საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ (07-2/235; 21.06.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
01.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#16471/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-01
ბიუროს ნომერი 203

📜 ტექსტი

წერილი
N 16471 01/10/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს მოგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ (№07-2/235; 21.06.2018). აღნიშნული კანონპროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები დაინტერესებული უწყებებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით. მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადა გაგრძელდეს 3 კვირით. რომან კაკულია თავმჯდომარე