საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.09.2018
ავტორი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე
ნომერი
#14596/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-01
ბიუროს ნომერი 203

📜 ტექსტი

წერილი
N 2-04/3319 3319-04-2-201809261433 26/09/2018 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ ირაკლი კობახიძეს 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის შესახებ ბატონო ირაკლი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოგიდგენთ 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამის განკარგულებასთან ერთად. ამასთან, გიგზავნით განმარტებით ბარათს, რომელიც შედგენილია 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვისას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გამოთქმული კომენტარების გათვალისწინებით. დანართი: 19 ფურცელი. პატივისცემით, კობა გვენეტაძე პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკი
წერილი
N 19797 26/11/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გიგზავნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ „2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ პროექტზე (N14596, 26.09.2018) კომიტეტის დასკვნას, საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანმხლებ მასალას. გთხოვთ, მისცეთ შესაბამისი მსვლელობა. დანართი: 22 ფურცელი. პატივისცემით, ირაკლი კოვზანაძე თავმჯდომარე პროექტს და
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
.flI Attl IUU €=-- I\\,* I I I t\ 11| r\ b)J)hol3lcnb j)hc)0160n ts fll d tll00OCt90 bJ'B0 SJGltgl-lt.Ib00 9G0 b.:jr6or3gq'r'rb 3ffi q'.:0g66ob brcn66t6ogctgooqr3Jl66l0g6$b qgrbJgbt ttjrdor3gq'slb 3r6q,r0p6gob ltgobrbbc'r-b$ogy,COo 3cn8o$g$0r 2018$q'otr 22 6c"rg0bg6b5l6oboq,r b;j.:6or8Cq'r"ltr g6ergbgq,o br63ob 0o96 ,,brjl6or3Cqslb g6c"r36gq'obt63ob 0gbrb3b"br$6or3gqott c.r66;6gq'o 3l6rn6ob61-3 Ogbq'ob 09-2 Jgbjgob bgb$t0olrtqQ, b,:j.:6org3qolr 3l6q'$X660o $l60erqrp6oqro ,,2019-2021 Soqro$o3ob do6oorlqro tll3rqry$r"r $qrgbob E3cprSg-br36gqrogo er 18). 0o0r6cogq,gbgbobCIgll:bgb"36c'rgj6o (N14596,26.09.20 0o186or tsUc3)Q-lll36pqro$o qQr b':3rqrg$er 3er0o$g$b 0o%16tsg$cn6oq'lqr Jc'rq'ogo3ob do6oor.:qr Oo0r6cngqrgbgbcntb qrr3lg0o6pboor $l60rnqr6g6oq'o lbg. 36c'rgj gob g.:6boq6l J,>6q'10g6$ob Jqr gbr6gq, bbqrc'rO Lrrgobr6ber- 3el0ogggob
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტი ადგენს: დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2019-2021 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები: 1. ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2019-2021 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს. 2. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2019-2021 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერთიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. 3. 2019-2021 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია ნავთობსა და საკვებზე მსოფლიო ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ინფლაციის იმპორტი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე. 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
განმარტებითი ბარათი
1 2019-2021 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები განმარტებითი ბარათი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის პირველი თავის მე–3 მუხლის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მეათე თავის 61-ე მუხლის შესაბამისად, არაუგვიანეს ყოველი წლის 1 ოქტომბრისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, მონეტარული პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებს, რომლებსაც ეროვნული ბანკი მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოიყენებს, და შესაძლო რისკების მიმოხილვას. ფასების სტაბილურობა არის ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც აუცილებელია მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. ფასების სტაბილურობას ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის რეჟიმის - ინფლაციის თარგეთირების გამოყენებით აღწევს. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი გულისხმობს ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის გამოცხადებას და შემდეგ, ამ მაჩვენებლის შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას. აღნიშნული რეჟიმი უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არსებობას, და ამავე დროს, საშუალებას აძლევს ინფლაციას ეგზოგენურ1 შოკებზე საპასუხოდ მიზნობრივი მაჩვენებლისაგან დროებით გადაიხაროს. 1 გარე, მონეტარული პოლიტიკისაგან დამოუკიდებელი ფაქტორები. 2 2018 წლიდან ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტია2. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან; ის მიზნობრივ ინფლაციაზე ზოგჯერ უფრო მაღალი და ზოგჯერ კი უფრო დაბალი იქნება, თუმცა, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ის ყოველთვის იმოძრავებს სამიზნე მაჩვენებლისკენ. ასეთი მიდგომით, რასაც ინფლაციის თარგეთირება ეწოდება, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით, ყველაზე მაღალი და სტაბილურია. აღსანიშნავია, რომ ინფლაციის 3 პროცენტიანი სამიზნე მაჩვენებელი არ გულისხმობს ინფლაციას ნულიდან 3 პროცენტამდე, არამედ ეს ნიშნავს ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში. ინფლაციის თარგეთირების პირობებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა ხდება ეროვნული ბანკის კონტროლის ქვეშ არსებული ინსტრუმენტის მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის - ცვლილებით. მონეტარული პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, რომელიც წელიწადში 8-ჯერ იკრიბება. გადაწყვეტილება მიიღება მაკროეკონომიკური გარემოს გაანალიზების, საფინანსო ბაზრებზე არსებული ვითარების განხილვის, ინფლაციის დინამიკის პროგნოზირებისა და ინფლაციაზე მოქმედი მაკროეკონომიკური რისკების შეფასების შედეგად. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის პროგნოზი აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს, ხდება პოლიტიკის გამკაცრება და პირიქით, თუ ინფლაციის პროგნოზი ჩამორჩება მიზნობრივ დონეს, ხდება მონეტარული პოლიტიკის შერბილება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განსაზღვრავს მიზნობრივ მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს, რომელიც აუცილებელია ფასების სტაბილურობისთვის ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებელის ფარგლებში შენარჩუნებისთვის. ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის 2 ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრის დეტალები იხილეთ დანართი №1-ში. 3 დამთავრებისთანავე, აკეთებს საჯარო განცხადებას მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესახებ, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენებზე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება. მიზნობრივი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განავითარა საოპერაციო ჩარჩო, რომელიც შედგება მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებისგან3: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერთიფიკატები, მთავრობის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები, სავალუტო ინტერვენციები, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები (ერთდღიანი სესხები ან დეპოზიტები), მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა. ჩამოთვლილი ინსტრუმენტებით ეროვნული ბანკი მართავს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთს. რეფინანსირების სესხებით ეროვნული ბანკი ახორციელებს ინტერვენციებს ბანკთაშორის მოკლევადიანი ლიკვიდობის ბაზარზე სასურველი მოკლევადიანი ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის მისაღწევად. ბანკთაშორის ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების დიდი რყევების თავიდან ასაცილებლად (რაც ხელს უშლის ამ ბაზრის განვითარებას) ეროვნული ბანკი მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს (ერთდღიან სესხებსა და დეპოზიტებს) იყენებს. ამასთანავე, ეროვნული ბანკი გააგრძელებს 3-თვიანი სადეპოზიტო სერთიფიკატების გამოშვებას მინიმალური მოცულობით, რათა ხელი შეუწყოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. იმის გათვალისწინებით, რომ მონეტარული პოლიტიკა ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედების ინსტრუმენტია, მოთხოვნის მხრიდან შოკის განეიტრალება მონეტარული პოლიტიკის ცვლილებით არის შესაძლებელი. ამასთან, რაც უფრო მაღალია ეროვნული ბანკისადმი ნდობა, მით უფრო ნაკლებად დანახარჯიანია საზოგადოებისთვის მონეტარული პოლიტიკის განხორციელება. როგორც ზემოთ აღინიშნა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები მაკროეკონომიკურ პროგნოზზე დაყრდნობით მიიღება. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფლაციის პროგნოზი. 3 დეტალურად შეგიძლიათ https://www.nbg.gov.ge/index.php?m=533. იხილოთ ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე: 4 2018 წლის მეორე კვარტალში წლიური ინფლაცია მოსალოდნელზე მცირედ ნაკლები აღმოჩნდა და 2.4% შეადგინა, ხოლო აგვისტოში იგი 3.1% იყო, რაც ეროვნული ბანკის 3% მიზნობრივ ნიშნულთან საკმაოდ ახლოს არის. ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნება, ძირითადად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებამ განაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა მოსალოდნელზე ძლიერი იყო. პროგნოზის მიხედვით, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში შენარჩუნდება (იხ. დიაგრამა N1). ინფლაციის პროგნოზზე ძირითად გავლენას ახდენს როგორც რეალური ეკონომიკური აქტივობა, ასევე ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი. ერთი მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესების პარალელურად შერბილდა ინფლაციაზე ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე შემცირების წნეხი, თუმცა, მეორე მხრივ, ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების ფონზე იკლო ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედმა წნეხმაც. შედეგად, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისა და რეალური გაცვლითი კურსის გამყარების კვალდაკვალ, 2018 წელს და საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივი ნიშნულის ფარგლებში დარჩება. დიაგრამა N1 წლიური ინფლაციის პროგნოზი წყარო: მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2018, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ინფლაციის პროგნოზი შეიცავს რისკებს, როგორც ზრდის, აგრეთვე შემცირების მიმართულებით. კერძოდ, ინფლაციის პროგნოზისთვის რისკის შემცველია ეკონომიკური აქტივობა, რომელიც, იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა, პროგნოზთან შედარებით ინფლაციის ზრდას განაპირობებს, ხოლო თუ მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა, პროგნოზთან შედარებით ინფლაციის შემცირებას გამოიწვევს. ინფლაციის პროგნოზზე შემცირების მიმართულებით მოქმედ რისკებში ასევე განიხილება აშშ დოლარის გლობალური გაუფასურება მის ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან „სავაჭრო ომის“ ესკალაციის შემთხვევაში. ამ უკანასკნელმა შესაძლოა აშშ დოლართან მიმართებით ლარის გამყარება, ფირმების სესხების მომსახურების ტვირთის (უცხოური ვალუტით მსესხებელთათვის) და ინფლაციის მოლოდინების შემცირება გამოიწვიოს, რაც, საბოლოოდ, სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ნაკლებად ზრდაში აისახება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში განვითარებული ბოლოდროინდელი ვითარების გამო, შესაძლოა, აშშ დოლარის გლობალური გაუფასურება ლარის დოლართან მიმართებით გამყარებაზე მხოლოდ მცირედ, ან საერთოდ არ აისახოს. ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედ რისკებში რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების გაუარესების ფონზე რისკ პრემიების4 ზრდაც განიხილება, რაც ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებას გამოიწვევს. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ პირველ 7 თვეში 5.5% შეადგინა, რაც ადრე პროგნოზირებულზე მოსალოდნელზე დასაწყისიდან, მეტად მაღალი მზარდი მნიშვნელოვნად, აღმოჩნდა ექსპორტი დაახლოებით და რისი და ტურიზმია. 18%-ით, ძირითადი მიზეზიც აგრეთვე, გაზრდილი წლის ფულადი გზავნილებისა და სესხების ფონზე, საგრძნობლად გაუმჯობესდა შიდა მოხმარებაც. ბოლო პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ–ს ზრდა 2018 წელს 5.5% იქნება. ეს მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით აღემატება წინა პერიოდში გაკეთებულ 4 რისკ პრემია გულისხმობს იმ დამატებით პროცენტულ სარგებელს, რასაც ინვესტორი ითხოვს საქართველოში ინვესტიციის განსახორციელებლად, აშშ-ში ინვესტიციებზე არსებულ უკუგებასთან შედარებით. 6 პროგნოზს, რაც გამოწვეულია როგორც საგარეო, აგრეთვე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებით. პროგნოზის მიხედვით, მშპ-ს ზრდაში დადებითი წვლილი ექნება როგორც წმინდა ექსპორტს, აგრეთვე მოხმარებასა და ინვესტიციებს, რასაც საგარეო შემოდინებები, ბიზნესის განწყობის გაუმჯობესება, სესხების ზრდა და სახელმწიფო ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები განაპირობებს. ბოლო შეფასებით, ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა პოტენციური დონიდან მოსალოდნელზე სწრაფად აღმოიფხვრება, რაც შესაბამისობაშია ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებულ პროგნოზთან. მშპ–ს პროგნოზის რისკებში მთავარი ადგილი კვლავ საგარეო სექტორს უკავია. კერძოდ, გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური ვითარების შესაძლო გაუარესება გადმოეცემა. ამ მხრივ ყურადსაღებია ბოლო პერიოდში თურქეთში გამწვავებული ეკონომიკური მდგომარეობა. აგრეთვე, რისკის შემცველია აშშ დოლარისა და ევროს გაცვლითი კურსების შესაძლო ცვლილებები საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე, რაც, სავაჭრო არხებითა და მათთან დაკავშირებული მოლოდინებით, გავლენას ახდენს ეკონომიკურ აქტივობასა და ლარის გაცვლით კურსზე. თუმცა, სავაჭრო პარტნიორების მოსალოდნელზე მაღალი ტემპით გაჯანსაღების გაგრძელება, საგარეო მოთხოვნისა და საინვესტიციო განწყობების პოზიტიური ტენდენციის ხარჯზე, მშპ-ს დღევანდელ პროგნოზთან შედარებით უფრო მაღალ ზრდას გამოიწვევს. ამასთან, დღევანდელ პროგნოზთან შედარებით, მშპ-ს უფრო მაღალი ზრდა შეიძლება ასევე გამოიწვიოს ბიზნესის დადებითი განწყობისა და სესხების ზრდის ფონზე შიდა მოთხოვნის გააქტიურების დინამიკის გაგრძელებამ. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2018 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს 11.6% შეადგინა, ხოლო ბოლო ოთხი კვარტალის განმავლობაში - 9%, რაც საგარეო მოთხოვნის მნიშვნელოვანი გაჯანსაღებით იყო განპირობებული. მოკლე და საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის მშპ-თან ფარდობა, წლიურ ჭრილში, ერთნიშნა ნიშნულზე დარჩება იმ დაშვებით, რომ სავაჭრო პარტნიორებში სტაბილური ვითარება შენარჩუნდება, ხოლო ექსპორტისა და უცხოეთიდან მიღებული სხვა შემოსავლების ზომიერი ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. 7 ინფლაციის თარგეთირებისას, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღების დროს, ასევე მხედველობაში მიიღება ერთობლივი გამოშვებაც. შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთების რეაგირება მიწოდების შოკზე უნდა იყოს დაბალანსებული და არა იმდენად აგრესიული, გამოიწვიოს. განაკვეთების რომ ერთობლივი ეტაპობრივი გამოშვების ცვლილება მკვეთრი ცვლილება ოპტიმალურია როგორც გაურკვევლობის პირობებში, ასევე გრძელვადიანი განაკვეთების უფრო ეფექტიანი მართვისათვის. აქედან გამომდინარე, ინფლაციის თითოეული პროგნოზი თავის თავში მოიცავს საპროცენტო განაკვეთების ისეთ საპროგნოზო ტრაექტორიას, რომელიც ყოველივე ზემოაღნიშნულს ითვალისწინებს. საბაზო მაკროეკონომიკური სცენარის მიხედვით, ინფლაციის 3%-იან მიზნობრივ ნიშნულამდე შემცირების კვალდაკვალ, საშუალოვადიან პერიოდში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება. საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალური დონე 5-6%-ის ფარგლებშია. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირების ტრაექტორია განპირობებულია ეფექტური გაცვლითი კურსის დინამიკიდან მომდინარე რისკების და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკების შემცირებით. თუმცა, ბოლო პერიოდში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო, საშუალოვადიან პერიოდში ერთობლივი მოთხოვნის პოტენციურ გამოშვებაზე მეტად ზრდის თავიდან ასაცილებლად, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ დონეს წინა პროგნოზთან შედარებით უფრო ნელა, მხოლოდ 2 წლიანი პერიოდის შემდეგ დაუბრუნდება (იხ. დიაგრამა N2). 8 დიაგრამა N2 მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი წყარო: მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, აგვისტო 2018, საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზი არ გულისხმობს ეროვნული ბანკის დაპირებას მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იგი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის საორიენტაციო ტრაექტორიას იმ დაშვებით, რომ ეგზოგენური ფაქტორები პროგნოზში გათვალისწინებული მიმართულებით განვითარდება. მიუხედავად იმ გაურკვევლობისა, რაც ზოგადად პროგნოზს ახლავს თან, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების საორიენტაციო ტრაექტორია სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, ვინაიდან ლარის გრძელვადიანი განაკვეთები სწორედ ამ პროგნოზზეა დამოკიდებული. საბაზო მაკროეკონომიკურ პროგნოზთან ერთად განვიხილავთ 3 ალტერნატიულ სცენარსაც. პირველი და მეორე სცენარები გულისხმობს შიდა მოთხოვნის პროგნოზირებულზე მეტად და ნაკლებად ზრდას, შესაბამისად, ხოლო მესამე სცენარი კი განიხილავს საქართველოში რისკ პრემიების ზრდისა და ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების შემთხვევას. პირველი ალტერნატიული სცენარის მიხედვით, ერთობლივი მოთხოვნა საბაზო სცენართან შედარებით უფრო ნელა იზრდება. 2018 წელს მშპ გამოკვეთილად ზრდადი 9 ტემპებით ხასიათდება, რაც, როგორც საგარეო, აგრეთვე შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებამ განაპირობა. შიდა მოთხოვნის გააქტიურების ერთ-ერთი წყაროა საკრედიტო პორტფელის შედარებით სწრაფი ზრდა - 2018 წლის ივნისში საკრედიტო პორტფელი წლიურად დაახლოებით 20%-თ გაიზარდა. შესაძლებელია, რომ წლის მეორე ნახევარში დაკრედიტების ზრდის ტემპი შენელდეს, რაც მიმდინარე ტენდენციებთან შედარებით შიდა მოთხოვნასა და ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს. შედეგად, ამ ალტერნატიული სცენარის მიხედვით, მოთხოვნის შედარებით სუსტი სტიმულის გამო, ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულთან შედარებით დაბალი იქნება (იხ. დიაგრამა N3). შესაბამისად, ამ ალტერნატიული სცენარის მიხედვით, წლიური ინფლაცია საბაზო სცენარით პროგნოზირებულ ინფლაციაზე უფრო ნაკლებია (იხ. დიაგრამა N4). აღნიშნული სცენარით, მომდევნო წლის ინფლაცია, საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 0.4 პპ-ით დაბლა იქნება, რასაც შედარებით შესუსტებული მოთხოვნა გამოწვევს. ამის საპასუხოდ, მოთხოვნის სტიმულირებისა და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოვებლად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია, საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 0.4 პპ-ით ქვემოთ დაიწევს. მოთხოვნის შედარებით მოკრძალებული ზრდის გამო 2018-2019 წლებში ეკონომიკური ზრდაც საბაზო სცენართან შედარებით მცირეა და 2018 წლისათვის 5% ის ფარგლებშია. ამის საპასუხოდ, შერბილებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება და საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. ამის საპირისპიროდ, მეორე ალტერნატიული სცენარის მიხედვით, მთლიანი შიდა მოთხოვნა ინარჩუნებს წლის დასაწყისში არსებულ ტენდენციას და საბაზო პროგნოზთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდება. ამის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს არსებული საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შენარჩუნება და ბიზნესის განწყობების გაუმჯობესება, რაც, არსებულ ტენდენციებთან შედარებით, გაზრდის მოთხოვნასა და, შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდის მაჩვენებელს. შედეგად, წლიური ინფლაციაც, მოთხოვნის ძლიერი სტიმულის ზემოქმედებით, პროგნოზირებულთან შედარებით მაღალი იქნება. 10 აღნიშნული სცენარის მიხედვით, მომდევნო წელს ინფლაცია საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 0.3 პპ-ით მაღლა იქნება, რასაც მოსალოდნელზე ძლიერი მოთხოვნა გამოიწვევს (იხ. დიაგრამა N4). ამის საპასუხოდ, ჭარბი მოთხოვნის შებოჭვისა და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დასაახლოვებლად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია, საბაზო სცენართან შედარებით, საშუალოდ 0.3 პპით ზემოთ აიწევს. მოთხოვნის შედარებით დაჩქარებული ზრდის გამო, 2018-2019 წლებში ეკონომიკური ზრდაც საბაზო სცენართან შედარებით მეტი - 2018 წლისათვის 6.5%-ის ფარგლებშია (იხ. დიაგრამა N3). ამის საპასუხოდ, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება და, საშუალოვადიან პერიოდში, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. რაც შეეხება მესამე ალტერნატიულ სცენარს, ის განიხილავს შედარებით უფრო ძლიერი შოკის შემთხვევას, როდესაც საქართველოს რისკ პრემიები იზრდება და ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი უფასურდება (იხ. დიაგრამა N5). ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ინფლაციაზე როგორც მოთხოვნის, აგრეთვე მიწოდების მხრიდან მოქმედებს. მოთხოვნის მხრიდან იგი აუმჯობესებს ადგილობრივი საქონლის კონკურენტუნარიანობას, რაც აისახება გაზრდილ საგარეო მოთხოვნაში, ხოლო მიწოდების მხრიდან კი ზრდის ფირმების დანახარჯებს. ამასთან, იზრდება იმპორტული, როგორც შუალედური, ასევე საბოლოო, საქონლის ფასებიც. შედეგად, ინფლაცია იმაზე კიდევ უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ეს ერთობლივი მოთხოვნის მოსალოდნელზე მეტად ზრდის სცენარშია გათვალისწინებული. აღნიშნული სცენარის მიხედვით, ინფლაცია 2018-2019 წლებში საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 1.2%-ით მაღლა იქნება, რასაც ნომინალური ეფექტური კურსის მოსალოდნელზე უფრო მეტად გაუფასურება გამოიწვევს (იხ. დიაგრამა N4). ამის საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტრაექტორია საბაზო სცენართან შედარებით საშუალოდ 1.1 პპ-ით ზემოთ აიწევს. აღნიშნულის შედეგად ინფლაცია, საშუალოვადიან პერიოდში, 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება. 11 დიაგრამა N3 რეალური მშპ-ს ზრდა საბაზო და ალტერნატიული სცენარების მიხედვით. წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი დიაგრამა N4 წლიური ინფლაცია საბაზო და ალტერნატიული სცენარების მიხედვით წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი 12 დიაგრამა N5 ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი5 საბაზო და ალტერნატიული სცენარების მიხედვით. წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი უნდა აღინიშნოს, რომ მონეტარული პოლიტიკის მიზანი ვერ იქნება ინფლაციაზე მოქმედი მოკლევადიანი და ერთჯერადი ფაქტორების სრულად განეიტრალება. აღნიშნული შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის მკვეთრად შემცირებისა და უმუშევრობის ზრდის ხარჯზე. ამდენად, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ცდილობს დააბალანსოს ორი ფაქტორი: რამდენად სწრაფად დაუბრუნდება ინფლაცია მიზნობრივ დონეს და როგორი გავლენა ექნება მონეტარულ პოლიტიკას ეკონომიკურ ზრდაზე. საქართველოში, ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში, მაკროეკონომიკური შოკები გარდაუვალია, რის გამოც ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი შესაძლებელია განსხვავდებოდეს მიზნობრივი დონისაგან. თუ რამდენად დიდი და ხანგრძლივი იქნება ეს გადახრა, დამოკიდებულია შოკის სიძლიერესა და ხასიათზე. რადგან მიწოდების შოკებზე რეაგირება ეკონომიკის მაღალ მერყეობას იწვევს და, შესაბამისად, მაღალია საზოგადოებრივი დანახარჯიც, ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, დროებითი ხასიათის შოკებზე რეაგირებას არ ახდენენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში შესაძლებელია ინფლაციის 5 ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსის რიცხვითი მნიშვნელობის ზრდა ნიშნავს გამყარებას, ხოლო შემცირება კი გაუფასურებას. 13 მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადახრა, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მაჩვენებელი, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, მის შოკამდელ დინამიკას დაუბრუნდება. თუ შოკი იმდენად ძლიერია, რომ ინფლაციის მოლოდინის ზრდის (შემცირების) გამო, მან შესაძლებელია ინფლაციაზე გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს, ეროვნული ბანკის რეაქცია დამოკიდებული იქნება იმის შეფასებაზე, თუ რა უფრო უარყოფით გავლენას მოახდენს გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზე - ინფლაცია თუ მოთხოვნის შესუსტება (გაზრდა). მომდევნო სამი წლის განმავლობაში შესაძლო არაპროგნოზირებადი შოკების კატეგორიას განეკუთვნება ენერგომატარებლებსა და საკვებზე ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების ცვლილება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის იმპორტი და სხვა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ რისკები შეიძლება მიმართული იყოს ფასების როგორც ზრდის, ასევე შემცირებისაკენ. საქართველოს ტიპის მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, რომელიც ინტეგრირებული არ არის რომელიმე სტაბილური მონეტარული პოლიტიკის მქონე ეკონომიკასთან და რომელიც კაპიტალის თავისუფალი მობილობით ხასიათდება, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის არსებობას მოითხოვს. ასეთ პირობებში გაცვლითი კურსი ასრულებს შოკების მშთანთქავ ფუნქციას, რამდენადაც საგარეო შოკის შემთხვევაში გაცვლითი კურსის ცვლილება ასუსტებს აღნიშნული შოკის გავლენას რეალურ ეკონომიკაზე - ეკონომიკურ ზრდასა და ინფლაციაზე. საქართველოს ეროვნულ ბანკს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი ფულად– საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებით, ხელი შეეწყობა ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას, რაც, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. 14 დანართი №1 ინფლაციის ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეკონომიკისთვის დამაზიანებელია როგორც მაღალი ინფლაცია, ასევე ნულოვანი ინფლაცია და/ან დეფლაცია. ზოგადად, განვითარებად ქვეყნებში ინფლაცია საშუალოდ უფრო მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. კერძოდ, განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლები 1-2 პროცენტის, ხოლო განვითარებად ქვეყნებში - 2-4 პროცენტის ფარგლებში არის განსაზღვრული. განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის მაღალი დონე ძირითადად ამ უკანასკნელ ჯგუფში პროდუქტიულობის ზრდის უფრო მაღალი ტემპით აიხსნება. ქვეყნებში, სადაც პროდუქტიულობა ვაჭრობად6 სექტორში უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ხელფასების ზრდის ტემპიც უფრო მაღალია, რაც არავაჭრობად7 სექტორში ფასების ზრდასა და, საბოლოო ჯამში, შედარებით მაღალ ინფლაციას განაპირობებს. რაც უფრო მაღალია ვაჭრობად სექტორში პროდუქტიულობის ზრდა არავაჭრობადთან შედარებით, მით უფრო მაღალია ქვეყანაში ინფლაციის დონე. საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვაჭრობადი სექტორის ინფლაციის საშუალო შეწონილი დაახლოებით 2.5%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობადი სექტორის ინფლაცია საქართველოშიც დაახლოებით 2.5% იქნება იმ დაშვებით, რომ ვაჭრობად სექტორში ერთი ფასის პრინციპი მოქმედებს8. საქართველოში ოპტიმალური ინფლაციის განსაზღვრისათვის საჭირო შემდეგ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პროდუქტიულობების სხვაობა ვაჭრობად და არავაჭრობად სექტორებს შორის. 2010-2016 წლებში საქართველოში ვაჭრობად და არავაჭრობად სექტორებში პროდუქტიულობის ზრდის ტემპებს შორის განსხვავება 6 ვაჭრობადი სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ის ნაწილი, რომლის მიერ წარმოებული საქონელი და მომსახურებაც საერთაშორისო ბაზრებზე იყიდება, ან თეორიულად შესაძლებელია იყიდებოდეს. ვაჭრობადი სექტორი მოიცავს ისეთ სექტორებს როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა და თევზჭერა, დამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები და ა.შ. 7 არავაჭრობადი სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ის ნაწილი, რომლის პროდუქცია და მომსახურებაც განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდად. მაგალითად, მშენებლობა, ფინანსები, საჯარო სერვისები და ა.შ. 8 ეკონომიკური კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ერთი და იგივე საქონელი სხვადასხვა ადგილას ერთსა და იმავე ფასად უნდა იყიდებოდეს; წარმოადგენს მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის თეორიის საფუძველს. 15 დაახლოებით 1.5 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. თუ დავუშვებთ, რომ სამომხმარებლო კალათში არავაჭრობადი საქონლის წილი დაახლოებით 30%-ის შუალედშია, ოპტიმალური ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს9. ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრისას, ასევე გასათვალისწინებელია ეროვნული ბანკის ხელთ არსებული საშუალებები ოპტიმალური სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად. იქიდან გამომდინარე, რომ 2009 წელს, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე გადასვლისას, ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები საკმაოდ შეზღუდული იყო, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის 3%-ის ფარგლებში განსაზღვრა და მისი ამ ფარგლებში შენარჩუნება ეროვნული ბანკის მიერ მკვეთრი ქმედებების განხორციელების საჭიროებას დააყენებდა, რაც, თავის მხრივ, ბანკთაშორის ბაზარზე რყევებს და საპროცენტო განაკვეთების არასტაბილურობას გამოიწვევდა. შესაბამისად, ინფლაციის თარგეთირების შემოღების პირველ წლებში ეროვნული ბანკის სტრატეგია მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და გადაცემის არხების განვითარების პარალელურად, ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის ეტაპობრივად შემცირებას ეფუძნებოდა. ეკონომიკურ ზრდასთან და ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებისა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის განვითარებასთან ერთად, ეტაპობრივად იზრდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობები, რათა ინფლაცია ოპტიმალურ მაჩვენებელზე შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკის განვითარების არსებულ ეტაპზე, 2018 წლიდან სამიზნე მაჩვენებელი 3%-მდე შემცირდა და შემდგომი წლების განმავლობაში საშუალოვადიანი პერიოდის მიზნობრივი მაჩვენებელი 3% იქნება.10 ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრა 3%-ზე და, შედეგად, მონეტარული პოლიტიკის განხორციელება ინფლაციის დონის ამ ნიშნულზე დამიზნებით, ხელს შეუწყობს მომავალში მაკროეკონომიკური ინფლაციის სტაბილურობის მოლოდინების შენარჩუნებას. შემცირებასა და, მონეტარული ზოგადად, პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდისთვის მნიშვნელოვანია ინფლაციის მოლოდინების შემცირება მიზნობრივ მაჩვენებლამდე. ასეთ დროს მონეტარული პოლიტიკის განხორციელება 9 2.5% + 30% * 1.5% = 3% უფრო დეტალურად საქართველოს ეკონომიკისთვის ოპტიმალური ინფლაციის დონის განსაზღვრის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ტომი 3, N3, 2015 წელი, „ოპტიმალური ინფლაციის დონე საქართველოში“, ალექსანდრე ბლუაშვილი. 10 16 ეკონომიკისთვის უფრო ნაკლებად ხარჯიანია, რადგან სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა პოლიტიკის განაკვეთის მცირე ცვლილებით არის შესაძლებელი. რაც შეეხება თავად ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, ამ რეჟიმის წარმატებულობას მრავალი საერთაშორისო კვლევა ადასტურებს. მაგალითად, Vega and Winkelried (2005)11ის მიხედვით ინფლაციის თარგეთირებამ შეამცირა ინფლაციის დონე, მისი მერყეობა და მისი ხანგრძლივობა როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. IMF (2005)12 კი ასკვნის, რომ განვითარებად ქვეყნებში ინფლაციის თარგეთირებამ შეამცირა ინფლაციის დონე, მისი მერყეობა, ინფლაციის მოლოდინები და საპროცენტო განაკვეთებისა თუ გაცვლითი კურსის მერყეობა. Roger (2009)13-ის მიხედვით, ინფლაციის თარგეთირების დამსახურებაა, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის მიწოდების შოკები ნაკლებად დამაზარალებელი აღმოჩნდა. Geraats (2009)14 აჩვენებს, რომ ინფლაციის თარგეთირებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ცენტრალური ბანკების გაზრდილი გამჭვირვალობა. შეჯამებისთვის შეგვიძლია დავეყრდნოთ Mishkin and Schmidt-Hebbel (2007)15-ის მიერ ლიტერატურაში არსებული ემპირიული კვლევების მიმოხილვას. ამ უკანასკნელის მიხედვით ცალსახად იკვეთება, რომ ინფლაციის თარგეთირებამ შეამცირა ინფლაცია და მისი მერყეობა, და ეს შემცირება ყველაზე გამოკვეთილი სწორედ განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში იყო. რაც შეეხება ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის შეფასებებს უკანასკნელი მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდში და მის შემდგომ, აღსანიშნავია Mishkin (2013)16-ის ანალიზი, სადაც განხილულია, თუ რატომ გახდა ინფლაციის თარგეთირება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და სასარგებლო თავად აღნიშნული კრიზისის დროს. უფრო ზოგადი შეჯამებისთვის იხ. Reichlin and Baldwin (2013)17, სადაც მიმოხილულია მსოფლიოს მრავალი სხვადასხვა 11 Vega, M. and Winkelried, D., 2005. Inflation Targeting and Inflation Behavior: A Successful Story?. International Journal of Central Banking. 12 International Monetary Fund, 2005. Does inflation targeting work in emerging markets?. World Economic Outlook, 161, p.186. Roger, S. 2010. Inflation Targeting turns 20 Finance and Development, 47(1), pp.46-49. Geraats, P.M., 2009. Trends in monetary policy transparency. International Finance, 12(2), pp.235-268. 15 Mishkin, F.S. and Schmidt-Hebbel, K., 2007. Does inflation targeting make a difference? (No. w12876). National Bureau of Economic Research. 16 Mishkin, F. S. (2013, May). Exit to What. In 15th Geneva Conference on the World Economy . 17 Reichlin, L., & Baldwin, R. (2013). Is inflation targeting dead? Central Banking After the Crisis . Centre for 13 14 Economic Policy Research (CEPR). 17 მსოფლმხედველობის მქონე ეკონომისტის შეფასება ინფლაციის თარგეთირების შესახებ გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ. როგორც ნაშრომშია აღნიშნული, გამოკითხულ ეკონომისტებს შორის არანაირი კოორდინაცია არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მათი დასკვნები მთლიანობაში საკმაოდ მსგავსია. ეკონომისტების საერთო აზრია, რომ ინფლაციის თარგეთირება ცოცხალია, იგი გაუმჯობესდა და სწორედ ახლა, როდესაც ინფლაციის მოლოდინების სტაბილურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, არის ყველაზე მეტად საჭირო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი უკვე ორ ათწლეულზე მეტია საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც დღეისათვის პრაქტიკულად საუკეთესო რეჟიმი.