საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით

საკანონმდებლო წინადადება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
19.10.2018
ავტორი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ნომერი
#15865/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-22
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

წერილი
N 20254 03/12/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით. (19/10/2018 / N15865) (საკანონმდებლო წინადადების კომიტეტზე განხილვის ვადაა 3 დეკემბერი). წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიზანია სასამართლოების საფინანსო-საბიუჯეტო დამოუკიდებლობის განმტკიცება, რაც გათვალისწინებულია „2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 29 მაისის N1/162 გადაწყვეტილებით კომიტეტის მიერ, საკითხის სრულყოფილი დამუშავების მიზნით მიზანშეწონილია საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა გაგრძელდეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-1438/19 01-02-2019 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ასლი: საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანს ბატონ გიორგი მიქაუტაძეს მის: თბილისი, ბოჭორმის ქ.12 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N 15865 19.10.2018) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2018 წლის 26 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (N 15865 19.10.2018) თბილისი 0114, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ზოგადი მიმოხილვა წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადების მიზეზი დაკავშირებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული „2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულებასთან, ხოლო წინადადების მიზანს, ავტორის შეფასებით, აღნიშნულ პროგრამის განხორცილება წარმოადგენს. საკანონმდებლო წინადადების შინაარსი წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ცვლილება უნდა შევიდეს ’’საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67ე მე-2 და მე-3 პუნქტებში. კერძოდ: იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მთავრობა უარს იტყვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) დაფინასების ნაწილის გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს პარლამენტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების (გარდა უზენაესი სასამართლოსი) დაფინანსების ნაწილის პროექტის წარდგენის უფლებამოსილება მიენიჭება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. გარდა ამისა, საქართველოს საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, აიკრძალება სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოებისათვის განკუთვნილი ხარჯების შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით. კომიტეტის შეფასება საქართველოს პარლამენტის კოორდინაციით მიმდინარეობს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობა სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპის ფარგლებში. ჯგუფი აერთიანებს ყველა დაკავშირებულ სახელმწიფო უწყებას (საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო) და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმების საკითხებზე. გათვალისწინებული სამუშაო ერთ-ერთი ჯგუფის საკითხია სამოქმედო იუსტიციის უმაღლესი გეგმით საბჭოს საქმიანობის რეგულირება. დასკვნა კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადებით დასახელებული საკითხები უნდა გადაეცეს ზემოთ აღნიშნულ სამუშაო ჯგუფს განსახილველად, რათა მოხდეს ზემოაღნიშნულ ფორმატში ამ საკითხზე მსჯელობა. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავითი მათიკაშვილი