საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი ტუღუშის და ირაკლი აბესაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/204, 25.06.2018) საქართველოს კანონის პროექტის განხილვის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ

წერილი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#17888/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-22
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

წერილი
N 17888 22/10/2018 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი ტუღუშის და ირაკლი აბესაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/204; 25.06.2018). კანონპროექტზე წამყვანი კომიტეტია - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ხოლო სავალდებულო - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ვადა წამყვანი კომიტეტისთვის განსაზღვრულია 2018 წლის 8 ნოემბერი, ხოლო სავალდებულოსთვის 24 ოქტომბერი. სავალდებულო კომიტეტმა მოგვმართა თხოვნით (წერილი N17844 19/10/2018), რათა დამატებითი კონსულტაციების გასამართად და პოზიციების შესაჯერებლად კანონპროექტის განხილვის ვადა გაგრძელდეს 1 თვის ვადით. პატივისცემით, ეკა ბესელია თავმჯდომარე