საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N14255; 20.09.2018) საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
17.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#17680/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

წერილი
N 17680 17/10/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილია საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (14255/9 | 20-09-2018). საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებულია, საქართველოს მოქალაქეობის საკითხების ახლებურად მოწესრიგება. კერძოდ, მოქალაქეობის მინიჭებისათვის ერთ-ერთ საფუძვლად ეთნიკური ნიშნის გათვალისწინება. საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაევალა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, ხოლო განხილვის ვადად განისაზღვრა - 01 ნოემბერი. საკითხის სრულყოფილად დამუშავების მიზნით მიზანშეწონილია საქართველოს მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გაგრძელდეს ერთი თვით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე