„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 94 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-01
ბიუროს ნომერი 203
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს კანონში „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში“
(საკანონმდებლო
მაცნე,
(www.matsne.gov.ge)
N2287,
22/07/1999,
სარეგისტრაციო კოდი: 080.000.000.05.001.000.648) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2351 მუხლი:
„მუხლი 2351. „ქიმიური იარაღის კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური
ქიმიკატებისა და მათი პრეკურსორების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა,
ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა,
ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე
მათთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება, მათ შორის საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
ბრუნვის
წესების
დარღვევა“
1. ქიმიური იარაღის კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატებისა
და მათი პრეკურსორების უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, ფლობა ან
განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება, გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა,
ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე
მათთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება, მათ შორის საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების
დარღვევა –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება ჩდენილი ქიმიური იარაღის დამზადების მიზნით -
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და
ჯარიმით.“
2. კოდექსის 406-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 406. მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გასაღება,
ან გადაზიდვა, ტრანზიტი ან გადაგზავნა -
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
აკრძალული
ქიმიური,
ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის დამზადება, შენახვა,
შეძენა, გასაღება, ან გადაზიდვა, ტრანზიტი, ან გადაგზავნა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი
ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და
ჯარიმით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის
შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
1993 წლის 14 იანვარს საქართველომ ხელი მოაწერა „ქიმიური იარაღის აკრძალვის
კონვენციას“ და აიღო ვალდებულება, რომ ის შევიდოდა ძალაში 1997 წლის 29 აპრილს.
კონვენციის მიზანია აკრძალოს ხელმომწერი ქვეყნების მიერ მასობრივი განადგურების
იარაღის დამზადება, მარაგების დაგროვება, მოპოვება, შენახვა, ტრანსფერი და
გამოყენება.
კონვენციის
ხელმომწერი
ქვეყანა
ვალდებულია
მიიღოს
ზომები
კონვენციის მიზნების შესასრულებლად, რაც ექვემდებარება შემოწმებას ქიმიური
იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ.
მიუხედავად „ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ ხელმოწერისა და აღებული
ვალდებულებისა, საქართველომ დღემდე ვერ მოახდინა მისი რეგულაციების სრული
იმპლემენტაცია.
შედეგად,
ევროპულ
სახელმწიფოებს
შორის,
საქართველო
ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარ კანონმდებლობაში სრულფასოვნად არ ასახა
კონვენციის სამართლებრივი მოთხოვნები, რაზეც მითითებულია ქიმიური იარაღის
აკრძალვის ორგანიზაციის წლიურ ანგარიშებში.
კონვენციის სამართლებრივი მოთხოვნების სრული იმპლემენტაციის მიზნით,
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ საქართველოში გამოაგზავნა საკუთარი
დელეგაცია, რომელმაც 2017 წლის 1-2 მაისს საქართველოს საგარეოა საქმეთა
სამინისტროში გამართა შეხვედრა ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან და დარგის
სპეციალისტებთან.
შეხვედრის
მიზანი
იყო
საქართველოს
კანონმდებლობის
მუხლობრივი განხილვა, რა დროსაც უნდა დადგენილიყო, თუ კონვენციის რომელი
მოთხოვნა არ აისახა სრულად საქართველოს კანონმდებლობაში და გაცემულიყო
რეკომენდაციები ადგილობრივი კანონმდებლებისთვის.
1
შეხვედრის მსვლელობისას დადგინდა, რომ საქართველოს კანონმდებლობა დიდ
წილად ასახავდა კონვენციის მოთხოვნებს, თუმცა, არსებობდა რამდენიმე ნორმატიული
აქტის მიღების აუცილებლობა, რომლებიც შეეხებოდა ტოქსიკური ქიმიკატებთან და
ქიმიური ნივთიერებების პრეკურსორებთან დაკავშირებულ რეგულაციებს და
პასუხისმგებლობას
ასეთი
ნივთიერებების
ფლობისთვის,
ტრანზიტისთვის,
ტრანსფერისთვის და გაგზავნისთვის.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის
მიზანია
„ქიმიური
იარაღის
აკრძალვის
კონვენციის“
სრული
ადაპტირება საქართველოს კანონმდებლობაში, რაც განაპირობებს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში ახალი 2351-ე მუხლის დამატებას და არსებულ 406-ე
მუხლში რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანას. კონვენციის სხვა მოთხოვნები
საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია, რაზეც არსებობს ქიმიური იარაღის
აკრძალვის ორგანიზაციის დადებით შეფასება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. „ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ ერთერთი ძირითადი მოთხოვნის
თანახმად, წევრი ქვეყანა უნდა ითვალისწინებდეს სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას ტოქსიკური ქიმიკატებისა და ქიმიური ნივთიერებების
პრეკურსორების უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის,
ფლობისთვის ან განკარგვისთვის, გამოყენებისთვის, გადამუშავებისთვის,
გამოცდისთვის,
გადაცემისთვის,
გადაზიდვისთვის,
ექსპორტისთვის,
იმპორტისთვის, ვაჭრობისთვის ან მათდამი სხვა უკანონო მოპყრობისთვის,
აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგებისთვის, მათ შორის,
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის მოქმედ კოდექსში შესაბამისი მუხლი არ
არსებობს, რის გამოც საქართველო ვერ აკმაყოფილებს „ქიმიური იარაღის
აკრძალვის კონვენციის“ მოთხოვნებს, რაზეც იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია
მიუთითებს თავის ანგარიშებში.
2
კონვენციით დაკისრებული ამ ვალდებულების შესასრულებლად, წინამდებარე
კანონპროექტის ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს
დაემატება
ახალი
ქიმიკატებისა
და
2351-ე
მუხლი,
ქიმიური
რომლის
თანახმადაც,
ნივთიერებების
ტოქსიკური
პრეკურსორების
უკანონო
დამზადება, შეძენა, შენახვა, ფლობა ან განკარგვა, გამოყენება, გადამუშავება,
გამოცდა, გადაცემა, გადაზიდვა, ექსპორტი, იმპორტი, ვაჭრობა, ან მათდამი
სხვა უკანონო მოპყრობა, აგრეთვე მათთან დაკავშირებული სხვა უკანონო
გარიგება,
მათ
შორის
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა ფიზიკური, ან იურიდიული
პირის მიერ, დაისჯება სისხლისსამართლებრივი წესით.
ამ
კანონპროექტით
რეკომენდირებულია
შემოთავაზებული
იარაღის
2351
აკრძალვის
მუხლის
რედაქცია
ორგანიზაციის
მიერ
და
სრულფასოვნად მოიცავს კონვენციის მოთხოვნებს.
2. „ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის“ 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“
პუნქტის
თამახმად,
წევრი
სისხლისსამართლებრივ
დამზადებისთვის,
ქვეყანა
პასუხისმგებლობას
გამოშვებისთვის,
უნდა
ქიმიური
ითვალისწინებდეს
იარაღის
მოპოვებისთვის,
უკანონო
მარაგის
დაგროვებისთვის, შენახვისთვის, ტრანსფერისთვის, ტრანზიტისთვის და
გადაგზავნისთვის. საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 406ე მუხლი ნაწილობრივ მოიცავს ზემოაღნიშნული კონვენციის მოთხოვნებს,
თუმცა, ის არ ითვალისწინებს სისხსლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ქიმიური,
ბიოლოგიური
შენახვისთვის,
ან
მასობრივი
ტრანსფერისთვის,
განადგურების
ტრანზიტისთვის
და
სხვა
იარაღის
გაგზავნისთვის.
კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქციით 406-ე მუხლს დაემატება
ზემოაღნიშნული ქმედებები, რაც დააკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
3
კანონპროექტით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების ახალი
შემადგენლობის განსაზღვრისა და ჯარიმების დაკისრების გამო.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების ახალი
შემადგენლობის განსაზღვრის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებდა აღნიშნულ
შემადგენლობებს, ოფიციალური სტატისტიკის არარსებობის გამო გავლენის ზუსტი
ოდენობა დამოკიდებული იქნება მომავალში გამოვლენილ შემთხვევებზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსური ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღებას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება
კანონპროექტის
მოქმედება.
კერძოდ,
გარკვეულ
შემთხვევებში
კანონპროექტი ითვალისწინებს ცალკეული დანაშაულების ახალი შემადგენლობის
განსაზღვრას, ჯარიმის დაკისრებასა და თავისუფლების აღკვეთას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით ხდება ცალკეული დანაშაულების ახალი შემადგენლობების
4
განსაზღვრა და მასზე ჯარიმის დაწესება.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის
მიღება
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
არსებობის
შემთხვევაში,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,არასახელმწიფო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ან/და საერთაშორისო
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
5
მიიღეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მთავარი პროკურატურა,
საქართველოს
საგარეო
საქმეთა
სამინისტრო,
ქიმიური
იარაღის
აკრძალვის
საერთაშორისო ორგანიზაცია.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე.
6
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის მოქმედი რედაქცია,
რომელშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 406. მასობრივი განადგურების იარაღის დამზადება, შეძენა ან გასაღება
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
აკრძალული
ქიმიური,
ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის დამზადება, შეძენა ან
გასაღება, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება
ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.