საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაცის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ თარგმანის კორექტირების შესახებ წინადადების (N07-2/238; 05.07.2018) განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
21.09.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#15984/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202

📜 ტექსტი

წერილი
15984-3-9-3-201809211642 N 15984 21/09/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2018 წლის 12 ივლისის N186/4 გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განხილველად წარმოდგენილი წინადადება გადმოეცა საქართველოს „შეზღუდული მთავრობის შესაძლებლობის მქონე მიერ პირთა უფლებების კონვენციის“ თარგმანის კორექტირების შესახებ (N07-2/238; 05.07.2018). აღნიშნული წინადადება სავალდებულო წესით განხილვისთვის გადაეცა აგრეთვე იურიდიულ საკითხთა, საგარეო ურთიერთობათა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებს, რომლებსაც განხილვის ვადა განესაზღვრა 2018 წლის 24 სექტემბრამდე. მიმდინარე წლის 21 სექტემბერს კომიტეტს მომართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და ითხოვა წინადადების სავალდებულო წესით განხილვის ვადის გაგრძელება 1 თვით, რადგან ბიუროს მიერ დადგენილ ვადაში წინადადების განხილვა ვერ მოხერხდა მომხსენებლის გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ წინადადების განხილვის ვადა გააგრძელოთ 1 თვით როგორც სავალდებულო, ასევე წამყვანი კომიტეტისთვის. პატივისცემით, სოფიო კილაძე თავმჯდომარე