საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას 2018 წლის 14-16 ივლისს პარაგვაიში და 21-23 ივლისს ლიტვაში ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა
ნომერი
#15474/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195

📜 ტექსტი

წერილი
N 15474 14/09/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, გიგზავნით 14-16 ივლისს პარაგვაიში და უახლოეს ბიუროზე წარსადგენად. დანართი: 6 გვერდი პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე 21-23 ივლისს ლიტვაში ვიზიტის ანგარიშს
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას პარაგვაიში ვიზიტის ანგარიში მივლინებული: 1. სოფიო ქაცარავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე 2. დავით დონდუა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 3. ირაკლი ყურაშვილი, საქართველოს ელჩი პარაგვაიში (რეზიდენციით ბუენოს აირესი) მივლინების მიზანი: პარაგვაის ახალი პრეზიდენტის მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაცია, ორმხრივი საპარლამენტო შეხვედრები მივლინების ადგილი: ასუნსიონი, პარაგვაი მივლინების თარიღი: 2018 წლის 14-16 ივლისი 2018 წლის 14-16 აგვისტოს, პარაგვაის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია საქართველოს ოფიციალური დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ამავდროულად საქართველოს პარლამენტში პარაგვაისთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით დონდუა, და პარაგვაის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ბუენოს-აირესი), ირაკლი ყურაშვილი. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო პარაგვაის ახალი პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციის ცერემონიაში. პრეზიდენტმა მარიო აბდო ბენიტესმა, ვიცე-პრეზიდენტმა უგო ველასკესმა და მთავრობის ახალმა წევრებმა (2018-2023) ფიცი დადეს პარლამენტის ქვედა პალატის - დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის წინაშე. ცერემონიას ესწრებოდნენ არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და ბოლივიის პრეზიდენტები, ეკვადორის, ჰონდურასის ვიცე-პრეზიდენტები, ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის თავმჯდომარე, აშშ-ს, მექსიკის, ჩილეს და სხვა მრავალი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები. ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება სასამართლო სისტემის რეფორმა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა არგენტინის რესპუბლიკის კონგრესის დეპუტატთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კორნელია შმიდტ-ლიერმანთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ქვეყნის სუვერენიტეტისა და გამთლიანების საკითხები. შმიდტ-ლიერმანმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ ქაცარავას რამდენიმე თვის წინ მისთვის საქართველოში მოსაწვევი წერილის გამოგზავნისთვის. არგენტინელმა პარლამენტარმა დაადასტურა თავისი მზადყოფნა და დიდი სურვილი ეწვიოს საქართველოს სამუშაო ვიზიტით. რაც შეეხება არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის შექმნის საკითხს, ქალბატონმა შმიდტ-ლიერმანმა განაცხადა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მეგობრობის ჯგუფის შექმნის შემდეგ, მოხდება ვიდეო ჩართვა სკაიპის მეშვეობით თბილისსა და ბუენოს-აირესს შორის, რათა ორი ქვეყნის მეგობრობის ჯგუფის წევრებმა პირველ ეტაპზე, სკაიპის მეშვეობით გაიცნონ ერთმანეთი. ქალბატონმა შმიდტ-ლიერმანმა შეხვედრის შესახებ განთავსებულ ტვიტში ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული მხარე არგენტინის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფის შექმნის მოლოდინშია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა პარაგვაის ეროვნული კონგრესის სასახლეში, პარაგვაის რესპუბლიკის ეროვნული კონგრესის დეპუტატთა პალატის (პარლამენტის ქვედა პალატა) თავმჯდომარესთან, მიგელ ხორხე კუევასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ახლო მომავალში კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მოხარული იქნება ახლო მომავალში უმასპინძლოს პარაგვაელ პარლამენტარებსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს საქართველოში, რათა ადგილზე მოხდეს არსებული პოტენციალის შესწავლა, ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარება და საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაზიარება. პარაგვაის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელობა აქვს მთელს დიდი რეგიონში, როგორც მნიშვნელოვან ჰაბს და პარაგვაის დიდი ინტერესი აქვს სავაჭრო ურთიერთობები გაზარდოს საქართველოსთან და რეგიონთან. სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების განმტკიცებას და ის ფაქტი, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტში მეგობრობის ჯგუფები დაფუძნებულია, საპარლამენტო თანამშრომლობის ინტენსიფიკაციისთვის უკვე კარგი საფუძველია. პარაგვაის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ საპატიო კონსული კონრადო პაპალარდოა, რომელიც ძალიან საპატივცემულო პირია პარაგვაის პოლიტიკურ წრეებსა და ზოგადად, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პარაგვაულმა მხარემ დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს, ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის გამოგზავნისთვის, პარაგვაის პრეზიდენტის, მარიო აბდო ბენიტესის ინაუგურაციაზე დასასწრებად. ,,ჩვენ ეს არასდროს დაგვავიწყდება, მომავალში ჩვენ ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს ამ ძალიან მეგობრულ ჟესტს''-აღნიშნა პარაგვაელმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით დონდუამ და სოფიო ქაცარავამ ინტერვიუ მისცეს პარაგვაის საზოგადოებრივ რადიოსა და ტელევიზიას. დელეგაციამ ასუნსიონში არგენტინის ელჩის რეზიდენციაში, შეხვედრა გამართა ასევე არგენტინის საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრთან, ხორხე ფორისთან. შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი და იმსჯელეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და არგენტინას შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების არსებული პერსპექტივები როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე განსაკუთრებით დაინტერესებულია სოფლის მეურნეობის სფეროში არგენტინის გამოცდილების გაზიარებით. აღნიშნულთან მიმართებაში, მხარეები მიესალმნენ ახლო მომავალში არგენტინაში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის დაგეგმილ ვიზიტს. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ არგენტინა იყო პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1919 წელს აღიარა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, რის გამოც ქართველი ხალხი არგენტინის ძალიან მადლიერია. სოფიო ქაცარავამ საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ისაუბრა ასევე საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის შესახებ, მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში შექმნილია არგენტინასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი და იმედი გამოთქვა, რომ არგენტინის პარლამენტშიც უახლოეს მომავალში შეიქმნება საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი. შეხვედრაზე ხორხე ფორის მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ და ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა არგენტინის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ ამ მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრა გაიმართა ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ადამიანური მობილობის მინისტრთან, ხოსე ვალენსიასთან. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების საგარეო ეკვადორის საქმეთა ადამიანური სამინისტროსა მობილობის და სამინისტროს შორის მემორანდუმს „საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა საერთო ინტერესების და საკითხებზე პოლიტიკური კონსულტაციების“ შესახებ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა და პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ეკვადორს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ეკვადორს შორის ორმხრივ დღის წესრიგთან დაკავშირებული უწყებათაშორის საკითხები, ისაუბრეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და თანამშრომლობაზე. ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა ინტერესი საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გაზიარების კუთხით. ეკვადორის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ეკვადორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ედუარდო ხურადოს მაღალ დონეზე მიღებისათვის. ბატონი ხურადო საქართველოს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) სამიტის ფარგლებში ეწვია და მიმდინარე წლის 19 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან გამართა შეხვედრა.
ანგარიში
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას ვილნიუსში ვიზიტის ანგარიში მივლინებული: სოფიო ქაცარავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მივლინების მიზანი: ვალდას ადამკუსის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მივლინების ადგილი: ვილნიუსი, ლიეტუვა მივლინების თარიღი: 2018 წლის 21-23 ივლისი 2018 წლის 21-23 აგვისტოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ქალაქ ვილნიუსში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში და გამართა ორმხრივი შეხვედრები ლიეტუვის სეიმში. სოფიო ქაცარავამ ვალდას ადამკუსის საერთაშორისო კონფერენციაზე ფორუმის სესიაზე სახელწოდებით – “ევროპული და ტრანსატლანტიკური მდგრადობის აღდგენა”, კოლეგებს სიტყვით მიმართა, სადაც ევროპაში ტრანსატლანტიკური ერთიანობისა და ლიდერობის განმტკიცების, ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე ისაუბრა. აქცენტი ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევებზე და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაბალანსების აუცილებლობაზე გააკეთა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რაც, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ითვალისწინებს. „წელს ლიეტუვა დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, როგორც საქართველო, ჩვენ ბევრი საერთო ისტორიული მოვლენა გვაკავშირებს ერთმანეთთან, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირი-თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებებია და ეს ფაქტორი და ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე გამოწვევების წინაშე გვამყოფებს. ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და მდგრადობის აღდგენა ნატოსა და ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკის გარეშე შეუძლებელია. ღია კარის პოლიტიკა ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ქვაკუთხედი იყო ყოველთვის, რაც ევროპის ერთიანობისა და დაცულობის გარანტია. „- აღნიშნა სოფიო ქაცარავა მოხსენების დროს. კონფერენციაში სოფიო ქაცარავასთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების აღმასრულებელი საკანონმდელო და ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო ექსპერტები. პანელზე, სოფიო ქაცარავასთან ერთად, სიტყვით გამოვიდნენ კურტ ვოკერი - აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ვიქტორ იუშჩენკო - უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ჟიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვა-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ქრისტიან შმიდტი - გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მაია სანდუ - მოლდოვას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და სხვა მაღალი დონის ოფიცალური პირები და საერთაშორისო ექსპერტები. საპანელო განხილვას მოდერაციას უწევდა ატლანტიკის საბჭოს აღმასრულებელი ვიცე- პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი. „მსგავსი ფორუმები საშუალებას გვაძლევს, ვისაუბროთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ხედვებისა და პოლიტიკის შესახებ. გავცვალოთ აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს ერთობლივი ძალისხმევით და როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ლიეტუვის სეიმში, საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, სადაც ისაუბრა ორმხრივ მჭიდრო ურთიერთობებზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე, ახალ პერსპექტივებსა და სამომავლო დღის წესრიგზე, საუბარი აგრეთვე შეეხებოდა ევროკავშირისა და ნატოს მომავალი წევრობას და ამ გზაზე ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. სოფიო ქაცარავამ საქართველოში გატარებულ ყველა რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროპული სტანდარტის ქვეყნის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული საქართველოს ხელისუფლება, რაც უკვე ხელშესახებია.”ლიეტუვა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დააწესა სანქციები ოთხოზორიატატუნაშვილის სიაში შემავალ პირებზე და მადლობას ვუხდით მათ მტკიცე მხარდაჭერისთვის. “.განცხადა შეხვედრაზე სოფიო ქაცარავა. მხარეებმა ასევე განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის საკითხები, მისი როლი გამოწვევების წინაშე და ეროვნული ინტერესებისთვის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, რუსეთის ფაქტორის და სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ, რაც უალტერნატივოა ქვეყნის გამთლიანებისთვის. ვიზიტის ფარგლებში სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჟან ბიზესთან, რომელთანაც განიხილა საქართველოში გატარებული რეფორმები, საგარეო პრიორიტეტები, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს არის როგორც, ხელისუფლები პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მოქალაქეთა მკაფიო არჩევანი. „მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის ისეთ ქვეყნებთან პარტნიორების გაღრმავება, როგორიცაა საფრანგეთი, პრიორიტეტული ამოცანაა“- სოფიო ქაცარავა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის როლს ორმხრივი კავშირების გაძლიერებასა და ეროვნული ინტერესების დაცვაში. სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უსაფრთხოების გამოწვევებსა და ერთიან მიდგომებზე.