საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების გოჩა ენუქიძის და ივლიანე წულაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N07-3/185; 31.05.2018) საქართველოს კანონის პროექტის II მოსმენით განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
02.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#16704/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-03
ბიუროს ნომერი 204

📜 ტექსტი

წერილი
N 16704 02/10/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტი წევრების გოჩა ენუქიძის და ივლიანე წულაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/185/9; 31-05-2018). წარმოდგენილი კანონპროექტით მიზნადაა დასახული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული საკითხების თანამედროვე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კანონპროექტით გათვალისწინებულია, როგორც ინვესტიციათა მინიმალური ოდენობების ზრდა, ისე, კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემოღება. კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტის II მოსმენით განხილვის ვადაა 11 ოქტომბერი. კანონპროექტის მე-2 მოსმენით განსახილველად მომზადების მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები და მოქალაქეობის არმქონე სამართლებრივი პირთა მიზანშეწონილია „უცხოელთა მდგომარეობის და შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე