საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი კანონების პროექტების (N07-2/260; 04.10.2018) განხილვის ვადის სამი კვირით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (256 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (256 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (396 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (396 KB)
📄 წერილი (195 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-22
ბიუროს ნომერი 207
📜 ტექსტი
წერილი
N 17750
18/10/2018
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
გადაწყვეტილებით
საქართველოს
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვან კომიტეტად განისაზღვრა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს კანონის პროექტის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტების
თაობაზე. (07-2/260/9, 04.10.2018)
ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით საქართველოს
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს მიმდინარე
წლის 29 ოქტომბრამდე დაევალათ სავალდებულო დასკვნის შემუშავება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N17675,
17.10.2018) კანონპროექტის განხილვის ვადის 3 კვირით გაგრძელების თაობაზე.
გთხოვთ, საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე
კანონპროექტების განხილვის ვადა გააგრძელოთ 3 კვირით.
პატივისცემით,
ირაკლი სესიაშვილი
თავმჯდომარე