„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-08
ბიუროს ნომერი 205
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
21.03.2018,
სარეგისტრაციო
კოდი:
270000000.05.001.018780) 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
ყოველი
პირი,
რომელიც
ახორციელებს
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და
საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია 2018 წლის 15 ნოემბრამდე, საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით
განახორციელოს
შესაბამისი
საქმიანობის
ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი,
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალს განსაზღვრავს
საქართველოს მთავრობა სოციალურ პარტნიორებთან შეთანხმებით.
საქართველოს მთავრობამ, შეასრულა რა აღნიშნული ვალდებულება, 2018 წლის 27
ივლისს მიიღო N381 დადგენილება მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე
და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე და
განსაზღვრა ეს ჩამონათვალი.
იმავე კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, რომელიც
ახორციელებს
საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით
განსაზღვრულ
მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს,
ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს
შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია,
საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 60
კალენდარული დღის ვადაში, ე.ი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში - არაუგვიანეს
2018 წლის 28 სექტემბრისა.
საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისათვის იუსტიციის სახლს მიმართა
სწორედ ბოლო დღეს. აღნიშნული დღე დაემთხვა ტაქსების სავალდებულო
რეგისტრაციის ბოლო დღეს. იუსტიციის სახლის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ
რაოდენობის განაცხადების მისაღებად. საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის
მიზნით, წარმოიშვა საჭიროება ამ პირებს მიეცეთ დამატებითი დრო
რეგისტრაციისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ შეუფერხებლად ფუნქციონირებას.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია, პირებს, რომლებიც ახორციელებენ მომეტებული საფრთხის
შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, დამატებით მიეცეთ
გონივრული დამატებითი ვადა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა
რეესტრში რეგისტრაციის განხორციელებისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ყალიბდება ახალი
რედაქციით, რაც ითვალისწინებს ახალი ვადის დაწესებას 2018 წლის 15 ნოემბრამდე,
რათა მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი
სამუშაოების განმახორციელებელმა პირებმა შესძლონ შესაბამისი საქმიანობის
რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების
განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000
ლარის ოდენობით (კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი). ამდენად, სახელმწიფო
ბიუჯეტის
საშემოსავლო
ნაწილზე
კანონპროექტის
შესაძლო
გავლენა
დამოკიდებულია იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც რეგისტრაციის გაუვლელად
სავარაუდოდ განახორციელებდნენ მითითებულ საქმიანობას და მოხდებოდა მათი
გამოვლენა.
იმავდროულად, კანონპროექტის განხორციელება არ მოახდენს გავლენას
მარეგისტრირებელი ორგანოს - სსიპ იუსტიციის სახლის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, რადგან, ამ სახის რეგისტრაცია არ ითვალისწინებს რაიმე საფასურის
გადახდას. შესაბამისად, ამ მიმართულებით, კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზეც
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან
შესაბამისი რეგისტრაცის პროცესი გახორციელდება სსიპ-იუსტიციის სახლის
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონროექტი იქონიებს დადებით ფინანსურ შედეგებს კანონპროექტის მოქმედების
არეალში შემავალ იმ პირთათვის, რომლებიც კვლავ ახორციელებენ შესაბამის
საქმიანობას და კანონპროექტით განსაზღვრული რეგისტრაციის ახალი ვადის
დაწესების შედეგად არ დაჯარიმდებიან კანონით გათვალისწინებული 1000 ლარის
ოდენობით, აგრეთვე არ დაეკისრებათ 2000 ლარის გადახდა იმ შემთხვევისთვის, თუ
ისინი კვლავ არ დარეგისტრირდებოდნენ პირველად დაჯარიმების შემდეგ.
ვინაიდან, ამ სახის რეგისტრაცია არ ითვალისწინებს რაიმე საფასურის გადახდას, ამ
მიმართულებით კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონროექტი არ ითვალისწინებს რაიმე ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის დაწესებას.
მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობის
რეგისტრაციისათვის არ არის გათვალისწინებული რაიმე საფასურის გადახდა და
რეგისტრაცია უფასოა. კანონპროექტი გამოიწვევს პირის 1000 ლარით დაჯარიმების
შემთხვევების შემცირებას. ასეთი შემთხვევების რაოდენობა დამოკიდებულია იმ
პირთა რაოდენობაზე, რომლებიც რეგისტრაციის გაუვლელად სავარაუდოდ
განახორციელებდნენ მითითებულ საქმიანობას და მოხდებოდა მათი გამოვლენა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულებების) ან/და
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
დიმიტრი ცქიტიშვილი, ირაკლი ბერაია, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი,
ანრი ოხანაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი,
დიმიტრი ცქიტიშვილი, ირაკლი ბერაია, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი,
ანრი ოხანაშვილი
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„შრომის უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონის იმ მუხლის მოქმედი სრული რედაქცია,
რომელშიც კანონპროექტით შედის ცვლილება
მუხლი 23. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს
ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.
2. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის
მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით, მე-15 მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
3. ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით
განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან
სამუშაოებს, ვალდებულია საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის მე-2 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მიღებიდან 60
კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში
რეგისტრაცია.