„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 95 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014,
სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში
რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ
მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და
აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის
საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“
2. მე-7 მუხლის 1-ლ ნაწილს დაემატოს 11 ნაწილი:
„11 სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების
უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს.“
3. მე-7 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 5. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავთან
მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხის
განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის
წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს
სრული შემადგენლობის უმრავლესობით.“
4. 48-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის
უმაღლესი
თანამდებობის
პირი
არის
მერი.
მერი
წარმოადგენს
მუნიციპალიტეტს, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების
განხორციელებასა და წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებების
აღსრულებას ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის
ნორმატიული აქტების შესაბამისად.”
5. 131-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება თანაზომიერების
პრინციპის დაცვით.“
6. 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს
კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს
მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ
მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური
უფლებამოსილებების განხორციელებას.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ
განმარტებითი ბარათი
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი;
კანონპროექტის მიღების მიზეზია, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია,
რომელთან შესაბამისობაშიც უნდა მოვიდეს საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი;
კანონპროექტის
მიზანია,
შესაბამისობაში
მოიყვანოს
„ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს
კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება ეხება საქართველოს ორგანული კანონის
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს:
1. მე-2 მუხლის პირველ ნაწილს და თვითმმართველობის ორგანოების ნაცვლად,
იწერება თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი
ორგანოები.
2. მე-7 მუხლში ჩნდება ახალი ჩანაწერი, სუბსიდიარობის პრინციპთან
დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს კონსტიტუციის ახალ
რედაქციაში და შესაბამისად აისახება ორგანულ კანონშიც.
3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტში ნაცვლად კონსტიტუციის მე-71 თავისა, იწერება
კონსტიტუციის მე-9 თავი, ვინაიდან, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში,
ადგილობრივ თვითმმართველობას მე-9 თავი არეგულირებს.
4. 48-ე მუხლში, რომელიც არეგულირებს მერის უფლებამოსილებას,
შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან და ემატება
ჩანაწერი რომ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების
განხორციელებას.
5. 131-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩნდება კონსტიტუციურად განსაზღვრული
თანაზომიერების
პრინციპი,
სახელმწიფო
ზედამხედველობის
განხორციელებისას.
6. 141-ე მუხლის 1-ლ ნაწილში იცვლება მითითებული კონსტიტუციის მუხლი და
პუნქტი, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება.
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ნაერთი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტს არ აქვს გავლენა ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები;
კანონპროექტი
არ
გამოიწვევს
ვალდებულებების აღებას;
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
კანონპროექტი არ ავრცელებს ფინანსურ შედეგებს პირთა მიმართ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი);
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს;
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტი შესაბამისობაშია საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან.
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი ვალდებულება არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში
აღინიშნება:
დ.ა) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და
საერთაშორისო ორგანიზაცია (დაწესებულება), ექსპერტი, ასეთის არსებობის
შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო
ორგანიზაციას (დაწესებულება), ექსპერტს მონაწილეობა არ მიუღია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ორგანიზაციებსა და
ექსპერტებს.
ე) კანონპროექტის ავტორი;
პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია
ვ) კანონპროექტის ინიციატორი.
პარლამენტის წევრი: ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმ
მუხლების მოქმედი რედაქცია რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის
ცვლილება:
მუხლი 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება
1. ადგილობრივი თვითმმართველობა არის თვითმმართველ ერთეულში
რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ
არჩეული
ადგილობრივი
თვითმმართველობის
ორგანოების
მეშვეობით,
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი
მნიშვნელობის საკითხები.
2. თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის
დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული
საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს
ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს
გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ −
მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი
ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო
სამართლის იურიდიული პირია.
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები
1. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება
ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს.
2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად
სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, შექმნან შესაბამისი
სამართლებრივი, საფინანსო-ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობები.
3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, იმ საკითხებზე
გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს, წინასწარი კონსულტაციები გამართონ იმ
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც ქვეყნის
მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს აერთიანებენ.
4.
მუნიციპალიტეტი
უფლებამოსილია
მიმართოს
სასამართლოს
იმ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ქმედებების გასასაჩივრებლად,
რომლებიც
ზღუდავს
ადგილობრივი
თვითმმართველობის
საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად, სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
საქართველოს კონსტიტუციის მეშვიდე1 თავთან მიმართებით ნორმატიული აქტების
კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოში სარჩელის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის
საკრებულო იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო,
საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოში მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ
უფლებამოსილი პირი.
მუხლი 48. მერი
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი
თანამდებობის პირი არის მერი. მერი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებას ამ
კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტებისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. მერი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოსახლეობის
წინაშე.
მუხლი 131. სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესი და პრინციპი
1. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით,
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიით“ და ამ კანონით
დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში. დაუშვებელია სახელმწიფო
ზედამხედველობის განხორციელების განსხვავებული წესისა და ფარგლების დადგენა
საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
2. სახელმწიფო ზედამხედველობა ხორციელდება პროპორციულობის პრინციპის
დაცვით.
3. პროპორციულობის პრინციპის დარღვევით განხორციელებული სახელმწიფო
ზედამხედველობის ღონისძიების გამოყენების შედეგად მუნიციპალიტეტისათვის
მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.