საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილ „სამშენებლო ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთგანლაგების შესახებ“ (N4754; 27.03.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-19
ბიუროს ნომერი 196
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 15624
18/09/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მოქალაქე ანზორ ჯაიანის
მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე
„სამშენებლო ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთგანლაგების შესახებ“
(N4754, 27.03.2018)
საქართველოს
პარლამენტის
დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 17 სექტემბრის სხდომაზე განიხილა
საქართველოს მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ, საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„სამშენებლო
ობიექტების
მდებარეობისა
და
ურთიერთგანლაგების შესახებ“.
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე სწორი და გეგმაზომიერი მშენებლობის განხორციელება და
ეფექტური ურბანიზაცია. საკანონმდებლო წინადადება ადგენს: სამშენებლო
ობიექტებისა და მათი ურთიერთგანლაგების განსაზღვრის წესს; შემოაქვს მწვანე
საფარის
დაცვის
ტერიტორიაზე,
ვალდებულება;
ასევე,
ცალკე
აწესებს,
მაღალმთიან
როგორც
საქართველოს
ტერიტორიებზე
მთელ
მშენებლობის
განხორციელების ნორმებს; საზრვრავს პროექტით წარმოდგენილი ნორმების
დაცვაზე კონტროლის განმახორციელებელ და საზედამხედველო ორგანოებს;
აწესებს
სანქციებს
სამართალდარღვევებზე.
კანონპროექტით
წარმოდგენილი
ნორმების
სხდომაზე აღინიშნა, რომ
ავტორს თავის მასალაში წარმოდგენილი აქვს
მშენებლობის სფეროს მომწესრიგებელი საინტერესო კომპონენტები და დათქმები,
მაგრამ აღნიშნული რეგულაციები განეკუთვნება კანონქვემდებარე ნორმატიული
აქტის სფეროს. საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო „საქართველოს
სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“,
რომლის
ამოქმედებისთვის
უნდა
შემუშავდეს
სამშენებლო
სფეროს
მარეგულირებელი ნორმატიული აქტები. ასევე, კომიტეტთან შექმნილია
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც განიხილავს ტერიტორიულისივრცის დაგეგმარების და არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს საკითხებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ
მოქალაქე ანზორ ჯაიანის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
ცნობილ იქნეს მიუღებლად და შემოთავაზებული კანონპროექტი იქცეს არა ცალკე
ინიციატივად, არამედ საბჭოს მუშაობის პროცესში მოხდეს საკანონმდებლო
წინადადების განხილვა და შემდგომში იმ ასპექტების გათვალისწინება, რომლებიც
მისაღები იქნება და შეავსებენ შესამუშავებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ
აქტებს.
რომან კაკულია
თავმჯდომარე