საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის 2018 წლის 25-29 ივნისს საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ განხორციელებული ვიზიტის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.10.2018
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი
ნომერი
#17908/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-22
ბიუროს ნომერი 207

📜 ტექსტი

ანგარიში
N 17908 22/10/2018 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის ბიუროზე წარსადგენად გიგზავნით 2018 წლის 25-29 ივნისს საფრანგეთში, სესიაზე ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო საქართველოს პარლამენტის განხორციელებული ვიზიტის ანგარიშს. დანართი: 3 ფურცელი პატივისცემით, თამარ ჩუგოშვილი მუდმივმოქმედი დელეგაციის მიერ მივლინების ანგარიში მივლინებული: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: 1. თამარ ჩუგოშვილი, დელეგაციის ხელმძღვანელი; 2. ეკა ბესელია; 3. ნინო გოგუაძე; 4. ზვიად კვაჭანტირაძე; 5. დავით ბაქრაძე ; 6. გიორგი კანდელაკი; 7. ლანა ჩხარტიშვილი, დელეგაციის მდივანი; 8. ალექსანდრე რამიშვილი, დელეგაციის მდივანი. მივლინების მიზანი: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის, საზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება. მივლინების ადგილი: ქალაქი სტრასბურგი, საფრანგეთი. მივლინების თარიღი: 2018 წლის 25-29 ივნისი. საპარლამენტო ასამბლეის სესიის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის კოლეგებთან და არჩევნებში; პარტნიორი ქვეყნების გამართეს ორმხრივი წარმომადგენლებთან, შეხვედრები სადაც ევროპელ დეპუტატებმა საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ასამბლეის კომიტეტების, პოლიტიკური ჯგუფების სხდომებსა და ასამბლეის სესიაზე სხვადასხვა თემებზე გამართულ დებატებში. ორშაბათს, 25 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია, საპრეზიდენტო არჩევნებით დაიწყო. საპარლამენტო ასამბლეის 32-ე პრეზიდენტი გახდა ლილიან მარინ-პასკიე, სოციალისტების ჯგუფიდან. ის ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მეოთხე ქალია. სამშაბათს, 26 ივნისს გაიმართა დებატები ადამიანის უფლებების დამცველების და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების თემაზე. ნინო გოგუაძემ საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების საჯარო პროცესებში ჩართულობაზე და პარლამენტთან მათი თანამშრომლობის მნიშვნელოვან გამოცდილებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, „ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ჩართულები არიან ისეთ პროცესებში, როგორიც არის მაღალი თანამდებობის პირების შერჩევა ქვეყანაში. ეს ეხება როგორც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს, ასევე ომბუდსმენის დასახელებას.“ ამავე დღეს სესიის ფარგლებში, საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ქვეკომიტეტის სხდომა გაიმართა, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, ეკა ბესელიას თავმჯდომარეობით. განხილული იქნა ქვეკომიტეტის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის ყველაზე აქტუალურ საქმეებს. ეკა ბესელიამ ქვეკომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული პარლამენტარებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტის გამოცემის თაობაზე, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ეხება. სესიის ფარგლებში გამართულ თავისუფალ დებატებზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ნინო გოგუაძემ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 10 წლის თავზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კრიზისის და საქართველოს ახალი სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. დეპუტატმა დეტალურად განიხილა სამშვიდობო პოლიტიკის 3 მიმართულება, რომელიც ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სოციალური მიმართულებების პრიორიტეტებზეა დაფუძნებული. გამოსვლის დასასრულს, დეპუტატმა მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მკაფიო მხარდაჭერისათვის. ასამბლეის ფარგლებში გაიმართა ასამბლეის ბიუროს დროებითი კომიტეტისა და ერთობლივი კომიტეტების სხდომა, სადაც განიხილებოდა ასამბლეის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის ინიციატივა, რომლის საფუძველზეც გამკაცრდება წევრი სახელმწიფოების მიმართ უფლებამოსილებების გაუქმების საკითხის აღძვრის პროცედურა და მათთვის სანქციის სახით ასამბლეის სხდომებზე ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის წინაპირობები. აღნიშნულ სხდომებზე მონაწილეობდა მიიღო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა. ხუთშაბათს, საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამართულ დებატებზე, რომელიც შეეხებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მოქალაქეთა პოლიტიკური პატიმრის სარჩულით დაკავებას, დელეგაციის წევრმა გიორგი კანდელაკმა გამოხატა ღრმა მწუხარება ოლეჰ სენცოვის დრამატულ საქმესთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ რუსეთს, რომელიც დიდი მასშტაბებით არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, არ უნდა დაუწესდეს გამონაკლისი წესები საპარლამენტო ასამბლეაში ამ დიდი დარღვევების ფონზე ადვილად შემოსაღწევად. დეპუტატმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი რუსეთის ფედერაციის ლობისტობაში დაადანაშაულა. ალექსანდრე რამიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი