საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/247; 27.08.2018) საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-03
ბიუროს ნომერი 204
📜 ტექსტი
წერილი
N 16596
02/10/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესითაა
ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/247/9 - 27-08-2018) (კანონპროექტის კომიტეტზე I
მოსმენით განხილვის ვადაა 8 ოქტომბერი).
კანონპროექტით ხდება უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის სახელმწიფო
დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობათა გაუმჯობესება.
კერძოდ,
კანონპროექტი
ითვალისწინებს
პრეზიდენტის,
პრემიერ-მინისტრის
და
პარლამენტის თავმჯდომარისათვის სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფის ერთიან
სტანდარტის დადგენას.
კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.
კომიტეტის მიერ, პირველი მოსმენისათვის საკითხის სრულყოფილი დამუშავების
მიზნით მიზანშეწონილია „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი
თვით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე