„საქართველოს ბიზნესის ასოციაციის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-09-24
ბიუროს ნომერი 202
📜 ტექსტი
წერილი
N 17766
18/10/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
გთხოვთ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებას „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N14404 24.09.18), გაუგრძელოთ განხილვის ვადა, ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა კომპეტენტურ საერთაშორისო ექსპერტებთან
მიმდინარე კონსულტაციების გამო.
პატივისცემით,
აკაკი ზოიძე
თავმჯდომარე
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 22099
24/12/2018
22099-3-9-3-201812241453
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
კომიტეტმა 2018 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
150-ე მუხლის შესაბამისად განიხილა „საქართველოს ბიზნესის ასოციაციის“ მიერ
წარმოდგენისლი
საკანონმდებლო
საქართველოს კანონში
წინადადება
“თამბაქოს
კონტროლის
შესახებ“
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N14404 24.09.18), რომელიც
საკომიტეტო განხილვის შედეგად მიჩნეულ იქნა უარყოფილად.
კომიტეტი
აქტიურად
ახორციელებს
“თამბაქოს
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს კანონის აღსრულების საპარლამენტო კონტროლს, აღმასრულებელი
უწყებებიდან პერმანენტულად იღებს შესაბამის ინფორმაციას კანონის დანერგვის
მიმდინარეობის თაობაზე. დღეის მდგომარეომით, ქვეყანაში გვაქვს კანონმდებლობის
რეფორმის დანერგვის 96%-იანი მაჩვენებელი, რასაც თან სდევს მოსახლეობის ფართო
ფენების,
მ.შ.
მწეველთა
მხრიდან
მხარდაჭერის
სანიმუშო
მაჩვენებელი.
ჩვენი
მოსახლეობის 86% გამოთქვამს კმაყოფილებას ამ რეფორმის დანერგვის გამო, რაც
დასტურდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების (NDI, IRI) ბოლო დროს
ჩატარებული გამოკითხვების თანახმად. თამბაქოს კონტროლის სფეროში მსოფლიოში
მომუშავე ავტორიტეტულ ორგანიზაციათა მიერ, საქართველოს კანონი „თამბაქოს
კონტროლის შესახებ“ მიჩნეული ერთ-ერთ ახალი გენერაციის ეფექტურ კანონად, მ.შ. ელსიგარეტისა და სხვა თამბაქოს პროდუქტების მოხმარების, რეკლამის, პოპულარიზაციისა
და სპონსორომის შეზღუდვის მიმართულებით.
კომიტეტს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა
და თამბაქოს კონტროლის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო
კონვენციის
სამდივნოსთან,
რომელთა
ექსპერტები
ამ
ეტაპზე
არ
იძლევიან
რეკომენდაციას ელ-სიგარეტისა და თამბაქოს ახალი პროდუქტების დამატებითი
რეგულირების შემოღების თაობაზე. მათ რეკომენდაციით, საჭიროა სპეციალური კვლევის
ჩატარება, რაც მოიცავს ქართული კანონმდებლობის სრულ ანალიზს და შესაბამისობას
ელ-სიგარეტებისა და არამოსაწევი თამბაქოს (ახალი პროდუქტების) ეფეტიანი ზომების
შეფასების
მიმართულებთ.
ზმოაღნიშნულ
კვლევას
ჯანმრთელობის
მსოფლიო
ორგანიზაციის ექსპერტები დაასრულებენ 2019 წლის გამოზაფხულზე, რაც საშუალებას
მისცემს კომიტეტს, მოცემულ ეტაპზე შეაფასოს კანონმდებლობის მოსალოდნელი
რისკები, როგორც მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან, აგრეთვე ევროდირექტივის
მოთხოვნებთან.
ზემოაღნიშნული
გარემოებების
გამო,
საკომიტეტო
განხილვის
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები მიჩნეულ იქნა უარყოფილად.
პატივისცემით,
აკაკი ზოიძე
თავმჯდომარე
შედეგად