„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 73 ✗ 1
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2018-10-29
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ.190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
შემდეგი მუხლებით/თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 134-ე მუხლი,
139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე
მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე
მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 2551, 2594 და 284-ე
მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და
მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილები, 304ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი,
3221 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, XXXIX თავი;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავი არეგულირებს ფარულ
საგამოძიებო მოქმედებებს, ხოლო კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო
მოქმედებები ამავე კოდექსის XVI თავით არის მოწესრიგებული.
ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი თავის (XVI1) 1432 მუხლი ადგენს ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამავე კოდექსის 1433 მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიებისას, ხოლო კომპიუტერულ
მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი თავი მითითებას 1432-14310
მუხლების დებულებებზე აკეთებს.
კოდექსის
1433
მუხლის
მე-2
ნაწილის
„ა“
ქვეპუნქტის
შესაბამისად,
პროკურორის
შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ გამოძიება
დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი
მუხლებით1
გათვალისწინებული
რომელიმე
დანაშაულის
გამო.
აღნიშნული
მუხლების
ჩამონათვალი არ მოიცავს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავში (სამოხელეო დანაშაული)
მოქცეულ ყველა მუხლს, არამედ მხოლოდ განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს
და აგრეთვე, გამონაკლისის სახით, 340-ე და 341-ე მუხლებს, რომლებიც ნაკლებად მძიმე
დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
გარდა ზემოაღნიშნული მუხლებისა, რომელთა ჩამონათვალიც ამომწურავია, სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა
საქმეებზე კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული ან/და ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარება დაუშვებელია. მოქმედი რედაქცია არ მოიცავს, სხვებს შორის, ისეთ ნაკლებად მძიმე
სამოხელეო დანაშაულს, როგორცაა 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტება) პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც სასჯელის სახით სამ
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1 117-ე მუხლის პირველი ნაწილი, 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 140-ე და 141-ე მუხლები, 143-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 1433 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი,
186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი,
253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 2551, 2594 და 284-ე მუხლები, 285-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები, 288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−303-ე
მუხლები, 304-ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 306 1 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 3221 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილები, 340-ე და 341-ე მუხლები.
აქედან გამომდინარე, ყველა სახის სამოხელეო დანაშაულის გამოძიებისას მოქმედი
კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, ჩატარდეს სრულყოფილი საგამოძიებო მოქმედებები,
რომლებიც ორიენტირებული იქნება უკვე ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ეფექტიან
გამოძიებასა და სამომავლოდ მსგავსი დანაშაულების პრევენციაზე.
სამოხელეო დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ
ტიპის დანაშაული ხელყოფს სახელმწიფო აპარატის ნორმალურ ფუნქციონირებას. მისი ობიექტია
საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული კონსტიტუციური წყობილებისა და საჯარო
სამართლის
სფეროში
წარმოშობილი
საზოგადოებრივი
ურთიერთობები,
რომლებიც
დაკავშირებულია სახელმწიფო აპარატისა და მისი ცალკეული რგოლის სწორ ფუნქციონირებასთან.
ამ ტიპის დანაშაულები ზიანს აყენებს ან საფრთხეს უქმნის კონკრეტული პიროვნების უფლებებს,
საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სამოხელეო
დანაშაულის
დროული
და
ეფექტიანი
გამოძიება
მჭიდრო
კორუფციის/კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან.
კავშირშია
ქვეყანაში
უნდა აღინიშნოს, რომ ფუნდამენტური ანტიკორუფციული რეფორმების შედეგად დღეს
საქართველომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით
ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო ევროპის ქვეყნებს შორის კორუფციის დონის ერთ-ერთი
ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
არ შეიძლება იყოს ერთჯერადი რეფორმა ან დროში შეზღუდული პროცესი. კორუფციის პრევენცია
საჭიროებს მუდმივ და განგრძობად ძალისხმევას კეთილსინდისიერი და ანგარიშვალდებული
საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისთვის. კორუფციის პრევენცია და ანგარიშვალდებული და
გამჭვირვალე
სახელმწიფო
უწყებათა
ჩამოყალიბება
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
საქართველოსათვის ევროინტეგრაციის გზაზე.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ანტიკორუფციული ქსელის საქართველოს
შეფასების მეოთხე რაუნდის2 და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფის
მეოთხე რაუნდის3 2016 წლის ანგარიშების თანახმად, მიუხედავად მიღწეული მნიშვნელოვანი
პროგრესისა, კორუფციასთან ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებისა და პრევენციის მიზნით,
აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისად, წარმოდგენილი
საკანონმდებლო
პროექტის
მიღება
მნიშვნელოვანია,
რამდენადაც
იგი
ხელს
შეუწყობს
სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციების ზემომითითებული რეკომენდაციების
შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
დიდმა პალატამ საქმეზე - „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (N72508/13) გადაწყვეტილება
მიიღო, რომლითაც დაადასტურა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება და წინასწარი პატიმრობა
(რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე) იყო კანონიერი. დიდმა
პალატამ გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 5.1 მუხლი, აგრეთვე 5.3
მუხლი (რაც შეეხება ივანე მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას). ევროპული
2 ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ანტიკორუფციული ქსელის საქართველოს შეფასების მეოთხე
რაუნდის ანგარიში, 2016, ხელმისაწვდომია: https://www.oecd.org/corruption/acn/istanbulactionplancountryreports.htm
3 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფის საქართველოს შეფასების მეოთხე რაუნდის ანგარიში,
2016, ხელმისაწვდომია: https://www.coe.int/en/web/greco/evaluations/georgia
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა კონვენციის 5.3 მუხლის დარღვევა საქართველოს
სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის გამო; ევროპულმა
სასამართლომ აგრეთვე, 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-18
მუხლი მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში - 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან
გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდი). ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ამ ეპიზოდთან მიმართებით დადგენილი დარღვევა
განპირობებულია, სხვებს შორის, იმ გარემოებით, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს N9
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მომჩივნის, ი. მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტის
გამოძიების მიზნით, ვერ მოხდა მის მიერ დასახელებული შესაბამისი პირების სატელეფონო
ჩანაწერებისა და მობილური კავშირის ანძების მონაცემების შემოწმება (იხ. დიდი პალატის
გადაწყვეტილება, პარაგრაფი 3404).
უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 21 ივნისს, ი. მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანასთან
დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება
ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების
ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილი). მიუხედავად იმისა, რომ
მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სატელეფონო
კავშირებისა და ანძების გადამოწმების შესაძლებლობას, სსსკ-ის XVI თავის (კომპიუტერულ
მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები) 136-ე მუხლის (დოკუმენტის ან
ინფორმაციის გამოთხოვა) პირველი ნაწილის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი,
რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება
სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან დოკუმენტი, პროკურორი
უფლებამოსილია,
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
სასამართლოს
მიმართოს
შესაბამისი
ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. ამავე მუხლის
მე-4 ნაწილის შესაბამისად, იმ საგამოძიებო მოქმედებებზე, რომლებიც აღნიშნული მუხლითაა
გათვალისწინებული, ვრცელდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1432-14310 მუხლების
დებულებები, რომლებიც ზემოთ არის მიმოხილული.
აქედან გამომდინარე, ი. მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტის გამოძიების
ფარგლებში, საგამოძიებო უწყება, კანონის დებულებებიდან გამომდინარე, მოკლებული იყო
შესაძლებლობას,
მობილური
ოპერატორებისგან
გამოეთხოვა
ელექტრონული
ინფორმაცია
ცალკეული პირების სატელეფონო კავშირების და მომსახურე ანძების შესახებ, რაც, ევროპული
სასამართლოს დიდი პალატის აზრით, უნდა გაკეთებულიყო. საქართველოს მთავრობის პოზიცია
იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება კანონში არსებული
ჩანაწერის გამო იყო შეუძლებელი, ევროპულმა სასამართლომ არ გაიზიარა.
აღნიშნულ საქმეზე განახლებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო უწყება მოქმედი
კანონმდებლობით
შესაძლებლობას.
ამჟამადაც
მოკლებულია ამგვარი საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული
კონვენციის
46-ე
მუხლის
თანახმად,
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებას
აქვს
სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს. კერძოდ, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები
4 მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, N 72508/13, დიდი პალატის გადაწყვეტილება, 2017 წლის 28 ნოემბერი, §340,
ხელმისაწვდომია: http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-178753
კისრულობენ ვალდებულებას, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას
საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეებს წარმოადგენენ. ხოლო, სტრასბურგის სასამართლოს
გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება მოიცავს
როგორც ინდივიდუალურ, ასევე ზოგად ღონისძიებებს. კერძოდ, ინდივიდუალური ღონისძიებები
ეხება სახელმწიფოს მიერ გატარებულ იმ ზომებს, რომლებმაც აღმოფხვრეს/უნდა აღმოფხვრან
სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები კონკრეტულ მომჩივანთან მიმართებით. რაც შეეხება
ზოგად ღონისძიებებს, აღნიშნული გულისხმობს დადგენილი დარღვევების გამომწვევი მიზეზების
აღმოფხვრასა და მათ სამომავლო პრევენციას (მაგ., საკანონმდებლო ცვლილებები, სასამართლო ან
ადმინისტრაციული პრაქტიკის შეცვლა და სხვ.). ამდენად, ხსენებული კანონპროექტის მიზანს
წარმოადგენს, აღსრულების ზოგადი ღონისძიების სახით, ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმის
შემოღება, განახლებული გამოძიების ფარგლებში იმ ხარვეზის აღმოფხვრა, რომელიც დაადგინა
ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ და მომავალში ევროპული სასამართლოს მიერ მსგავსი
დარღვევების დადგენის თავიდან აცილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღება განპირობებულია
არსებული საკანონმდებლო ხარვეზით, განახლებული გამოძიების ფარგლებში ევროპული
სასამართლოს მიერ მითითებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობით და
ევროპული სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე დადგენილი დარღვევის აღმოფხვრის
საჭიროებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში არსებული ხელისშემშლელი გარემოებების აღმოფხვრა
და სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ხელშეწყობა, აგრეთვე აღსრულების ზოგადი
ღონისძიების სახით ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმის შემოღება და მომავალში ევროპული
სასამართლოს მიერ მსგავსი დარღვევების დადგენის თავიდან აცილება.
ფართო გაგებით, კანონპროქტი სამოხელეო დანაშაულების პრევენციისა და კორუფციასთან
ბრძოლის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
ამჟამად არ არსებობს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც გამოძიებას ექნება შესაძლებლობა,
ნაკლებად მძიმე სამოხელეო დანაშაულების (გარდა სისხლის სამართლის კოდექსის 340-ე და 341-ე
მუხლებით
გათვალისწინებული
დანაშაულებისა)
გამოძიების
ფარგლებში
გამოიყენოს
კომპიუტერულ მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებები და ფარული საგამოძიებო
მოქმედებები.
კანონპროექტით ფართოვდება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლების ჩამონათვალი,
რომელიც მითითებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტში. მოქმედი კანონმდებლობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების/კომპიუტერულ
მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება შესაძლებელია, თუ გამოძიება
დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე ან/და
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი
მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო. ამ მუხლების ჩამონათვალს ემატება
სამოხელეო დანაშაულების მთლიანი თავი (თავი XXXIX).
აღნიშნული ცვლილება შესაძლებელს გახდის როგორც ფარული, ისე კომპიუტერულ
მონაცემთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას ნაკლებად მძიმე კატეგორიის
სამოხელეო დანაშაულებზეც, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ არის უზრუნველყოფილი.
ზემოაღნიშნულის გარდა, კანონპოექტი სისხლის სამართლის კოდექსის 1433 მუხლის მე-2
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მუხლების ჩამონათვალიდან 117-ე მუხლის პირველ
ნაწილზე, 140-ე და 141-ე მუხლებსა და 303-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითების ამოღებას
ითვალისწინებს.
2015 წლის 12 ივნისს ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლში,5
რომლითაც განისაზღვრა, რომ ხსენებული მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. ასევე, 2013 წლის 27
ნოემბრისა6 და 2017 წლის 4 მაისის7 კანონებით ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის
140-ე და 141-ე მუხლებში. შედეგად, აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები
წარმოადგენენ მძიმე დანაშულებს. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლს, 2018
წლის 20 აპრილის ცვლილებებით8 აღნიშნული მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული
ქმედების ჩადენისთვის განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4-დან 7 წლამდე ვადით. აქედან
გამომდინარე, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1433 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტი ისედაც ვრცელდება მძიმე/განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე, აღარ არსებობს ზემოთ
ჩამოთვლილი მუხლების გამონაკლისის სახით მითითების საჭიროება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვითი
ცვლილებებს.
5
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2880327#DOCUMENT:1;
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2101943#DOCUMENT:1;
7
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3664456#DOCUMENT:1;
8
ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4167809#DOCUMENT:1;
6
ნაწილის
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანოპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროკურატურამ.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის
შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი
სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ
შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება
მუხლი 1433. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი
1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას პროკურორის
მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე იღებს გამოძიების ადგილის მიხედვით
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა ამ მუხლის მე-17 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ:
ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი მძიმე
ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის გამო: 117-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 140-ე და 141-ე მუხლები, 143-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 143 3მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი ნაწილი,
210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის პირველი და მე-2
ნაწილები, 255 1, 259 4 და 284-ე მუხლები, 285-ე მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე და 287-ე მუხლები,
288-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−303-ე მუხლები, 304-ე მუხლის
პირველი ნაწილი, 305-ე, 306-ე და 306 1 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 322 1 მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილები, 340-ე და 341-ე მუხლები;
ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს ფარული
საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
რომელიმე დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი“), ან პირი იღებს ან
გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის განკუთვნილ ან მისგან
მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირი იყენებს პირის
საკომუნიკაციო საშუალებებს;
გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი
საჭიროებით და არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად −
ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის
ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის
ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად − აუცილებელი, მისი
მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალება;
დ) მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება
გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა საშუალებით
მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
3. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების
შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა ამ
კოდექსით დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული.
4. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო:
ა) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც
საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ
დროში მოპოვების სტაციონარული ან ნახევრად სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა;
ბ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების იმ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველსაყოფად, სადაც
საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, ვალდებულია გამოიყენოს კომუნიკაციის რეალურ
დროში მოპოვების სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული ან არასტაციონარული ტექნიკური
შესაძლებლობა;
[გ) ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების განხორციელების უზრუნველსაყოფად უფლებამოსილია გამოიყენოს
გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სტაციონარული ან/და არასტაციონარული
ტექნიკური შესაძლებლობა. (ამოქმედდეს 2020 წლის 30 მარტიდან ) ]
5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო,
თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს
შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს
შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას
ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს
და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4
ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის
წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს,
რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და
ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს,
სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. მოსამართლის
განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე,
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით.
[ 5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო,
თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს
შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს
შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას
ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს
და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4
ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის
წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს,
რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და
ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს,
სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მოსამართლის განჩინების
ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ
არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. თუ ამ ნაწილით
გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან
მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ განჩინება მოსამართლემ სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა,
სასამართლოს მიერ ერთი განჩინება (განჩინების მე-4 ეგზემპლარი), რომელიც შეიცავს მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ
არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით მიეწოდება ზედამხედველ
მოსამართლეს. ( ამოქმედდეს 2019წლის 1 იანვრიდან) ]
51. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი
მიღებისთანავე მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ელექტრონული
ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის
განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის
პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ
ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ
შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.
[ 5 1 . ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი
მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის
სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის განჩინების
ელექტრონული ეგზემპლარის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის პროგრამულად
მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით
გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს სტაციონარული
ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
52. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება
ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო
ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს
უფლებამოსილ წარმომადგენელს.
53. განჩინების გამომტანი სასამართლო პროკურორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე,
მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში, ან საკუთარი ინიციატივით უზრუნველყოფს
მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე
მუხლით დადგენილი წესით.
54. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სახით და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და
სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, იგი ამის თაობაზე
ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის
შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს
უფლებამოსილ წარმომადგენელს.
[ 54 . თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ელექტრონული სახით და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში
მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, სახელმწიფო ინსპექტორი ამის თაობაზე
ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის
შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს
უფლებამოსილ წარმომადგენელს. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
55. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის ელექტრონული სახით ან/და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და
სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, იგი ამის თაობაზე ელექტრონული
სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს..
[ 55 . თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი
ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, სახელმწიფო ინსპექტორი ამის თაობაზე ელექტრონული
სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან/და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
56. ამ მუხლის 54 და 55 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურორი
წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის მიღებიდან 12
საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის
აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო ვალდებულია
მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრიდან 24 საათის
ვადაში უზრუნველყოს ამ განჩინების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის
მიწოდება.
[ 56 . ამ მუხლის 54 , 55 , 5 8 და 59 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე
პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის
მიღებიდან 12 საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული
ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით.
სასამართლო ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის
აღმოფხვრიდან 24 საათის ვადაში უზრუნველყოს:
ა) ამ მუხლის 54 და 55 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამ განჩინების სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისათვის მიწოდება;
ბ) ამ მუხლის 58 და 59 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამ განჩინების
ზედამხედველი მოსამართლისათვის მიწოდება. (ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
[ 57 . სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ
კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი
მიღებისთანავე მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს ელექტრონული ეგზემპლარის სახით,
კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის განჩინების ელექტრონული
ეგზემპლარის
ზედამხედველი
მოსამართლისათვის
პროგრამულად
მიწოდების
1
დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 143 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებას.
ამ
ნაწილით
გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში,
როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.
5 8 . თუ ზედამხედველი მოსამართლისათვის ელექტრონული სახით და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში
მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, ზედამხედველი მოსამართლე ამის თაობაზე
ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის
შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან/და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
5 9 . თუ ზედამხედველი მოსამართლისათვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის
გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი
ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, ზედამხედველი მოსამართლე ამის თაობაზე ელექტრონული
სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან/და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
5 10 . ამ მუხლის 5 1 , 5 4 , 5 5 და 6 2 ნაწილები არ ვრცელდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
ჩატარების
შემთხვევებზე. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს
საქმისთვის (გამოძიებისთვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან
შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება
ჩატარდეს/დაიწყოს მოსამართლის განჩინების გარეშე, პროკურორის მოტივირებული
დადგენილებით. პროკურორის დადგენილება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს
(დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; მითითება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის იმ მუხლზე, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება; პროკურორის სახელი და გვარი,
ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი), ხოლო დადგენილების
სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების
ობიექტის/ობიექტების, აგრეთვე განსახორციელებელი ფარული საგამოძიებო მოქმედების სახის
შესახებ და უნდა განსაზღვრავდეს მოქმედების განხორციელების პერიოდს (მისი დაწყებისა და
დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.
ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შემთხვევაში დადგენილების
სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს აგრეთვე მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების
ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების სულ მცირე ერთი
შესაბამისი მონაცემის შესახებ. პროკურორი ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების
დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმართოს რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა/ტარდება აღნიშნული
ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს
შუამდგომლობით გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული/მიმდინარე ფარული
საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ. შუამდგომლობაში პროკურორმა უნდა
დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების, ისე იმ
გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედების
მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარება/დაწყება. მოსამართლე პროკურორის
შუამდგომლობას განიხილავს მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ
მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს,
შეესაბამება თუ არა ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე-2
ნაწილის მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების
გადაუდებლად ჩატარება/დაწყება, და განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი ჩატარების ვადის
არაუმეტეს 48 საათამდე გაგრძელების შესახებ. ეს ვადა აითვლება პროკურორის დადგენილებაში
მითითებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროიდან;
გ) ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი
შეწყვეტის, შედეგების გაუქმების და მის შედეგად მოპოვებული მასალის/ინფორმაციის
განადგურების შესახებ.
6 1. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად მოსამართლეს
შეუძლია უფლებამოსილი ორგანოდან წერილობით გამოითხოვოს გამოთხოვის მომენტისთვის
მოპოვებული მასალის ელექტრონული ეგზემპლარი. მასალის გაცნობის შემდეგ მოსამართლე
უზრუნველყოფს დადგენილი წესით მის განადგურებას.
6 2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული
დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით
გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს პერსონალურ მონაცემთა
დაცვის ინსპექტორს. ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის
დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს
მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს
ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების
დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
ფარულ
საგამოძიებო
მოქმედებას.
ამ
ნაწილით
გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში,
როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.
[ 6 2 . გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული
დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით
გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს. ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც
შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე
მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით,
კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული
ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის
143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი
მოქმედებს
იმ
შემთხვევაში,
როდესაც
გამოიყენება
სტაციონარული
ტექნიკური
შესაძლებლობა. ( ამოქმედდეს 2019 წლის1 იანვრიდან) ]
63. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ პროკურორის დადგენილება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს
პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. პროკურორი
უზრუნველყოფს დადგენილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას.
[ 6 4 . სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული
დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით
გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს ზედამხედველ მოსამართლეს.
ამ კოდექსის 143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს
მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე
მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის
ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული
ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის
143 1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი
მოქმედებს
იმ
შემთხვევაში,
როდესაც
გამოიყენება
სტაციონარული
ტექნიკური
შესაძლებლობა. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის
განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა
შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის
ინსპექტორს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
სახელმწიფო ორგანოს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს წარედგინება განჩინების
გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით.
[ 7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის
განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა
შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო
ორგანოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე,
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. თუ ამ
ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ
ცნობის შესახებ განჩინება მოსამართლემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ
სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა, სასამართლოს მიერ ერთი განჩინება (განჩინების მე-4
ეგზემპლარი), რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების
გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური
(დოკუმენტური)
სახით
მიეწოდება
ზედამხედველ
მოსამართლეს. ( ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან) ]
8. თუ ბრალდების მხარე საჭიროდ არ მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად
გამოყენებას, მან ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ მისი
დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა შუამდგომლობით უნდა მიმართოს რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო
მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს. სასამართლოს მიერ შესაბამისი
განჩინების მიღების შემდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული
ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს ამ კოდექსის 143 8 მუხლის მე-5 ნაწილით
დადგენილი წესით.
9. თუ ფარული საგამოძიებო მოქმედებით გამოვლინდა სხვა დანაშაულის ნიშნები, რომელზედაც
არ მიმდინარეობს გამოძიება, ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული
ინფორმაცია არის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი, ხოლო ამ
ინფორმაციის ახალ საქმეზე დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის საკითხი გადაწყდება ამ კოდექსით
დადგენილი ზოგადი წესით, ფარული საგამოძიებო მოქმედებისათვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით
განსაზღვრული გარემოებების გაუთვალისწინებლად.
10. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან გადაუდებელი
აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული/მიმდინარე
ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განჩინებაში მოსამართლემ უნდა
დაასაბუთოს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული
საგამოძიებო მოქმედების მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარების/დაწყების
აუცილებლობა. მოსამართლის განჩინება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (განჩინების
ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა;
საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის განჩინების სარეზოლუციო
ნაწილში უნდა მიეთითოს:
ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობა წარუდგინა;
ბ) სისხლის სამართლის საქმის ნომერი, რომელზედაც უნდა ჩატარდეს, ჩატარდა ან მიმდინარეობს
ფარული საგამოძიებო მოქმედება;
გ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული
საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ განკარგულება, რომელშიც ზუსტად უნდა
იყოს აღნიშნული, რა სახის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაა ნებადართული ან
რომელი ფარული საგამოძიებო მოქმედებაა კანონიერად ცნობილი;
დ) დროის რა მონაკვეთში (დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის მითითებით) უნდა
ჩატარდეს ან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება;
ე) ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი/ობიექტები;
ვ) ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შემთხვევაში − ფარული საგამოძიებო
მოქმედების ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/ იდენტიფიკატორების სულ
მცირე ერთი შესაბამისი მონაცემი, რომლის/რომელთა კონტროლიც უნდა განხორციელდეს
ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების ადგილი;
თ) საჭიროების შემთხვევაში, ვისზე ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედება;
ი) შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო, რომელმაც უნდა განახორციელოს
ფარული საგამოძიებო მოქმედება;
კ) უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანო, რომელსაც უნდა გაეცნოს და გადაეცეს ფარული
საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა;
ლ) ფარული საგამოძიებო მოქმედების გაგრძელების შემთხვევაში − იმ განჩინების რეკვიზიტები,
რომლის საფუძველზედაც მიმდინარეობს ფარული საგამოძიებო მოქმედება;
მ) ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის საჭირო სხვა მონაცემები.
11. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე ან ჩატარებული/მიმდინარე
ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის
განჩინებაში უნდა მიეთითოს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობით არ დასტურდება ამ მუხლის
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა და ფარული საგამოძიებო მოქმედების
მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარების/დაწყების აუცილებლობა.
მოსამართლის განჩინებაში უნდა აღინიშნოს: ამ მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული
რეკვიზიტები; პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; მოსამართლის
გადაწყვეტილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის
ან ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობაზე უარის
თქმის და მის შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ.
12. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა იმ
ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. თუ ეს ვადა
საკმარისი არ აღმოჩნდება, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის მოტივირებული
შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, ამ თავით დადგენილი წესით,
არაუმეტეს 2 თვისა. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს,
რის გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა
გაგრძელდეს საქართველოს მთავარი პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.
13. ფარული საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება საჯაროდ არ ცხადდება. მოსამართლის
განჩინება ძალას კარგავს მისი მიღებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში
ფარული საგამოძიებო მოქმედება არ დაიწყო.
14. პირს, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების მიმდინარეობისას ცნობილი
გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული
საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება ერთჯერადად გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო
სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების
უფლების შესახებ განმარტების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლოს
მიერ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების
უკანონოდ ცნობა ქმნის ამ მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის ამ კოდექსით
დადგენილი წესით დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის საფუძველს. სააპელაციო სასამართლოს
მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე-7
მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირისთვის მისი პირადი ცხოვრების
შესახებ ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით
მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
15. პირი, რომლისთვისაც მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ცნობილი
გახდა მის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე, შეუძლია ფარული
საგამოძიებო მოქმედების შესახებ განჩინება გაასაჩივროს შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს
საგამოძიებო კოლეგიაში, აღნიშნული ინფორმაციის და განჩინების გასაჩივრების უფლების
შესახებ განმარტების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში. ჩატარებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობა შეიძლება მიჩნეულ იქნეს ამ
კოდექსის 310-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად
განაჩენის გადასინჯვისათვის, თუ ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული
მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე
მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება საფუძვლად დაედოს ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-3
ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას პირის მიერ მისი პირადი ცხოვრების შესახებ
ცნობების/პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებით, შენახვით ან გამჟღავნებით
მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარში უნდა აღინიშნოს ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ამ თავით დადგენილი წესის დარღვევის შესახებ.
საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო
კოლეგია საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72 საათისა. სააპელაციო
სასამართლო შეტყობინებით უზრუნველყოფს მომჩივნის და ბრალდების მხარის მონაწილეობას
საჩივრის განხილვაში. მათი გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას. საჩივარზე
მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება და მოთხოვნის შემთხვევაში მომჩივანს და
ბრალდების მხარეს გადაეცემა.
17. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, მოსამართლის და იმუნიტეტის მქონე პირის
მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლის განჩინებით, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი
მოადგილის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.