საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენის სიმართლე“-ს მიერ წარმოდგენილი „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N13723; 11.09.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#17679/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-22
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

წერილი
N 17679 17/10/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში წარმოდგენილია ,,სამართლიანობის აღდგენის კავშირ ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლეს“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით (N13723; 11.09.2018). საკანონმდებლო წინადადების მიზანია ცვლილება შევიდეს ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ კანონში და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას მიენიჭოს საპარლამენტო მდივნის ყოლის უფლებამოსილება. საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა განისაზღვრა მიმდინარე წლის 29 ოქტომბრამდე. გთხოვთ, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გააგრძელოთ 30 დღით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე