საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის, ლევან კობერიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინე ფრუიძის და სოფიო ქაცარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/196; 13.06.2018) საქართველოს კანონის პროექტის II მოსმენით განხილვის ვადის ორი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#17676/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-22
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

წერილი
N 17676 17/10/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: აკაკი ზოიძის, ლევან კობერიძის, დიმიტრი ცქიტიშვილის, ირინე ფრუიძისა და სოფიო ქაცარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/196; 13.06.2018). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2018 წლის 25 ოქტომბერი. საკითხზე დამატებითი კონსულტაციებისა და პოზიციების შეჯერების საჭიროებიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს ორი თვით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე