საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების (N07-2/261; 04.10.2018) განხილვის ვადის ერთი თვით გაგრძელების შესახებ

საორგანიზაციო საკითხი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#17836/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-22
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

წერილი
N 17836 19/10/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 152-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, სავალდებულო დასკვნის წარმომდგენი კომიტეტის მომართვის საფუძველზე, გთხოვთ დადგენილი განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელებას საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმებაზე (№07-2/261; 04.10.2018). დანართი: 1 ფურცელი. პატივისცემით, რომან კაკულია თავმჯდომარე
დანართი
N 17742 18/10/2018 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ რომან კაკულიას ბატონო რომან, საქართველოს პარლამენტის ბიუროს, 2018 წლის 8 ოქტომბერის გადაწყვეტილებით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს (სავალდებულო კომიტეტი) მ/წ 29 ოქტომბრამდე დაევალა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ (07-2/261; 04.10.2018) შეთანხმების განხილვა და დასკვნის პარალმენტის ბიუროსთვის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ (07-2/261; 04.10.2018) შეთანხმების შესახებ, განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის თაობაზე და განხილვის ვადა გააგრძელოთ ერთი თვის ვადით. პატივისცემით, სოფიო ქაცარავა თავმჯდომარე