საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2017 წლის საშემოდგომო სესიისა და 2018 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195
📜 ტექსტი
წერილი
N 15404
13/09/2018
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების
შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ 2017 წლის საშემოდგომო
სესიისა და 2018 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ.
დანართი: 43 ფურცელი
პატივისცემით,
რომან კაკულია
თავმჯდომარე
ანგარიში
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის წლიური ანგარიში
2017 წლის საშემოდგომო სესია და 2018 წლის საგაზაფხულო სესია
სარჩევი
1.
2.
3.
კომიტეტის საქმიანობა ................................................................................................................. 2
1.1
კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები...................................................................... 2
1.2
კომიტეტის საქმიანობის ზოგადი სტატისტიკა ....................................................................... 3
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ............................................................................ 5
2.1.
კომიტეტისა და მისი წევრების საკანონმდებლო ინიციატივები ........................................... 5
2.2.
კომიტეტის მიერ განხილული მნიშვნელოვანი კანონპროექტები ......................................... 6
2.3.
რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები...................... 14
2.4.
საკანონმდებლო წინადადებები .............................................................................................. 18
2.5.
ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაცია.......................... 19
2.6.
კანონპროექტები, რომლებზეც კომიტეტი აგრძელებს მუშაობას ........................................ 22
2.7.
კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი .............................................................................. 24
2.8.
კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო........................................... 25
კომიტეტის საკონტროლო საქმიანობა ....................................................................................... 27
3.1.
საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მოსმენები .......... 27
3.2.
შეხვედრები კომიტეტის კოორდინაციის სფეროებში შემავალ საკითხებზე ...................... 31
4.
კომიტეტში შემოსული კორესპონდენცია .................................................................................. 34
5.
საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა ......................................... 36
6.
5.1.
კომიტეტი სოციალურ ქსელში და საზოგადოებასთან კომუნიკაცია .................................. 36
5.2.
სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ................................ 36
5.3.
საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD) ......................................................... 37
კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები ................................................................................. 39
6.1.
შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან ..................................................................................... 39
6.2.
საგარეო ურთიერთობები, კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები და შეხვედრები ......... 40
1
1. კომიტეტის საქმიანობა
1.1 კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაცვა და თავისუფალი კონკურენციის
უზრუნველყოფა;
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების
წარმატებული იმპლემენტაცია;
ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისაკენ მიმართული ეკონომიკური პოლიტიკის
შემუშავება/გატარება;
მეწარმეობისათვის და ინვესტიციების მოზიდვისათვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს
შექმნა;
სახელმწიფო ხარჯების ოპტიმიზაცია, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის
ეფექტიანობის გაზრდა;
სატრანსპორტო სისტემისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ქვეყნის სატრანზიტო
პოტენციალის ათვისება;
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისაკენ მიმართული ქვეყნის
ენერგეტიკული პოლიტიკა, განახლებადი ენერგიის გამოყენების სტიმულირება,
ენერგეტიკული სტატისტიკის შემუშავება;
სივრცითი მოწყობა;
ინდუსტრიული განვითარება;
2
1.2 კომიტეტის საქმიანობის ზოგადი სტატისტიკა
2017 წლის საშემოდგომო და 2018 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში კომიტეტი აქტიურად
იყო ჩართული კანონშემოქმედებით საქმიანობაში. კომიტეტის საქმიანობა შეეხო ისეთ სფეროებს,
როგორიცაა:
ბიზნესის
ხელშეწყობა,
სივრცითი
მოწყობა,
მშენებლობა,
კომუნიკაციები,
ტრანსპორტი, ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების საკითხები, მაუწყებლობა,
პროდუქტის უსაფრთხოება, შრომის უსაფრთხოება და სხვა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილულ იქნა 530 კანონის პროექტი
(გამომდინარე კანონპროექტებთან ერთად), რომელთაგან 78 კანონპროექტზე კომიტეტი იყო
წამყვანი, ხოლო 452 კანონპროექტზე მომზადებულ იქნა სავალდებულო დასკვნა. მათ შორის, 2017
წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში განხილულ იქნა 171, ხოლო 2018 წლის საშემოდგომო
სესიაზე 361 კანონის პროექტი. აღნიშნულ პერიოდში ჩატარებულ იქნა 46 კომიტეტის სხდომა
(2017 წლის საშემოდგომო სესია 19 და 2018 წლის საგაზაფხულო სესია 27 კომიტეტის სხდომა).
საანგარიშო
პერიოდში
კომიტეტის
მიერ
განხორციელდა
საქართველოს
პარლამენტში
სარატიფიკაციოდ შემოსული 44 საერთაშორისო ხელშეკრულების (6-ზე კომიტეტი იყო წამყვანი,
ხოლო 38-ზე კომიტეტის დასკვნა იყო სავალდებულო) შესწავლა და შესაბამისი დასკვნები
გაეგზავნათ წამყვან კომიტეტებსა და საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საზედამხედველო საქმიანობის მიმართულებით კომიტეტმა ჩაატარა 14 საკომიტეტო მოსმენა,
რომლებზეც განხილულ იქნა კომიტეტის საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების
განხილული კანონპროექტების რაოდენობა
(საკანონმდებლო ინიციატივები + გამომდინარე
კანონპროექტები)
წამყვანი:
78
სავალდებ
ულო: 452
ანგარიშები.
კომიტეტმა
განიხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
წარმოდგენილი
სახელმწიფო
ბიუჯეტის
სულ:
2017 წლის 6 თვის, 9 თვის და წლიური
530
შესრულების ანგარიშები, ასევე 2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და 3 თვის
შესრულების ანგარიში. კომიტეტის მიერ განხილულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის 2017
წლის წლიური ანგარიში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში და ამ სექტორში მომხმარებელთა
ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში, სსიპ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
2017 წლის საქმიანობის ანგარიში, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიში და
სხვა. წარმოდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით აღმასრულებელი ხელისუფლების და
მარეგულირებელი ორგანოების სათანადო უწყებების მიმართ კომიტეტის მიერ გაცემულ იქნა
შესაბამისი რეკომენდაციები.
კომიტეტი კვლავ აქტიურად თანამშრომლობდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ამ
დარგში არსებულ პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით
გაიმართა შეხვედრები,
რომელზეც წარმოდგენილ იქნა შესაბამის დარგებში არსებული პრობლემები. შეხვედრებში, ასევე
მონაწილეობდნენ
აღმასრულებელი
ხელისუფლების
წარმომადგენლები.
კომიტეტმა
შეხვედრების შედეგად მოამზადა რეკომენდაციები აღმასრულებელი ხელისუფლებისა და
მარეგულირებელი კომისიების მიმართ.
3
2017 წლის სექტემბრიდან, 2018 წლის ივნისის პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 244 სხვადასხვა
ორგანიზაციის წერილი და მოქალაქის განცხადება, რომლებზეც კომიტეტმა უზრუნველყო
დროული რეაგირება.
კომიტეტი,
ასევე
ინტენსიურად
თანამშრომლობდა
არასამთავრობო
სექტორისა
და
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საანგარიშო პერიოდში განხილული დოკუმენტების სტატისტიკა
კომიტეტი წამყვანი იყო
6
2
კომიტეტის დასკვნა
სავალდებულო იყო
38
4
3
6
4
18
36
საკანონმდებლო ინიციატივა - 18 (სულ 63
კანონპროექტი)
საერთაშორისო ხელშეკრულება - 6
საკანონმდებლო ინიციატივა - 36 (სულ 404
კანონპროექტი)
საერთაშორისო ხელშეკრულება - 38
საკანონმდებლო წინადადება - 2
ანგარიში - 6
ანგარიში - 4
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადება - 4
თანამდებობის პირების დანიშვნაზე თანხმობა - 3
სულ - 84
სულ - 33
4
2. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
2.1.კომიტეტისა და მისი წევრების საკანონმდებლო ინიციატივები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის წევრების მიერ შემუშავებულ იქნა რამდენიმე საკანონმდებლო
ინიციატივა, მათ შორის აღსანიშნავია:
საქართველოს პარლამენტის წევრის რევაზ არველაძეს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ელექტროენერგეტიკისა და
ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/154;
17.04.2018)
საკანონმდებლო პაკეტი ემსახურებოდა:
✓ დაზუსტება/განსაზღვრას თუ რომელი მომხმარებელი ჩაითვლებოდა ელექტროენერგიის
პირდაპირ და საცალო მომხმარებლებად.
✓ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის უფლებამოსილებების დაზუსტება/განსაზღვრას.
✓ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას რეგულირებადი საწარმოებისთვის, კერძოდ,
ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტებისთვის
კომისიის საქმიანობის უფრო
ეფექტიანი განხორციელების მიზნით.
✓ კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული კანონით განსაზღვრული ვადების შეცვლას.
✓ სალიცენზიო
და
სატარიფო
პროცედურების კორექტირებას.
რეგულირების
პროცესში
განსახორციელებელი
✓ კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის ამოქმედების ვადის კორექტირებას.
✓ სამინისტროსათვის
და
გამოცემისათვის/მოქმედი
გათვალისწინებულ
კომისიისათვის
ნორმატიული
მოთხოვნებთან
შესაბამისი
აქტების
ნორმატიული
საკანონმდებლო
შესაბამისობაში
მოყვანის
აქტების
ცვლილებებით
მიზნით
ვადის
განსაზღვრას.
საქართველოს პარლამენტის წევრების რომან კაკულიასა და ლევან კობერიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/91;
10.10.2017)
✓ რეგლამენტის
პროექტის
კანონშემოქმედებითი
მიზანს
წარმოადგენდა
საპარლამენტო
კომიტეტების
საქმიანობის
ეფექტიანობის
გაზრდა
საზოგადოების
და
5
ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებებით
მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ წამყვანი და სავალდებულო დასკვნის
წარმდგენი კომიტეტებისათვის პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების
განხილვის ვადების გახანგრძლივება.
✓ ცვლილებით,
ოპტიმალური
კომიტეტებს საშუალება
დროის
ფარგლებში,
მიეცათ ყოველი
შეძლონ
ინიციატივა განიხილონ
კონსულტაციების
გამართვა
ყველა
დაინტერესებულ ჯგუფებთან და ექსპერტებთან. აღნიშნული ზრდის კომიტეტების
ინფორმირებულობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს. შედეგად, იზრდება
კომიტეტების ეფექტიანობა პარლამენტის კანონშემოქმედებით და საზედამხედველო
საქმიანობაში. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალურია დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისათვის, ვინაიდან კანონპროექტები რომლებზეც
კომიტეტს უწევს მუშაობა პირდაპირ ან ირიბ გავლენას ახდენენ უშუალოდ კერძო
სექტორზე, რაც ბუნებრივია საჭიროებს მათი ჩართულობის უზრუნველყოფას.
2.2. კომიტეტის მიერ განხილული მნიშვნელოვანი კანონპროექტები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტის სხდომებზე განხილულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი
კანონპროექტები, რომლებზეც კომიტეტს გააჩნდა პრინციპული ხასიათის შენიშვნები.
კომიტეტი წამყვანია - 2017 წლის საშემოდგომო სესია
საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში
რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ" და მისგან გამომდინარე
კანონპროექტები (N07/2-91, 08.06.2017)
•
საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება განპირობებული იყო ავტოსატრანსპორტო
საშუალების მფლობელების მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო
დაზღვევის სტანდარტების შემუშავებითა და ამოქმედებით, რომელიც თავის მხრივ
დაარეგულირებს
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მფლობელების
მიერ
საგზაო-
სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მესამე პირის წინაშე წარმოშობილ ვალდებულებებს და
მისცემს საშუალებას, რომ ქვეყანა სამომავლოდ გაწევრიანდეს საერთაშორისო ავტოდაზღვევა
- „მწვანე ბარათის“ სისტემაში.
•
აღნიშნულ ინიციატივაზე კომიტეტის მიერ გამოთქმულ იქნა შენიშვნები და მოსაზრებები,
რომელთა უმეტესობა გაზიარებულ იქნა კანონპროექტების ავტორის მიერ და შესაბამისი
ასახვა ჰპოვა კანონპროექტთა ტექსტებში;
•
განხილვის პროცესში გაიმართა შეხვედრები სადაზღვევო კომპანიებთან და აღმასრულებელი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
6
საქართველოს კანონის პროექტი "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/78; 22.06.2017)
•
კანონპროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და
გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნას, მაუწყებლის საქმიანობის
მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო
საკანონმდებლო საფუძვლების შექმნას.
•
აღნიშნულ ინიციატივაზე კომიტეტის წევრების მხრიდან გამოთქმულ იქნა პრინციპული
ხასიათის შენიშვნები და მოსაზრებები, რომელთა ნაწილი გაზიარებულ იქნა კანონპროექტთა
ავტორების მიერ;
•
უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით გაიმართა არა
ერთი სამუშაო შეხვედრა, როგორც კანონპროექტის ინიციატორებთან, საზოგადოებრივი
მაუწყებლის
წარმომადგენლებთან,
ხელმძღვანელობასთან,
წარმოდგენილ
ასევე
რეგულაციებთან
სახელმწიფო
კომერციული
შესყიდვების
ტელევიზიების
დაკავშირებული
სააგენტოს
წარმომადგენლებთან.
მსჯელობა
ფუნდამენტურ და სიღრმისეულ ხასიათს, როგორც სამართლებრივი
ატარებდა
საკმაოდ
ასევე პრაქტიკული
ანალიზის კუთხით.
კომიტეტი წამყვანია - 2018 წლის საგაზაფხულო სესია
საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ და მისგან
გამომდინარე კანონპროექტები (N07-2/130; 28.09.2017)
საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავდა:
❖ საჯარო და კერძო თანამშრომლობის გამჭვირვალე, ეფექტიანი და თანამედროვე
სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს შექმნას.
❖ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.
❖ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.
❖ ინვესტიციებისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში გაიმართა ინტენსიური შეხვედრები და
დისკუსია კანონპროექტით წარმოდგენილ რეგულაციებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც
კომიტეტმა დააყენა არაერთი პრინციპული შენიშვნა, რომელთა უმეტესობა გათვალისწინებულ
იქნა ინიციატორის მიერ.
7
საქართველოს კანონის პროექტი „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო
საქმიანობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (N07-2/2; 24.11.2016)
კანონპროექტის პრიორიტეტულობისა და სირთულის გათვალისწინებით, განხილვის პროცესში
კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანი იყო განეხილათ დარგის ექსპერტების
მიერ მოწოდებული ყველა ის ძირითადი გამოწვევები და საკითხები რომლებიც, მათი
მოსაზრებით საჭიროებდნენ კოდექსში ასახვას. შეხვედრებში კომიტეტთან ერთად აქტიურად
მონაწილეობდნენ, როგორც დარგის ექსპერტები, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.
6 თვიანი სამუშაო პროცესის შედეგად:
✓ გადამუშავდა კანონპროექტის საკმაოდ მნიშვნელოვანი და მოცულობითი მასალა, დაიხვეწა
კანონპროექტის ტექსტი და შემადგენელი მუხლები;
✓ შეიცვალა კოდექსის სათაური და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“;
✓ კოდექსის მიზნებს და ამოცანებს დაემატა არქიტექტურული საქმიანობა და მისი ხარისხის
ამაღლების ხელშეწყობა.
✓ აქედან გამომდინარე გაჩნდა ზოგადი მუხლი არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების
სერტიფიცირების შესახებ;
✓ ასევე მოხდა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინება. გაჩნდა ვალდებულება, რომ
სივრცის დაგეგმვა აუცილებლად უნდა მოიცავდეს ლანდშაფტის დაცვის, გაუმჯობესებისა და
განვითარების ასპექტებს.
✓
იგივე კანონპროექტის პრინციპებში აისახა, რომ შესაბამისი გეგმარებითი გადაწყვეტების
მეშვეობით ტერიტორიები დაცული უნდა იქნეს არა მარტო ბუნებრივი და ტექნოგენური
კატასტროფებისაგან, არამედ სოციალური საფრთხეებისგანაც.
✓ დაიხვეწა შენობა-ნაგებობის ხარისხისა და ენერგო ეფექტიანობის მარეგულირებელი
მუხლები;
✓ ახლებურად მოწესრიგდა მშენებლობის ზედამხედველობის სახეები;
კანონპროექტის განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლებიც,
რომელთა
მიერ
წარმოდგენილი
შენიშვნების
უმრავლესობაც
გათვალისწინებული იქნა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო შეხვედრების შედეგად ყურადღება გამახვილებულ იქნა სხვა
მნიშვნელოვან
საკითხებზე,
რომლებიც
კომიტეტის
მოსაზრებით
საჭიროებენ
შემდგომ
კონცენტრირებას, რათა დაიმკვიდრონ თავისი კუთვნილი ადგილი საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში. აღნიშნული
გამოწვევიდან გამომდინარე, კომიტეტთან შეიქმნა „სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის და
8
არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიეროსაკონსულტაციო
საბჭო“, რათა გაგრძელდეს მუშაობა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე,
რომლებითაც შემდგომში მოხდება კოდექსის სრულყოფა.
საქართველოს კანონების პროექტები: „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ , „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/161; 29.12.2017)
კანონპროექტის მიღებით მოხდა:
❖ საქართველოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების
ზედამხედველობის სისტემის
დანერგვა ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომების დირექტივების და საუკეთესო
პრაქტიკის გათვალისწინებით.
❖ საზედამხედველო ორგანოდ განისაზღვრა „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის
სააგენტო“.
❖ სააგენტოს საზედამხედველო სფეროს, მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების გარდა,
დაემატა ბაზარზე განთავსებული ის პროდუქცია, რომლებიც განისაზღვრა შესაბამისი
ტექნიკური რეგლამენტით. კერძოდ, სამშენებლო პროდუქტები, სათამაშოები, მანქანა
დანადგარები, სამოქალაქო მოხმარების ფეთქებადი მასალები და სხვა.
❖ ცვლილებებით სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს, როგორც მთლიანად პროდუქციის
ყველა მახასიათებელი, ასევე მისი ცალკეული კომპონენტი, როგორც დოკუმენტური
შესაბამისობის თვალსაზრისით, ასევე ლაბორატორიული გამოცდის მეშვეობით.
❖ საფრთხის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მიიღოს
გადაწყვეტილება პროდუქციის რეალიზაციის შეჩერების, ამოღების, გამოთხოვის ან/და მისი
განადგურების შესახებ რისკების შესაბამისად. ასევე, კანონპროექტი ადგენს შესაბამის
ჯარიმებს ბაზარზე ეკონომიკური ოპერატორის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევებზე.
აღნიშნულის მიზანია, საქართველოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტები აკმაყოფილებდნენ
მათთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ შეუქმნან საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობას,
სიცოცხლეს, საკუთრებას ან/და გარემოს. ახალი კანონის პროექტი ითვალისწინებს ბევრ ისეთ
ახლებურ მიდგომას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ბაზარზე განთავსებული
პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფას.
კანონპროექტის
განხილვაში,
ასევე
ჩართულები
იყვნენ
არასამთავრობო
სექტორის
წარმომადგენლებიც. კანონპროექტი სამი მოსმენით მიღებულ იქნა პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე.
9
საქართველოს კანონის პროექტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/230; 12.06.2018)
კანონის პროექტი ემსახურებოდა ავიაკომპანიების ხელშეწყობას საქართველოს ტერიტორიაზე
საავიაციო სამუშაოების ჩატარებისა და საქართველოს მიმართულებით არარეგულარული
საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დროს ფორმალობების გამარტივებას, შესაბამისი ნებართვის
მაძიებელი
იურიდიული
პირის
სამეწარმეო
რეესტრიდან
ამონაწერის
წარდგენის
ვალდებულებისგან გათავისუფლებით.
კომიტეტისათვის სავალდებულო დასკვნის მქონე კანონპროექტები - 2017 წლის საშემოდგომო
სესია
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე
კანონპროეტები (#07-2/81; 25.05.2017)
კანონპროექტების მიღება განპირობებული იყო საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა
მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლების
გაძლიერებისა და გამკაცრების აუცილებლობით, მათ შორის უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციის
აღკვეთის
ხელშეწყობის
მიზნებისათვის,
ასევე
საზედამხედველო
უფლებამოსილების განხორციელებისას პროცესის მეტი მოქნილობისა და მომხმარებელთა
ინტერესების მაქსიმალური დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებით.
აღნიშნული საკითხი კომიტეტმა განიხილა საკომიტეტო სხდომებზე, ასევე სამუშაო
შეხვედრების ფორმატშიც. კანონპროექტების განხილვისას კომიტეტის წევრების მხრიდან
გამოთქმულ იქნა პრინციპული ხასიათის შენიშვნები და მოსაზრებები, რომელთა ნაწილი
გაზიარებულ იქნა კანონპროექტის ავტორის მიერ.
საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან
გამომდინარე კანონპროექტები (07-2/137; 20.10.2017)
საკანონმდებლო პაკეტი ემსახურებოდა გარკვეული უარყოფითი გარეგანი ეფექტებისა და
სოციალური
ფონის
გაჯანსაღებას.
კერძოდ,
აზარტულ
თამაშებზე
არაჯანსაღი
დამოკიდებულების, თანხმლები ფინანსურ/სოციალური პრობლემების, არასრულწლოვანთა
ჩართულობისა და ფულის გათეთრების მაღალი რისკის აღმოფხვრას.
10
საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (07-2/150; 22.11.2017)
წარმოდგენილი კანონპროექტი განხილული იყო კომიტეტის სხდომაზე, სადაც დადებითად იქნა
შეფასებული კანონპროექტით წარმოდგენილი პრინციპები, რაც თავისთავად მიზნად ისახავს:
✓ კაპიტალის ბაზრის განვითარებას,
✓ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირებისთვის და კოოპერატივებისათვის საგადასახადო
შეღავათების ვადის გაგრძელებას 2023 წლამდე,
✓ ასევე სახვადასხვა სახის პროდუქციის დღგ-საგან განთავისუფლებას.
აღნიშნული შეღავათები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, კომიტეტზე
გაჟღერდა რამდენიმე შენიშვნა, რომელიც კომიტეტის წევრებმა გაიზიარეს.
კომიტეტმა საჭიროდ მიიჩნია კანონპროექტების მეორე მოსმენამდე კონსულტაციების გამართვა
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილება
ეხებოდა ლეალური წყლის
შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებას
გადამუშავებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პირობით. ლეალურ
წყლებთან დაკავშირებით კომიტეტში შემოსულია ასევე წერილი და ეს სფერო მოითხოვს უფრო
სიღრმისეულ შესწავლას. ასევე, გადახედვას საჭიროებს ლეალურ წყლებთან დაკავშირებით
აქციზის განაკვეთები.
კომიტეტზე, ასევე გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ბაზრობებზე ვაჭრობის
ორგანიზებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელიც უნდა ამოქმედეს 2020 წელს არ არის
საკმარისი და ბიზნეს უნდა მიეცეს უფრო მეტი ვადა ადაპტაციისთვის.
კომიტეტისათვის სავალდებულო დასკვნის მქონე კანონპროექტები - 2018 წლის საგაზაფხულო
სესია
საქართველოს კანონის პროექტი „დაგროვებით პენსიის შესახებ“ და მისგან გამომდინარე
კანონპროექტები (07-2/162;29.12.2017)
საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება - მოქალაქისთვის დანაზოგის შექმნის შესაძლებლობას,
რომელიც პირდაპირპროპორციული იქნება წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ
გამომუშავებული ხელფასისა და საშულებას იძლევა მიღებულ იქნეს უფრო მაღალი ჩანაცვლების
კოეფიციენტი.
წარმოდგენილი კანონპროექტი არეგულირებს - დაგროვებითი საპენსიო სქემის ორგანიზებისა და
განხორციელების
საკითხებს
და
განსაზღვრავს
დაგროვებითი
საპენსიო
სქემის
11
მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებსა და პირობებს, ასევე დაგროვებით საპენსიო
სქემაში სავალდებულო და ნებაყოფლობითი მონაწილეობის პრინციპებს, დასაქმებულის,
დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან
დაკავშირებით.
გრძელვადიან პერიოდში, დაგროვებითი პენსია ემსახურება სოციალურ პენსიასთან ერთად
პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტის მნიშვნელოვან გაზრდას.
კანონპროექტის განხილვის პროცესში კომიტეტმა გამოთქვა პრინციპული ხასიათის შენიშვნები
რაც მიმართული იყო საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდისკენ.
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/176; 07.03.2018)
კანონპროექტით, საგადასახადო კოდექსში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები მცირე
ბიზნესის წახალისების კუთხით, საქველმოქმედო ორგანიზაციები, სსიპ-ები და ა(ა)იპ-ებთან
დაკავშირებით,
საჰაერო
ხომალდებისთვის ტექნიკურ
ავტომანქანების
რეექსპორტთან
დაკავშირებით,
მომსახურებასთან
შეზღუდული
დაკავშირებით,
შესაძლებლობების
მქონე
პირებისთვის ადაპტირებულ ავტომობილებთან და საფინანსო სექტორთან დაკავშირებით.
კომიტეტმა ყველა აღნიშნული საშეღავათო ხასიათის ცვლილებები დადებითად შეაფასა და
ჩათვალა
ეკონომიკური
ზრდის
მასტიმულირებლად,
შესაბამისად,
მხარი
დაუჭირა
კანონპროექტს.
საქართველოს კანონის პროექტი "ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (N07-3/140; 22.03.2018)
აღნიშნული კანონპროექტი ახლებურად ადგენს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის
გამოანგარიშების
წესს
ახალ
ასაშენებელ
ობიექტებზე.
ცვლილებიდან
გამომდინარე,
მოსაკრებლის ოდენობა დამოკიდებული იქნება არა ასაშენებელი ობიექტის პროექტით
გათვალისწინებულ განაშენიანების ფართობზე, როგორც ამას ითვალისწინებდა არსებული
რეგულაცია, არამედ აღნიშნული გამოითვლება განაშენიანების ინტენსივობის (კ-2)
კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის მიხედვით. იზრდება მოსაკრებლის ოდენობაც.
ასევე, კანონპროექტი აწესებს მოსაკრებლის ოდენობას ხაზობრივი ნაგებობების მშენებლობის და
ისეთი შენობა–ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ გააჩნია განაშენიანების
ინტენსივობის (კ-2) კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი.
12
საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (N07-3/141; 22.03.2018)
წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება ითვალისწინებს ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რიგი სანქციების გაზრდას და გამკაცრებას კონკრეტულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევებზე.
კანონპროექტის
სიახლეს
წარმოადგენს
სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებით უნებართვო ვაჭრობასთან დაკავშირებით სანქციის
დაწესება.
საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/184; 29.03.2018)
საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება ფართო რეგულაციის შემოღებას, რომელიც მასობრივი
თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირების წინაშე სავალდებულო სამოქალაქო
პასუხისმგებლობის
დაზღვევას
ითვალისწინებდა.
აღნიშნული
რეგულაცია
შეამცირებს
ქვეყანაში ხანძრით და აფეთქებით გამოწვეული შედეგების სოციალურ–ეკონომიკურ სიმძიმეს.
საქართველოს კანონის პროექტი: „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან
გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/209; 03.05.2018)
საკანონმდებლო პაკეტი ემსახურებოდა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უფრო ეფექტური
და მოქნილი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობდა ქმედითი სამოქალაქო
უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებას, მათ შორის საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი
პრევენციისა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფას.
საქართველოს კანონების პროექტები „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მავნე ზეგავლენისაგან
არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№07-3/167; 15.05.2018)
საკანონმდებლო
პაკეტი
ემსახურებოდა
ელექტრონული
კომუნიკაციების
სფეროში
ავტორიზებული პირებისთვის არსებული ვალდებულების საკანონმდებლო დონეზე აყვანას
არასრულწლოვანთა ონლაინ რისკებისგან დაცვისათვის არსებული მექანიზმების თაობაზე
ინტერნეტ მომხმარებელთა სათანადო ინფორმირების თვალსაზრისით.
ბავშვებისათვის უფრო მეტად დაცული ვირტუალური სამყაროს შექმნას, მშობლების, მეურვეების
და მოზარდების ინფორმირებულობის ზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით, რომ
13
ინტერნეტი გამხდარიყო უსაფრთხო ადგილი, სადაც ყველა ასაკის ბავშვი შეძლებდა ახალი
ტექნოლოგიების ყველა სპექტრისა და შესაძლებლობების გამოყენებას.
საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (07-2/225; 31.05.18)
კანონპროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკის მავნე ტენდენციის - ჭარბვალიანობის
პრობლემის მოგვარებას და საკრედიტო ურთიერთობების დარეგულირებას მომხმარებელთა
ინტერესების გათვალისწინებით.
კომიტეტმა კანონპროექტის განხილვისას
გამოთქვა პრინციპული ხასიათის შენიშვნები
რომელთა დიდი ნაწილი გათვალისწინებულ იქნა ინიციატორის მიერ.
2.3.რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა რამდენიმე მნიშვნელოვანი რატიფიცირებისათვის
წარდგენილი დოკუმენტი, კერძოდ:
➢ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს
მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის
შესახებ“ შეთანხმება (N07-2/100; 28.06.2017).
აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას
შორის საქონლითა და მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობის პირობები. შეთანხმების მთავარ
მიზანს წარმოადგენდა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ვაჭრობასთან
დაკავშირებული ზედმეტი ტექნიკური ბარიერების თავიდან აცილება, აღმოფხვრა და შემცირება;
➢ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "ოქმთან - „ზღვის
ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა
საქართველოს შეერთება" (07-2/114; 11.08.2017).
და
იმუნიტეტების
შესახებ“
აღნიშნულ ოქმთან შეერთებით გაიზრდება საქართველოში ორგანოს წარმომადგენლებისა და
ექსპერტების
მისიების
განხორციელების
შესაძლებლობა,
ასევე
საქართველოს
მიეცემა
შესაძლებლობა თავადაც აწარმოოს რაიონში (ეროვნული იურისდიქციის ფარგლებს მიღმა
მდებარე ზღვის და ოკეანის ფსკერის ზედაპირზე) კვლევები ან ბუნებრივი რესურსების მოპოვება.
➢ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „სატრანზიტო და
სატრანსპორტო თანამშრომლობის შესახებ (ლაპის ლაზულის მარშრუტის შეთანხმება)“
შეთანხება (№07-2/194; 16.04.2018)
შეთანხმების პროექტი
ქმნის ხუთ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამართლებრივ
საფუძვლებს, რომელიც ითვალისწინებს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას, თურქმენეთის,
აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკებს შორის სავაჭრო და სატრანსპორტო
ურთიერთობების ხელშეწყობას.
14
პროექტი ეფუძნება 2012 წელს USAID-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის შედეგადაც ოთხ
კრიტერიუმზე დაყრდნობით (დრო, ფასი, საიმედოობა, უსაფრთხოება) გამოიკვეთა
ავღანეთისთვის ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან სავაჭრო კავშირების განვითარების
მიზნით სამი ყველაზე პრიორიტეტული მარშრუტი:
1) თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო (ფოთის პორტი)
2) პაკისტანი (ყარაჩაის პორტი) რკინიგზით
3) უზბეკეთი - ყაზახეთი - რუსეთი - ლატვია (რიგის პორტი).
ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მარშრუტი საქართველოს გავლით ავღანეთიდან
ევროპის მიმართულებით შეფასებულია, როგორც:
უდიდესი პოტენციალის მქონე;
ყველაზე სანდო და უსაფრთხო რისკების მატარებელი;
მნიშვნელოვანი მიმდინარე საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები თურქმენეთში,
აზერბაიჯანსა და საქართველოში.
დოკუმენტის მნიშვნელობიდან გამომდინარე პროექტთან დაკავშირებით მომზადდა მოკლე
ანალიტიკური ინფორმაცია შესაძლო დადებით თუ უარყოფით გავლენასთან დაკავშირებით.
➢ საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისათვის წარმოდგენილი „საბაჟო პროცედურების
გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენცია (№07-2/218;
24.05.2018).
კონვენცია ადგენს ყოვლისმომცველი საბაჟო პროცედურების სტანდარტებს (მათ შორის
საქონლის გაფორმების, სასაქონლო დეკლარაციის წარდგენის, რეგისტრაციის, შემოწმების,
გადასახადების უკან დაბრუნების ზოგად წესებს), რომელიც ხელს უწყობს კანონიერ ვაჭრობას და
იმავდროულად უზრუნველყოფს საბაჟო შემოსულობებისა და საზოგადოების ინტერესების
დაცვის მიზნით საბაჟო კონტროლის განხორციელებას.
კონვენციასთან მიერთება:
საშუალებას იძლევა ქვეყანამ, როგორც ხელშემკვრელმა მხარემ მონაწილეობა მიიღოს
კონვენციის 112 ხელშემკვრელი მხარისთვის სამართლებრივად სავალდებულო
სტანდარტების შემდგომ შემუშავება/განახლების პროცესში;
ორმხრივი და მრავალმხრივი ვაჭრობის შესახებ სამომავლო მოლაპარაკების წარმოებისას
მნიშვნელოვნად ამარტივებს საბაჟოსთან დაკავშირებულ დებულებებზე შეთანხმების
მიღწევის პროცესს;
აადვილებს ხელშემკვრელი მხარის საბაჟოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების
განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების მიღებას.
კონვენციის დებულების ამოქმედება ხელს უწყობს:
✓ უფრო სწრაფად საქონლის გაშვებას და შესაბამისად ამცირებს ვაჭრობის ხარჯებს;
✓ დაჩქარებული ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლის გაზრდას;
✓ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მატებას და შედარებითი კონკურენტუნარიანობის
გაუმჯობესებას.
15
აღსანიშნავია საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული საქართველოს პარლამენტში
სარატიფიკაციოდ
შემოსული
საერთაშორისო
შეთანხმებები,
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის:
-
რომლებიც
ემსახურება
გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და
აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის
შემოვლითი გზის პროექტი)" (07-2/103; 18.07.2017);
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და
აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი
გზის გაუმჯობესების პროექტი)“ (07-2/109; 28.07.2017);
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და
ევროპის
საინვესტიციო
ბანკს
შორის
ფინანსური
ხელშეკრულება
(საქართველოს
სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)"(07-2/111; 28.07.2017);
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის
შემოვლითი გზის პროექტი)“ (07-2/112; 03.08.2017).
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება
(აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების
პროექტის დამატებითი დაფინანსება)“ (07-2/159; 22.12.2017)
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების
(აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების
პროექტი)“ ცვლილება“(07-2/160; 22.12.2017)
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და
ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული
ავტომაგისტრალი - A)“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის
(საქართველო - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - B)“ ფინანსურ
ხელშეკრულებაში №2 ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილი-შეთანხმება (№07-2/219;
25.05.2018)
-
მუნიციპალური სატრანსპორტო ავტოპარკის გაუმჯობესება
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "2016 წლის 11 მაისით
დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს
შორის სასესხო შეთანხმების (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ N1 ცვლილების
შეთანხმება" (07-2/104; 18.07.2017);
16
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოსა და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის
ავტობუსის პროექტი)"(07-2/110; 28.07.2017).
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და
აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მდგრადი
ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ (07-2/164;16.01.2018)
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2017 წლის 13
ივლისით დათარიღებულ „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ №1 ცვლილების
შეთანხმება“ (№07-2/191; 10.04.2018)
-
ურბანული მომსახურების გაუმჯობესება
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2011 წლის 1
დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების
(სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო
პროგრამა - პროექტი 2)“ N3 ცვლილების“, „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის
განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული
მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ N1 ცვლილების“ და
„2015 წლის 5 თებერვლის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო
ხელშეკრულების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების
საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“ N2 ცვლილების“ წერილი-შეთანხმება "(07-2/108;
28.07.2017);
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2013 წლის 19
დეკემბრის „საქართველოს და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების
(სპეცილური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო
პროგრამა-პროექტი 3)" №2 ცვლილება"(07-2/117; 21.08.2017);
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2011 წლის 10 მაისის
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური
ოპერაციები) (ურბანული მომსახურების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 1) N5
ცვლილება“ (N07-2/206; 02.05.2018)
-
ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "2010 წლის 28
დეკემბრის
„საქართველოს
და
ევროპის
საინვესტიციო
ბანკს
შორის
ფინანსური
ხელშეკრულების (საქართველო - ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის
რეაბილიტაციის პროექტი)“ N2 ცვლილება“ (07-2/105; 25.07.2017)
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ენგურის
17
ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი
მდგრადობის გაუმჯობესება)“ (07-2/169, 14.02.2018)
✓ საქართველოს
მთავრობის
მიერ
რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილი
„ამერიკის
შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დახმარების შესახებ 2010 წლის 25
თებერვლის ხელშეკრულების (ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის)“
ცვლილება ნომერი ექვსი" (№07-2/196; 11.04.2018)
-
მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა
✓ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „რეკონსტრუქციის
საკრედიტო ბანკსა (KFW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო ხელშეკრულება
(მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II)“ (07-2/146; 20.11.2017).
საშემოდგომო სესიის პერიოდში, სულ კომიტეტმა განიხილა ინფრასტრუქტურული
პროექტების დასაფინანსებლად შემოსული 10 საერთაშორისო შეთანხმება. დასაფინანსებელი
პროექტების თანხამ შეადგინა - 174 მლნ. ევრო და 678 მლნ. დოლარი.
2.4.საკანონმდებლო წინადადებები
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 2 საკანონმდებლო წინადადება:
❖ 2017 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე კომიტეტმა განიხილა საქართველოს საკაბელო
ტელევიზიების კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კომიტეტის აზრით
შემოთავაზებული საკანონმდებლო წინადადება ვერ წყვეტს დასმულ პრობლემას იმ ფორმით,
რომ
მოხდეს
მონაწილე
მხარეთა
ინტერესთა
ბალანსი.
შესაბამისად
კომიტეტმა
საკანონმდებლო წინადადება ცნო უარყოფილად. ამასთან კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია,
რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომიტეტისათვის ორი მნიშვნელოვანი
პრინციპის გათვალისწინებით, როგორიც არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა და
კონკურენციის უზრუნველყოფა მოახდინოს საკითხის დარეგულირება და იმ შემთხვევაში,
თუ მოქმედი საკანონმდებლო რეგულაცია არ იძლევა საშუალებას პრობლემა გადაიჭრას
ორივე მხარის ინტერესების დაცვით, კომისიამ უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს თავისი
წინადადებები კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით.
❖ კომიტეტმა 11 დეკემბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება "პიონერი საწარმოების შესახებ". უნდა
აღინიშნოს, რომ კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას
წარმოადგენს მეწარმეობის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება და
მხარდაჭერა,
მაგრამ
კომიტეტმა
არ
წარმოდგენილი
მიიჩნია
სახით
მიზანშეწონილად
ადგილობრივი
და
აქედან
წარმოების
გამომდინარე
ხელშეწყობა
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის 5 პუნქტის შესაბამისად საკანონმდებლო
1
წინადადება კომიტეტის მიერ ცნობილ იქნა უარყოფილად.
18
2.5.ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაცია
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის
მიღება გამომდინარეობდა
ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგიდან. მათ შორის
აღსანიშნავია:
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(07-2/87; 01.06.2017)
კანონპროექტის მიღების მიზანია, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO)
მიერ
2013 წლის ოქტომბერში ჩატარებული ყოვლისმომცველი აუდიტის ფარგლებში
გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა და საქართველოსა და ევროკავშირს და მის წევრ
სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით გათვალისიწინებული ქვემოთ
მოცემული რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა;
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 20
თებერვლის No216/2008 რეგულაცია
სამოქალაქო ავიაციის სფეროში საერთო წესებისა და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების
სააგენტოს შექმნის შესახებ (საბაზისო რეგულაცია);
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის No549/2004 რეგულაცია ერთიანი
ევროპული საჰაერო სივრცის შექმნის ჩარჩოს დადგენის შესახებ (ჩარჩო რეგულაცია);
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის რეგულაცია No550/2004
ევროპულ საჰაერო სივრცეში სანავიგაციო მომსახურებით უზრუნველყოფის
(მომსახურების უზრუნველყოფის რეგულაცია);
ერთიან
შესახებ
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 10 მარტის No551/2004 რეგულაცია ერთიან
ევროპულ საჰაერო სივრცეში საჰაერო სივრცის ორგანიზებისა და გამოყენების შესახებ (საჰაერო
სივრცის რეგულაცია);
კომისიის 2005 წლის 23 დეკემბრის No 2150/2005 რეგულაცია საჰაერო სივრცის მოქნილად
გამოყენების საერთო წესების დადგენის შესახებ;
კომისიის 2007 წლის 8 ნოემბრის No1315/2007 (არსებული No1034/2011) რეგულაცია საჰაერო
მოძრაობის ორგანიზების უსაფრთხოების ზედამხედველობის შესახებ და შეცვლილი რეგულაცია
N2096/2005;
ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2005
წლის 20 დეკემბრის No2096/2005 (არსებული
No1035/2011) რეგულაცია საერთო მოთხოვნები საჰაერნაოსნო მომსახურების უზრუნველყოფის
შესახებ.
საქართველოს კანონის პროექტები: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა
და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/99,
28.06.2017)
წარმოდგენილი ცვლილება განპირობებილი იყო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებაში გათვალისწინებულ
ვალდებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციით („სანიტარული და
ფიტოსანიტარული ზომები (SPS) დანართი IV , ნაწ. 2, მე-4 თავი, 50-65 მუხ.)
წარმოდგენილ ინიციატივაზე კომიტეტის მიერ გამოთქმულ იქნა შენიშვნები და მოსაზრებები,
რის საფუძველზეც კანონპროექტები მიიჩნია არასაკმარისად მომზადებულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი
მოსმენით განხილვამდე კომიტეტში გაიმართა დამატებითი მსჯელობა და ის გამოთქმული
შენიშვნები და მოსაზრებები, რაც გაჟღერებულ იქნა კომიტეტის სხდომაზე, სრულად
გათვალისწინებულ იქნა ავტორის მიერ.
19
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/122, 13.09.2017)
კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის No536
განკარგულებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი
ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა
და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA)
საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი “
გზამკვლევის თანახმად, საქართველოს დავების განხილვის სისტემის ინსტიტუციური რეფორმა
უნდა განხორციელდეს 2017 წელს, იმპლემენტაციის I ფაზაში, რათა დაკმაყოფილდეს დავების
განხილვის ორგანოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული ევროკავშირის საკვანძო
მოთხოვნები
საქართველოს კანონის პროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
და
მისგან
გამომდინარე
კანონპროექტები
(07-2/140;
30.10.2017)
ასოცირების შესახებ შეთანხმების
XXIV
დანართის შესაბამისად, საქართველომ უნდა
უზრუნველყოს „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების გზისთვის
ვარგისობაზე ტესტირების შესახებ" ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის
No2009/40/EC დირექტივის დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა.
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის No2009/40/EC დირექტივის დებულებების
ამოქმედების ვადად ავტობუსებისა და სატვირთო მანქანებისთვის განისაზღვრა 2016 წლის 1
სექტემბერი (აღნიშნული ვალდებულება შესრულებულია), ხოლო სხვა კატეგორიის
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის - 2018 წლის 1 სექტემბერი. აღნიშნული დირექტივის
შესაბამისად, ყველა კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის
სავალდებულო ხდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
კანონპროექტით მოხდა არსებული ტერმინოლოგიის დახვეწა, პერიოდული ტექნიკური
ინსპექტირების ახალი წესების განსაზღვრისთვის შესაბამისი საფუძვლის შექმნა, პერიოდული
ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ტესტირების ცენტრების მიმართ შესაბამისი
მოთხოვნების დაწესება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დადასტურებისთვის
პასუხისმგებლობის განსაზღვრა და მონიტორინგის მექანიზმის გაუმჯობესება.
ვინაიდან, ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ნორმები და ვადები გაწერილია
კანონქვემდებარე აქტებში, შესაბამისად, კომიტეტმა გააგრძელა საკითხზე მუშაობა და
შეისწავლა ასევე კანონის საფუძველზე მიღებული ტექნიკური რეგლამენტები. საკონტროლო
საქმიანობის განხორციელების კუთხით კომიტეტი გეგმავს საკომიტეტო მოსმენას ტექნიკური
ინსპექტირების მიმდინარეობის შესახებ.
20
საქართველოს კანონის პროექტები: „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(N07-2/93;08.06.2017)
ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავიდან (ინტელექტუალური საკუთრების
უფლებები) გამომდინარე, კანონპროექტით სრულდება ევროკავშირის 2004/48/EC დირექტივა
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ
ასევე, სრულდება ევროკავშირის 2011/77/EU
დირექტივის საავტორო და ზოგიერთი სხვა
უფლებების დაცვის ვადების შესახებ პირველი მუხლი
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტებს და ამასთან აღნიშნა, რომ
ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობა საჭიროებს ხარვეზების
აღმოფხვრას, რაც არ იყო ასახული წარმოდგენილ კანონპროექტებში. აღნიშნულის
გათვალისწინებით, კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია გაგრძელდეს მუშაობა ინტელექტუალური
საკუთრების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ცალკეული საკითხების დახვეწისათვის და
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზნით;
საქართველოს კანონის პროექტი „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო
ღონისძიებათა შესახებ“ (07-2/120; 07.09.2017)
კანონპროექტი შემუშავებულია „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საბაჟოს მიერ
აღსრულების თაობაზე“ ევროპარლამენტის და საბჭოს 2013 წლის 12 ივნისის (EU) No608/2013
რეგულაციის დებულებების გათვალისწინებით,
შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულების ვადაა მისი ძალაში შესვლიდან 3 წლის
განმავლობაში
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/133; 05.10.2017)
კანონპროექტით სრულდება ასოცირების შესახებ შეთანხმების 306-ე მუხლიდან გამომდინარე
„საზღვაო გარემოს დაცვის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი ქმედებებისათვის ჩარჩოს
შემუშავების შესახებ” 2008 წლის 17 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივის
2008/56/EC-ის საქართველოსათვის შესასრულებლად სავალდებულო დებულებების მოთხოვნები
ცვლილება მოიცავს, შავი ზღვის დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და საზღვაო გარემოს კარგი
ხარისხობრივი მდგომარეობის მიღწევის სამოქმედო პროგრამის შემუშავებისა და კომპეტენტური
ორგანოს განსაზღვრის ვალდებულებას
საქართველოს კანონების პროექტები „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (N07-2/228; 12.06.2018)
საკანონმდებლო პაკეტი ემსახურება „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმების“ XXIV დანართის შესაბამისად, ევროპარლამენტისა და საბჭოს 1996 წლის 25
ივლისის N96/53/EC დირექტივის „ევროპული გაერთიანების ფარგლებში მოძრავი გარკვეული
ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის ეროვნული და საერთაშორისო გადაზიდვების დროს
ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და საერთაშორისო გადაზიდვების დროს
ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დებულებების საქართველოს
კანონმდებლობაში ასახვას
21
2.6.კანონპროექტები, რომლებზეც კომიტეტი აგრძელებს მუშაობას
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა იმუშავა რამდენიმე კანონპროექტზე, რომელთა განხილვაც
საშემოდგომო სესიაზე ვერ მოესწრო. მათ შორის აღსანიშნავია:
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
"დაზღვევის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე
კანონპროექტები (07-2/142; 06.11.2017)
• კანონპროექტის თანახმად სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდი“ უფლებამოსილია
დააფუძნოს სადაზღვევო ორგანიზაცია საქართველოს ექსპორტის საკრედიტო სააგენტო, რომელიც
თავის მხრივ უფლებამოსილი იქნება განახორციელოს დაზღვევის ობიექტის დაზღვევა, გასცეს
გარანტიები და იკისროს თავდებობა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ რისკებზე,
რომლებიც დაკავშირებული იქნება საექსპორტო ოპერაციებთან.
• წარმოდგენილ კანონპრექტებთან მიმართებით კომიტეტმა გამოთქვა არაერთი შენიშვნა და
მოსაზრებები, რასთან დაკავშირებითაც კონსულტაციები გამართა, როგორც ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ასევე საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან.
• შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსთან ერთად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოში
შეიქმნას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო, ისეთი ხელშემწყობი მექნიზმი,
როგორიც საკრედიტო საგარანტიო ფონდი იქნება.
• აღნიშნულთან დაკავშირებით დღესაც მიმდინარეობს კონსულტაციები და უახლოეს მომავალში
ახალ კანონპროექტთა პაკეტი წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტში.
საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, გიორგი მოსიძის,
სალომე ზურაბიშვილის, სოფიო კილაძის, ბექა ოდიშარიას, ზაზა ხუციშვილის,
მარიამ ჯაშის, ნინო გოგუაძის, ენძელა მაჭავარიანის, შოთა ხაბარელისა და
მიხეილ
ყაველაშვილის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "სივრცითი მოწყობისა და
ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (07-3/138; 16.03.2018)
• კანონპროექტის ცვლილების თანახმად, ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების დროს,
რეაბილიტაციის განმახორციელებელი სუბიექტი (ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი)
სარეაბილიტაციო არეალში მდებარე მრავალბინიანი სახლის განვითარებას ან/და
რეაბილიტაციას ახორციელებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის იმ წევრის/წევრთა თანხმობით,
რომლის/რომელთა ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების ფართობიც აღემატება
ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ქონების საერთო ფართობის ნახევარზე მეტს.
• ასევე, კანონპროექტით
შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, თუ სარეაბილიტაციო
არეალში მდებარე უძრავი ქონების განვითარებისას შენობის საერთო ფართობი იზრდება 5 %-ზე
მეტით, რეაბილიტაციის განმახოციელებელი სუბიექტის დამატებული ფართობზე საკუთრების
უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის
ან/და მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე. იგივე ეხება სარეაბილიტაციო არეალში მდებარე
ავარიული შენობების რეკუნსტრუქცია/განვითარების ღონისძიებებს.
• კანონპროექტით შემოთავაზებულ საკითხებზე მიმდინარეობს შეხვედრები. ასევე მთავრობამ
უნდა წარმოადგინოს კომიტეტში თავისი პოზიცია (დასკვნა).
22
საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნება- ძლიერი
საქართველოსთვის" მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის
საფუძვლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
მისგან გამომდინარე კანონპროექტები (N07-3/139;20.03.2018)
• საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და
სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიებისა და ობიექტების ერთ სამართლებრივ რეჟიმში
მოქცევა და მათი საერთო სივრცეში განვითარების ხელშეწყობა, კანონპროექტის მიღების
მიზეზია ქვეყანაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება.
• აქედან გამომდინარე, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონში არსებული ტერმინის „სარეკრეაციო ტერიტორიი“–ს განმარტებაში,
აღნიშნული ტერიტორიის განვითარების ძირითად პოტენციალს, ტურიზმს და რეკრიაციას
ემატება სპორტის მცნებაც.
• აგრეთვე კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებით, სარეკრეაციო ტერიტორია
შეიძლება მოიცავდეს სპორტულ, გამაჯანსაღებელ და სარეკრეაციო ზონასაც სხვა არსებული
რეგულაციებით განსაზღვრულ ზონებთან ერთად.
• კომიტეტმა პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა კანონპროექტის მიზანს,
მაგრამ ამასთან ერთად, კომიტეტს კანონპროექტთან მიმართებაში გააჩნდა გარკვეული სახის
შენიშვნები. ასევე კომიტეტმა გაიზიარა ქ. თბილისის მერიის და მთავრობის მიერ
წარმოდგენილი შენიშვნებიც. შენიშვნების უმრავლესობა მომხსენებელმა არ გაითვალისწინა,
რის გამოც კანონპროექტს მე-2 მოსმენით კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
მოქალაქე ანზორ ჯაიანის საკანონმდებლო წინადადება „სამშენებლო ობიექტების
მდებარეობისა და ურთიერთგანლაგების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
(N4754, 27.03.2018)
• აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების მიზანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სწორი და
გეგმაზომიერი მშენებლობის განხორციელება და ეფექტური ურბანიზაცია.
• საკანონმდებლო წინადადება ადგენს სამშენებლო ობიექტებისა და მათი ურთიერთგანლაგების
განსაზღვრის წესებს: შემოაქვს მწვანე საფარის დაცვის ვალდებულება; კრძალავს საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე 100 მეტრზე მეტი სიმაღლის შენობის აგებას; აწესებს მაღალმთიან
ტერიტორიებზე მშენებლობის განხორციელების ნორმებს და აღნიშნულზე განსაზღვრავს
მაკონტროლებელ და საზედამხედველო ორგანოებს.
• აგრეთვე, საკანონმდებლო წინადადება ითვალისწინებს სანქციებს პროექტით წარმოდგენილი
ნორმების დარღვევისთვის.
• კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება ჯერ-ჯერობით ვერ განიხილა მომხსენებლის კომიტეტის
სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი: „გეოდეზიური და
კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-2/231; 12.06.2018)
•წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს სამოქალაქო საავიაციო
მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური საქმიანობის მოწესრიგება და ამ მიზნისთვის
შესაბამისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა.
•კანონპროექტის თანახმად, ცვლილების ძირითადი არსი მგდომარეობს იმაში, რომ სპეციალური
(დარგობრივი) და ადგილობრივი დანიშნულების გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოებს
ემატება სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური
სამუშაოების წარმოება.
• კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქალაქო საავიაციო
უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესის
დამტკიცებას.
• კანონპროექტი ორი მოსმენით მიღებულ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
23
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი:
„შენობების
ენერგოეფექტიანობის შესახებ“ (N07-2/235; 21.06.2018)
• აღნიშნული კანონის პროექტის მიზანია ენერგორესურსების რაციონალური გამოყენების
ხელშეწყობა და შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება შენობის როგორც გარე, ისე შიდა
კლიმატურ პირობებზე მოთხოვნებისა და ხარჯ-ეფექტიანობის გათვალისწინებით.
• ასევე, შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ ევროპარლამენტის და საბჭოს N2010/31/EU
დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვა, შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდის
ხელშეწყობით სათბური გაზების ემისიის შემცირება.
• 2018 წლის 11 ივლისს კომიტეტში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ეკონომიკის
სამინისტროს წარმომადგენლები,
ასევე „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“-ს
დირექტორი გიორგი აბულაშვილი და იურისტი - არჩილ გორხელაშვილი.
2.7.კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი
კომიტეტში, „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსისა“ და მისგან
გამომდინარე კანონპროექტების სრულყოფილი დამუშავებისა და განხილვისათვის შეიქმნა
სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ჩატარებულ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ დარგში
მოღვაწე ექსპერტები, კერძო სექტორის, თვითმმართველობებისა და საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.
საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული ჯგუფის მუშაობის ფარგლებში გაიმართა 6 შეხვედრა:
22 სექტემბერი, 2017 წ. - გაიმართა შეხვერდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებთან.
შეხვედრაზე
იმსჯელეს კოდექსის არსობრივ და პრინციპულ საკითხებზე. ასევე წარიმართა მსჯელობა
კოდექსის სათაურის ახლებურად ჩამოყალიბებაზე.
16 ოქტომბერი, 2017 წ. - გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან, მოწვეულ არქიტეტორებთან და დარგის
ექსპერტებთან. შეხვედრებზე იმსჯელეს კოდექსის არსობრივ და პრინციპულ საკითხებზე.
ძირითადად იმაზე, თუ რამდენად არის არქიტექტურა, როგორც დარგი, კოდექსით
წარმოდგენილი საკითხების ძირითადი კომპონენტი.
4 დეკემბერი, 2017 წ. - გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებთან. შეხვედრაზე
იმსჯელეს ზემოთ ხსენებულ არსობრივ საკითხებზე, ასევე არქიტექტორების და მშენებლების
სერტიფიცირების საკიხებზე.
8 ივნისი, 2018 წ. - გაიმართა საბჭოს სხდომა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის წევრი ბიძინა გეგიძე დაესწრო. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი
"სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.
22 ივნისი, 201 წ. - გაიმართა საბჭოს სხდომა, რომელიც ტერიტორიული სივრცის დაგეგმვის,
არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აღმასრულებელი
ხელისუფლების მიმდინარე სტრუქტურულ-ინსტიტუციური რეფორმისათვის აუცილებელი
წინადადებების შემუშავების საკითხს დაეთმო.
9 აგვისტო, 2018 წ. - გაიმართა შეხვერდა თბილისის მერიის წარმომადგენლებსა და დარგის
ექსპერტებთან, არქიტექტორთა სერტიფიცირების საკითხზე.
24
2.8.კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო
კომიტეტთან
არსებული
„სივრცითი-ტერიტორიული
დაგეგმვის
და
არქიტექტურულ-
სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს პროფესიულ ინტერესთა სფეროდ მოიაზრება შემდეგი ურთიერთგანმაპირობებელი
მიმართულებების ერთიანობა:
✓ ქვეყნის ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა;
✓ ურბანიზაციის პროცესი და განსახლების ნაციონალური სისტემის ტრანსფორმაცია;
✓ საქართველოს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა;
✓ დასახლებათა მიწათსარგებლობა, განაშენიანების რეგულირება და მდგრადი განვითარება;
✓ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირება;
✓ საინჟინრო-ტექნიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა;
✓ საბინაო-კომუნალური მეურნეობა და საცხოვრისის მართვა.
საბჭოს საქმიანობის მიზანი და ამოცანაა: საქართველოს ტერიტორიის სივრცის დაგეგმვისა და
არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს ძირითადი პრინციპების შემუშავება და გაუმჯობესება;
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ხარისხის ამაღლება და სამართლებრივი
მოწესრიგება; საქართველოში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს განვითარების მხრივ
არსებული მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; დარგის ინსტიტუციური გამართულობისათვის
რეკომენდაცია/წინადადების შეთავაზება/მომზადება; საკანონმდებლო ინიციატივებისა და
სტრატეგიული
მნიშვნელობის
დოკუმენტების
შემუშავება;
არქიტექტურულ-სამშენებლო
სფეროსთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტების
ექსპერტიზა, აღნიშნულთან დაკავშირებით
რეკომენდაციების გაცემა და სხვა.
კონსულტაციების
ჩატარება,
შესაბამისი
➢ 2018 წლის 8 ივნისს, გაიმართა საბჭოს პირველი სხდომა. სხდომის დღის წესრიგის
საკითხები იყო:
1. საბჭოს საქმიანობის პრინციპების და სამომავლო გეგმების განსაზღვრა.
2. საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი
საქართველოსთვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს
კანონების პროექტებზე:
,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“,
,,სპორტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტების განხილვა.
სხდომაზე, საბჭოს წევრებმა განიხილეს და იმსჯელეს იმ ძირითად საკითხებზე და საყურადღებო
თემებზე, რაზეც შემდგომში საბჭო გააგრძელებს მუშაობას. ესენია: ინსტიტუციური სისტემის
რეფორმა; სპეციალისტების სერტიფიცირება და პროფესიული კვალიფიკაცია; სამშენებლო
სტანდარტების
შემუშავება;
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
შემუშავებაში
25
მონაწილეობის მიღება; არსებული მდგომარეობის შეფასება და ანალიზი; პროფესიული
პასუხისმგებლობის დაზღვევის თემის შემუშავება; ქალაქმშენებლობითი ღონისძიებების
საკითხების სრულყოფა; შენობა ნაგებობების ექსპერტიზა და ექსპლუატაციაში მიღების
საკითხები; სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება; საბინაო და მიწის კოდექსის შემუშავება;
სახელმწიფო შესყიდვების და ტენდერების ღონისძიებებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის
საკითხები; საავტორო ზედამხედველობა მშენებლობის დროს და სხვა;
სხდომაზე ასევე, განიხილეს საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული
ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
,,სივრცითი მოწყობისა და
ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
შესახებ“,
,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“,
,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
და „საქართველოს ორგანულ
ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონში
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსი“
➢ 2018 წლის 22 ივნისს, გაიმართა საბჭოს მეორე სხდომა. სხდომაზე, საბჭოს წევრებმა განიხილეს
და იმსჯელეს ტერიტორიული სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო
სფეროს მომწესრიგებელი და განმსაზღვრელი სტრუქტურული ინსტიტუციის არსებულ
მექანიზმებზე და აღნიშნული ინსტიტუციის გაძლიერების აუცილებლობაზე. საბჭოს
წევრების მოსაზრებით სივრცის დაგეგმვისა და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში
სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი უნდა იყოს შესაბამისი დარგობრივი სამინისტრო,
კერძოდ
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მისი
სახელწოდება მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქართველოს რეგიონული
განვითარებისა, არქიტექტურისა და მშენებლობის სამინისტრო“.
➢ 2018 წლის 25 ივნისს შედგა შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარეს და საბჭოს წევრებს: დავით
აბულაძეს და ზურაბ ნემსაძეს შორის. შეხვედრის თემას წარმოადგენდა არქიტექტორების და
ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების თემა. საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ
მომზადებული აქვთ საკანონდებლო წინადადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,
რომელიც შემდგომში შესაძლებელია გახდეს კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა.
კომიტეტის თავმჯდომარემ გაიზიარა მათი მოსაზრება.
➢ 2018 წლის 9 აგვისტოს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში,
გაიმართა საბჭოს მესამე სხდომა.
სხდომას ესწრებოდა ქ. თბილისის ვიცე-მერი ირაკლი
ხმალაძე. შეხვედრის ერთ–ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ქ.
თბილისის მერიის მიერ გაჟღერებული ინიციატივა არქიტექტორების სერტიფიცირებასთან
დაკავშირებით. საბჭოზე მოსმენილ იქნა ვიცე-მერის მიერ წარმოდგენილი მერიის კონცეფცია
და ხედვა არქიტექტორების პროფესიული სერტიფიცირების საკითხთან დაკავშირებით,
შემდგომ კი საბჭოს წევრებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მსჯელობის შემდგომ, მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება, რომ ქ. თბილისის მერია და არქიტექტურული პროფესიული კავშირი
შეიმუშავებენ ერთობლივად სერტიფიცირების პროცესების მარეგულირებელ საკითხებს და
26
მათ საბოლოოდ შეჯერებულ და ერთიან ხედვაზე მუშაობა გაგრძელდება კომიტეტთან
არსებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში.
საბჭომ იმსჯელა, ასევე საქართველოში საერთაშორისო სეისმომედეგობის ცენტრისთვის შენობის
გამოყოფის შესახებ, აღნიშნულზეც ასევე წარმოდეგენილი იქნა სხვადასხვა მოსაზრებები და
წინადადებები ამ კუთხით და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მსჯელობა სამომავლოდ
უნდა გაგრძელდეს ვიწრო პროფესიულ წრეში, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს ცენტრის
მიზნები და აქედან გამომდინარე განისაზღვროს მისი განთავსების საკითხიც.
3. კომიტეტის საკონტროლო საქმიანობა
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
საკონტროლო საქმიანობისას ხელმძღვანელობს მის მიერ წინასწარ დადგენილი საკონტროლო
საქმიანობის გეგმის მიხედვით.
3.1. საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მოსმენები
საანგარიშო პერიოდში 4 კომიტეტის სხდომა დაეთმო სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის
მოსმენას, მათ შორის:
❖ 15 სექტემბერს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ
წარმოდგენილი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (N16126;
31.07.2017). სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე,
მარიამ ვალიშვილი - ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, კახაბერ გულედანი - რეგიონული
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; კომიტეტმა მიზანშეწონილად
მიიჩნია, რომ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის“ წარდგენისას
გათვალისწინებულ იქნას კომიტეტის რეკომენდაციები (სულ - 12 რეკომენდაცია). კომიტეტის
რეკომენდაციებში ყურადღება იყო გამახვილებული ისეთ მნიშვნელოვან თემებზე
როგორიცაა: ექსპორტისა და ტურიზმის ხელშეწყობის ღონისძიებები, სახელმწიფო ქონების
მართვა, მეწარმეობის განვითარება, „ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის ანაკლიის
ტერიტორიაზე
მიწების
გამოსყიდვა
კომპენსაციასთან
დაკავშირებით“,
არამომგებიან
საწარმოთა რაოდენობის შემცირებაზე, რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობასთან
დაკავშირებულ
პრობლემებზე,
დონორი
ორგანიზაციების
მიერ
დაფინანსებული
ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობაზე გამოყოფილი თანხების აუთვისებლობაზე;
❖ 11 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ იქნა
„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
თანდართული
მასალებით,
მიმართულებები
2018-2021
დოკუმენტი
-
წლებისათვის“,
„ქვეყნის
ძირითადი
საქართველოს
მონაცემები
მთავრობის
და
მოხსენება
„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ და
წლიური საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/132, 29.09.2017).
27
სხდომას ესწრებოდნენ: გიორგი კაკაურიძე - ფინანსთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ
გულედანი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე,
ირმა ქავთარაძე - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. კომიტეტმა
მხარი დაუჭირა წარმოდგენილ დოკუმენტებს. ამასთან
„საქართველოს 2018 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიმართ სხდომაზე
კომიტეტის მიერ წარმოდგენილ იქნა რეკომენდაციები(სულ - 6 რეკომენდაცია). კომიტეტის
რეკომენდაციები ეხებოდა ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: მეწარმეობის განვითარების
ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ეკონომიკური პოლიტიკის
შემუშავება და განხორციელება, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, წყალმომარაგების
ინფრასტრუქტურის
აღდგენა-რეაბილატიცია,
რეგიონალური
ელექტროგადაცემის
გაუმჯობესების პროექტი.
ასევე საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენაზე განიხილა:
✓ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2017 წლის ანგარიში და დამოუკიდებელი
აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე (N5438; 11.04.2018)
წარმოდგენილ ანგარიშში ყურადღება გამახვილებული იყო 3 ძირითად ასპექტზე:
❖ 2017 წელს ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებულ დადებით და უარყოფით
ტენდენციებზე.
❖ 2017 წელს ბუნებრივი
გაზის
სექტორში
არსებულ
დადებით
და
უარყოფით
წყალმომარაგების
სექტორში
არსებულ
დადებით
და
უარყოფით
ტენდენციებზე.
❖ 2017
წელს
ტენდენციებზე.
ანგარიშში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ 2017 წელს კომისიამ მოიპოვა ევროპის ენერგეტიკის
მარეგულირებელი საბჭოს (CEER) დამკვირვებლის სტატუსი. გარდა ამისა, კომისია გახდა წყლის
მარეგულირებელთა ევროპული ქსელის (WAREG) ერთ-ერთი დამფუძნებელი. მსოფლიო ბანკის
მიერ შემუშავებული „Doing Business 2018“-ის ანგარიშის მიხედვით, 2017 წელს ელექტროენერგიის
მიღების ინდექსით საქართველო დაწინაურდა და 39-ე ადგილიდან 30-ე ადგილზე გადაინაცვლა.
კომიტეტის სხდომაზე დაისვა და გაჟღერდა ყველა ის საკვანძო საკითხი, რომელიც აინტერესებდა
მოსახლეობას. კომიტეტის მხრიდან დაფიქსირდა არაერთი რეკომენდაცია და მიღებულ იქნა
გადაწყვეტილება წარმოდგენილი ანგარიში მთლიანობაში დადებითად შეფასებულიყო.
✓ ენერგეტიკისა
და
წყალმომარაგების
სექტორში
მომხმარებელთა
ინტერესების
საზოგადოებრივი დამცველის 2017 წლის ანგარიში (N5270; 05.04.2018)
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2017 წლის ანგარიში. წარმოდგენილ
დოკუმენტთან მიმართებაში კომიტეტს გააჩნდა მთელი რიგი როგორც სამართლებრივი, ასევე
ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები, რომელიც აისახა კომიტეტის დასკვნაში.
28
✓ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიში, საერთაშორისოდ აღიარებული
დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის 2017 წლის დასკვნა და სსიპ „საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ შიდა აუდიტის დასკვნა (№6558; 30.04.2018)
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო
საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017 წლის ანგარიში,
საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის 2017 წლის დასკვნა და
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიდა აუდიტის დასკვნა.
კომიტეტის მხრიდან ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც
არის:
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“-ს ფულად სახსრებთან დაკავშირებული შეუსაბამობის
საკითხი.
საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის საკითხი.
სამეურვეო საბჭოს დაკვეთით ჩატარებული საექსპერტო კვლევის საკითხი.
შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხი.
კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი იყო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს
წარმომადგენლისაგან მოესმინა ინფორმაცია და მიეღო განმარტებები ზემოაღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით. ვინაიდან წარმოდგენილი განმარტებები დამაკმაყოფილებლად არ
იქნა მიჩნეული, კომიტეტმა ანგარიშში მოცემული ინფორმაცია მიიჩნია არასრულყოფილად და
განმარტა, რომ ანგარიშით წარმოდგენილი ინფორმაცია საჭიროებს დამატებით განმარტებას.
აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს დაზუსტებული ინფორმაცია სათანადო დასაბუთებით.
შესაბამისად, კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა და მოუმზადებლად მიიჩნია სსიპ „საზოგადოებრივი
მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2017
წლის ანგარიში, საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის 2017
წლის დასკვნა და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შიდა აუდიტის დასკვნა.
✓ სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი 2017 წლის
საქმიანობის ანგარიში
კომიტეტმა 2018 წლის 15 მაისს მოისმინა საქსტატის ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე
გამახვილდა ყურადღება სტატისტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
ასოცირების
ხელშეკრულებით
აღებული
ვალდებულებებზე,
მათ შორის
უმუშავრობის
დონის
განსაზღვრისას თვითდასაქმებულთა შეფასების ინდიკატორებზე, ეროვნულ ანგარიშთა სისტემა
2008-ზე გადასვლასა და კომიტეტის რეკომენდაციებზე რომლებიც გაცემულ იქნა საქსტატის 2016
წლის ანგარიშთან დაკავშირებით. აღნიშნულის გათვალისწინებით კომიტეტმა წარმოდგენილი
ანგარიში მიიჩნია სათანადოდ მოუმზადებლად.
✓ საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში
კომიტეტმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ფინანსურ
სექტორში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სხდომაზე
29
მოესმინა საქართველოს ეროვნული ბანკის 2016 წლის წლიურ ანგარიში, სადაც გამახვილებული
იყო ყურადღება, როგორც მაკროეკონომიკური გარემოს სტაბილურობაზე, ასევე ფულადსაკრედიტო, სავალუტო პოლიტიკაზე, ლარიზაციის პროცესზე, ჭარბვალიანობასა და
მომხამრებელთა უფლებების დაცვაზე.
ასოცირების შეთანხმების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულება
„საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2017 წლის ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში
საანგარიშო პერიოდში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმების განხორციელების ზედამხედველობის მიმართულებით, კომიტეტმა გამოითხოვა
პასუხისმგებელი ორგანოდან და დაამუშავა 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის
შესრულების წლიური ანგარიში, რომელიც კომიტეტმა 28 თებერვლის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტთან გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინა. კომიტეტმა სხდომაზე დააყენა მთელი რიგი
მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება და განხორციელდეს
დამატებითი ღონისძიებები.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება
ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მექანიზმს მოიცავს, რომელმაც საქართველოს
გაუხსნა ევროკავშირის ბაზარი. 2017 წელს განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები მცირე და
საშუალო ბიზნესის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიმართულებით.
ამასთან, კომიტეტის მხრიდან დამუშავდა „საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს
შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA)
2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების ეროვნული კომისიის ანგარიშის მოსმენა ასოცირების შესახებ
ხელშეკრულებისა და ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაერთიანების
ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული
კომისიის ანგარიში ასოცირების შესახებ,
ხელშეკრულებისა და ევროპის ენერგეტიკულ
თანამეგობრობაში გაერთიანების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულების მიმდინარეობის
შესახებ.
კომიტეტის სხდომაზე დაისვა და გაჟღერდა ყველა ის საკვანძო საკითხი, რომელიც აინტერესებდა
მოსახლეობას,
აგრეთვე
დაფიქსირდა
არაერთი
რეკომენდაცია.
კომიტეტის
სხდომას
ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის დარგის სპეციალისტები, რომლებმაც
30
დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ხედვა სამოქმედო გეგმის გაწერისას გასათვალისწინებელი
ღონისძიებების შესახებ. აგრეთვე, გამოითქვა უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.
3.2. შეხვედრები კომიტეტის კოორდინაციის სფეროებში შემავალ საკითხებზე
2017 წლის საშემოდგომო სესია
•
შეხვედრა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ თავმჯდომარესთან
3 ოქტომბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა
შეხვედრა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარესთან ლევან რაზმაძესთან,
სადაც
იმსჯელეს
სახელმწიფო
შესყიდვების
სფეროში
არსებული
მდგომარეობისა
და გამოწვევების შესახებ. შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ წარმოადგინა სააგენტოს მიერ
2016 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში, კერძოდ განიხილეს სახელმწიფო შესყიდვების
სფეროში განხორციელებული რეფორმები. ყურადღება გამახვილებულ იქნა საკანონმდებლო და
ნორმატიული
ბაზის
სრულყოფაზე,
ახლად
დანერგილ
შესყიდვის
ელექტრონულ
პროცედურებზე, სახელმწიფო შესყიდვების სისტემატური მონიტორინგის და გამარტივებული
შესყიდვის საკითხებზე, დავების განხილვის პროცესსა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.
•
შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებთან
17 ოქტომბერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა
გამართეს შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობასთან
დაკავშირებით, სადაც საქსტატის წარმომადგენლებმა დასაქმებისა და უმუშევრობის საკითხებზე
ისაუბრეს.
კერძოდ,
განიხილეს
2016
წელს
არსებული
ვითარება,
მოსახლეობის
დასაქმების სტატუსის და ეკონომიკური სტატუსის მიხედვით განაწილების მიმართულებით.
ასევე, წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია 2016 წელს დასაქმების და უმუშევრობის დონეზე,
უმუშევრობის დონეზე ქალაქ-სოფლის ჭრილში და დასაქმებისა და უმუშევრობის დონეზე
ასაკობრივ ჭრილში.
2018 წლის საგაზაფხულო სესია
•
შეხვედრა დასაქმების სფეროში არსებულ პრობლემებზე
2018 წლის 6 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა
მოისმინა ინფორმაცია დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ. მომხსენებელმა,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა
ბარკალაიამ მიმოიხილა
არსებული
მდგომარეობა,
ყურადღება
გამახვილებულ
იქნა
საქართველოში უმუშევრობის სტრუქტურულ ხასიათზე, შრომის ბაზარზე მოთხოვნილ
კვალიფიკაციასა და მიწოდების შეუსაბამობაზე. შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის დასაქმების
პოლიტიკის ორი ძირითადი მიმართულება - აქტიური და პასიური პოლიტიკა, რაც
ითვალისწინებს პროფესიული გადამზადების პროგრამების შექმნას, დასაქმების წახალისებას,
სტარტაპების წახალისებას, უმუშევრობის დაზღვევას და სხვა. წარმოდგენილ იქნა დასაქმების
31
აქტიური და პასიური ინსტრუმენტების შექმნის მსოფლიო გამოცდილება და შესაბამისი
სტატისტიკური მონაცემები, ასევე საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მთავარი
გამოწვევები და მათი დაძლევის შესაძლებლობები.
შეხვედრაში
მონაწილეობდნენ
ეკონომიკისა
და მდგრადი
განვითარების
სამინისტროს,
განათლების სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სხვადასხვა სახელმწიფო,
საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
•
გასვლითი შეხვედრა - ეკონომიკის სექტორული განვითარების
პრიორიტეტებისა და
შრომის ბაზრის მოთხოვნის ასახვა პროფესიული სწავლების პროგრამებში
2018 წლის 21 აპრილს კომიტეტმა გასვლითი შეხვედრა გურჯაანის მუნიციპალიტეტში,
საზოგადოებრივ კოლეჯ „აისი“-ში გამართა. შეხვედრის თემას წარმოადგენდა ეკონომიკის
სექტორული
განვითარების
პრიორიტეტებისა
და
შრომის
ბაზრის
მოთხოვნის
ასახვა
პროფესიული სწავლების პროგრამებში.
საქართველოში შრომის ბაზრის პროფესიული განათლების სისტემის ამჟამინდელი
შესაძლებლობები არასაკმარისია შრომის ბაზრის საჭიროებაზე სწრაფი და ეფექტური
რეაგირებისათვის. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების
მომზადება
და
შესაძლებლობების
განვითარება
პროფესიული
განათლების
სისტემის
უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რამაც ორმაგი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს - ერთის მხრივ
ხელი შეუწყოს საწარმოების განვითარებას, რაც ქვეყნის განვითარებისათვისაა საჭირო და მეორეს
მხრივ - კურსდამთავრებულების დასაქმებას თუ თვითდასაქმებას.
შეხვედრაში
მონაწილეობა
მიიღეს,
როგორც
კომიტეტის
წევრმა
დეპუტატებმა,
ასევე
აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლებმა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ და
სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის რეგიონში.
•
გასვლითი შეხვედრა - თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მდგომარეობა
საქართველოში
და
საქართველოს
ინდუსტრიული
პოლიტიკა
და
სახელმწიფო
მხარდაჭერის ფორმები
2018 წლის 25 მაისის გასვლით საკომიტეტო სხდომაზე, რომელიც ქალაქ რუსთავის
მუნიციპალიტეტში გაიმართა, კომიტეტმა ქვეყანაში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების
განვითარების მდგომარეობაზე, საქართველოს ინდუსტრიულ პოლიტიკასა და სახელმწიფო
მხარდაჭერის
ფორმებზე
იმსჯელა.
ქვეყნის
ეკონომიკური
განვითარების,
უცხოური
ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით თანამდეროვე
სახელმწიფოები მიმართავენ ეკონომიკური პოლიტიკის სხვადასხვა ღონისძიებებს, რომელთა
შორისაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს.
სხდომაზე გამოითქვა არაერთი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით რომ, არსებული კანონი
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას, რაც
ხელს შეუწყობს რეგულაციის ხარვეზების აღმოფხვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა
მხარი დაუჭირა სამუშაო ჯგუფის შექმნას.
32
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს როგორც კომიტეტის წევრმა დეპუტატებმა, აღმასრულებელი
და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო
ქართლის რეგიონში, ასევე საქართველოში არსებული თიზების ორგანიზატორებმა და მეწარმე
სუბიექტებმა.
•
შეხვედრა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობასთან დაკავშირებით
2018 წლის 27 მარტს კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილთან და სსიპ „აწარმოე
საქართველოში“ სააგენტოს თავმჯდომარესთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ფინანსებზე
ხელმისაწვდომობისა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, ასევე შეხვედრაზე
იმსჯელეს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობაზე და პროექტის შედეგად დაფინანსებულ
საწარმოთა მდგომარეობაზე.
ამ მიმართულებით კომიტეტის თავმჯდომარე მუშაობის გაგრძელებას სამომავლოდაც გეგმავს,
ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით შესაძლოა გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა.
•
შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობასთან დაკავშირებით
შეხვედრა შედგა კომიტეტის თავმჯდომარესა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან
ნინო ჩიქოვანთან. შეხვედრიდან გამომდინარე დაიგეგმა საშემოდგომო სესიის განმავლობაში
საკომიტეტო მოსმენა პალატის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.
•
შეხვედრა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ თავმჯდომარესთან
2018 წლის 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში
გაიმართა
შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უფროსთან ლევან
რაზმაძესთან,
რომელზეც განიხილეს სააგენტოს საქმიანობის წლიური ანგარიში.
•
შეხვედრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან
2018 წლის 10 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით
პარლამენტის დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია და პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ვახტანგ ყოლბაიას და მთავრობის
წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს სიღარიბის დაძლევის, განათლების, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის
და
სხვა
მნიშვნელოვან
სფეროებში
არსებულ
პრობლემებსა
და
მათი
დაძლევის
შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ კომიტეტში იმსჯელებენ არსებული
პრობლემების დაძლევის გზებზე და გამართავენ კონსულტაციებს სხვადასხვა უწყებებთან და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
33
4. კომიტეტში შემოსული კორესპონდენცია
საანგარიშო პერიოდში, კერძოდ 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით
სულ შემოვიდა 244 წერილი და განცხადება, მათ შორის სხვადასხვა უწყებებიდან შემოსულია 181
წერილი და მოქალაქეებისგან მიღებულია 63 განცხადება. აღნიშნული კორესპონდენცია
შეეხებოდა, როგორც მიმდინარე კანონპროექტებში ცვლილებების შეტანას და შენიშვნების
გათვალისწინებას (42 წერილი), ასევე სხვადასხვა პრობლემურ საკითხებს. მაგალითად: უკანონო
მშენებლობისა და სამშენებლო საქმიანობის საკითხებს (11 განცხადება); ჰესების მშენებლობასა
და
ენერგეტიკის სხვა საკითხებს (13 წერილი);
ეკონომიკისა და სამეწარმეო საქმიანობის
განვითარების ხელშეწყობას (24 წერილი და განცხადება); პირად პრობლემებს (19 განცხადება) და
ა. შ. შემოსული წერილები და განცხადებები, საჭიროების მიხედვით გადაგზავნილ იქნა შესაბამის
უწყებებში, ხოლო მათ ავტორებთან გაიმართა შეხვედრები და კონსულტაციები.
შეჯამებისათვის, 2017 წლის საშემოდგომო სესიაზე სულ შემოვიდა 89 წერილი და განცხადება,
ჩამოწერილია 79 (ცნობისათვის წერილებთან ერთად), მათი შორის რეაგირება მოხდა 30 წერილსა
და განცხადებაზე ხოლო განხილვის პროცესში დარჩენილია 10 წერილი და განცხადება. რაც
შეეხება 2018 წლის საგაზაფხულო სესიას, სულ შემოვიდა 155, მათ შორის 138 წერილი და
განცხადება განხილულია და ჩამოწერილია, 34 წერილზე მოხდა რეაგირება, დარჩენილია 17
წერილი
და
განცხადება,
რომელზეც
კომიტეტი
აგრძელებს
მუშაობას,
აღნიშნული
კორესპონდენციის ნაწილი გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში, ხოლო ნაწილზე გაიმართა
შეხვედრები.
სულ შემოვიდა 244
განხილულია 217
წერილი და განცხადება
განხილვის
პროცესშია 27
წერილი და
განცხადება
34
მნიშვნელოვანი წერილები, რომლებზეც ჩატარდა არაერთი შეხვედრა და რომლებზეც იგეგმება
მოსმენები:
შპს „ბილჯ ვოტერ“ (ნოდარ კიკნაძე) N2367; 16.02.2018
ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა. საკითხის შესწავლის მიზნით, გადაიგზავნა წერილი შესაბამის
უწყებებში. ვინაიდან საკითხი კომპლექსურია და უკავშირდება როგორც საბაჟო, ასევე გარემოს
დაცვის საკითხებს, იგეგმება საკომიტეტო მოსმენა რამდენიმე კომიტეტისა და უწყების
ჩართულობით.
მოქალაქე (ვლადიმერ ნაირაშვილი) N2529; 20.02.2018
წერილი
ეხებოდა
მდგომარეობას
და
ზემო
იქ
ავჭალის
არსებულ
ჰიდროელექტროსადგურის
პრობლემებს.
საკითხი
-ზაჰესის
დღევანდელ
განსახილველად
გადაეგზავნა
ენერგეტიკის სამინისტროს, სემეკს და ასევე ეკონომიკის სამინისტროს, კერძოდ ტექნიკური და
სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ასევე ზაჰესის დირექციას. შედგა კომისია, რომლის
მიერ ადგილზე შესწავლილი იქნა ზაჰესის მდგომარეობა. კომისიის დასკვნაში მითითებულია,
რომ აღნიშნულ ობიექტზე
მართლაც არსებობს
გარკვეული პრობლემები, და მოცემულია
რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად. დაიგეგმა
საკომიტეტო მოსმენა, სადაც განხილული
იქნება მსგავსი ობიექტების არსებული მდგომარეობის საკითხები და მათზე სახელმწიფო
ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმები.
შპს „მაშველი 2007“
ხელმძღვანელის, ალექსანდრე კახიძის განცხადებები:
N450; 15.01.2018,
(N11132; 19.07.2018).
წერილში
ა.კახიძის
ვალდებულებასთან
მიერ
დაისვა
დაკავშირებით
საკითხი
ისეთ
სამთო-სამაშველო
ორგანიზაციებში,
სამსახურის
რომლებიც
შექმნის
ახორციელებენ:
სასარგებლო წიაღისეულის მიწისქვეშა წესით მოპოვებით სამუშაოებს; ჰესები, რომლებიც
ახორციელებენ მიწისქვეშა ნაგებობების და გვირაბების მშენებლობას და შემდგომ
ექსპლუატაციას; სატრანსპორტო და სარკინიგზო მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობას და სხვა.
წერილში ასევე ნახსენებია, რომ აღნიშნული სამსახური ფუნქციონირებდა 2007 წლამდე და
ექვემდებარებოდა სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს.
აღნიშნულ საკითხზე შედგა რამდენიმე შეხვედრა (09.03.2018; 23.07.2018) განცხადების ავტორთან,
სადაც იმსჯელეს განმცხადებლის მიერ წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებზე. კომიტეტი, ასევე
ესაუბრა
შესაბამისი
ინფორმაცია.
სახელმწიფო
უწყების
წარმომადგენლებს,
საიდანაც
მიღებულია
მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით.
სექტემბერში იგეგმება საკომიტეტო მოსმენა.
ა(ა)იპ „ენერგოეფექტურობის ფონდის“ თავმჯდომარის, ვახტანგ ზარქუას წერილები: N7122,
10.05.2018, N9750; 02.07.2018.
წერილში ვ. ზარქუა წარმოგვიდგენს თავის ხედვებს და მოსაზრებებს ენერგეტიკული პოლიტიკის
დაგეგმვა-განხორციელების პროცესებზე, პიკური და საბაზისო ელექტროენერგიების მოთხოვნამიწოდებაში დღეს არსებულ პრობლემებზე და სხვა.
35
5. საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობა
5.1. კომიტეტი სოციალურ ქსელში და საზოგადოებასთან კომუნიკაცია
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ოპერატიულად უზრუნველყოფდა დარგობრივი ეკონომიკისა
და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების
ინფორმირებას, თანამშრომლობდა მასმედიის წარმომადგენლებთან ინფორმაციის გაშუქების
მიზნით, ხელს უწყობდა კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და
დოკუმენტაციის დროულ განთავსებას პარლამენტის ვებ-გვერდზე. ამ მიმართულებით
აღსანიშნავია,
კომიტეტის
ვებგვერდზე
ახალი
დოკუმენტების
განთავსება,
რაც
საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს ხდის, კომიტეტის სამოქმედო გეგმას, საქმიანობის
ანგარიშებს,
აპარატის
მიერ
მომზადებულ
პერიოდულ
ეკონომიკურ
მიმოხილვასა
და
საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, ასევე კომიტეტის აპარატის მიერ მომზადებულ
დეპუტატის საინფორმაციო ბარათებს.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტი აქტიურად იყენებს სოციალური მედიის საშუალებებს, რის
საფუძველზეც კომიტეტის
Facebook-ის გვერდზე რეგულარულად იდება ინფორმაცია
კომიტეტის აქტივობების შესახებ.
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
და სამეციერო წრეებთან. უზრუნველყოფს მათ ჩართულობას მნიშვნელოვანი საკითხების
განხილვაში.
5.2. სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
•
„დემოკრატიული
მმართველობის
ინიციატივა“(GGI)
რეგულირების გავლენის შეფასებაზე მუშაობა
პროექტის
მხარდაჭერით
აღსანიშნავია, კომიტეტის თანამშრომლობა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა
(USAID)
და
მის
მიერ
დაფინანსებულ
პროექტთან
„დემოკრატიული
მმართველობის
ინიციატივა“(GGI), რომლის ფარგლებში 2017 წლის საშემოდგომო სესიის განმავლობაში,
კომიტეტის აპარატისა და საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებისაგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა
დაასრულა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე
რეგულირების გავლენის შეფასებაზე მუშაობა. მოცემული ანგარიში შემუშავდა ISET-ის კვლევითი
ინსტიტუტის ექსპერტების მხარდაჭერით.
სამუშაო პროცესის ფარგლებში შედგა არაერთი შეხვედრა როგორც აღმასრულებელ და
სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და
ექსპერტებთან.
აღსანიშნავია, რომ ა.წ. 10 ოქტომბერს აღნიშნული RIA-ს პროცესის ფარგლებში გაიმართა სამუშაო
შეხვედრა, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე
რეგულირების გავლენის შეფასების შემუშავების პროცესში გაწეული საქმიანობის შეფასებისა და
პირველადი შედეგების განხილვის მიზნით. აღნიშნული შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარის
ინიციატივით გაიმართა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამუშაო ჯგუფის წევრები, ISET-ის
36
კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტები და „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“-ის
წარმომადგენლები.
•
თანამშრომლობა „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ პროექტთან სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვაზე
ასევე, „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“-სთან თანამშრომლობის ფარგლებში,
კომიტეტმა GGI-ს ექსპერტის დავით ლომიძის მხარდაჭერით, იმუშავა საქართველოს 2017 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაზე, რის შედეგადაც ექსპერტების
რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავებულ იქნა კომიტეტის დასკვნა.
•
სამუშაო შეხვედრა ფისკალური პოლიტიკის შესახებ
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ ფარგლებში 2018 წლის 1516 მარტს გაიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და დარგობრივი
ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სამუშაო შეხვედრა, რომელზეც
მაკროეკონომიკური გარემოსა და ფისკალური პოლიტიკის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე
განიხილეს, მაკროეკონომიკური გარემოს ძირითადი ჩარჩოს ანალიზი, საბიუჯეტო მაჩვენებლები
და მაკროეკონომიკური კავშირები, ძირითადი მონეტარული მაჩვენებლები და საბიუჯეტო
ოფისის როლი და ფუნქციები.
5.3. საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი (PPD)
•
საქართველოს
სატრანსპორტო-ლოგისტიკური
დარგის
ძირითადი
გამოწვევები და
განვითარების პერსპექტივები
მნიშვნელოვანია, კომიტეტის მიერ 2017 წლის 25 დეკემბერს კომიტეტის ინიციატივითა და
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის (BEC) ორგანიზებით, პარლამენტში გამართული საჯარო და
კერძო სექტორებს შორის დიალოგი თემაზე: ‘’საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური
დარგის ძირითადი გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები’’. ღონისძიების მიზანია,
ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში
ეფექტიანი
ინტეგრაციისთვის,
გაანალიზება;
პოტენციალის
შესწავლა-
ასევე, სატრანსპორტო-ლოგისტიკური დარგის განვითარების
სტრატეგიის
განსაზღვრისთვის,
ოპტიმალური
რეკომენდაციების შემუშავება,
გაიმართა
აშშ-ს
საქართველოს
სატრანზიტო
ინსტრუმენტების
იდენტიფიცირება
და
შესაბამისი
ინტერესთა ჯგუფების აქტიური ჩართულობით. ღონისძიება
საერთაშორისო
განვითარების
სააგენტოს
(USAID)
„მმართველობა
განვითარებისათვის“(G4G) პროექტის ფარგლებში - „საჯარო და კერძო სექტორებს შორის
დიალოგის პლატფორმის გაძლიერება პარლამენტში”, რომელსაც ბიზნესისა და ეკონომიკის
ცენტრი (BEC) ახორციელებს.
საქართველოს
სატრანსპორტო-ლოგისტიკური
დარგის
ძირითადი
პრობლემებისა
და
განვითარების პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს: პარლამენტის წევრებმა, საერთაშორისო და
37
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და
დარგის ექსპერტებმა. მათ შორის ხაზგასასმელია, საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლების,
აკადემიური სფეროს და ლოგისტიკის საკითხებში BEC-ის ექსპერტების მონაწილეობა.
შეხვედრის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა აღნიშნულ სფეროში არსებული ძირითადი
საკითხებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, მათ შორის ხაზგასმულ იქნა:
დარგში არსებული ინსტიტუციური პრობლემები;
სამართლებრივი ბაზისა და ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებული
გამოწვევები;
საჰაერო გადაზიდვების
მიმართულებით
არსებული
პრობლემები,
თურქეთთან
გაფორმებული ხელშეკრულება;
ანაკლიის პორტის გავლენისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის საკითხი;
სასაზღვრო
სისტემების
გამართულობისა
და
ელექტრონული
პლატფორმისა
და
სერვისების ჩამოყალიბების აუცილებლობა.
კომიტეტი გეგმავს მუშაობის გაგრძელებას ამ მიმართულებით და ცალკეულ საკითხებსა და
პრობლემებზე შეხვედრების გამართვას. ასევე, აღნიშნული სამუშაო პროცესის შედეგად იგეგმება
საერთაშორისო კონფერენცია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარების მიმართულებით.
•
მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები და ხელშეწყობის მექანიზმები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ინიციატივითა და USAIDის პროექტ „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ ორგანიზებით 2018 წლის 30 იანვარს
გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგი საქართველოში მცირე და საშუალო
მეწარმეობის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების საკითხზე.
აღნიშნულ შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და ამ
მიმართულებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე, კონკურენტუნარიანობისა და
კონკურენციასთან დაკავშირებულ აქტუალურ მიმართულებებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის
საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესების გზებსა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს
პარლამენტის წევრებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების - USAID-ის, ევროპის ბიზნეს
ასოციაციის (EBA), საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) და
საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის წარმომადგენლებმა.
38
6. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები
6.1. შეხვედრები მიზნობრივ ჯგუფებთან
საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა გამართა შეხვედრები, რომლებიც მიზნად ისახავდა
საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის პროცესის გაუმჯობესებას, დაინტერესებულ
მხარეებთან კონსულტაციების გამართვას და მათი ჩართულობის გაძლიერებას.
2017 წლის 16 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო
სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.
30 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლებთან, საკაბელო
ტელევიზიების კავშირის საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით; გარდა ამისა,
პარლამენტის წევრებმა იმსჯელეს „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში
რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო
საშუალების
მფლობელის
სამოქალაქო
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ.
კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა 22 ნოემბერს, რომელზეც ეროვნული ბანკის
წარმომადგენლებთან განხილულ იქნა კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ასევე, შეხვედრის
მეორე ნაწილი, დაეთმო დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებს საკაბელო
ტელევიზიების საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით.
26 ოქტომბერს შედგა შეხვედრა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებთან დაკავშირებით. სადაც პარლამენტის წევრებმა მოისმინეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მოადგილის გ. კაკაურიძის და სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ თავმჯდომარის
მოსაზრებები.
27 ოქტომბერს გაიმართა რომან კაკულიას შეხვედრა ევროპის სამაუწყებლო კავშირის (EBU)
ექსპერტებთან, რომელზეც განიხილეს
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. შეხვედრაზე ხაზგასმულ იქნა, სახელმწიფო
შესყიდვების, მაუწყებლის მმართველობისა და რეკლამის უფლების საკითხების მნიშვნელობა.
საანგარიშო პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა "დაზღვევის შესახებ საქართველოს
კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტთან დაკავშირებით, მნიშნველოვანი
შეხვედრა გაიმართა ა.წ. 4 დეკემბერს საპარტნიორო ფონდისა და ეკონომიკის სამინისტროს
წარმომადგენლებთან, ასევე 30 მარტსა და 30 აპრილს, ხოლო 11 მაისის შეხვედრას ექსპორტიორი
კომპანიების ხელმძღვანელების დაესწრნენ.
39
6.2. საგარეო ურთიერთობები, კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტები და შეხვედრები
•
დელეგაციის ვიზიტი დანიის სამეფოში
საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივით დაგეგმილ იქნა საპარლამენტო
დელეგაციის ვიზიტი დანიის სამეფოში, რომელიც
ა.წ. 6 ნოემბრიდან - 9 ნოემბრამდე ბატონ
რომან კაკულიას ხელმძღვანელობით, ქ. კოპენჰაგენში, დანიის სამეფოს პარლამენტთან
მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული ვიზიტის მიზანს,
პარლამენტთა
შორისი ორმხრივი ურთიერთობის განვითარება და ეკონომიკური და პროცედურული
საკითხების მიმართულებით დანიის პარლამენტის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ვიზიტის განმავლობაში დანიის სამეფოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართა: ბიზნესის,
ზრდისა და ექსპორტის კომიტეტის ვიცე–სპიკერთან ბატონ იოაკიმ ოლსენთან, დანიის
პარლამენტის
სამართლებრივ
მრჩეველთან
ბატონ
ანტონ
ჰოი
იაკობსენთან,
დანიის
პარლამენტში, ევროკავშირის საკითხებში მრჩეველთან ბატონ ლოტე რიკერს ოლესენთან და
პარლამენტის წევრთან საკვების, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის, ასევე ქალთა უფლებების
ყოფილ მინისტრთან ქ–ნ ევა კიერ ჰანსენთან. გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები
შედგა დანიის კონკურენციისა და მომხმარებელთა სააგენტოში, ბიზნესისა და მრეწველობის
სამინისტროში, დასაქმების სამინისტროში, დანიის განვითარების ფონდში, დანიის ექსპორტის
საკრედიტო სააგენტოში და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ სამდივნოში.
•
შეხვედრები ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან
2017 წლის 12 სექტემბერს კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა ენერგეტიკული გაერთიანების
სამდივნოს დირექტორს ბატონ იანეს კოპაკს და სამდივნოს აღმოსავლეთ თანამეგობრობის
განყოფილების დირექტორის მოადგილეს ქალბატონ სვეტლანა კარპიშინას. შეხვედრაზე
განხილულ იქნა „ელექტროენერგეტიკის შესახებ“ კანონის შემუშავების საკითხები. აღსანიშნავია,
რომ
რომან კაკულია
საქართველოს პარლამენტიდან
ენერგეტიკული გაერთიანების
საპარლამენტო პლენუმის წევრია.
ასევე, 10 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რევაზ არველაძე დაესწრო შეხვედრას
ენერგეტიკული
გაერთიანების
სამდივნოს
დირექტორთან
იანეს
კოპაკთან.
აღნიშნულ
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ
ოქმთან შეერთებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესი, ყურადღება
გამახვილებულ იქნა მესამე პაკეტის კანონების ჰარმონიზაციის საკითხზე და ამ მიმართულებით
გაწეულ სამუშაოზე.
•
შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან იუშიმ
ელჰან-კაიალარისთან
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან
კაკულიას და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, იუშიმ
ელჰან-კაიალარის, 2018 წლის 5 ივნისის შეხვედრა, მიზნად ისახავდა ქვეყანაში ინკლუზიური
ეკონომიკური ზრდის პროცესში აზიის განვითარების ბანკის გამოცდილების გაზიარებას.
ყურადღება გამახვილდა, საქართველოში ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში აზიის განვითარების
40
ბანკის მიერ პროექტების განხორციელების მრავალწლიან გამოცდილებაზე, მთავრობის
ინიციატივაზე საკრედიტო სქემის დაფუძნების შესახებ და მის სავარაუდო შედეგებზე.
•
შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან ფრანსუა
პენშოსთან
2018 წლის 7 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში საკრედიტო
საგარანტიო ინსტრუმენტის ამოქმედების პერსპექტივაზე ისაუბრეს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების
მიხედვით არსებული მდგომარეობის შეფასება და იმ შესაძლებლობების განსაზღვრა, რაც
დაეხმარება
ადამიანებს
ბიზნეს
ინიციატივებში
მოძებნაში.
ყურადღება
გამახვილებულ
იქნა
ჩართვასა
სხვადასხვა
და
სამუშაო
რეგიონში
ადგილების
დონორების
მიერ
განხორციელებული პროექტების დეტალური ანალიზის საჭიროებაზე, რათა ამის შემდეგ სწორად
შეირჩეს ისეთი საპილოტე რეგიონი, რომელშიც არსებული ბიზნეს შესაძლებლობები უკვე
მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული რეგიონში არსებული საქმიანობებიდან გამომდინარე.
•
რომან კაკულიას შეხვედრა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორთან,
მერსი ტემბონთან
2018 წლის 3 ივლისის შეხვედრაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარემ,
რეგიონულმა
რომან
კაკულიამ და
დირექტორმა, მერსი
ტემბონმა,
მსოფლიო
ბანკის
საქართველოსა
სამხრეთ
და მსოფლიო
კავკასიის
ბანკის
თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განიხილეს მსოფლიო ბანკის
ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოს რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და კერძო სექტორის
განვითარების, მწარმოებლობის დონისა და ხარისხის გაუმჯობესების, ცხოვრების დონის
ამაღლების სფეროში დაეხმარება.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში მოეწყობა დონორთა ერთობლივი
შეხვედრა, სადაც კონკრეტულად გაანალიზდება არსებული პრობლემები. განიხილავენ
რეგიონებში სიღარიბის დაძლევასთან დაკავშირებულ პროგრამებს. ასევე, გაანალიზებენ
დონორების დახმარების პროგრამაში არსებული ტრენინგების და სწავლების კომპონენტებს და
მათი კოორდინაციის საკითხს.
•
შეხვედრა გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციის (UNCTAD), კონკურენციის
პოლიტიკისა და მომხმარებელთა დაცვის ფილიალის ხელმძღვანელთან
2017 წლის 14 სექტემბერს კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა შეხვედრა გაეროს ვაჭრობისა და
განვითარების ორგანიზაციის (UNCTAD), კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა
უფლებების დაცვის ფილიალის ხელმძღვანელთან, ტერეზა მორიერასთან. შეხვედრაზე ისაუბრეს
ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის წარმართვისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე.
ასევე განიხილეს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საქართველოს კონკურენციის სააგენტოს
მხარდამჭერი საქმიანობის მიმდინარეობა, კონკურენციის
განვითარების პროცესში და შესაბამისი სააგენტოს როლი.
მნიშვნელობა
ეკონომიკური
41
•
სემინარი - "კორეის ეკონომიკური განვითარება და რჩევები საქართველოსთვის“
ასევე, 2017 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ დემოკრატების“
და საქართველოში კორეის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა სემინარი - "კორეის ეკონომიკური
განვითარება და რჩევები საქართველოსთვის", რომელიც მიზნად ისახავდა კორეის ეკონომიკური
განვითარების გამოცდილების გაცნობას. მომხსენებელი
კორეის ვაჭრობის და ინვესტიციის
ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენილი ბ-ნ მიუნგ ჰუნ ოჰი იყო.
•
შეხვედრა ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებთან
საშემოდგომო სესიის ბოლო შეხვედრა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ 4 დეკემბერს
ინდონეზიის რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაციის წევრებთან გამართა. შეხვედრაზე
კომიტეტის თავმჯდომარე სტუმრებს ესაუბრა 2030 წლისთვის სიღარიბის შემცირებასთან
დაკავშირებული გეგმების შესახებ და გაუზიარა საქართველოში არსებული ეკონომიკური
განვითარების ტენდენციის მიღწევის გამოცდილება.
•
შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის
ჯგუფის წევრებთან
2018 წლის 12 მარტს გაიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა ირანის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის
ჯგუფის წევრებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას
შორის არსებული ურთიერთობის შესახებ. ირანის დელეგაციის მიერ, ურთიერთობის
განვითარების მიმართულებით, ყურადღება გამახვილებულ იქნა ეკონომიკურ ურთიერთობებსა
და საბანკო სფეროში თანამშრომლობაზე. ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით
გამოკვეთილ იქნა ტურიზმი, ტვირთების გადაზიდვა და სხვა სფეროები.
42