საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უარყოფითი დასკვნა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ წარმოდგენილ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (N8821; 08.06.2018) საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით

დასკვნა განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
ნომერი
#17840/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-22
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
N 17840 19/10/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ “საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N8821, 08.06.2018) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 2 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ “საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კომიტეტმა მოისმინა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების ავტორების მოთხოვნა მაუწყებლობის „სავალდებულო ტრანზიტის“ პარალელურად „სავალდებულო მიწოდების“ ცნების ასახვისა და ფასიანი ტრანზიტის უფლების გაუქმებაზე. ავტორთა განმარტებით დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საერთო მაუწყებლებს უფლებას აქვთ მოსთხოვოს ტრანზიტზე ავტორიზებულ პირს(ოპერატორს) განათავსოს ტელეარხი მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში უფასოდ, ხოლო ოპერატორი ვალდებულია შეასრულოს მისი მოთხოვნა. მაგრამ თუ ოპერატორს სურს არხის განთავსება, მას სჭირდება ნებართვა თავად მაუწყებლისგან, რაც შეიძლება იყოს ფასიანი. შესაბამისად, საერთო მაუწყებელი გარანტირებულია თავისი არხის უფასო ან ფასიანი ტრანზიტის განხორციელებაზე, ხოლო ოპერატორები დამოკიდებულნი არიან მათ კეთილ ნება-სურვილზე. ასევე, საკანონმდებლო წინადადების ავტორთა განმარტებით საქართველოში საბოლოო მომხმარებელს ერთი და იგივე საერთო მაუწყებლის არხი ერთდროულად მიეწოდება უფასოდ მულტიპლექსპლატფორმის საშუალებით და ფასის სანაცვლოდ სხვა დანარჩენი ტექნოლოგიების მქონე ოპერატორების მიერ. შესაბამისად, მათი მოსაზრებით შეიქმნა არათანაბარი პირობები. კომიტეტმა იმსჯელა წარმოდგენილ საკითხზე და საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე. აგრეთვე აღინიშნა, რომ სამართლიანია მოთხოვნა რეგულაცია ითვალისწინებდეს თანაბარი პირობების შექმნას მონაწილე მხარეებისათვის. შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე დაისვა საკითხი „სავალდებულო ტრანზიტის“ გაუქმების თაობაზე. ვინაიდან გარემოება, რომლის საფუძველზეც აღნიშნული რეგულაცია იყო მიღებული, კერძოდ, ქართული არხების ხელმისაწვდომობა, აღარ დგას დღის წესრიგში. დღეს ქართულ არხებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს მულტიპლექსპლატფორმა. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება „სავალდებულო ტრანზიტის“ გაუქმება ოპერატორებისა და საერთო მაუწყებლების სახელშეკრულებო მოლაპარაკებები მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს დაექვემდებარება. შესაბამისად, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნულ საკითხზე გაგრძელდეს კონსულტაციები საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის 51 პუნქტის შესაბამისად საკანონმდებლო წინადადება ცნო უარყოფილად. რომან კაკულია თავმჯდომარე