საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უარყოფითი დასკვნა მოქალაქე გიორგი შუბლაძის მიერ წარმოდგენილ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N9507; 20.06.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-03
ბიუროს ნომერი 204
📜 ტექსტი
წერილი
N 16711
03/10/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს პარლამენტის
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
მოქალაქე გიორგი შუბლაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N9507; 20.06.2018)
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტმა 2018 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა მოქალაქე გიორგი შუბლაძის
მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან
დაკავშირებით.
საკანონმდებლო წინადადების თანახმად შემოთავაზებულია საქართველოში მეწარმეობის
ნაცვლად დამკვიდრდეს ტერმინი-ბიზნესი, ხოლო მეწარმის ნაცვლად ტერმინიბიზნესმენი.
კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-51 პუნქტის
შესაბამისად საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო.
რომან კაკულია
თავმჯდომარე