საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე სერგო ფარეიშვილის მიერ წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N12896; 24.08.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-22
ბიუროს ნომერი 207
📜 ტექსტი
წერილი
N 17650
16/10/2018
საქართველოს პარლამენტის
ბიუროს
გაცნობებთ, რომ მოქალაქე სერგო ფარეიშვილის მიერ საქართველოს
პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება:
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით
(N 12896; 24.08.2018)-(საკანონმდებლო წინადადების კომიტეტზე განხილვის ვადაა
16 ოქტომბერი).
საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილება შედის საერთო
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, მოსამართლის
თანამდებობიდან გათავისუფლების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და
უზენაესი სასამართლოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ- ერთი
საფუძველი იქნება 70 წლის ასაკის მიღწევა.
იმ
გარემოების
გათვალისწინებით,
რომ
კომიტეტს
დასკვნის
მოსამზადებლად ესაჭიროება დამატებითი დრო, მიზანშეწონილად მიგვაჩნია,
საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
ეკა ბესელია
თავმჯდომარე