საქართველოს პარლამენტის წევრის, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის ირინე ფრუიძის 2018 წლის 29 აგვისტოს უკრაინის ღია პარლამენტის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის განვითარების სტრატეგიულ სესიაზე ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრი ირინე ფრუიძე
ნომერი
#16605/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-03
ბიუროს ნომერი 204

📜 ტექსტი

ანგარიში
16605-3-9-3-201810021217 N 16605 02/10/2018 საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს, ირინა ფრუიძის ანგარიში ღია პარლამენტის 2019-2020 სამოქმედო გეგმის განვითარების სტრატეგიული სესია 2018 წლის 29 აგვისტო, უკრაინა 2018 წლის 29 აგვისტოს, კიევში, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ორგანიზებით, პროექტის EU-UNDP რადა ევროპისთვის ფარგლებში ჩატარდა უკრაინის ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის 2019-2020 განვითარების სტრატეგიული სესია. შეხვედრის მიზანი იყო საპარლამენტო ღიაობის, გამჭვირვალობის და სამოქალაქო ჩართულობის კუთხით, უმაღლესი რადას პროგრესის შეფასება, საქართველოს საპარლამენტო ღიაობის შესახებ გამოცდილების გაზიარება და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის ხედვის განვითარება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის წევრები, სამოქალაქო საზოგადოების და ღია მმართველობა პარტნიორობის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. ირინა ფრუიძემ შეხვედრაზე წარადგინა საპარლამენტო ღიაობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის გამოცდილება და სამომავლო გეგმები. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე