საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქეების კლეოპატრა ქარუმაშვილისა და გიორგი გაბუნიას მიერ წარმოდგენილ „სპორტის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ (N12838; 22.08.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-01
ბიუროს ნომერი 203
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 16331
27/09/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
ასლი: საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის
დასკვნა
„საკანონმდებლო წინადადება სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და
ახალგაზრდებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით“ მოქალაქეების
კლეოპატრა ქარუმაშვილისა და გიორგი გაბუნიას მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო
წინადადებასთან დაკავშირებით, „სპორტის შესახებ“ და „სოციალური დახმარების
შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის
პროექტებთან დაკავშირებით (N 12838; 22.08.2018)
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა
2018 წლის 27 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა ზემოთ აღნიშნული
საკანონმდებლო წინადადება, რომელიც კომიტეტს წარუდგინა სხდომის თავმჯდომარემ
მიხეილ ყაველაშვილმა.
მოქალაქეების კლეოპატრა ქარუმაშვილისა და გიორგი გაბუნიას მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, „სპორტის შესახებ“ და „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს
კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N12838; 22.08.2018) ითვალისწინებს „სპორტის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის დამატებას, კერძოდ:
„სამინისტროს და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ
6-18 წლამდე სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ბავშვებისა და
ახალგაზრდებისთვის სპორტში ჩართულობა უზრუნველყონ უფასოდ თვეში 50 ლარამდე
ოდენობით“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლს
დაემატოს მე-21 პუნქტი: „არაფულად სოციალურ დახმარებად შეიძლება ჩაითვალოს
ბავშვი ან ახალგაზრდა ბენეფიციარისთვის სპორტში ჩართულობისთვის გაცემული
დაფინანსება“.
მოქალაქეების კლეოპატრა ქარუმაშვილისა და გიორგი გაბუნიას მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით, „სპორტის შესახებ“ და „სოციალური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს
კანონის პროექტებთან დაკავშირებით (N12838; 22.08.2018) ფინანსური დასაბუთების სახით
წარსადგენი ინფორმაციის ხარისხობრივი მახასიათებლებისა და ფინანსური გათვლების
მომზადების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის
მოსაზრებით გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი საკითხები:
1. ვინაიდან წარმოდგენილი პროექტის „სპორტის შესახებ“ საქართველოს
კანონში შესატანი ცვლილების პირდაპირი მოსარგებლეები არიან 6-18
წლამდე სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ბავშვები და
ახალგაზრდები, დასაბუთებაში წარმოდგენილი უნდა იყოს სწორედ
აღნიშნული შესაბამისი სამიზნე ჯგუფის შესახებ სტატისტიკა (მათი საშუალო
წლიური ოდენობა და ფინანსური შედეგი საშუალოდ ერთ მათგანზე
წლიურად და ჯამურად ყველაზე). 6-18 წლამდე სოციალურად დაუცველი
სტატუსის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ სტატისტიკა
წარმოდგენილი უნდა იყოს რეგიონების ჭრილში, რაც მნიშვნელოვანია
შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე
გავლენის შესაფასებლად. ასევე შესაბამის ნაწილში აღიწეროს მხოლოდ ამ
სამიზნე ჯგუფთან მიმართებაში კავშირი მოცემული დანაშაულებების
ოდენობასთან და დაავადებების მაჩვენებლებთან დაკავშირებით.
2. წარმოდგენილი პროექტის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატანი ცვლილების მიხედვით, „სამინისტროს და ადგილობრივი
თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ ... სპორტში
ჩართულობა უზრუნველყონ უფასოდ თვეში 50 ლარამდე ოდენობით“.
ფინანსური დასაბუთებისთვის აუცილებელია გაიმიჯნოს სამინისტროსა და
ადგილობრივი
თვითმმართველი
ორგანოების
კომპეტენციები
და
შესაბამისად, მათ მიერ გასაწევი ხარჯების მოცულობა. მიეთითოს,
კონკრეტულად, როგორ განხორციელდება შესაბამისი ხარჯების დაფინანსება
სამინისტროსგან, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოებისგან თუ
ორივესგან ერთად და რა პროპორციით.
3. წარმოდგენილი პროექტის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
შესატანი ცვლილების მიხედვით, „სამინისტროს და ადგილობრივი
თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს უფლება აქვთ ... სპორტში
ჩართულობა უზრუნველყონ უფასოდ თვეში 50 ლარამდე ოდენობით“. ამ
ჩანაწერთან დაკავშირებით ბუნდოვანია, რას გულისხმობს „უფასოდ თვეში 50
ლარამდე ოდენობით“. ჩანაწერი ტექნიკურად გასასწორებელია.
4. აღნიშნული პროექტის „დასაბუთების“ ნაწილში ჩანაწერი იმის შესახებ, რომ
„სახელმწიფოსთვის
განსაკუთრებით
დიდ
ხარჯებთან
არ
არის
დაკავშირებული
მათთვის
სპორტში
ჩართულობის
უფასოდ
უზრუნველყოფა“ არის ბუნდოვანი. უნდა დაკონკრეტდეს საშუალოვადიანი
პერიოდისთვის
შესაბამისი
სამინისტროს
ან/და
თვითმმართველი
ორგანოებისათვის საჭირო ხარჯების ოდენობა ამ მიმართულებით საშუალო
წლიურად, შესაბამისი დაფინანსების წყაროების მითითებით.
5. აღნიშნული პროექტის „დასაბუთების“ ნაწილში ასევე მოცემულია ჩანაწერი
იმის შესახებ, რომ „ნორმა არ აწესებს იმპერატიულ მოთხოვნას სამინისტროს
ან ადგილობრივი თვითმმართველობით ორგანოებისათვის აუცილებლად
უფასოდ უზრუნველყონ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე
ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სპორტში ჩართულობა, არამედ
აღნიშნული ნორმა უფლებას აძლევს შესაბამის ორგანოებს მსგავსი ფორმით
განახორციელონ სპორტში ახალგაზრდების ჩართულობა მათი სურვილის
შემთხვევაში“. დაზუსტებას მოითხოვს აღნიშნული უფლების მინიჭების
საკითხი შესაბამისი ფინანსური გათვლებისთვის. შეესაბამება თუ არა ასეთი
ფორმულირება ზოგადად სოციალური დახმარების სახის (მათ შორის,
არაფულადი სოციალური დახმარების, რისი სახელითაც კლასიფიცირდება
ცვლილების მიხედვით აღნიშნული დახმარება) შინაარსს? თუ ეს კანონი
ადგენს შესაბამისი მოსარგებლეებისთვის სოციალური დახმარების ერთ-ერთ
სახეს,
ეს
დახმარება,
მიუხედავად
შესაბამისი
კრიტერიუმების
დაკმაყოფილებისა, შეიძლება არ გაიცეს?
6. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის (მუნიციპალიტეტის
საკუთარი უფლებამოსილებები) მე-4 პუნქტის მიხედვით, „მუნიციპალიტეტი
უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით
განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, სოფლის
მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის) მხარდაჭერის,
ტურიზმის განვითარების, სოციალური დახმარების მიზნით, სახელმწიფო
პოლიტიკის გამტარებელ ორგანოსთან კოორდინაციით − ჯანმრთელობის
დაცვის მიზნით, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული
პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობის, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის,
გარემოს დაცვის, საზოგადოებრივი განათლების, გენდერული თანასწორობის
ხელშეწყობის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის
წარმოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, ადამიანის
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის, მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე ინვესტიციების მოზიდვის, ინოვაციური განვითარების
მხარდაჭერის და სხვა მიზნებით“. შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერის
მიხედვით მუნიციპალიტეტებს ისედაც ენიჭებათ შესაბამისი სოციალური
დახმარების გაცემის უფლებამოსილება და აღნიშნული ჩანაწერი მოცემული
პროექტით წარმოდგენილ ცვლილებას ხომ არ ეწინააღმდეგება? (მაგალითად,
შეიძლება მუნიციპალიტეტი დღეს იმავე მიმართულებით გასცემდეს 100
ლარის დახმარებას და კანონი შეზღუდვას უწესებს 50 ლარამდე).
7. აუცილებელია მიეთითოს კონკრეტული მუხლების ამოქმედების ვადები, რაც
ასევე მნიშვნელოვანია ფინანსური შედეგების შეფასებისათვის.
კომიტეტმა განიხილა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
პოზიცია აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით. სამინისტროს
მიაჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადების მიღება მიზანშეუწონელია, რადგან ამჟამად
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მუშაობს
„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონის პროექტზე, სადაც
ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით წარმოდგენილი საკითხი აყვანილია
კომპლექსურ საკანონმდებლო დონემდე. შესაბამისად, მიზანშეწონილია რომ „ფიზიკური
აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონის პროექტის პარლამენტში საკანონმდებლო
ინიციატივის სახით წარმოდგენამდე, კომიტეტმა არ განიხილოს და არ შევიდეს
ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვაში.
იმ მოტივით, რომ
კომიტეტი ამ საკითხს მიუბრუნდება, როგორც კი „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის
შესახებ“ ახალი კანონის პროექტი პარლამენტში იქნება შემოტანილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ
საკანონმდებლო წინადადებას და მიუღებლად ცნო იგი.
პატივისცემით,
მიხეილ ყაველაშვილი
თავმჯდომარე