად მოიტანა მოქალაქეებისთვის დროული მხარდაჭერის აღმოჩენა,
შესაძლებელი გახადა განცხადებების დამუშავების ეფექტური კონტროლი და მოგვცა სრულყოფილი
სტატისტიკის წარმოების საშუალება.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 3089 განცხადება. ყველა მათგანი
განხილული იქნა კომიტეტის მიერ. მათგან შესაბამის უწყებებს სათანადო რეაგირებისათვის
გადაეგზავნა 1592 განცხადება.
დანარჩენი ჩამოიწერა შემდეგი მიზეზების გამო:
განმეორებით შემოტანილია განცხადება, რომელზე პასუხის გაცემისა ან რომლის
უფლებამოსილ ორგანოში გადაგზავნის შემდეგ არ შეცვლილა ფაქტობრივი ან
სამართლებრივი გარემოება;
განცხადებაზე რეაგირება არ მოითხოვს წერილობით პასუხს ან მასზე რეაგირება
წერილობით არ ხდება;
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
11
დოკუმენტი
ინფორმაციული
ხასიათისაა
და
არ
მოითხოვს
რაიმე
ქმედების
განხორციელებას;
განცხადება შემოსულია რამდენიმე ეგზემპლარად სხვადასხვა ადრესატის სახელზე,
რომლებიც შემდგომი რეაგირებისთვის გადმოიგზავნა კომიტეტში, თუმცა უკვე
რეაგირებულია კომიტეტის მიერ.
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის წარმომადგენლები და აპარატის თანამშრომლები შეხვდნენ
და სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიეს 1300-მდე მოქალაქეს, მათგან 350 მოქალაქეს უშუალოდ
შეხვდა კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტის მიერ ხდება შემოსული განცხადებების შინაარსობრივი ანალიზი და ძირითადი
ტენდენციების გამოკვეთა. შემოსული განცხადებების 9% ეხება სოციალურ საკითხებს, 27 % გამოძიებისა და მართლმსაჯულების სფეროს, სასჯელაღსრულების საკითხებთან დაკავშირებით
შემოსული განცხადებების წილი 13% შეადგენს, სასჯელისგან განთავისუფლების თხოვნით შემოსული
განცხადებების რაოდენობა 7%-ია, იურიდიული კონსულტაციის კუთხით დახმარების თხოვნას
შეეხება შემოსული განცხადებების 2%, დევნილი და საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით
გადაადგილებულ პირთა პრობლემატიკას - 1%, ხოლო 41% - სხვადასხვა მიმართულების თემებს.
ქვემოთ მოცემულია აღნიშნული სტატისტიკის ამსახველი დიაგრამა.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
12
აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა 2018 წელსაც არ დაარღვია თავისი ტრადიცია და კომიტეტის
თავმჯდომარემ თავის ამომრჩევლებს და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებს მიმდინარე
წლის 26 იანვარს ანგარიში წარუდგინა 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
4. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა
კომიტეტის საქმიანობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პარტნიორებთან და
დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.
საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით განხორციელდა შემდეგი სახის ღონისძიებები:
29. 09. 2017 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს
საქართველოში, ძი იანჩის.
23. 10. 2017 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს
საქართველოში, იოჰანეს დუმას.
08. 11. 2017 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა საქართველოში შვეიცარიის ელჩს, ლუკას ბეგლინგერს.
27. 11. 2017 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა ევროპის საბჭოს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში, კრისტიან
ურსეს.
24. 01. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან
06. 02. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელთან საქართველოში ერიკა
კვაპილოვას.
13. 02. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივს წარმომადგენელს ნილს
სკოტს.
05. 03. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა ავსტრიის ელჩს საქართველოში არად ბენკოს.
06. 03 .2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა
სერენ იაზგანს.
20. 03. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა საქართველოში ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს.
02. 04. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა
და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელს, დოროთა დლოუხი სულიგას.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
13
03. 04. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის
დირექტორს ფელიქს ჰეტთს და მის ასისტენტს, ირინა სეფერთელაძეს.
27. 04. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენელს არმინ რიზერს.
02. 05. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან
ურსეს.
24. 05. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები შეხვდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)
წარმომადგენლებს.
28. 05. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები შეხვდნენ ავსტრიის პარლამენტის ადამიანის უფლებათა
კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლაუს შერაკს.
29. 05. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან მარტინ
ჩუნგონგს.
05. 07 .2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე შეხვდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციას.
15. 08. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე, მოადგილესთან ერთად, ფისკალური დაგეგმარებისა და ანალიზის შესახებ
საერთაშორისო ექსპერტს, დანიელ მონტს შეხვდა.
17-18. 08. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა
ორდღიან
სამუშაო
შეხვედრაზე
გაეროს
ქალთა
ორგანიზაციასთან
და
გენდერული
თანასწორობის საბჭოსთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელა.
გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე და დანარჩენი წევრები პერიოდულად ოფიციალური
ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში და მნიშვნელოვან შეხვედრებს
მართავდნენ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პარტნიორებთან საერთაშორისო ასპარეზზე. 2017 წლის
სექტემბრის თვიდან განხორციელდა შემდეგი სახის ვიზიტები:
23. 09. 2017 - ადამიანის უფლებათა დაცვისა დ სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 36-ე სესიის გენერალურ
დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
12. 12. 2017 - ადამიანის უფლებათა დაცვისა დ სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარეობით საპარლამენტო დელეგაციამ მაღალი დონის შეხვედრები გამართა
შვეიცარიის კონფედერაციაში.
27. 01 – 03. 02. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა დ სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარეობით კომიტეტის დელეგაციამ გაეროში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები განხორციელდა გაერო-ს გენერალური მდივნის
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
14
თანაშემწესა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორთან მაგდი
მარტინეს-სოლიმანსთან, გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესა და გაეროს ქალთა
ორგანიზაციის (UN WOMEN) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან იანიკ
გლემარეკსთან და გაეროს ECOSOC -ის პრეზიდენტთან მარია შატარდოვასთან;
17. 02 – 21. 02. 2018 - ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე,
კომიტეტის წევრებთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის სახალხო დამცველს - პეტერ
ფიხტენბაუერს შეხვდა. შეხვედრები ასევე გაიმართა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის
ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის,
სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის და ცენტრალურევროპული ინიციატივის
დეპარტამენტის დირექტორთან კატარინა ვიზერთან და ამავე სამინისტროს ადამიანის
უფლებათა და ეთნიკური ჯგუფების დეპარტამენტის უფროსთან გერჰარდ დიუკანთან,
ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობის სპიკერთან პეტერ ლაუნსკი-ტიფენტალთან, ავსტრიის
რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარესთან გაბრიელე
ჰაინრიხ-ჰოზეკთან
და
სოციალ-დემოკრატიული
პარტიის
სპიკერთან,
ადამიანის
უფლებათა საკითხში, ჰარალდ ტროხთან. დელეგაცია ასევე შეხვდა ავსტრიის რესპუბლიკის
ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს
კარლჰაინც კოპფს, ლუდვიგ
ბოლცმანის ადამიანის უფლებების ინსტიტუტის სამეციერო ხელმძღვანელს, ვენის
უნივერსიტეტის პროფესორს, ჰანეს ტრეტერს, ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ავსტია-საქართველოს მეგობრობის
ჯგუფის ხელმძღვანელს - ნიკოლაუს შერაკს.
22. 02 – 23. 02. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრებთან ერთად, გერმანიის ფედერაციულ
რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ფრიდრიხ ებერტის ფონდის შუა და აღმოსავლეთ
ევროპის სამმართველოს ხელმძღვანელს სონია შირმბეკსა და გერმანიის საგარეო საქმეთა
სამინისტროს სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსს, მიხაელ
ზიბერტს და ამავე სამინისტროს სამხრეთ კავკასიის ორმხრივი ურთიერთობების
დეპარტამენტის დირექტორს კნუტ აბრაჰამს შეხვდა. შეხვედრები, ასევე გაიმართა გერმანიის
ბუნდესტაგის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარესთან გიდე იენსენთან და
ამავე კომიტეტის წევრთან, ადამიანის უფლებათა საკითხებში სოციალ-დემოკრატიული
პარტიის სპიკერთან გაბრიელე ჰაინრიხთან, სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის
ხელმღვანელთან კარინ შტრენცთან, გერმანიის ბუნდესტაგის წევრთან ფრანკ შვაბესთან და
გერმანიის მთავრობის რწმუნებულთან ადამიანის უფლებების საკითხებში ბერბელ
კოფლერთან.
26. 03 -28. 03. 2018 - საქართველოს საპარლამეტო და სამთავრობო დელეგაციამ, ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტის
თავმჯდომარის
მონაწილეობით, აშშ-ს საელჩოს ორგანიზებით, უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო
ზედამხედველობის
გაძლიერების
საკითხებთან
დაკავშირებით,
გერმანიაში,
ჯორჯ
მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპულ ცენტრში შეხვედრები გამართა.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
15
04. 06 – 07. 06. 2018 - საპარლამენტო დელეგაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ამერიკის
შეერთებულ
შტატებში
იმყოფებოდა,
სადაც
ქართველი
პარლამენტარები
აშშ-ის
სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის ბიუროს
ხელმძღვანელის მოადგილეს, კრის რობინსონს შეხვდნენ. შეხვედრები ასევე გაიმართა
ვაშინგტონში NDI-ს პრეზიდენტს, კენ ვოლაკთან; IFES-ის პრეზიდენტთან ბილ სვეენისთან,
ვიცე-პრეზიდენტთან მიხაელ სვეტლიკთან და კავკასიისა და ცენტრალური აზიის
პროექტების უფროს მენეჯერთან ენტონი ბოვიერთან. დელეგაციის წევრება ასევე
უმასპინძლეს კონგრესმენებმა რობერტ პიტენგერმა, ალენ ლოვენტალმა და რობერტ
ადერჰოლტმა.
28. 08 - 29. 08. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარემ ჟენევაში მაღალი დონის შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებათა
უმაღლესი კომისრის მოადგილესთან ქ-ნ კეიტ გილმორთან, UNCHR ევროპის ბიუროს
ოფისის დირექტორთან ქ-ნ პასკალ მოროსთან, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის
რეგიონალურ დირექტორთან ბ-ნ მაურიციო ბუსისთან, OHCHR-ის უნივერსალური
პერიოდული მიმოხილვის მიმართულების ხელმძღვანელთან ბ-ნ ჯიანი მაგაზენისთან,
UNICEF-ის რეგიონალურ დირექტორთან ქ-ნ აფშან ხანთან და საპარლამენტთაშორისო
გაერთიანების გენერალურ მდივანთან ბ-ნ მარტინ ჩუნგონგთან.
5. კომიტეტის პროექტები
კომიტეტმა, მის მიერ დასახული მიზნების მაქსიმალური ეფექტურობით შესასრულებლად,
გააძლიერა
ანალიტიკურ-კვლევითი
საქმიანობა. საანგარიშო პერიოდში, დაიწყო რამდენიმე
მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელების პროცესშია. კერძოდ, სოციალური მუშაკის
ინსტიტუტის გაძლიერება, ბავშვის კოდექსი, შრომის უსაფრთხოების ნორმების დახვეწა და
გაფართოება და ასევე ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სისტემის დანერგვა საქართველოს
შეიარაღებულ ძალებში.
ბავშვის კოდექსი - აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში ბავშვთა
უფლებების რეალიზაციისა და მათი სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის. კომიტეტის
თავმჯდომარის ინიციატივით შეიქმნა გაფართოებული სამუშაო ჯგუფი ბავშვის კოდექსის
პროექტის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით. სამუშაო ჯგუფში მოწვეული და ჩართული არიან
შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, მათ შორის საქართველოს სახალხო დამცველი და ყველა ის
ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის სფეროს და ინტერესს
წარმოადგენს ბავშვის უფლებების დაცვა და რეალიზება. 2018 წლის ივნისის თვეში გაიმართა
ინტენსიური შეხვედრები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში და კოდექსის პროექტში მაქსიმალურად
აისახა
ჩართული
მხარეების
მხრიდან
წამოსული
რეკომენდაციები
და
შენიშვნები.
განახლებული კოდექსის პროექტი ეტაპობრივად დაეგზავნება სამუშაო ჯგუფის წევრებს.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
16
სოციალური მუშაკის ინსტიტუციური რეფორმა - წარმატებით დასრულდა სამუშაო პროცესი
კანონის პროექტზე „სოციალური მუშაობის შესახებ“.
კანონშემოქმედებით პროცესში
ჩართულები იყვნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები,
ფრიდრიხ
ებერტის
თანამშრომლები
და
ფონდის
(Friedrich-Ebert-Stiftung)
ადმინისტრაციული
სამხრეთ
სამართლის
კავკასიის
ექსპერტი,
ოფისის
ქალბატონი
ანა
ფირცხალაიშვილი. 2018 წელს კანონის პროექტთან დაკავშირებით ინტენსიურად იმართებოდა
სამუშაო შეხვედრები (ჯამში 8 სამუშაო შეხვედრა) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და
სასამართლო
ხელისუფლების,
ასევე
არასამთავრობო
ორგანიზაციების
მაქსიმალურად
გათვალისწინებულ
საქართველოში
წარმომადგენლების
იქნა
დარგის
მოქმედი
საერთაშორისო
მონაწილეობით.
სპეციალისტების
და
კანონპროექტში
და
ექსპერტების
რეკომენდაციები, შენიშვნები და ინიციატივები. შედეგად საქართველოს პარლამენტმა
მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღო საქართველოს კანონი სოციალური მუშაობის
შესახებ, რომლის მიზანს წარმოადგენს საქართველოში სოციალური მუშაკის ინსტიტუტის
გაძლიერება.
გარდა
ამისა
კომიტეტის
მიერ
შემუშავებულია
აღნიშნული
კანონის
იმპლემენტაციის გეგმა, რომლის გაცნობა და განხილვა სამუშაო ჯგუფის წევრებთან 2018 წლის
9 ივლისის შეხვედრაზე მოხდა.
ადამიანის უფლებები ქართულ ჯარში - კომიტეტი აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ პროექტზე.
საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შემუშავდა კონცეფცია
საქართველოში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მექანიზმის შემუშავების
თაობაზე, საქართველოს სამხედრო შეიარაღებული ძალებში ადამიანის უფლებების კუთხით
არსებული ხარვეზების, გამოწვევების და მიზნების გათვალისწინებით.
ადამიანის უფლებების დაცვის კვირეული - ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან
დაკავშირებით კომიტეტმა ჩაატარა ადამიანის უფლებების კვირეული, რომლის ფარგლებში
კომიტეტის წევრების მაღალი ჩართულობით განხორციელდა მრავალფეროვანი ღონისძიებები,
კერძოდ:
04 დეკემბერი:
-
ბუკლეტების
გავრცელება
რუსთაველის
გამზირსა
და
მაჟორიტარულ
ოლქებში
-
„საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები“;
-
ვიზიტი
N8 საჯარო სკოლაში, შეხვედრა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან, ასევე
რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან.
05 დეკემბერი:
-
ვიზიტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში;
-
ვიზიტი გარდაბანში. შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებთან;
06 დეკემბერი:
-
იმიტირებული კომიტეტის სხდომა სტუდენტებისთვის;
-
კომიტეტის თავმჯდომარის საჯარო ლექცია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში.
07 დეკემბერი:
-
შშმ პირებთან შეხვედრა - მიღება პარლამენტში;
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
17
-
ვიზიტი N 46 საბავშვო ბაღში - შეხვედრა მასწავლებლებთან და მშობლებთან.
08 დეკემბერი:
- შეხვედრა პოლიციელებთან - ლექცია შსს აკადემიაში;
-
შეხვედრა
პარლამენტში
კომიტეტის
თავმჯდომარესთან
-
ადამიანის
უფლებები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
11 დეკემბერი - დასკვნითი ღონისძიება - მიღება პარლამენტში, რა დროსაც პარლამენტის
თავჯდომარის მიერ შეჯამდა ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეული.
საერთაშორისო კონფერენცია „2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი იმპლემენტაცია“ - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობასთან, გრიგოლ რობაქიძისა და კავკასიის
უნივერსიტეტთან და ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, როგორიცაა
GIZ და UNDP, ორგანიზება გაუწია მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც
მიზნად ისახავდა დღის წესრიგი 2030-ის იმპლემენტაციის ადრეულ ეტაპზე არსებული
გამოწვევების გამოვლენასა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა ქვეყნების
საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.
შრომის უსაფრთხოება ქართულ კანონმდებლობაში - ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტთან ერთობლივად, შექმნილია გაფართოებული სამუშაო ჯგუფი შრომის
უსაფრთხოების შესახებ სრულიად ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების მიზნით.
სამუშაო ჯგუფში ჩართული არიან სახელმწიფო უწყებები, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა
ინტერესების დამცველი ორგანიზაციებისა და აღნიშნულ სფეროში აქტიური სამოქალაქო
სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფმა უკვე გამართა ორი სამუშაო შეხვედრა 2018
წლის 20-21 ივლისს და 15 აგვისტოს. შეხვედრებზე დეტალურად იქნა განხილული ყველა ის
რეკომენდაცია რომელიც გაიცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ყველა ის
მოთხოვნა,
რომელიც
გამომდინარეობს
ევროკავშირთან
გაფორმებული
ასოცირების
ხელშეკრულებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნებიდან. კანონპროექტზე
მუშაობა ხორციელდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და მათ მიერ
მოწვეული ექსპერტების უშუალო ჩართულობით.
ქალთა
მიმართ
ცვლილებების
ძალადობისა
მომზადება
და
-
ოჯახში
ძალადობის
ცვლილებების
საკითხებზე
განხორციელების
საკანონმდებლო
მიზანია
სფეროს
მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში
ძალადობის შემთხვევებზე ადეკვატური პასუხისმგებლობის ზომების დაწესება. პროექტის
შემუშავებას წინ უსწრებდა პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, შესწავლილი იქნა
სახალხო
დამცველის
და
არასამთავრობო
ორგანიზაციების
რეკომენდაციები,
ასევე
ოფიციალური უწყებების სტატისტიკური მონაცემები.
გარდა ამისა, თავჯდომარის ინიციატივით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
18
02. 03. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში
ეთნიკური უმცირესობების, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლების ინოვაციური მეთოდების
პრეზენტაცია მოეწყო.
10. 03. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა
ახალგაზრდული პროექტის „გახდი პოლიტიკოსი და დაიცავი ადამიანი უფლებები კანონით“
საფინალო ღონისძიებას უმასპინძლა. პროექტი, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის
მიერ იყო ორგანიზებული, მიზნად ისახავდა მონაწილეთათვის კანონშემოქმედებითი
საქმიანობის გაცნობას და მათ წახალისებას, წვლილი შეიტანონ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა
დაცვის გაუმჯობესებაში.
12. 03. 2018 - პროექტის „ადამიანის უფლებათა სამიტი 2018“-ის ფარგლებში პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა
ევროპის ახალგაზრდული ასოციაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს.
29. 03. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თანამშრომლებმა „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ახალგაზრდებს უმასპინძლეს.
23. 04. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარის ინიციატივით ნაძალადევში გამწვანების აქცია გაიმართა, სადაც ადგილობრივ
მოსახლეობასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს
ბრიტანეთისა და იტალიის საელჩოების წარმომადგენლებმაც.
01. 06. 2018 - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს
პარლამენტის
ქუთაისის
ინტეგრაციის
კომიტეტის
სასახლეში
ადამიანის
თავმჯდომარემ
და
უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ჭიათურის
მაჟორიტარმა
დეპუტატმა,
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ 120 ბავშვსა და მათ პედაგოგებს უმასპინძლეს.
26. 04. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებს, სკოლის
მოსწავლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ევროინტეგრაციისა და
ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
25. 01. 2018 - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის
თავმჯდომარე
ბავშვთა
წარმომადგენლებს
შეხვდა.
დაცვის
საკითხთან
შეხვედრაზე
დაკავშირებით
მოწვეული
იყვნენ
მუნიციპალიტეტების
დეპუტატები,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, ადიგენის, ახალციხისა და
შუახევის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
19
6. ორგანიზაციული საკითხები
კომიტეტის
საქმიანობის
ეფექტიანობა
კანონმდებლობით
დაკისრებული
ფუნქციის
აღსრულებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით დაიხვეწა კომიტეტის საქმიანობის
ორგანიზაციული პროცესები:
საზოგადოებას წარედგინა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების
ანგარიში.
2018 წლის 16-17 იანვარს გაიმართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა ადამიანის უფლებათა
დაცვისა
და
სამოქალაქო
ინტეგრაციის
კომიტეტის
წევრებისა
და
აპარატის
თანამშრომლების მონაწილეობით, სადაც შეჯამდა 2017 წელს გაწეული საქმიანობა და
დაიგეგმა 2018 წელს განსახორციელებელი პროექტები.
16-17 აგვისტოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გაეროს განვითარების
პროგრამასთან (UNDP) ერთად კომიტეტის 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა.
კომიტეტში გატარდა სასწავლო ღონისძიებები კომიტეტის აპარატის თანამშრომლების შრომის
ეფექტიანობის ამაღლებისა და მათი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. კერძოდ:
ევროკავშირის მიერ ხორციელდება პროექტი „საპარლამენტო ზედამხედველობის
გაძლიერება სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმართულებით“, რომლის
ფარგლებში მოწვეული ექსპერტი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის თანამშრომლებისთვის 2018
წლის
ივნისიდან
ატარებს
ვორკშოპებს
საპარლამენტო
ზედამხედველობის
საერთაშორისოდ აღიარებული მექანიზმების გაცნობის მიზნით.
2018
წლის
ივნის-ივლისის
პერიოდში
კომიტეტის
აპარატის
თანამშრომლებმა
მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრისა და პარტნიორი
ორგანიზაციების ერთობლივ სასწავლო პროგრამაში შემდეგი მიმართულებებით: შშმ
პირების უფლებები, ბავშვთა უფლებები, კიბერ დანაშაული და კიბერ უსაფრთხოება,
საარჩევნო სისტემები და გენდერული კვოტირება, საზოგადოებაში მსჯავრდებულთა
რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხები და ასე შემდეგ.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018
20
დასკვნა
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად საქმიანობდა შემდეგი მიმართულებებით:
კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა,
საზოგადოებასთან ურთიერთობა,
სამართლებრივი რეფორმები, ინტერნაციონალიზაცია და შიდა ორგანიზაციული საკითხები.
კომიტეტი კანონშემოქმედებით პროცესში კრიტიკულად აანალიზებდა საკანონმდებლო
ინიციატივებს ადამიანის უფლებების ჭრილში.
განსაზღვრავდა
საკანონმდებლო ცვლილებების
აუცილებლობას ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.
ადამიანის
უფლებების
დაცვაზე
ეფექტიანი
საპარლამენტო
ზედამხედველობისათვის,
კომიტეტმა განახორციელა ეფექტური კონტროლი ანგარიშვალდებული უწყებების მიმართ, მათ შორის
ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ყოველწლიური
ანგარიშის მოსმენისა და ანგარიშში მითითებულ ფაქტებზე რეაგირების კუთხით. გარდა ამისა,
პირველად საქართველოს პარლამენტის ისტორიაში, კომიტეტის მხრიდან მოხდა სამოქალაქო
სექტორის
აქტიური
ჩართვა
პარლამენტის
საზედამხედველო
პროცესებში,
მათი
მხრიდან
ალტერნატიული ანგარიშების წარდგენისა და განხილვის ფორმით.
კომიტეტს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასა და
საზოგადოების
მოწყვლად
ჯგუფებთან.
გატარდა
გარკვეული
ღონისძიებები
სამოქალაქო
ინტეგრაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით. საკომიტეტო უფლებამოსილებების
უკეთ განხორციელების მიზნით ინფორმაციას იღებდა უშუალოდ ამ ჯგუფებისაგან და ეცნობოდა მათ
პრობლემებს ადგილზე.
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, დონორ
ორგანიზაციებთან. განხორციელდა მაღალი დონის შეხვედრები კომიტეტის თავჯდომარის და
კომიტეტის
წევრების
მიერ,
პარტნიორ
სახელმწიფოს
და
დონორ
ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან. გატარდა მთელი რიგი აქტივობები საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით
და თანამონაწილეობით.
კომიტეტი
ასევე
დაკავებული
იყო
კვლევითი
და
ანალიტიკური
საქმიანობებით.
განხორცილების პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა კოდიფიცირებული
აქტის „ბავშვის კოდექსის“ შემუშავება, შრომის უსაფრთხოების საკანონმდებლო მოთხოვნების
გაუმჯობესება და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა და საქართველოს
შეიარაღებულ ძალებში ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური სისტემის დანერგვა. საანგარიშო
პერიოდში, ასევე, მიმდინარეობდა კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება
ტრენინგ-კურსების მეშვეობით.
ააააააააა აააააააა ააააააა აა აააააააააა ააააააააააა ააააააააა აააააააა |01.09.2017-31.08.2018