„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №47, 05.08.2010, მუხ. 301) შეტანილ იქნეს ცვლილება
და 322 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა
გასდით/გაუვიდათ 2018-2019 წლებში და რომელთა მიმართაც ავტორიზაციის საბჭოს არ
მიუღია ამ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი
გადაწყვეტილება და რომლებიც წერილობით მიმართავენ სსიპ – განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ ცენტრს, ავტორიზებულად ჩაითვალონ ავტორიზაციის ვადის
გასვლის დღიდან 2020 წლის პირველ იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
1
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
იმ
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებებისათვის, რომელთაც ავტორიზაციის ვადა გასდით/გაუვიდათ 2018-2019
წლებში ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის დამატებითი ვადის მიცემა.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის,
რომლებსაც ავტორიზაციის ვადა გასდით/გაუვიდათ 2018-2019 წლებში, გაუგრძელდეთ
ავტორიზაციის ვადა 2020 წლის პირველ იანვრამდე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,
ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო
დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს. ავტორიზაციის შედეგად
საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
უნდა აღინიშნოს, რომ ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს
იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება არ
აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს მაინც. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან
ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან კარგავს
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს, ხოლო სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში
უჩერდებათ სტუდენტის სტატუსი და უფლებამოსილი არიან, ისარგებლონ მობილობის
უფლებით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში გასდით
ავტორიზაციის 6 წლიანი ვადა, არ მიეცათ გონივრული ვადა ავტორიზაციის სტანდარტების
დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად დღის წესრიგში დადგა მათვის ავტორიზაციისათვის
გონივრული ვადის მიცემის საკითხი, აღნიშნული კანონპროექტის მიღბის შედეგად
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის შემთხვევაში ავტორიზებულად ჩაითვლებიან 2020
წლის პირველ იანვრამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებითი სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს
ვალდებულება.
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპრექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე,
რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
საქართველოს
საერთაშორისო
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე ისეთი ხელშეკრულების / შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება,-მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. ასეთი ხელშეკრულება/შეთანხმება არ არსებობს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი, გია
ჟორჟოლიანი, სიმონ ნოზაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მარიამ ჯაში, გენადი მარგველაშვილი, გია
ჟორჟოლიანი, სიმონ ნოზაძე.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
იმ მუხლების სრული რედაქცია, რომელშიც „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით
შედის ცვლილება
მუხლი 322. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელახალი ავტორიზაცია და
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია
1. იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის ავტორიზაციის შესახებ
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2011–2015 წლებში, ავტორიზაციის 5-წლიანი ვადა
გაუგრძელდეს 1 წლით.
2. 2011-2012 წლებში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები და ქართულ
ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ამ საგანმანათლებლო პროგრამების ხელახალი
აკრედიტაციისათვის დადგენილი ეტაპების შესაბამისად. 2017 წლის 1 სექტემბრამდე
საქართველოს მთავრობის განკარგულებით განისაზღვროს 2011-2012 წლებში აკრედიტებული
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა
და
ქართულ ენაში მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამების 2018–2022 წლებში ხელახალი აკრედიტაციის ეტაპები
„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით დამტკიცებული
„მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/ სპეციალიზაციებისა და
პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალით“ (დანართი №4) გათვალისწინებული
მიმართულებების მიხედვით.
3. 2018 წლის 1 იანვრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ამ კანონის
მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შემოწმება განხორციელდეს
2016 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.
1