საქართველოს საქველმოქმედო ფონდის „9 აპრილის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველო კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
09.10.2018
ავტორი
საქართველოს საქველმოქმედო ფონდის „9 აპრილი“
ნომერი
#15269/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-15
ბიუროს ნომერი 206

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 21181 11/12/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს საქველმოქმედო ფონდის „9 აპრილის“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N15269, 10.10.2018). კომიტეტმა აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა. პატივისცემით, აკაკი ზოიძე თავმჯდომარე