„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი სესიაშვილი, ოთარ ჩრდილელი, ბექა ოდიშარია
ნომერი
#07-3/234/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-22
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
1 პროექტი საქართველოს კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995, №№31-33, მუხ. 692) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ვეტერანთა კატეგორიები ამ კანონით დადგენილია ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მასთან გათანაბრებული პირები; ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; გ) საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ტერიტორიული საბრძოლო მთლიანობის, მოქმედების თავისუფლებისა ვეტერანები და და მათთან გათანაბრებული პირები; დ) თავდაცვის ძალების ვეტერანები.“ 2. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით წესდება სამკერდე ნიშანი "საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი". 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 242 მუხლი: „მუხლი 242. ვეტერანის უფლებათა დაკავშირებული გარდამავალი რეგულირება დამადასტურებელ მოწმობასთან ამ კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე გაცემული ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგაც. 2 მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებიდან მეორე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ “ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს ახალ კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციის მიზნით საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელდა მთელი რიგი შინაარსობრივი და ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებები. “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-მუხლის შესაბამისად ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვინაიდან ტერმინი „სამხედრო ძალა“ შეიცვალა „თავდაცვის ძალით მიზანშეწონილია ვეტერანებისთვის დადგენილი გასაცემლების ადმინისტრირებისას გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით გარდამავალი დებულებებით დარეგულირდეს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ კანონით გაცემული ვეტერანთა მოწმობებისთვის იურიდიული ძალის შენარჩუნების საკითხი. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია კანონში განხორციელებული ტერმინოლოგიური ცვლილების შემდგომ დაარეგულიროს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისთვის“ გაცემული ვეტერანთა მოწმობებისთვის იურიდიული ძალის შენარჩუნების საკითხი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით კანონის მე-6 მუხლში და 23-ე მუხლის პირველ პუნქტში ტერმინი „სამხედრო ძალა“ შეიცვალა ტერმინით „თავდაცვის ძალა“. კანონს დაემატა 242 მუხლი, ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელ მოწმობასთან დაკავშირებული გარდამავალი რეგულირება, რომლის მიხედვითაც: „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე გაცემული ვეტერანის უფლებათა დამადასტურებელი მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგაც.“ ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დამატებითი ხარჯების გაღებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი; კანონპროექტი ხელშეკრულებებს. არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი და ბექა ოდიშარია. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი სესიაშვილი, ოთარ ჩრდილელი და ბექა ოდიშარია.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
“ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლების მოქმედი რედაქცია რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება მუხლი 6. ვეტერანთა კატეგორიები ამ კანონით დადგენილია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შემდეგი კატეგორიები: ა. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათან გათანაბრებული პირები; ბ. სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მთთან გათანაბრებული პირები; გ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; დ. სამხედრო ძალების ვეტერანები. მუხლი 23. ვეტერანების დამსახურების აღნიშვნა 1. საქართველოს ვეტერანების დამსახურების აღნიშვნის მიზნით წესდება სამკერდე ნიშანი "საქართველოს ომისა და სამბედრო ძალების ვეტერანი". 2. სამკერდე ნიშნის დებულებასა და მედლის აღწერილობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. (27.09.2013. N1385 ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.)