საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა (N07-2/223; 30.05.2018) და მისი თანმდევი პროექტების III მოსმენით განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-10
ბიუროს ნომერი 194
📜 ტექსტი
წერილი
N 14951
06/09/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და სხვა გამომდინარე კანონპროექტები
(N07-2/223; 30.05.2018).
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პაკეტის
მიზანია,
მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციის ახალი
რედაქციის დებულებებთან, რაც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის
მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის
დადებისთანავე.
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
კანონპროექტის III მოსმენით განხილვის ვადაა 12 სექტემბერი.
მესამე მოსმენისათვის საკითხის სრულყოფილი დამუშავების მიზნით
მიზანშეწონილია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და სხვა გამომდინარე კანონპროექტების განხილვის ვადა გაგრძელდეს
ორი კვირით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე