„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-10
ბიუროს ნომერი 194
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატოს
1691 -ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 169
სიარული
. საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით
1
1. სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა
საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
და
სხვა
2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
შენიშვნა: აკრძალვა არ ვრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური
კორპუსის თანამშრომლებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოში ბოლო პერიოდში
გახშირებული ჩადრით, ნიქაბით და ბურკით ტურისტების სიარული.
აღნიშნული სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას,
გარდა ამისა შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით. ევროპის ქვეყნებში
უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით
სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში,
ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს
დანიაც შეუერთდა.
ა.ბ) კანონპროექტის მიღების მიზანი
კანონპროექტის მიღების მიზანია აიკრძალოს ჩადრით, ნიქაბით და
ბურკით სიარული.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის მიხედვით, ჩადრით, ნიქაბითა და ბურკით სიარული
ხდება დასჯადი ქმედება და სამართალდამრღვევს ეკისრება ფულადი ჯარიმა.
პირველ შემთხვევაზე 500 ლარი, განმეორებით შემთხვევაზე 1500 ლარი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით
დაფინანსების წყარო
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, ვინაიდან იმ პირებს, რომლებიც დაჯარიმდებიან 1691–ე მუხლის
საფუძველზე, დაეკისრებათ ჯარიმა. შესაბამისად, აღნიშნულმა შესაძლოა
გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზრდის
მიმართულებით. თუმცა მისი ზუსტი გაანგარიშება ამ ეტაპზე არ არის
შესაძლებელი, რადგან ეს დამოკიდებული იქნება შემთხვევების რაოდენობასა
და მოსამართლის შესაბამის გადაწყვეტილებაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღებას არ ექნება გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებებს.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება
კანონპროექტით დგინდება მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ვინაიდან
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენის
შემთხვევაში, შესაძლოა მათ სასჯელის სახით მოუწიოთ ჯარიმის გადახდა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
ან
სხვა
კანონპროექტით სასჯელის სახედ განისაზღვრება ჯარიმა იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტს არ ექნება გავლენა საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ საქართველოსა და
მეორეს მხრივ, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული
საქართველოს
სხვა
ორმხრივი
და
მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან
ევროკავშირის ასეთი სამართლებრივი აქტი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/
დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების)
ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21)
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ემზარ კვიციანი (პარლამენტის წევრი)