საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/221; 30.05.2018) საქართველოს კანონის პროექტების I მოსმენით განხილვის ვადის 2 კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-10
ბიუროს ნომერი 194
📜 ტექსტი
წერილი
N 14954
06/09/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტები:
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (07-2/221; 30.05.2018).
საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის, ოჯახური
დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის
გაზრდას, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ნორმების დახვეწას და სახელმწიფო
პოლიტიკის გამკაცრებას.
კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად განსაზღვრულია იურიდიულ
საკითხთა კომიტეტი, ხოლო I მოსმენით განხილვის ვადაა 2018 წლის 11
სექტემბერი.
დამატებითი კონსულტაციების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია
განხილვის ვადის გაგრძელება ორი კვირით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე