საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების გოჩა ენუქიძის და ივლიანე წულაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N07-3/185; 31.05.2018) საქართველოს კანონის პროექტის I მოსმენით განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-10
ბიუროს ნომერი 194
📜 ტექსტი
წერილი
N 14953
06/09/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტი წევრების გოჩა ენუქიძის და ივლიანე წულაიას
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარმოდგენილი საქართველოს
კანონის
პროექტი
„უცხოელთა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირთა
სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (07-3/185/9; 31-05-2018)
წარმოდგენილი კანონპროექტით მიზნადაა დასახული საინვესტიციო
ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საკითხების თანამედროვე
საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული
მიზნის
მისაღწევად
კანონპროექტით
გათვალისწინებულია,
როგორც
ინვესტიციათა მინიმალური ოდენობების ზრდა, ისე, კონტროლის ეფექტური
მექანიზმების შემოღება.
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
კანონპროექტის I მოსმენით განხილვის ვადაა 11 სექტემბერი.
კანონპროექტთან
დაკავშირებით
მიმდინარეობს
კონსულტაციები
და
მიზანშეწონილია „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი კვირით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე