საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2017 წლის საშემოდგომო და 2018 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#15505/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-17
ბიუროს ნომერი 195

📜 ტექსტი

წერილი
N 15505 17/09/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 52-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2017 წლის საშემოდგომო და 2018 წლის საგაზაფხულო სესიების პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 29 ფურცელი პატივისცემით, ოთარ დანელია თავმჯდომარე
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ანგარიში 2017 წლის საშემოდგომო და 2018 წლის საგაზაფხულო სესიები 1 შინაარსი 1. კომიტეტის მისია და ხედვა, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, საქმიანობის სტატისტიკა...........................................................................................................................................3 1.1.კომიტეტის მისია და ხედვა...............................................…..................................................... 3 1.2.კომიტეტის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები................................................................4 1.3.კომიტეტის საქმიანობის სტატისტიკა...................................................................................... 5 2.კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა ..........................................................................5 2.1.კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი კანონპროექტები..................................6 2.2.კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები..............................................................................................................................12 2.3.საკანონმდებლი წინადადებების განხილვა....................................................................... 15 3. საპარლამენტო კონტროლი 3.1.კომიტეტის სახედამხედველო საქმიანობა.............................................................................16 3.2.გასვლითი სხდომები...................................................................................................................19 4. კომიტეტში გამართული შეხვედრები 4.1. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები.................................................. 20 4.2. სამუშაო შეხვედრები ..................................................................................................................25 4.3.შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ..............................28 5. კომიტეტის კვლევითი საქმიანობა .............................................................................................29 6. საზოგადოებასთან ურთიერთობა..............................................................................................29 2 საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობათა ფარგლებში. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში, ასევე შიდა ორგანიზაციული პროცესების მართვას. სანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი გამოხატული პრინციპი იყო სამოქალაქო საზოგადოების მიმართ თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა. კომიტეტი ღია იყო ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და მოსაზრებების გასაზიარებლად და ქმნიდა შესაძლებლობას როგორც საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვის, ასევე, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას მათი ჩართულობისთვის. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ - მხარდაჭერით შემუშავდა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. კომიტეტის მისია და ხედვა  სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და მისი განხორციელების ხელშეწყობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის გზით. 3  აგრარულ სექტორში ურთიერთთანამშრომლობაზე საკანონმდებლო დამყარებული ბაზის სრულყოფა, საზედამხედველო წარმართვა და ქვეყნის წინაშე აღებულ საერთაშორისო საქმიანობის ვალდებულებათა შესრულების კონტროლი. კომიტეტის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები მიზნები :  აგრარული რეფორმების, სასურსათო უზრუნველყოფის, მიწის რესურსების, აგრარული განათლებისა და მეცნიერების, აგრომომსახურებისა და ფერმერთა საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება.  ევროკავშირთან საკანონმდებლო მიახლოება/ჰარმონიზება, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიების განხორციელებაზე ეფექტიანი ზედამხედველობა და კანონმდებლობის აღსრულება.  კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა მხარესთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა. და სხვადასხვა დაინტერესებულ ამოცანები:  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და DCFTA-ით გათვალისწინებული რეგულაციების საკანონმდებლო უზრუნველყოფა (საკანონმდებლო ჰარმონიზაცია).  საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტთა განხორციელებისათვის.  საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, DCFTA-ით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი  საბიუჯეტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა. 4  კომიტეტის ღიაობის, გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) პრინციპების შესაბამისად. კომიტეტის სხდომების სტატისტიკა საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით გაიმართა სხდომა. განხილულია 108 კომიტეტის 28 საკითხი. აქედან 91 კანონშემოქმედებითი და 17 საზედამხედველო საქმიანობის კუთხით. კომიტეტის წევრებმა საანგარიშო პერიოდში სამუშაო შეხვედრები გამართეს რეგიონებში. კომიტეტის წევრების მიერ სოფლის მოსახლეობასთან, ფერმერებთან, აგრარულ სექტორში დასაქმებულ პირებთან შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხები განხილულ იქნა კომიტეტის სხდომებზე. კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა აგრარულ საკითხთა კომიტეტი კანონშემოქმედებით საქმიანობაში. აქტიურად მონაწილეობდა ინტენსიურად პარლამენტის მიმდინარეობდა მუშაობა კანონპროექტებზე: - „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ; ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია). 5 - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონპროექტის საქართველოს მომზადება განხორციელებული განპირობებულია ცვლილებით (კანონპროექტზე კონსტიტუციაში მიმდინარეობს შეთანხმება სხვადასხვა უწყებებთან; კანონპროექტის ავტორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია); - „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“; კანონპროექტის მიღების მიზანია სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განისაზღვროს რეგულირებადი პროფესიები - ვეტერინარი და ვეტერინარი - ტექნიკოსი (კანონპროექტი განხილვის პროცესშია; კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი ოთარ დანელია); - საქართველოს კანონის პროექტი „ქარსაფარი (მინდორდაცვითი ზოლების) შესახებ“; კანონპროექტის მიღების მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ქარსაფარი ზოლების აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის ხელშეწყობა, ქარით გამოწვეული ნიადაგის ეროზიული პროცესების თავიდან აცილება (კანონპროექტი განხილვის პროცესშია; კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია აგრარულ საკითხთა კომიტეტი); კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი მნიშვნელოვანი კანონპროექტები  კომიტეტმა, შესაბამისი წინადადებების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების - ა. ოხანაშვილის, ე.ბესელიას, ვ. ზარდიაშვილის, დ. მათიკაშვილის, გ. მაჭარაშვილისა და ი. წულაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების 6 შეტანის თაობაზე და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტის მიზანი იყო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ისეთი ობიექტური შემთხვევების გათვალისწინება, როდესაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კომერციულ ბანკებს, მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით და საბანკო საქმიანობის ფარგლებში განსაზღვრული პირობით, გარდამავალ ეტაპზე, მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების შეძენის ლეგიტიმური უფლებამოსილება. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი გარდამავალ ეტაპზე არ გავრცელდება კანონმდებლობით განსაზღვრულ კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება წარმოეშობათ საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში. - „ნოტარიატის შესახებ“ პროექტის მიღების მიზანი იყო „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში 2017 წლის 16 ივნისის №1049 კანონით შესულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომლითაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერდა იმ ნორმის მოქმედება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებას ანიჭებს უცხოელს, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“. პროექტის შემუშავების მიზანი იყო „ერთი მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების ფარგლებში აღებული 7 საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებათა მარეგულირებელი ნორმების გადამუშავება.  კომიტეტმა ინიციატივის მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებს: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის მიღების მიზეზი იყო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან („სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები“ (SPS) დანართი IV, ნაწ. 2, მე-4 თავი, კანონმდებლობასთან მიახლოება, 50-65 მუხ.) გამომდინარე ევროკავშირის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ასევე, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვასთან, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასთან და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა და დაზუსტება. - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტის პროექტის მიღების მიზანი იყო, აგროქიმიკატებისა და პესტიციდების მიმოქცევის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული საკითხების დახვეწა და დაზუსტება.  კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს, „ქვეყნის ძირითადი მონაცემებს და მიმართულებებს 2018-2021 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენებას - „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 8 მიმდინარეობის შესახებ“; კანონპროექტის მიღების მიზანი იყო 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ნუსხის დამტკიცება. პროექტის მიხედვით განისაზღვრება 2018 წლის განმავლობაში მისაღები შემოსულობებისა და გასაწევი გადასახდელების მაჩვენებლები. 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ შესრულებას, რამაც უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის სოციალური დაცვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტს - „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიაობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს. კანონპროექტით წარმოდგენილი იყო სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების განხორციელება, რაც მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, რაც თავისთავად, ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტს - „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტებს. საქართველოში ბოლო წლებში წარმოქმნილმა ე.წ. „სამშენებლო ბუმმა“ და მის ფონზე გამოვლენილმა კანონმდებლობის ნაკლოვანებებმა აჩვენა, რომ მოქმედი სამართლებრივი ინსტიტუტები ვერ პასუხობენ იმ გამოწვევებს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, დღის წესრიგში დადგა ამ სფეროს მოწესრიგების საჭიროება. კანონპროექტის მიზანი იყო სივრცითი მოწყობის, ქალაქმშენებლობითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის კანონმდებლობის უნიფიკაცია და სფეროს ჰარმონიზაცია, მომწესრიგებელი ასევე, ცალკეული გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების გამარტივება და ტრანსფარენტულობა, ძირითადი სამართლებრივი ინსტიტუტების კანონის ფორმაში მოქცევა და მათთვის სტაბილურობის შენარჩუნება. 9  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებს: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; პროექტის შემუშავების მიზანი იყო მცირე ბიზნესის დაბეგვრის რეგულაციების ცვლილება და ამ კატეგორიის გადამხდელთათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქება, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალ მოდელზე გადაყვანა, საჰაერო ფრენებთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების დღგ-გან გათავისუფლება, ეტლის მომხმარებელი პირის მიერ ადაპტირებული ავტომანქანის იმპორტის გათავისუფლება აქციზის გადასახადისგან, გადასახადის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ცალკეული ნორმის დაზუსტება.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტს - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“; პროექტის მიზანი იყო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცება.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებს: „პროფესიული განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპეციალური 10 პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; პროექტის მიზანი იყო ქვეყნის პროფესიული განათლების სისტემის განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა. კერძოდ, პროფესიული განათლების მორგება შრომის ბაზრის არსებულ და სამომავლო მოთხოვნებთან და პირის მომზადება დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობისათვის; ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს განვითარება, არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების შექმნა, კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის განვითარება; პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განვითარება; შრომის ბაზარზე პირის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების გზით; პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობა; ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარება; პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბება; პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა მობილობის ხელშეწყობა;  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისათვის წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა (201811 2020)“; მინისტრების გამოსვლებში ყურადღება სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - იმ მიმართულებებზე გაამახვილდა, რომლებიც მათი სამინისტროების მოქმედების სფეროს ეხებოდა.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, თამარ ჩუგოშვილის, ირინე ფრუიძის, გიორგი კახიანის, ანრი ოხანაშვილის, ეკა ბესელიას, მამუკა მდინარაძის, არჩილ თალაკვაძის, ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ბერაიას, გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტებს. და წესით მისგან პროექტის მიღების მიზანი იყო: პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესება, რაც უზრუნველყოფს ხარისხიანი და ეფექტური კანონმდებლობის შექმნის შესაძლებლობას; პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაუმჯობესება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობა და არსებული ხარვეზების დროული და ეფექტური გამოვლენის შესაძლებლობა; პარლამენტის სტრუქტურის დახვეწა, რაც ხელს შეუწყობს საპარლამენტო საქმიანობის გაჯანსაღებას; საქმიანობის გამჭვირვალობისა და მოქალაქეებთან პარლამენტთან დაკავშირებული ურთიერთობის რეგულაციების საკითხების სისტემური სრულყოფა; ერთიანობის უზრუნველყოფა, რეგლამენტიდან გამომდინარე პარლამენტთან დაკავშირებული რეგულაციების საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა და საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 12 მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებას. წარმოდგენილი შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, ერთი მხრივ გაიზრდება სავაჭრო ბრუნვა მხარეებს შორის, მეორე მხრივ ქართველ მეწარმეებს მიეცემათ შესაძლებლობა დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე მიაწოდონ საკუთარი პროდუქტი და მომსახურება მსოფლიოში ყველაზე დიდ ბაზარს.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციას. კონვენცია ადგენს ყოვლისმომცველი საბაჟო პროცედურების სტანდარტებს, რომელიც ხელს უწყობს კანონიერ ვაჭრობას და იმავდროულად უზრუნველყოფს საბაჟო შემოსულობებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით საბაჟო კონტროლის განხორციელებას. კონვენციასთან მიერთება ხელს შეუწყობს „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ შეთანხმების 67-ე მუხლის პირველი ნაწილის (i) ქვეპუნქტში ასახული საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ - „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმებaს (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი ორი“ პროექტის მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს-სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ექვსი მიმართულებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება; განათლება; ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა; გარემო.  კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015 წლის 22 13 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის)“ ცვლილება ნომერი სამი“ საგრანტო შეთანხმების მიზანია ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს-სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენცია, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ექვსი მიმართულებით: კონფლიქტების შემსუბუქება ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა; და შერიგება განათლება; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა; გარემო. საგრანტო შეთანხმების ცვლილება ითვალისწინებს არსებული საგრანტო თანხის გაზრდას 33,614,040 აშშ დოლარის ოდენობით (28,079,635 აშშ დოლარიდან 61,693,675 აშშ დოლარამდე), ასევე ჯამური საგრანტო თანხის გაზრდის შესაძლებლობას 22,285,060 აშშ დოლარით, 71,454,675 აშშ დოლარიდან 93,739,735 აშშ დოლარამდე). იცვლება ზემოხსენებული მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობებიც. კონფლიქტების შემსუბუქებისა და შერიგების მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა 1,515,000 აშშ დოლარის ოდენობით, 2,500 000 აშშ დოლარიდან 4,015,000 აშშ დოლარამდე; ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა 7,250,000 აშშ დოლარის ოდენობით, 4,000,000 აშშ დოლარიდან 11,250,000 აშშ დოლარამდე; სოფლის მეურნეობის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა 3,200,000 აშშ დოლარის ოდენობით, 3,260,000 აშშ დოლარიდან 6,460,000 აშშ დოლარამდე. კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა 19,249,040 აშშ დოლარის ოდენობით, 12,072,000 აშშ დოლარიდან 31,321,040 აშშ დოლარამდე; გარემოს მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობებისთვის განსაზღვრული საგრანტო თანხა გაიზარდა 2,400,000 აშშ დოლარის ოდენობით, 4,350,000 აშშ დოლარიდან 6,750,000 აშშ დოლარამდე. 14 საკანონმდებლო წინადადებების განხილვა  კომიტეტმა განიხილა ა(ა)იპ „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი იყო განსაზღვრულიყო საქართველოში სასურსათო და კვების უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მოსახლეობის კვების უფლებები საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა და უარყოფილად ცნო ა(ა)იპ „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარების“ მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადება „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. ვინაიდან, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები, ამ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებების უფლებამოსილებები. სასურსათო უსაფრთხოება წარმოადგენს სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთ სახეს, რომლის რეგულირების წესი და პროცესის მაკორდინირებელი უწყებები განსაზღვრულია ზემოაღნიშნული კანონით. ამასთან ერთად, კომიტეტმა გამოთქვა მზაობა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორებთან ერთობლივი კონსულტაციებისა და თანამშრომლობისათვის. საპარლამენტო კონტროლი საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ახორციელებდა კონტროლს საქართველოს მთავრობის საქმიანობაზე. ამ მიზნით გაიმართა როგორც კომიტეტის სხდომები, ასევე გამოთხოვილი იქნა შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სტრუქტურული 15 ერთეულებიდან. კომიტეტი განსაკუთრებით ნაყოფიერად თანამშრომლობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. კომიტეტი წინასწარ ამზადებდა საზედამხედველო საქმიანობის გეგმას, რომელიც თანხმდებოდა სამინისტროსთან და კომიტეტი ზედამხედველობას ამ გეგმაზე დაყრდნობით ახორციელებდა. გეგმის შესაბამისად განსაზღვრული იყო თითოეული საკითხის მოსმენის თარიღი, საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად; კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის კუთხით 17 საკითხი განიხილა, რომელთა დიდი ნაწილი უკავშირდებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში არსებული უწყებების საქმიანობას და პროექტების განხორციელების მიმდინარეობას. აღნიშნული საკითხების განხილვას კომიტეტის 13 სხდომა დაეთმო:  2017 წლის 12 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილი იქნა ინფორმაცია, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ (მომხსენებელი: ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი);  2017 წლის 12 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილი იქნა ინფორმაცია - საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის თაობაზე (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე);  2017 წლის 9 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე მოსმენილ იქნა ინფორმაცია - საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის თაობაზე (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე);  2017 წლის 24 ნოემბრის კომიტეტის სხდომაზე, მოსმენილი იქნა სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიში და სამოქმედო გეგმა (მომხსენებელი: გელა ხანიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე);  2017 წლის 11 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე, მოსმენილი იქნა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სტრატეგიისა და 16 სამოქმედო გეგმის (2017-2020 ) თაობაზე (მომხსენებელი: - მიხეილ თოქმაზიშვილი, UNDP-ს ექსპერტი);  2017 წლის 13 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე, მოსმენილი იქნა ინფორმაცია სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ (მომხსენებელი: გიორგი სამანიშვილი - სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე);  2018 წლის 16 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე, განხილული იქნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2018 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა (მომხსენებელი: ოთარ დანელია - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე);  2018 წლის 16 თებერვლის კომიტეტის სხდომაზე, განხილული იქნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2017-2020) (მომხსენებელი: ოთარ დანელია - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე);  2018 წლის 26 თებერვალის კომიტეტის სხდომაზე, მოსმენილი იქნა ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2017 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ (მომხსენებელი: ლევან დავითაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი);  2018 წლის 12 მარტის კომიტეტის სხდომაზე, მოსმენილი იქნა ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და საქართველოს კანონების სოფლის გარდამავალი მეურნეობის სამინისტროს მიერ დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ, ასევე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ (მომხსენებელი: ნოდარ კერესელიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე);  2018 წლის 16 აპრილის კომიტეტის სხდომაზე, მოსმენილი იქნა ინფორმაცია ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 17 გაწეული საქმიანობის ანგარიში (მომხსენებელი: ნოდარ კერესელიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე);  2018 წლის 27 აპრილის კომიტეტის სხდომაზე, მოსმენილი იქნა ინფორმაციები - სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების და სოფლის განვითარების 20172020 წლების სტრატეგიის განხორციელების მიმდინარების შესახებ (მომხსენებელი: ნოდარ კერესელიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე); დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის (აზიური ფაროსანა) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების თაობაზე (მომხსენებელი: ლიპარტია); სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების საქმიანობის ეფექტურობის შესახებ (მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კერესელიძე);  2018 წლის 10 მაისის სხდომაზე, მოსმენილი იქნა ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე);  2018 წლის 28 მაისის სხდომაზე, განხილული იქნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა (2017-2020) (მომხსენებელი: ოთარ დანელია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ);  2018 წლის 7 ივნისს კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ და საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე); 18 კომიტეტის გასვლითი სხდომები 2018 წლის 17 აპრილს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩაატარა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ხელმძღვანელობდა. კომიტეტის სხდომას კომიტეტის წევრებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები დაესწრნენ. კომიტეტის სხდომაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების და სოფლის განვითარების 20172020 წლების სტრატეგიის განხორციელების შესახებ ისაუბრეს. სტრატეგია დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარუდგინა. მოისმინეს ინფორმაცია დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მავნებლის (აზიური ფაროსანა) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების თაობაზე, დეპუტატებს ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ წარუგდინა. ასევე მოისმინეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამინისტროს სამსახურების ტერიტორიული საქმიანობის ორგანოების ანგარიში, რომელიც წარმოადგინა სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა, შალვა კერესელიძემ. კომიტეტის წევრებმა გაფართოებული შეხვედრა გამართეს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ მავნებლის საწინააღმდეგო საკოორდინაციო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შტაბში, სადაც დეპუტატები მიმდინარეობას გაეცნენ. კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები 19  2017 წლის 11 სექტემბერს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო სამშენებლო-ინფრასტრუქტურული კორპორაცია, China Railway Construction Corporation Limited-ის წარმომადგენლებს შეხვდა. ოთარ დანელიამ და კომპანიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ცუნგ ძიაჭუნგმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცისა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობას და დადებითად შეაფასა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართულ პროდუქციაზე, განსაკუთრებით კი ღვინოზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია. შეხვედრის მიმდინარეობისას დაიგეგმა ვიზიტი აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პოტენციალის შესაფასებლად.  2017 წლის 15 სექტემბერს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელი საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. გაიხსნა მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენათა ციკლი „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ გაიხსნა.  2017 წლის 18 სექტემბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ჩინეთში სიამენში საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენას (China International Fair for Investment & Trade) დაესწრო, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ფუჯიანის პროვინციის გუბერნატორთან ვი ვეიგოსთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო - ჩინეთის ურთიერთობაში 2017 წელი იყო უმნიშვნელოვანესი - ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.  2017 წლის 22 სექტემბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ჩინეთში წეჯიანგის პროვინციის ქალაქ იუსში ქართული ღვინის მუზეუმის - „სარკმელი საქართველოსკენ“ გახსნას დაესწრო. 20  2017 წლის 29 სექტემბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ოთარ დანელია მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო.  2017 წლის 11 ოქტომბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ოთარ დანელია პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, სტაჟიორებს სოფლის მეურნეობის სფეროში დღეს არსებული ვითარება გააცნო, ამასთანავე მოკლე ისტორიული მიმოხილვაც გააკეთა. ოთარ დანელიამ ისაუბრა ამ სფეროში ბოლო წლების მიღწევებზეც, რაც მისივე შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად გადადგმული არა ერთი ნაბიჯის შედეგს წარმოადგენს, ყურადღება ასევე დაუთმო ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს.  2017 წლის 11 ოქტომბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ოთარ დანელია არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიათა სამეფო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილეს სულთან ალ მათრუშს შეხვდა. მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს.  2017 წლის 18 ოქტომბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ოთარ დანელიამ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეგრელოს რეგიონში, სოფელ მუხურში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გახსნეს. აღნიშნული ბაზა ორი ლაბორატორიის, საოფისე და დამხმარე შენობა-ნაგებობისგან შედგება. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე სისტემატურად მოეწყობა ღია კარის და სადემონსტრაციო დღეები. აქ სწავლებას გაივლიან როგორც ფერმერები, ასევე მეფუტკრეობით დაინტერესებული პირები. სემინარები გაიმართება ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ, სადაც მონაწილეები გაეცნობიან იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც როგორც ხელოვნურ განაყოფიერებასთან, ასევე ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასთან არის დაკავშირებული  2017 წლის 6 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია „შანხაის ჭენგცინის სავაჭრო-სამრეწველო სააქციო საზოგადოების“ უფროს მრჩეველს, ქართული კომპანია „სილქედვაისის“ ჩინეთის ფილიალის გენერალურ დირექტორს იენდე სიუს 21 შეხვდა. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტურიზმის, ინდუსტრიის, ინვესტიციების, ვაჭრობის, თავისუფალი ეკონომიკური ზონის სამომავლოდ განვითარებას, პოლიტიკური თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებდა.  2017 წლის 28 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ მონაწილეობა მიიღო ქ. კიევში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეას პლენარულ სესიაში.  2017 წლის 29 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. ამასთან, საქართველო PABSEC-ის ბიუროს წევრი გახდა. ვიცეპრეზიდენტის პოსტზე ოთარ დანელიას კანდიდატურას, PABSEC-ში შემავალი 11-ვე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. კენჭისყრა PABSEC-ის ყოველწლიური, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, საპარლამენტო რუმინეთის, დელეგაციების სერბეთის, წარმომადგენლები თურქეთისა და იღებდნენ. უკრაინის PABSEC-ის ვიცეპრეზიდენტის ოთარ დანელიას ინიციატივით ცვლილება შევიდა PABSEC-ის 25-ე წლისთავისადმი მიღებული დეკლარაციის 21-ე მუხლში, სადაც საუბარია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის არსებობის მანძილზე საქართველოს მხრიდან პირველად იქნა წარმოდგენილი მნიშვნელოვანი ცვლილება დეკლარაციაში.  2017 წლის 30 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია PABSEC-ის გენერალური ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, საქართველო მასპინძლობს აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელშიც 50 ქვეყნიდან 1000-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას და რომელზეც რეგიონში ბიზნესისა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო შესაძლებლობებს განიხილავენ. სიტყვით გამოსვლისას, 22 ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრა. ოთარ დანელიას განცხადებით ,ქვეყნის სწრაფი განვითარებისათვის, საქართველოში 4 პუნქტიანი გეგმა ხორციელდება, რომელიც სრულიად პასუხობს სახელმწიფოს მთავარ გამოწვევებს და განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურის, კერძოდ კი სატრანსპორტო ქსელის განვითარებაა, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც ტრანზიტული ჰაბის მნიშვნელობას“  2017 წლის 8 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ჰენესის პროვინციის, ქალაქ ჭენჭოუს ვიცე-მერს ლი სი ანს, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარეს ჭოუ ია მინს და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათთვის საინტერესოა მუნიციპალიტეტბთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა, რადგან ეს დარგი, განსაკუთრებით კი სასათბურე მეურნეობები და ჩაის კულტურა, ჭენჭოუს პროვინციაში მნიშვნელოვნად არის განვითარებული. ოთარ დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.  2018 წლის 16 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და საქართველოს პარლამენტის წევრი წარმომადგენლებს მახირ შეხვდნენ. დარზიევი კომპანიის თურქულ კომპანია წარმომადგენლები „გუბრეთაშის“ დაინტერესდნენ საქართველოში თავიანთი წარმოების განვითარებით, ფერმერებთან საგანმანათლებლო და სადემონსტრაციო პროექტების განხორციელებით. იმედი გამოითქვა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.  2018 წლის 25 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ბერლინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ქრისტიან შმიდტის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. შეხვედრა „მწვანე კვირეული 2018“-ის (Grüne Woche 2018) მიმდინარეობის ფარგლებში გაიმართა. 23  2018 წლის 28 თებერვალს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია PABSEC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას დაესწრო, განხილული იქნა მუდმივმოქმედი კომიტეტის საპროცედურო საკითხები, რეგლამენტსა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები.  2018 წლის 13 აპრილს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მარტვილის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდნენ. მარიამ ჯაშმა მოსწავლეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მან ისაუბრა სახელმძღვანელოების მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებზე, ასევე სკოლის უსაფრთხოების გაძლიერების თაობაზე ისაუბრა. ოთარ დანელია განათლების მიღების მნიშვნელობასა და პროფესიის სწორად არჩევის თაობაზე ესაუბრა მოსწავლეებს. სკოლის მოსწავლე-პედაგოგებთან შეხვედრა კითხვაპასუხის ფორმატში გაგრძელდა. დეპუტატებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და სწავლის პროცესში წარმატებები უსურვეს.  2018 „Emeishan წლის 14 მაისს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ჩინური კომპანია Gongping Environmental Technology“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.შეხვედრაზე, ოთარ დანელიას კომპანიის დამფუძნებლებმა საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის პროექტი გააცნეს.პროექტის მიხედვით, საწარმოს მშენებლობა იგეგმება.კომპანია მხარდაჭერის პირველ ეტაპზე შემთხვევაში, 25 მილიონი უახლოეს დოლარის პერიოდში ინვესტიციის განხორციელებას და ასევე, მეორე ფაზაზე დასავლეთ საქართველოში ანალოგიური გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს.  2018 წლის 26 ივნისს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია „შიფთ გლობალ კომპანის“ (Shift Global company) კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე, მხარეებმა საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალზე და ორ ქვეყანას შორის ამ კუთხით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. 24  2018 წლის 26 ივნისს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ვახტანგ ყოლბაიას და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ვალერი ბასარიას შეხვდა. შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხების განხილვას დაეთმო. სამუშაო შეხვედრები  2017 წლის 30 ოქტომბერს, აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს. განხილვისას გამოიკვეთა განსხვავებული მოსაზრებები 5-წლიანი და ორსაფეხურიანი (4+2) სწავლების თაობაზე. ხანგრძლივი განსჯის შემდეგ მხარეები შეჯერდნენ, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენით განსახილველად წარდგენილი სახით გავიდოდა, რაც ვეტერინარიის 5 წლიან ინტეგრირებულ (მინიმუმ 300 კრედიტიან) სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლას ითვალისწინებს.  2018 წლის 17 იანვრს აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, განხილული იქნა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის პროგრამა და სამოქმედო გეგმა, რომელიც წარმოადგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო ახორციელებს იმ სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ პროცედურებს, რომელიც ეხება წამლის, დანადგარების და მათი გადამტანი ტექნიკის ყიდვას. კომიტეტზე სხდომაზე გამოითქვა მზადყოფნა საკანონმდებლო კუთხით მხარდაჭერისთვის, თუ კი ამის აუცილებლობა დადგება.  2018 წლის 26 თებერვალს კომპანია „ბადაგონის“ ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო პროცესებზე ისაუბრეს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, „ბადაგონი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო და სერიოზული კომპანია ექსპორტის თვალსაზრისით. „პირველ რიგში აუცილებელია, რომ 25 კანონის უზენაესობა იყოს დაცული. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამ პრინციპების დაცვით, დარწმუნებული ვარ, სიმართლე დადგინდება“,-განაცხადა ოთარ დანელიამ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით დავის მეორე მხარესაც მოუსმენენ. „ბუნებრივია ვერ შევალთ კერძო დავაში, ეს არც კომიტეტის და არც ჩემი პრეროგატივა არ არის. მთავარია ჩვენ მოვისმინოთ ორივე მხარის მოსაზრებები და კოპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედოთ“, განაცხადა ოთარ დანელიამ. კომიტეტში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული და მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი ესწრებოდნენ.  2018 წლის 16 აპრილს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ინვესტორთა საბჭოსა და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანულ კანონპროექტთან დაკავშირებით გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარემ მხარეებისგან ორგანულ კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები მოისმინა. შეხვედრაზე კანონპროექტის მიზნები და კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულაციები განიხილეს. „აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანულ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა. ინიცირებამდე, შეხვედრები დაგეგმილი გვაქვს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ბანკების ასოციაციის და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.  2018 წლის 23 აპრილს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები - გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV); გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადეობა (GIZ); აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (Transparency); გაეროს სურსათის 26 და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO); სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD); საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია; ფერმერთა ასოციაცია; ფერმერთა პროფკავშირების ასოციაცია. ოთარ დანელიამ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კანონპროექტის ზოგადი დებულებები გააცნო. მანვე აღნიშნა, რომ კანონპროექტი შემუშავების პროცესშია და კონსულტაციები იმართება სხვადასხვა ორგანიზაციის, სფეროსა თუ სექტორის წარმომადგენლებთან და ეს შეხვედრები ხელს შეუწყობს კანონპროექტის საბოლოო კონდიციამდე მიყვანას.  2018 წლის 23 აპრილს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ბიზნესომბუდსმენთან, საქართველოს ბანკების ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე იმსჯელეს ერთი მხრივ იმ პრობლემებზე, რომელიც მორატორიუმის ფარგლებში შეიქმნა, რათა შესაბამისი ცვლილებების ინიცირება მოხდეს და მეორე მხრივ, ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანულ კანონპროექტს შეეხება. „მორატორიუმის პირობებში შეიქმნა გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორთან მიმართებაში და ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეს პრაქტიკა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნებისმიერი რისკი, რომელიც მათ შორის, შეიძლება ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე აისახოს. დაახლოებით 200 მლნ ლარამდე არის პრობლემატური სესხები, რომლებიც შესაძლებელია ითქვას, რომ მორატორიუმის გამო შეფერხდა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები შევიდეს მორატორიუმში და, ბუნებრივია, გათვალისწინებული იქნეს ეს გარემოებები, რათა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ფინანსური რესურსი“, განაცხადა ოთარ დანელიამ. რაც შეეხება წარმოდგენილ კანონპროექტს, იგი გულისხმობს ფიზიკურ პირ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის 27 პრივატიზების აკრძალვას, თუმცა, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებზე არანაირი შეზღუდვა არ არის. „ჩვენ ასევე სერიოზულად ვიმსჯელეთ რომ სამომავლოდ, რეტროაქტიურად ანუ უკანა ქმედებებით ვალდებულებები დაეკისროს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და შესაბამის სანქციებზეც იქნება საუბარი“, აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ. შეხვედრაზე მოისმინეს ყველა მხარის შენიშვნები და წინადადებები კანონპროექტთან მიმართებაში. შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან  2017 წლის 5 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების“ წარმომადგენელს, ენდრიუ მეზერქოთეს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეებმა ეკონომიკურ გამოწვევებსა და რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს.  2018 წლის სურსათისა და 25 იანვარს სოფლის კომიტეტის თავმჯდომარე მეურნეობის ორგანიზაციის ოთარ დანელია გაერო-ს (FAO) წარმომადგენელს საქართველოში, რაიმუნდ იელეს შეხვდა. შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასა და სასურსათო შეხვედრაზე უსაფრთხოების ასევე, პერსპექტივები საკითხებზე სოფლის მეურნეობის და ძირითადი დარგის განვითარების მიმართულებები ისაუბრეს. ხელშეწყობის განიხილეს. დასასრულს, ხაზი გაესვა პარლამენტის მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 28 კომიტეტის კვლევითი საქმიანობა კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის აპარატის კვლევით დეპარტამენტთან. დამუშავდა დიდი მოცულობის ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხები როგორც პოსტსოციალისტურ, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიხედვით. მოძიებულ იქნა და დამუშავდა ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში ფერმერული მეურნეობების სამართლებრივი მოწესრიგების და ქარსაფარი და მინდორდაცვითი ზოლების საკანონმდებლო ბაზის შესახებ. საზოგადოებასთან ურთიერთობა კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა მოსახლეობასთან ურთიერთობა. კომიტეტი სისტემატურად აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას, განიხილავს კომიტეტში შემოსულ წერილებსა და განცხადებებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის სახელზე შემოსულია 160 განცხადება, აქედან მოქალაქეთა 87, ოფიციალური 73. ყველა განცხადება კომიტეტის მიერ კონტროლზეა აყვანილი, შესწავლილი, განხილული და რეაგირების მიზნით გადაცემულია შესაბამის უწყებებისათვის. 29