„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 71 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21
ნოემბერი, 1996, გვ. 69) 581 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ა) რომლის მთავარი საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა,
რომელსაც იგი ახორციელებს ცალკე ან კომბინირებულად – საჰაერო ხომალდის სხვა
კომერციულ ექსპლუატაციასთან, ან მის რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებასთან
ერთად;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
წინამდებარე პროექტის მიღება გამოწვეულია საჰაერო კოდექსში არსებული ხარვეზის
აღმოფხვრის აუცილებლობით, რაც გამოწვეულია საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის
მოწმობის გაცემის მოთხოვნების დამდგენი ნორმის უზუსტობისა და გაუმართაობის
მიზეზით.
საქართველოსა და ევროგაერთიანებას შორის, 2010 წლის 2 დეკემბერს ხელმოწერილი
შეთანხმების მიხედვით, საქართველომ იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს
ევროკავშირის
რეგულაციების
იმპლემენტაცია
ეროვნულ
კანონმდებლობაში.
აღნიშნული შეთანხმება, ამ ეტაპისთვის რატიფიცირებულია ევროკავშირის წევრი
ყველა სახელმწიფოს მიერ, მისი ძალაში შესვლის სავარაუდო თარიღია 2019 წლის
ბოლო.
აღნიშნული
შეთანხმებით
დირექტივების
საქართველომ
ტრანსპოზიციის
და
იკისრა
ეროვნულ
ევრორეგულაციების
კანონმდებლობაში
და
ახასვის
ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 24
სექტემბრის N1008/2008 რეგულაციის შესაბამისად, საჰაერო ხომალდი ექსპლუატანტი,
რომელიც ახორციელებს კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას (მგზავრის,
ბარგის, ტვირთის და/ან ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვა), ვალდებულია, გააჩნდეს
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა.
აღნიშნული რეგულაციის დანერგვის და ზემოხსენებული შეთანხმებით ნაკისრი
ვალდებულების შესრულების მიზნით, 2015 წლის 23 დეკემბერს მიღებულ იქნა
„საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონი,
რომლის
ხომალდის
საფუძველზე,
ექსპლუატანტი
საქართველოში
უფლებამოსილი
რეგისტრირებული
გახდა
კომერციული
საჰაერო
მიზნით
განახორციელოს მგზავრების, ბარგის, ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანაგადაზიდვა, თუ მას აქვს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა. მოწმობის მიღების
ერთ-ერთ საფუძველად კი, მოქმედი კანონით განსაზღვრულია შემდეგი: მისი მთავარი
საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ცალკე ან
სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს.
როგორც აღნიშნული ნორმის ამოქმედების და პრაქტიკაში გამოყენების შემდგომ
გამოიკვეთა, იგი გარკვეულწილად არ შეესაბამება ევროპის პარლამენტის და საბჭოს
2008 წლის 24 სექტემბრის N1008/2008 რეგულაციის იმავე მოთხოვნას, რომლის
ეროვნულ
კანონმდებლობაში
გადმოტანასაც
ემსახურებოდა
მიზნად
საჰაერო
კოდექსში განხორციელებული ცვლიელება. კერძოდ, ევროკავშირის რეგულაციის
თანახმად, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა იურიდიულ პირზე,
რომლის მთავარი საქმიანობაა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი
ახორციელებს ცალკე ან კომბინირებულად – საჰაერო ხომალდის სხვა კომერციულ
ექსპლუატაციასთან, ან მის რემონტსა და ტექმომსახურებასთან ერთად. (its main
occupation is to operate air services in isolation or combined with any other commercial
operation of aircraft or the repair and maintenance of aircraft). ამასთან, უნდა აღინიშნოს,
რომ საჰაერო კოდექსის მოქმედი ნორმა გარკვეულწილად ბუნდოვანია და იწვევს
ვარაუდს,
რომ
ავიაგადამზიდველი,
რომელიც
საჰაერო
ხომალდის
ექსპლუატაციასთან ერთად ახორციელებს ნებისმიერ სხვა საქმიანობას, რაც შესაძლოა
არც იყოს დაკავშირებული უშუალოდ საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასთან ან
ზოგადად საავიაციო საქმიანობასთან, უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის აღების მოთხოვნით და შესაბამისად,
განახორციელოს
კომერციული
საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვა
მაშინ,
როცა
ევრორეგულაციის მიხედვით, აღნიშნული მოწმობის გაცემის საფუძველი არის ის,
რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მთავარი საქმიანობა უნდა იყოს საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ახორციელებს ცალკე ან კომბინირებულად –
საჰაერო ხომალდის სხვა კომერციულ ექსპლუატაციასთან, ან მის რემონტსა და
ტექმომსახურებასთან ერთად.
აქვე მოგახსენებთ, რომ აღნიშნული შეუსაბამობის შესახებ სსიპ „სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოს“ მხრიდან დასმული იქნა კითხვა ევროკომისიის მიმართ თავდაპირველად
წერილობითი ფორმით და შემდგომ, ამა წლის 16 აპრილს, ევროკავშირსა და
საქართველოს შორის
გამართულ ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ (ECAA)
შეთანხმების ერთობლივი კომისიის რიგით მე-4 სხდომაზე, რაზეც ევროკომისიის
ექსპერტთა პასუხი იყო ცალსახა, რომ რეგულაციის შესაბამისად, მოწმობის გაცემის
საფუძველი არის ის მოთხოვნა, რომ ავიაგადამზიდველის მთავარი საქმიანობა უნდა
იყოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც იგი ახორციელებს ცალკე ან
კომბინირებულად – საჰაერო ხომალდის სხვა კომერციულ ექსპლუატაციასთან, ან მის
რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებასთან
ერთად. აღნიშნულ ჩანაწერთან კი
სრულად შესაბამისობაში არ მოდის საქართველოს საჰერო კოდექსის 581 მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომელიც ბუნდოვანი ჩანაწერია და არ ასახავს რეგულაციის
რეალურ მოთხოვნას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საჰაერო კოდექსის დახვეწა და მისი შესაბამისობაში მოყვანა
ევროპის
პარლამენტის
და
საბჭოს
2008
წლის
24
სექტემბრის
N1008/2008
რეგულაციასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით, ცლილება შედის კანონის 581 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტში, რომელიც ითვალისწინებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის
აღებისთვის ერთ-ერთ მოთხოვნას, რასაც უნდა აკმაყოფილედეს საჰაერო ხომალდის
ექსპლუატანტი,
კომერციული
განხორციელებისათვის,
კერძოდ,
საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვის
შემოთავაზებული
პროექტის
მიხედვით
აღნიშნული მოწმობა გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იმ იურიდიულ
პირზე, რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც
საქართველოს მოქალაქეები ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული
პირები ან/და სახელმწიფო ფლობენ/ფლობს ან მართავენ/მართავს ხმის უფლების
მქონე წილის ან აქციების 50%-ზე მეტს, ამასთანავე: „ა) რომლის მთავარი საქმიანობაა
საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვა,
რომელსაც
იგი
ახორციელებს
ცალკე
ან
კომბინირებულად – საჰაერო ხომალდის სხვა კომერციულ ექსპლუატაციასთან, ან მის
რემონტსა და ტექმომსახურებასთან ერთად;“.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რაიმე ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
მიმდინარე წლის 19 სექტემებრის მდგომარეობით, კომერციული გადაყვანაგადაზიდვის განმახორციელებლი ყველა ავიაკომპანია, გარდა ერთი ავიაკომპანიისა
(შპს „ამს ეარლაინსი“, რომლის განაცხადის განხოლვა მოწმობის გაცემის თაობაზე ამ
ეტაპზე მიმდინარეობს სააგენტოში), ფლობს გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას.
წარმოდგენილი ცვლილება არ მოახდენს გავლენას აღნიშნული ავიაკომპანიების
მოწმობებზე და ასევე შპს „ამს ეარლაინსისთვის“ მომვალავში გასაცემ მოწმობაზე,
ვინაიდან აღნიშნული კომპანია არ ახორციელებს სხვა საქმიანობას. შესაბამისად ამ
ნაწილში კანონის ცვლილებას არ ექნება ზეგავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
აღნიშნული კომპანიები, რომლებიც ფლობენ გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას,
გარდა კომერციული გადაყვანა-გადაზიდვისა, არ ახორციელებენ სხვა ისეთ
საქმიანობას, რაც არ არის დაკავშირებული საჰაერო ხომალდის სხვა კომერციულ
ექსპლუატაციასთან, ან მის რემონტსა და ტექმომსახურებასთან.
თუ შემდგომში კომპანიები, კომერციულ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას
განახორციელებდნენ სხვა საქმიანობასთან ერთად, რაც არ არის დაკავშირებული
საჰაერო ხომალდის სხვა კომერციულ ექსპლუატაციასთან, ან მის რემონტსა და
ტექმომსახურებასთან,
მათ აღარ ექნებათ მოწმობის აღების უფლება. შესაბამისი
გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დამოკიდებული იქნება შესაბამისი
კომპანიების მიერ გახორციელებულ მიმართვების რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტით სახელმწიფოს არ წარმოეშობა ახალი ფინანსური ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა გაიცემა უვადოდ (თუ არ მოხდა მისი
გაუქმება დარღვევების გამო). მიმდინარე წლის 19 სექტემებრის მდგომარეობით,
კომერციული გადაყვანა-გადაზიდვის განმახორციელებლი ყველა ავიაკომპანია,
გარდა ერთი ავიაკომპანიისა (შპს „ამს ეარლაინსი“, რომლის განაცხადის განხოლვა
მოწმობის გაცემის თაობაზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააგენტოში), ფლობს გადაყვანაგადაზიდვის
მოწმობას.
წარმოდგენილი
ცვლილება
არ
მოახდენს
გავლენას
აღნიშნული ავიაკომპანიების მოწმობებზე და ასევე შპს „ამს ეარლაინსისთვის“
მომვალავში გასაცემ მოწმობაზე, ვინაიდან აღნიშნული კომპანია არ ახორციელებს
სხვა
საქმიანობას.
გადაზიდვის
აღნიშნული
მოწმობას,
გარდა
კომპანიები,
რომლებიც
კომერციული
ახორციელებენ სხვა ისეთ საქმიანობას, რაც არ
ფლობენ
გადაყვანა-
გადაყვანა-გადაზიდვისა,
არ
არის დაკავშირებული საჰაერო
ხომალდის
სხვა
კომერციულ
ექსპლუატაციასთან,
ან
მის
რემონტსა
და
ტექმომსახურებასთან.
ხოლო
თუ
პირები,
შემდგომში
კომერციულ
გადაყვანა-გადაზიდვას
განახორციელებდნენ სხვა საქმიანობასთან ერთად, რაც არ არის დაკავშირებული
საჰაერო
ხომალდის
სხვა
კომერციულ
ექსპლუატაციასთან,
ან
მის
რემონტსა
და
ტექმომსახურებასთან, მათ აღარ ექნებათ მოწმობების აღების უფლება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებლი ან სხვა სახის გადასახდელი.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი შეესაბამება ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 24
სექტემბრის N1008/2008 რეგულაციის მოთხოვნას.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
და
აგრეთვე,
მრავალმხრივ
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
ისეთ
ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ევროპის პარლამენტის და საბჭოს 2008 წლის 24 სექტემბრის N1008/2008 რეგულაცია.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის დირექტორატის ექსპერტები Klaus Geil
და Ewa Zajdel.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს საჰაერო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 581. კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა
1. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი
უფლებამოსილია კომერციული მიზნით განახორციელოს მგზავრების, ბარგის,
ტვირთის ან/და ფოსტის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, თუ მას აქვს საჰაერო
გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა.
2. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე,
რომლის საქმიანობის ძირითადი ადგილია საქართველო და რომელშიც საქართველოს
მოქალაქეები ან/და საქართველოში დაფუძნებული იურიდიული პირები ან/და
სახელმწიფო ფლობენ/ფლობს ან მართავენ/მართავს ხმის უფლების მქონე წილის ან
აქციების 50%-ზე მეტს, ამასთანავე:
ა) მისი მთავარი საქმიანობაა კომერციული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა, რომელსაც
იგი ცალკე ან სხვა საქმიანობასთან ერთად ახორციელებს;
ბ) მას აქვს სააგენტოს მიერ გაცემული მოქმედი ექსპლუატანტის სერტიფიკატი;
გ) მას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსები ავიაკომპანიის არსებული და
პოტენციური ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად საჰაერო ხომალდის
ექსპლუატაციის დაწყებიდან 2 წლის განმავლობაში, პირველ 3 თვეში
ექსპლუატაციიდან მიღებული შემოსავლის გაუთვალისწინებლად;
დ) გადაწყვეტილების მიმღებ ხელმძღვანელ პირს არ აქვს ცუდი საქმიანი რეპუტაცია,
რომელიც გულისხმობს მძიმე, განსაკუთრებით მძიმე ან ეკონომიკური
დანაშაულისთვის ან ისეთი ქმედებისთვის ნასამართლობას, რომელმაც მისი
მმართველობის დროს საწარმოს გადახდისუუნარობა გამოიწვია.
3. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის საქმიანობის ამ მუხლის მე2 ნაწილის მოთხოვნებთან შესაბამისობას მუდმივად ზედამხედველობს სააგენტო,
რომელიც უფლებამოსილია ავიასაწარმოს სათანადო ინფორმაციის წარდგენა
მოსთხოვოს.
4. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ავიასაწარმოზე, რომელიც საჰაერო გადაყვანაგადაზიდვას ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ან ძრავას გარეშე საფრენი აპარატით
ახორციელებს, ან ახორციელებს სასწავლო და ლოკალურ ფრენებს.
5. საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაცემის
განსაზღვრული პირობების შესაბამისად ამტკიცებს სააგენტო.
წესს
ამ
მუხლით