საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე ივანე ბლუაშვილის მიერ წარმოდგენილ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N13119; 31.08.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-01
ბიუროს ნომერი 203
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 16247
26/09/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
დასკვნა
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საკანონმდებლო წინადადებაზე
საქართველოს
პარლამენტის
საპროცედურო
საკითხთა
და
წესების
კომიტეტმა 2018 წლის 26 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა მოქალაქე
ივანე ბლუაშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(№13119, 31.08.2018).
წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებით ახალი რედაქციით უნდა
ჩამოყალიბდეს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი,
რომლის მიხედვითაც „საჯარო სამსახურში კონკურსანტების დანიშვნა უნდა
მოხდეს წერით კონკურსში მიღებული უმაღლესი ქულების საფუძველზე. ტესტები
კი უნდა შედგებოდეს სამსახურის შესაბამისი კანონმდებლობის, სიმულაციების და
საჭირო უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, დაცული უნდა იყოს ტესტების
კონფიდენციალობა,
დამრღვევი
პირი
კი
დაისაჯოს
კანონმდებლობის
შესაბამისად“. უნდა აღინიშნოს რომ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო დაწესებულებაში
კონკურსის
(ღია
კონკურსი
ან
დახურული
კონკურსი)
ჩატარების
უზრუნველსაყოფად საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შესაბამის
დაწესებულებაში იქმნება საკონკურსო კომისია. ამავე კანონის 38-ე მუხლის
პირველი
პუნქტის
შესაბამისად
საკონკურსო
კომისიის
შემადგენლობაში
სავალდებულო წესით უნდა შედიოდნენ შესაბამისი საჯარო დაწესებულების
ადამიანური
რესურსების
მართვის
ერთეულის
წარმომადგენელი,
საჯარო
დაწესებულების იმ სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი, რომელშიც
არის შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა, მოხელეთა დარგობრივი პროფესიული
კავშირის (მისი არსებობის შემთხვევაში) წარმომადგენელი და დამოუკიდებელი
მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი, რომელიც
სამსახურებრივად დაკავშირებული არ არის ამ საჯარო დაწესებულებასთან.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებით,
საჯარო
დაწესებულებაში
კონკურსს
შესაძლებელია
ბიუროს
შესაბამისი
წარმომადგენელი დაესწროს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
41-ე მუხლის შესაბამისად, კანდიდატის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად
დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას აღნიშნული კომისია აფასებს წერითი
ან/და
ზეპირი
დავალების
მიცემით,
გასაუბრებითა
და
საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფორმების გამოყენებით. აღნიშნული
ფორმების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია
საჯარო სამსახურის ბიუროსთან შეთანხმებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად კი დადგენილია კანდიდატის შეფასების ძირითადი პრინციპები,
რომლის
მიხედვითაც
მიუკერძოებელი,
კანდიდატის
თანმიმდევრულად
შეფასება
და
უნდა
თანაბრად
იყოს
ობიექტური,
გამოყენებული
ყველა
კანდიდატისადმი შერჩევისა და სამსახურში მიღების პროცესის ყველა ეტაპზე.
კანდიდატის შეფასება უნდა ემყარებოდეს კანდიდატის სამუშაო გამოცდილების,
მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის და მისი პროფესიული ცოდნის
ვაკანტური
თანამდებობისათვის
დადგენილ
სამუშაო
აღწერილობასთან,
სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის
დადგენას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, რომელშიც ცვლილებას
ითვალისწინებს
სამსახურში
საკანონმდებლო
კანდიდატის
წინადადება,
შეფასების
განსაზღვრავს
ფორმებს,
არა
არამედ
საჯარო
მოხელის
სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რის გამოც აღნიშნულ მუხლში
შემოთავაზებული ცვლილება ვერ განხორციელდება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ
წარმოდგენილი მუხლის ფორმულირება დაუსაბუთებლად ზღუდავს „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შეფასების ფორმებს და
არ ითვალისწინებს კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის სპეციფიკიდან
გამომდინარე კანდიდატის შეფასებისას, ტესტირების გარდა სხვა ფორმის
გამოყენების შესაძლებლობას, რისი საჭიროებაც შესაძლებელია ობიექტურად
არსებობდეს. რაც შეეხება, შემოთავაზებას, რომ წერითი შეფასება ჩატარდეს
ტესტირების ფორმით, უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო დაწესებულებაში შექმნილი
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით ისედაც არის შესაძლებელი წერითი
შეფასების ფარგლებში განისაზღვროს ტესტირების ფორმა და აღნიშნული
წინადადება
არ
შეიცავს
რაიმე
სიახლეს
„საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
დადგენილ
საჯარო
დაწესებულებაში
კონკურსის
ჩატარებისას კანდიდატის შეფასების წერით ფორმასთან მიმართებით.
წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
ასევე
ითვალისწინებს
„სარეზერვო სიების“ შემოღებას, რომლის შესაბამისადაც, თუ კონკურსანტი ვერ
მიიღებს სამსახურში მოსახვედრად საჭირო ქულებს, მოცემულ სამსახურში
ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში უნდა მოხდეს „სარეზერვო სიაში“ უმაღლესი
ქულის მქონე კონკურსანტის დანიშვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
კონკურსის
ჩატარების მიზანია მოხდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის შერჩევა და
ვაკანტურ
თანამდებობაზე
დანიშვნა.
კანდიდატის
კონკრეტული
თანამდებობის
დასაკავებლად
კანდიდატის
შესაბამისობის
დადგენას.
შეფასება
დადგენილ
ამგვარი
გულისხმობს
მოთხოვნებთან
მოთხოვნები
კი
ინდივიდუალურია და დგინდება კონკრეტული ვაკანტური თანამდებობის
სპეციფიკის
გათვალისწინებით,
შესაბამისი
საჭიროებებიდან
გამომდინარე.
სარეზერვო სიების თაობაზე შემოთავაზებული წინადადება კი გულისხმობს
საჯარო დაწესებულებაში ვაკანსიის წარმოშობის შემთხვევაში იმ პირის დანიშვნას,
რომელმაც ამავე დაწესებულებაში სხვა პოზიციაზე ტესტირება გაიარა, თუმცა
ქულათა სიმცირის გამო ვერ დაიკავა აღნიშნული თანამდებობა.
ამდენად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს საჯარო დაწესებულებაში კონკურსის
ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების
სამართლებრივ გარანტიებს და არ არსებობს წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში შეტანის საჭიროება.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე
და
საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, კომიტეტი
უარყოფილად ცნობს საკანონმდებლო წინადადებას.
პატივისცემით,
გიორგი კახიანი
თავმჯდომარე